გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22775-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ლ---–ა თ----–---–ი
წარმომადგენლები - დ----- ჩ----ე, ს--–---ე ჩ----ე
მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მ-------------ძე
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, კ-–---------–----ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი „ა“ - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 52.15კვ.მ; ლიტერი „ბ-ვ“ დამხმარეები, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33.00 კვ.მ);
1.2. მოსარჩელე ლ---–ა თ----–---–ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით კ-–---------–----ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №- (საცხოვრებელი სადგომილიტერი „ა“ - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 52.15კვ.მ; ლიტერი „ბ-ვ“ დამხმარეები, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33.00 კვ.მ);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1960-იანი წლების ბოლოს მოსარჩელე ლ---–ა თ----–---–მა ზეპირი გარიგების საფუძველზე, კ-–---------–----ასაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი, ბინა №-.
კ-–---------–----ა სასამართლო გადაწყვეტილებით გამოცხადდა გარდაცვლილად და მისი გარდაცვალების თარიღად დადგენილია 2018 წლის 11 იანვარი. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. 1960- იანი წლებიდან დღემდე აღნიშნული ქონებით სარგებლობს თავად მოსარჩელე, იხდის კომუნალურ გადასახადებს.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით სადავო უძრავი ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილ კ-–---------–----ას სახელზე. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისი უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:15:04).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 62-70, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 16 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:17:21)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით, ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №--ში მდებარე უძრავი ნივთი (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; ფაქტიური ფართობი: 162 კვ.მ; ლიტერი „ა“ - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 52.15კვ.მ; ლიტერი „ბ-ვ“ (დამხმარე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33.00 კვ.მ სააღრიცხვო ბარათი №000020 აღრიცხულია 1956 წელს, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე: 162) აღრიცხულია კ-–---------–----ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 20).
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 25 ივლისს გაცემული №324665 ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №--ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 162 კვ.მ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 25 ივლისს გაცემული №324665 ცნობა (ს.ფ. 21).
3.1.3. თბილისის საქაღმასკომის 10.09.1989.წ ტექნიკური აღრიცხვის ბარათში უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №-, მესაკუთრე/მოსარგებლედ მითითებულია კ-–-----ა ვ----–ის ასული მ-–----ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქაღმასკომის 10.09.1989.წ ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ 22-23).
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებით (საქმე N2/35675-17) კ-–---------–----ა გამოცხადდა გარდაცვლილად და გარდაცვალების თარიღად დადგინდა 2018 წლის 11 იანვარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.2018.წ და 25.01.2018.წ დადგენილებები (საქმე №2/35675 -18, ს.ფ. 25-26);
- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ 25-27)
3.1.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 2018 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი კ-–---------–----ას დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი კ-–---------–----ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის №16/9922 და №16/9920 წერილები (ს.ფ. 28 - 29).
3.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 01 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათის თანახმად ლ---–ა თ----–---–ი ქ. თბილისში, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №--ში რეგისტრირებულია 1969 წლის 06 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 01 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 30).
3.1.7 მისამართზე: ქ. თბილისი, ა-------------- პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №- კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია სს ,,თელასის“ აბონენტი №0------ და ყაზტრანსგაზის აბონენტი 2--------- - ლ---–ა თ----–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომუნალური გადასახადების ქვითრები (ს.ფ.32- 33);
- სს ,,თელასის" 02.11.2017.წ. №1102/121 წერილი (ს.ფ 34);
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ 35-49) .
3.1.8. სს ,,თელასის" 02.11.2017.წ. №1102/121 წერილის თანახმად მისამართზე: ქ. თბილისი, ა-------------- პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №-, №0------ სააბონენტო ბარათზე 1996-1999 წ.წ. პერიოდში სს ,,თელასის'' აბონენტად რეგისტრირებული ძ---–--–---–ი, რომელიც არის მოსარჩელე ლ---–ა თ----–---–ის და უშანგი ძ---–--–---–ის შვილი - დ----- ძ---–--–---–ი, რომელიც თანხმობას აცხადებს რომ უმკვიდროდ საცნობი სადავო ქონება აღირიცხოს დედის ლ---–ა თ----–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თელასის" 02.11.2017.წ. №1102/121 წერილი (ს.ფ 34);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ 54)
- დ----- ძ---–--–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული 22.08.2018.წ განცხადება (ს.ფ 75-76)
3.1.9.უშანგი ძ---–--–---–ის გარდაიცვალა 2005 წლის 28 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 53).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---–ა თ----–---–ი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა მხარის ახსნა-განმარტება, საინფორმაციო ბარათი, კომუნალური გადახდების ქვითარი (სხდომის ოქმი ს.ფ. 30-49).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1960-იანი წლების ბოლოს, ზეპირი გარიგების საფუძველზე კ-–---------–----ასგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა დადგინდეს ის გარემოება თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ბარათით. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ლ---–ა თ----–---–ი ნამდვილად წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №- -ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო; ფაქტიური ფართობი: 162 კვ.მ; ლიტერი „ა“ - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 52.15კვ.მ; ლიტერი „ბ-ვ“ (დამხმარე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 33.00 კვ.მ სააღრიცხვო ბარათი №000020 აღრიცხულია 1956 წელს, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე: 162) მესაკუთრეს წარმოადგენს - კ-–---------–----ა.
მოწმეებმა ალ----------–---მა, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, ა----------------------–--ა, პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №5-ში და რა-----------–-–---–მა, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, ა----------------------–--ა, პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №17-ში განმარტეს, რომ წარმოადგენენ ლ---–ა თ----–---–ის მეზობლებს. მოწმეთა განმარტებით ლ---–ა თ----–---–მა სადავო უძრავი ქონება კ-–---------–----ასგან შეიძინა 1960 - იან წლებში და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის დადგენილებით და გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ კ-–---------–----ა გამოცხადდა გარდაცვლილად, გარდაცვალების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 11 იანვარი.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2018 წლის 11 იანვარს გარდაცვლილი კ-–---------–----ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №- – 1956 წელს აღრიცხული კ-–---------–----ას სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ა----------------------–--ა, პირველი ქუჩა, პირველი გასასვლელი №--ში კ-–---------–----ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ლ---–ა თ----–---–ს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე,2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---–ა თ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა -დახასიათების მიხედვით, კ-–---------–----ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი „ა“ 52.15 კვ.მ. ლიტერი „ბ-ვ“ დამხმარე 33.00 კვ.მ);
1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე ლ---–ა თ----–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, კ-–---------–----ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ა----------------------–--ა, I ქუჩა, I გასასვლელი №- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი „ა“ 52.15 კვ.მ. ლიტერი „ბ-ვ“ დამხმარე 33.00 კვ.მ );
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე