გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №33021--180-2532147
№2/20434-18
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი’’
წარმომადგენელი - ლე-----------ე
მოპასუხე - ოთ----–-–---–---–ი
წარმომადგენელი - ხა------------–---–ი
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ოთ----–-–---–---–ს გადასახდელად დაეკისროს 16.02.20-7წ. და 29.11.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება 1-- 218.34 ლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 90 229.64 ლარი, პროცენტი 7 922.04 ლარი, პირგასამტეხლო 30-- ლარი და საკომისიო 66.66 ლარი).
1.2. ოთ----–-–---–---–ს გადასახდელად დაეკისროს 16.02.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 44 129.64 ლარზე წლიური 20% სარგებელი, რაც ყოველდღიურად შეადგენს 24 ლარს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტიდან (28.06.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. ოთ----–-–---–---–ს გადასახდელად დაეკისროს 29.11.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 46 1-- ლარზე წლიური 20% სარგებელი, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25 ლარს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტიდან (28.06.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.4. ოთ----–-–---–---–ს დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 90 229.64 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე - 7 922.04 ლარზე (ჯამში 98 151.68 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 147.22 ლარს, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტიდან (28.06.20-8წ.) - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ოთ----–-–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–-----–--------ს ქ. (ყოფ. ან--ი) №------------
1.6. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონ--ები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბ---ის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე ოთ----–-–---–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება;
[სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში შემცირებულია და სარჩელი დაზუსტებულია 16.08.20-8წ. განცხადებით / იხ. ს.ფ. 156]
სარჩელის საფუძვლები:
20-7 წლის 16 თებერვალს სს ,,სა---------–--------სა’’ და ოთ----–-–---–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №5-------ა, რომლითაც განისაზღვრა სამომავლოდ გასაფორმებელი საკრედიტო ხელშეკრულებების ძირითადი პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა - 30- თვე, კრედიტის მაქსიმალურმა მოცულობამ შეადგინა 150 0-- აშშ დოლარი ან/და ექვივალენტი სხვა ვალუტაში; კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე, წლიური 0%-დან - 48%-მდე.
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები დადგენილია ხელშეკრულების დანართი №1-ით, რომელიც განთავსებულია ბ---ის ვებ.გვერდზე (http://ba---------ia.ge ) ან/და თან ერთვის ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად (გენ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.1 პუნქტი).
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 20-7 წლის 16 თებერვალს დამატებით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა--------, რომლის საფუძველზეც, ოთ----–-–---–---–ზე გაიცა კონკრეტული სესხი 80 0-- ლარის ოდენობით. ხოლო 20-7 წლის 29 ნოემბერს მსესხებელთან დამატებით გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №5-------ა--------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 46 1-- ლარი. საკრედიტო ხელშეკრულებებზე სრულად ვრცელდება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისი დებულებები, კერძოდ:
- 16.02.20-7წ. მსესხებელზე გაიცა 80 0-- ლარი, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ათვისებული კრედიტის თანხაზე წლიური 20%-ის დარიცხვა. მხარეებმა შეათანხმეს ასევე პირგასამტეხლო, ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო საგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 1- ლარი. დაზღვევის მართვის საკომისიომ შეადგინა - 8 ლარი, ხოლო კრედიტის თანხის ათვისების საკომისიომ კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №1-ის სახით სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო საგებლის გადახდის გრაფიკი.
- 29.11.20-7წ. მსესხებელზე გაიცა 46 1-- ლარი, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ათვისებული კრედიტის თანხაზე წლიური 32%-ის დარიცხვა. მხარეებმა შეათანხმეს ასევე პირგასამტეხლო, ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო საგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 1- ლარი. სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიომ შეადგინა - 8 ლარი, უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიომ წლიური 0.27%, ხოლო კრედიტის თანხის ათვისების საკომისიომ კრედიტის თანხის 1%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარი. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №1-ის სახით სრული სესხის და მასზე დარიცხული საპროცენტო საგებლის გადახდის გრაფიკი.
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 20-7 წლის 16 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №5-------0-, რომლის საფუძველზედაც, იპოთეკით დაიტვირთა ოთ----–-–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–-----–--------ს ქუჩა (ყოფ. ან--ი) №2-, ბ------ (ს/კ 0----------------------).
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. იგივე პირობაა გათვალისწინებული გენ.საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 4.3 პუნქტში.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებების გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულება, მას გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება შეწყვეტილი აქვს 20-8 წლის მარტის თვიდან. სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის მოპასუხეს ბ---ის წერილის საფუძველზე განესაზღვრა 14 დღიანი ვადა, შესაბამისი შედეგების განმარტებით. შეტყობინება მოპასუხეს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად ჩაბარდა 20-8 წლის 14 ივნისს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ვალდებულება, რის გამოც ბ---მა შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობები და მოპასუხისაგან ითხოვს სესხის ძირის, დარიცხული პროცენტისა და საურავის დაბრუნებას.
ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე (28.06.20-8წ.) სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება:
ა) 20-7 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 60 473.84 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 44 129.64 ლარი, პროცენტი - 3 112.48 ლარი, პირგასამტეხლო - 13 20-.86 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 29.86 ლარი;
ბ) 20-7 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 59 905.09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 46 1-- ლარი, პროცენტი 4 809.56 ლარი, პირგასამტეხლო 8 958.73 ლარი, ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო 36.80 ლარი.
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4 პუნქტის შესაბამისად, თუ ბ---ი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მათი დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე. იგივე წესი მოქმედებს პირგასამტეხლოსთან მიმართებაში. ამასთან, გენ.საკრედიტო ხელშეკრულების 3.1.2.2. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. მოსარჩელის მითითებით, მსგავსი ჩანაწერის არ არსებობის პირობებშიც, ბ---ს სესხის დაუბრუნებლობის გამო ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით და ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები პირდაპირ ითვალისწინებს ფულზე პროცენტის დარიცხვის შესაძლებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
ოთ----–-–---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა (90 229.64 ლარი) და დარიცხული პროცენტის (7 922.04 ლარი) ნაწილში სარჩელი სრულად ცნო.
სასარჩელო მოთხოვნას დარიცხული პირგასამტეხლოს (30-- ლარი) ნაწილში არ დაეთანხმა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0.15% - მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მსესხებლის ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით მისი შემცირება 0.03%-ამდე მოითხოვა. ამასთან, სარჩელი არ ცნო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტის დარიცხვისა და ქონების აუქციონზე რეალიზაციის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-7 წლის 16 თებერვალს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის მიხედვით სესხის მოცულობა განისაზღვრა 150 0-- აშშ დოლარით (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში), მოქმედების ვადა 30- თვით, წლიური 0%-დან 48%-მდე საპროცენტო სარგებლით.
3.1.2. გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების (იგულისხმება ნებისმიერი დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა, ზიანი/ზარალი) უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბ--–-----–--------ს ქ. (ყოფ. ან--ი) №------------ ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.
3.1.3. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, 20-7 წლის 16 თებერვალს მოპასუხესთან ბ---მა გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა 24 თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, სესხად 80 0-- ლარი მიიღო.
3.1.4. ხელშეკრულებით კრედიტის თანხის ათვისების საკომისიოდ განისაზღვრა კრედიტის თანხის 1% (მაგრამ არანაკლებ 50 ლარი), ხოლო დაზღვევის მართვის საკომისიომ შეადგინა 8 ლარი.
3.1.5. მოგვიანებით, იმავე წლის 29 ნოემბერს მოპასუხესთან გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა 46 1-- ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 32% სარგებლის დარიცხვით.
3.1.6. ამავე ხელშეკრულებით, განისაზღვრა სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიო 8 ლარი, უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო წლიური 0.27%, ხოლო კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო ათვისებული თანხის 1% (მაგრამ არანაკლებ 50 ლარი).
31.7. ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ის ოდენობით, რაც ბ---მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა 0.15%-ამდე.
3.1.8. მსესხებელს ბ---ისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულებები;
- სესხის დაფარვის გრაფიკები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.9. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის გადახდის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბ---ი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მისი/მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება;
3.1.1-. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, კრედიტით სარგებლობის პერიოდში ხდებოდა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში.
3.1.11. მოპასუხეს 20-8 წლის მარტის თვის შემდგომ სესხის დაფარვა არ უწარმოებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საბ---ო ანგარიშიდან;
3.1.12. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს 20-8 წლის 12 ივნისს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა ორკვირიანი დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარავად, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ბ---მა 20-8 წლის 28 ივნისს შეწყვიტა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილი;
3.1.13. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის (28.06.20-7წ) მოპასუხის დავალიანებამ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა - 120 378.93 ლარი. კერძოდ:
- 16.02.20-7წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მოცულობამ შეადგინა - 60 473.84 ლარი (სესხის ძირითადი თანხა 44 129.64 ლარი, პროცენტი 3 112.48 ლარი, პირგასამტეხლო 13 20-.86 ლარი და საკომისიო 29.86 ლარი).
- 29.11.20-7წ. ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების მოცულობამ შეადგინა - 59 905.09 ლარი (სესხის ძირითადი თანხა 46 1-- ლარი, პროცენტი 4 809.56 ლარი, პირგასამტეხლო 8 958.73 ლარი და საკომისიო 36.80 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.1.14. დავის მიმდინარეობისას მოსარჩელემ შეამცირა ორივე ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლო და მისი ოდენობა ნაცვლად 22160.59 ლარისა, განსაზღვრა 30-- ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
3.1.15. სადავო არაა დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლო დარიცხვის კანონიერება (თუ არ ჩავთვლით მის შეუსაბამობაზე მოპასუხის მითითებას).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულებების მიხედვით, კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ და ამიტომ, მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც მოპასუხეს უნდა დაერიცხოს დავალიანების თანხაზე 20-7 წლის 28 ივნისიდან (0.15%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება (ანუ, საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს), რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.3. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდაზე მხარეთა შეთანხმების გამო, მოპასუხე ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის კრედიტორს გადაუხადოს შეთანხმებული პროცენტი.
4.4. ვინაიდან, მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ბ---ის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონ--ები თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში, რადგან ხელშეკრულებები ითვალისწინებს შეთანხმებას აღსრულების ამგვარ წესზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ხელშეკრულება იურიდიული ფაქტია, რომელიც იწვევს ვალდებულებას, ვალდებულება კი სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც წარმოიშობა არა მხოლოდ ხელშეკრულებიდან, არამედ სხვა საფუძვლებიდანაც. ანუ, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულება ორი კატეგორიისაა - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო. სახელშეკრულებო ვალდებულება წარმოიშობა ნებაყოფლობით, არასახელშეკრულებო კი, კანონით (მოვალის ნების საწინააღმდეგოდ) (სსკ-ის 316.1-ე და 317.1-ე მუხლები).
6.2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სსკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. გადაწყვეტილების 3.1.3. და 3.1.4. პუნქტებით დადგენილია და სადავო არაა, რომ მოპასუხემ 20-7 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებით 24 თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, სესხად მიიღო 80 0-- ლარი, ხოლო 29 ნოემბრის ხელშეკრულებით 46 1-- ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 32% სარგებლის დარიცხვით. შესაბამისად, მოპასუხე იკისრა რა ვალდებულება, უნდა შეესრულებინა ამ ხელშეკრულებებით მისივე ნებით შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობები, რაც მას კონკრეტულ ვალდებულებას უდგენდა. სწორედ, აღნიშნულზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს ბ---ისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (გადაწყვეტილების 3.1.8. პუნქტი), რაც არ შეასრულა. შესაბამისად, ბ---ს - ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური მოლოდინის დაკარგვის საფუძვლით, ჰქონდა შესაძლებლობა გამოეყენებინა სსკ-ის 873-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სსკ-ის 361-ე და 40--ე მუხლები). კერძოდ, დარღვეულია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ და ამიტომ, ბ---მა ვადაზე ადრე შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც წარმოადგენს ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხე ვალდებულების არსებობას არ უარყოფს და ცნობს კიდეც სარჩელს. ამიტომ, მოპასუხის სარჩელის ცნობა (ვალდებულების აღიარება), როგორც შეუქცევადი სამართლებრივი შედეგი, წარმოადგენს მის მიმართ აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს (სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლები). ამდენად, 16.02.20-7წ. და 29.11.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 90 229.64 ლარისა და დარიცხული პროცენტის 7 922.04 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას. ამასთან, ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საკომისიოს, ჯამში 66.66 ლარის ანაზღაურებაც.
6.3. რაც შეეხება სარჩელს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. კანონი ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს წერილობითი შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. კერძოდ, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. შესაბამისად, ცხადია, რომ პირგასამტეხლო სანქცირებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, მისი დაკისრებისათვის, სულ მცირე, სახეზე უნდა იყოს შეთანხმება და შეუსრულებელი ვალდებულება. უდავო ფაქტია, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ (2-.02.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.14 პუნქტი/29.11.20-7წ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.16 პუნქტი), რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 1.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 22 160.59 ლარი, რაც კრედიტორმა სასამართლო მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა 30-- ლარამდე, ასევე შეამცირა პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი 0.15%-მდე.
6.4. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-20-6, 14 ივნისი, 20-6 წელი; სუსგ №ას-48-43-20-5, 19 მარტი, 20-5 წელი; სუსგ №ას-637-603-20-5, 23 ოქტომბერი, 20-5 წელი; სუსგ №ას-23-23-20-4, 1- აპრილი, 20-4 წელი; სუსგ №ას-1432-1351-20-2, 20 მაისი, 20-3 წელი), რაზე დაყრდნობითაც სასამართლო შეფასებას მისცემს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მას ანიჭებს პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლებას, ასევე ითვალისწინებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და მისი მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს და ფაქტორებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამიტომ, სასამართლო, მოქმედებს რა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი არ განუცდია, ამავდროულად მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ არსებობს მხარეთა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის - პროცენტის გადახდაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.15% (მიუხედავად ბ---ის მხრიდან შემცირებისა) შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რის გამოც უნდა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი 0.03%-მდე (ანუ, 5-ჯერ). უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, რომლის ოდენობაც 30-- ლარია, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის პოზიცია მის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რადგან 30-- ლარი დარიცხულია ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელ თანხაზე და ბ---ის მხრიდან მნიშვნელოვნად არის ისედაც შემცირებული. სასამართლო ითვალისწინებს, იმ ფაქტსაც, რომ დავის არსებითად განხილვისას, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ამიტომ, მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 3 0-- ლარის ოდენობითა და 28.06.20-8წ-დან გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის (ჯამში 98 151.68 ლარი) 0.03%-ის ოდენობით.
6.5. სარჩელით ბ---ი მოითხოვს ასევე მოპასუხისათვის ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე, წლიური 20%-ის დაკისრებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების შესრულებამდე, რაც დაკმაყოფილებას ექვემდებარება შემდეგი გარემოებების გამო: სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორისათვის მინიჭებული უფლება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (სსკ-ის 403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (სსკ-ის 408.1-ე მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (სსკ-ის 411-ე მუხლი) და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-614-581-20-5). ჩვენს შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდის განმავლობაში საპროცენტო სარგებელის ანაზღაურების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ სსკ-ის 403-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (იხ. სუსგ №ას-170--1685-20-1). დადგენილია ფაქტია და ამაზე მოპასუხეს არ დავობს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პროცენტის გადახდის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბ---ი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მისი/მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე, რის გამოც საფუძვლიანი მოთხოვნა ვადის გადაცილების გამო პროცენტის დაკისრების თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, 20-7 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებით მოპასუხემ სესხი მიიღო წლიური 20%-ის დარიცხვით. შესაბამისად, მართებულია ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს ძირ თანხაზე წლიური 20% სარგებლის გადახდა 28.06.20-8წ-დან - გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე პერიოდისათვის [გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე პერიოდში მოიაზრება იძულებით აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო, რომლის განმავლობაშიც კრედიტორს შეიძლია განახორციელოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება კანონით დადგენილი წესით. სსსკ-ის 2-7-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტები, მათ შორი სსსკ-ის 2-8-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. ამდენად, დღეს მოქმედი კანონმდებლობა - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისის სახით სსსკ-ის 2-8-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს და სამართლებრივ რეჟიმს. ამ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა (გადაეცემა) - დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან და იმგვარი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომის შემთხვევა - გადაწყვეტილებას აღსრულებას შეუძლებელს გახდის (ვერ აღსრულდება) ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესით იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/დასაურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა].
6.6. სსკ-ის 286-ე და 30--ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს. იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა.
6.7. სსკ-ის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონ--ები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით ბ---ი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული და მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების იძულებითი რეალიზაცია.
7. აღსრულების წესის განსაზღვრა
7.1. 16.02.20-7წ. გენერალური ხელშეკრულების 4.3.2 პუნქტითა და იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნებისმიერ ქონებაზე.
7.2. სსკს-ის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. კრედიტორის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონ--ები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს მოვალის სხვა ქონებაზე.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სსსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8.2. სარჩელის აღძვრის ეტაპზე დავის საგნის ღირებულება მოსარჩელემ განისაზღვრა 1 785 873.93 ლარით და ამიტომ, სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობა (50-- ლარი). საქმის მომზადების ეტაპზე მართალია კრედიტორმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა, მას არ გამოუწვევია გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ცვლილება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბ---ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საიდანაც მოპასუხემ ცნო მოთხოვნა სესხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს 0.03% განაკვეთის ფარგლებში, მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 063.5 ლარი უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 896.5 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გათვალისწინებით, 2 040 ლარი მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ოთ----–-–---–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1-- 218.34 ლარი (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 90 229.64 ლარი, პროცენტი 7 922.04 ლარი, პირგასამტეხლო 30-- ლარი და საკომისიო 66.66 ლარი).
3. ოთ----–-–---–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 90 229.64 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე - 7 922.04 ლარზე (ჯამში 98 151.68 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 28.06.20-8წ-დან - გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე პერიოდისათვის (იძულებით აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).
4. ოთ----–-–---–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 20-7 წლის 16 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 44 129.64 ლარზე, წლიური 20% სარგებლის გადახდა 28.06.20-6წ-დან - გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე პერიოდისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 24 ლარს (იძულებითი აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).
5. ოთ----–-–---–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 20-7 წლის 29 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 46 1-- ლარზე, წლიური 20% სარგებლის გადახდა 28.06.20-6წ-დან - გადაწყვეტილების (იძულებით) აღსრულებამდე პერიოდისათვის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 25 ლარს (იძულებითი აღსრულების დაწყებისათვის განკუთვნილი გონივრული დრო).
6. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ოთ----–-–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბ--–-----–--------ს ქ. (ყოფ. ან--ი) №2-, ბ------ (ს/კ 0----------------------).
7. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონ--ები თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი ბ---ის დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე ოთ----–-–---–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
8. ოთ----–-–---–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ გადახდეს 896.5 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
9. სს ,,სა---------–--------ს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 05.07.20-8 წელს №6-- საგადახდო დავალებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2 063.5 ლარი (გადახდილია 5 0-- ლარი) (გადამხდელის ბ---ი - სს ,,სა---------–--------ი’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 30- 773 150; მიმღების ბ---ი - ხაზინა; ბ---ის კოდი TRESGE22).
1-. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე