გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210118002516045
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/19223-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - სს „--------------

წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–ი

მოპასუხე - დ----------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი);

1.2. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის (# 1--------------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 83.31 ლარს;

1.3. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა;

1.4. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი);

1.5. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26.97 ლარს.

1.6. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა;

1.7. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 153.54 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი);

1.8. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა.

(მოსარჩელემ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა - კერძოდ: 1.3. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 2000 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 1000 ლარი; 1.6. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 700 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 450 ლარი; 1.8. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა - 0.5%-ის ნაცვლად 0.27% და ჯამში არაუმეტეს 300 ლარის ნაცვლად მოითხოვა - ჯამში არაუმეტეს 50 ლარი. მტკიცებულება: 27.06.2018 წლის სარჩელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხე დ----------------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში.

 

(მტკიცებულება: 19.07.2018 წლის შესაგებელი, 20.12.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „------------სა“ და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის 2016 წლის 19 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1--------------), რომლის საფუძველზე დ----------------–---–ის სახელზე გაიცა კრედიტი - 13 400 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.5%, მოქმედების ვადა - 746 დღე, 2018 წლის 5 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 5 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1--------------);

- სესხის გრაფიკი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს „------------სა“ და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის 2017 წლის 11 ივლისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (# O-------), რომლის საფუძველზე დ----------------–---–ის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი ერთგული 900 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 18%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთ წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „---------------ს ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მინიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისებული დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თის 10 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.07.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (# O-------);

- განაცხადის ფორმა- საკრედიტო ბარათი ერთგული;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. სს „------------სა“ და მოპასუხე დ----------------–---–ს შორის 2017 წლის 13 აგვისტოს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1--------------) და მოპასუხეზე გაიცა სესხი 208.99 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 296 დღე (10 გადახდა) – 2017 წლის 5 სექტემბრიდან 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 5 რიცხვში 20.90 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.08.2017 წლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება (# 1--------------);

- განაცხადის ფორმა - სწრაფი განვალდება;

- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაცილების წარმოების შესახებ ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე დ----------------–---–მა 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე დავალიანება საერთო ჯამში გადაიხადა - 8246.38 ლარი, საიდანაც სესხის ძირითად თანხაში წარიმართა - 6504.94 ლარი, პროცენტში - 1563.71 ლარი, ჯარიმაში - 23.01 ლარი, საკომისიოში - 77 ლარი და დაზღვევაში - 77.72 ლარი. 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით (# O-------) ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის იანვარში და გადახდა აღარ განუხორციელებია. 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ვალდებულებები დაირღვა 2018 წლის 5 იანვარს, რის შემდეგ მოპასუხემ სულ მცირე ორჯელ გადააცილა გადახდის ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებს ვალდებულებას. 2018 წლის 26 აპრილს სს „---------------ს მიერ გაცემული ცნობის (#2----------) თანახმად მოპასუხის დავალიანება 25.04.2018 წლის მდგომარეობით არის:

· 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი);

· 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი);

· 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 153.54 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი).

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ, ამონაწერები ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (# 1--------------);

- 11.07.2017 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (# O-------);

- განაცხადის ფორმა- საკრედიტო ბარათი ერთგული;

- 13.08.2017 წლის საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება (# 1--------------);

- განაცხადის ფორმა - სწრაფი განვალდება;

- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაცილების წარმოების შესახებ ხელშეკრულება;

- 26.06.2018 წლის ამონაწერი ანგარიშიდან (ხელშეკრულება #1--------------);

- 01/01/2001-24/06/2018 წლის ამონაწერი;

- 26.06.2018 წლის ამონაწერი ანგარიშიდან (ხელშეკრულება #1--------------);

- 26.04.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (#2----------);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. სამართლებრივი შეფასება

5.1. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი), ასევე მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის (# 1--------------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 83.31 ლარს და მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა;

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს „------------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა მზარდი პირგასამტეხლოს ოდენობა და ვალდებულების შესრულებამდე არაუმეტეს 2 000 ლარის დაკისრების ნაცვლად მოითხოვა, არაუმეტეს 1 000 ლარის დაკისრება. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მზარდი პირგასამტეხლოს - 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება არ იქნება გონივრული, შესაბამისად, 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

5.2. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი), ასვე მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 26.97 ლარს და მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა;

5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მზარდი პირგასამტეხლოს - 450 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება არ იქნება გონივრული, შესაბამისად, 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს 2018 წლის იანვრის შემდგომ აღარ განხორციელებულა. მოსარჩელის ზიანის სახით მოთხოვნილი აქვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ძირითად თანხაზე (899.22 ლარზე), წლიური 36% სარგებლის დარიცხვით ვალდებულების სრულად შესრულებამდე (ყოველთვიურად 26.97 ლარი) რაც სასამართლოს განმარტებით შეუსაბამოდ მაღალია და აღნიშნული უნდა შემცირდეს წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, შესაბამისად წლიური 18% სარგებლის დარიცხვაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

5.3. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 153.54 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი), ასევე მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა.

5.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

5.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

5.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლოს მოსამზადებელს სხდომაზე სს „------------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა მზარდი პირგასამტეხლოს ოდენობა და ვალდებულების შესრულებამდე არაუმეტეს 300 ლარის დაკისრების ნაცვლად მოითხოვა, არაუმეტეს 50 ლარის დაკისრება. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მზარდი პირგასამტეხლოს - 50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება არ იქნება გონივრული, შესაბამისად, 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 542.02 ლარი (492.02 + 50 ლარი).

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოსამარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავის საგნის ფასის დაანგარიშების წესს და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 45 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავის საგნის 8379,76 ლარის ფარგლებში (ძირითადი თანხისა და ფიქსირებული პროცენტის ნაწილში), რომლის პროპორციული ბაჟი 251 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის 10,3 %-ის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, 31,5 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის (164+50) ლარის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოპასუხე დ----------------–---–ს მოსარჩელე სს „---------------ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდილი თანხიდან - 389 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „---------------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე დ----------------–---–ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა ქალაქი მცხეთა, ს------–--–-------- დაზუსტებული ფართობით 1500 კვ.მ. უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #7------------

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენლი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე დ----------------–---–ს (პირადი ნომერი 0----------) აეკრძალა ქალაქი მცხეთა, ს------–--–-------- დაზუსტებული ფართობით 1500 კვ.მ. უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #7------------

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 8 184.60 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6895.06 ლარი, პროცენტი - 386.23 ლარი, ჯარიმა - 886.84 ლარი, დაზღვევა - 16.47 ლარი);

3. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის (# 1--------------) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 83.31 ლარს;

4. მოსარჩელეს უარი ეთქვას 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2016 წლის 19 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 6895.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 18.61 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე;

5. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე 1092.74 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 899.22 ლარი, პროცენტი - 73.86 ლარი, ჯარიმა - 119.66 ლარი);

6. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს (25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 13.48 ლარს, მოსარჩელეს უარი ეთქვას დამატებით წლიური 18%-ის დაკისრების ნაწილში;

7. მოსარჩელეს უარი ეთქვას 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან, 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (# O-------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 899.22 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 2.42 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 450 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე;

8. მოპასუხე დ----------------–---–ს სს „---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე 153.54 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 125.39 ლარი, ჯარიმა - 28.15 ლარი);

9. მოსარჩელეს უარი ეთქვას 25.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის თარიღიდან) 2017 წლის 13 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (# 1--------------) გამომდინარე ძირითად თანხაზე - 125.39 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.27%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 0.33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს - 50 ლარისა, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე;

10. მოპასუხე დ----------------–---–ს სს “------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 214 ლარის გადახდა;

11. მოპასუხე დ----------------–---–ს სს “------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 389 ლარის გადახდა.

12. მოპასუხე დ----------------–---–ს სს “------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა;

13. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „------------ს“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 251 ლარი, რაც სს „------------ის“ 2--------- წლის №2 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150;

14. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 59.56 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე