გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2377517-2/279-18წ
გადაწყვეტილება
საქ--------–--ს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - თე------------------–---–ი
წარმომადგენელი - ირ---–------ძე
მოპასუხე - შპს „ქ----ა“
წარმომადგენელი - მა----------–---–ი, გი------------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე შპს „ქ----ა“-ს დაეკისროს მოსარჩელე თე------------------–---–ის სასარგებლოდ 94 393.01 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით 2013 წელს მოსარჩელემ გაიცნო რუ------ ფედერაციის მოქალაქე ალ---------------------, რომელსაც სურდა ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქ--------–--ში. გადაწყვიტეს შეექმნათ პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმო (ყვავილის ღრუბლის საწარმოებლად). შესაბამისად, დაიწყეს ერთობლივი საქმიანობა აღნიშნული იდეის განსახორციელებლად, რაც ერთობლივად წარმატებით განახორციელეს კიდეც. ალ-------------------ვმა 2014 წელს დაარსა შპს „ქ----ა“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი გახდა თვითონ. იგი მოსარჩელეს დაპირდა, რომ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მათ შორის არსებული ფაქტობრივი პარტნიორული ურთიერთობის იურიდიულად გასაფორმებლად მოსარჩელეს დაუთმობდა შპს "ქ----ას"–ში კუთვნილი 100%-იანი წილიდან 30%. მოსარჩელეს და ალ-------------------ვს შორის ფაქტობრივი პარტნიორული ურთიერთობა გრძელდებოდა წლების მანძილზე. კერძოდ, მოსარჩელეს შეჰქონდა შპს "ქ----ა"-ში სხვადასხვა ოდენობის თანხები (ბანკის კრედიტების დაფარვა, საგარანტიო თანხები, მანქანა-დანადგარების ღირებულება, რემონტის რეკონსტრუქციის ხარჯები, საწარმოს დაცვის გადასახადი და სხვა).
იმის გამო რომ ალ--------------------- ძირითადად იმყოფებოდა რუსეთში, თითქმის ყველა ორგანიზაციული და ფინანსური საკითხების მოგვარება ადგილზე ხდებოდა მოსარჩელის მიერ (მინდობილობის საფუძველზე) თუმცა, დაპირება წილის დათმობის შესახებ დარჩა დაპირებად და როდესაც მოსარჩელემ კონკრეტულად მოითხოვა პირობის შესრულება, ალ-------------------ვმა მას განუცხადა უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ქ----ას“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ შპს „ქ----ას“ დირექტორს ალ--------------------- საქ--------–--ში არყოფნის პერიოდში მოსარჩელეს რუ-----დან ურიცხავდა თანხებს და სწორედ ეს თანხები შეიტანა მან ფირმის ანგარიშზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 03 დეკემბერს დაფუძნდა შპს „ქ----ა“ (ს/ნ 4--------), რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია ალ---------------------.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ.ტ. 1 ს.ფ. 17-18);
3.1.2. 20.01.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ქ----ამ“ ქ. ხა–----ი ბე-------ს ქ. შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, განაშენიანების ფართი 952.3 კვ.მ. ს.კ. 6-----------. (პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმო).
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ტ. 1 ს.ფ. 18-20);
3.1.3. ალ--------------------- და იუ-–------------ა 2000 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა (იხ.ტ. 2 ს.ფ. 69);
3.1.4. 2016 წლის 26 იანვარს ალ-------------------ვმა, როგორც შპს „ქ----ას“ დირექტორმა თე------------------–---–ის სახელზე გასცა მინდობილობა საქმიანობის საწარმოებლად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-მინდობილობა (იხ.ტ. 1 ს.ფ. 41-45);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თე------------------–---–ის მიერ შპს „ქ----ას“ ანგარიშზე 2015-2017 წლებში გადარიცხულ იქნა 94 393.01 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-ბანკის ქვითრები (იხ.ტ. 1 ს.ფ. 21-40);
3.2.2. 31.03.2015 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 10000 აშშ დოლარი.
04.02.2016 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 250 აშშ დოლარი.
02.08.2016 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 4950 აშშ დოლარი.
03.10.2016 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 1900 აშშ დოლარი.
17.10.2016 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 3900 ევრო.
17.10.2016 წ ალ-------------------ვმა თე------------------–---–ს საქ--------–--ს ბანკის მეშვეობით გადაურიცხა 1100 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-საქ--------–--ს ბანკის ამონაწერი (იხ.ტ. 2 ს.ფ. 45);
3.2.3. პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმო არ ფუნქციონირებს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ თე------------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქ--------–--ს კონსტიტუცია;
საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის;
საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქ--------–--ს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება.
6.2. საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ალ-------------------ვმა 2014 წელს დაარსა შპს „ქ----ა“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი გახდა თვითონ. ასევე დადგენილია, რომ თე------------------–---–მა და ალ-------------------ვმა შექმნეს პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმო (ყვავილის ღრუბლის საწარმოებლად). ასევე დაგენილია, რომ აღნიშნული საწარმო არ ფუნქციონირებს.
ასევე დადგენილია, რომ თე------------------–--ლმა შპს "ქ----ა"-ში განახორციელა თანხების შეტანა სხვადასხვა დროის პერიოდში, სულ 94 393,01 ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ ალ---------------------ს და მისი მეუღლის მიერ 2015-2016 წლებში თე------------------–---–ის სახელზე განხორციელდა გადარიცხვები, კერძოდ: 31.03.2015 წ 10000 აშშ დოლარი, 04.02.2016 წ 250 აშშ დოლარი, 02.08.2016 წ 4950 აშშ დოლარი, 03.10.2016 წ 1900 აშშ დოლარი, 17.10.2016 წ 3900 ევრო და 17.10.2016 წ 1100 ევრო.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ, მოპასუხე შპს ქ----ამ“ მოსარჩელისაგან შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველის გარეშე მიიღო 44171.01 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცევა საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქ--------–--ს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).
საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქ--------–--ს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს „ქ----ას“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოპასუხეს არ განუხორციელებია არანაირი საქმიანობა. შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე მოხდა თანხის 94393.01 ლარის ჩარიცხვა მის ანგარიშზე, რის შედეგადაც მოპასუხის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე შპს „ქ----ას“ დირექტორის 100%-იანი წლის მფლობელის ალ---------------------ს და მისი მეუღლის იუ-–------------ას მიერ თე------------------–---–ის სახელზე განხორციელდა შემდეგი გადარიცხვები:
1.31.03.2015 წ 10000 აშშ დოლარი. (21000 ლარი იმ პერიოდის მოქმედი კურსის მიხედვით (კურსი 2.1));
2.04.02.2016 წ 250 აშშ დოლარი. (617.5 ლარი იმ პერიოდის კურსის მიხედვით (კურსი 2.47));
3.02.08.2016 წ 4950 აშშ დოლარი.(11236.5 ლარი იმ პერიოდის კურსის მიხედვით (კურსი 2.27));
4.03.10.2016 წ 1900 აშშ დოლარი.(4408 ლარი იმ პერიოდის კურსის მიხედვით (კურსი 2.32));
5.17.10.2016 წ 3900 ევრო.(10108.8 ლარი იმ პერიოდის კურსის მიხედვით (კურსი 2.592));
6.17.10.2016 წ 1100 ევრო.(2851.2 ლარი იმ პერიოდის კურსის მიხედვით (კურსი 2.592).
რაც წარმოადგენს მის კუთვნილ თანხას. შესაბამისად აღნიშნული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას. რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
7. სარჩელის უზრუნველყოფა
7.1ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე შპს „ქ----ა“-ს (ს/ნ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ხა–----ი, ბე-------ს ქუჩა (ს/კ 6-----------) - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქ--------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2832 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების საფასური 4000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად მოპასუხე შპს ,,ქ----ას“’ (ს/ნ 4--------) თე------------------–---–ის (პ/ნ59---------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1325.13 ლარის გადახდა, ასევე საადვოკატო მომსახურების საფასურის (დავის საგნის ღირებულების 4%) 1766.84 ლარის გადახდა“.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თე------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ქ----ას“’ (ს/ნ 4--------) თე------------------–---–ის (პ/ნ59---------) სასარგებლოდ დაეკისროს 44 171.01 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ,,ქ----ას“’ (ს/ნ 4--------) თე------------------–---–ის (პ/ნ59---------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1325.13 ლარის გადახდა, ასევე საადვოკატო მომსახურების საფასურის 1766.84ლარის გადახდა“.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე