განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
030100118002704535
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100118002704535

№1/334-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19.12.2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ირაკლი შენგელია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:

ადვოკატები: დ----- გ------- მ--- რ---------ძ-----,ბრალდებული: ზ------ ა-------,მამის სახელი: რ----,დაბადებული: 1-.0-.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ა---------–- ს-–----–--,ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი:6----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: რეგისტრირებული მისამართი, ქ. გ--–-, ლ-----------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ფ-----, აჭ------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 11¹,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 14:05 საათზე, ქ. ფოთში, ა--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------ ა-------, იმ მოტივით, რომ უკმაყოფილო იყო თავისი მეუღლის სახლის მეპატრონესთან ურთიერთობით, საკეცი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ----–- ხ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.2. დაზარალებულ თ----–- ხ------- ჩვენებით დგინდება, რომ 2006 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ზ------ ა-------სთან. ჰყავთ ერთი ვაჟიშვილი, ლ---- ა-------, დაბადებული 2--- წლის 1---------ს. ქორწინებიდან ქ. გ--––ი ცხოვრობდნენ და 3 თვის წინ ფოთში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. თავიდან დედამისთან ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ბინა იქირავეს. გ--––ი თანაცხოვრების პერიოდში ზ------ ა------- სისტემატიურად აყენებდა, როგორც სიტყვიერ ასევე ფიზიკურ შეურაცხოფას, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია. ზ------ი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სახლის მეპატრონეს ი----- ჩ----–-–---–ს ხშირად ეხმარებოდა და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდათ.

2018 წლის 22 ოქტომბერს ი----- ჩ----–-–---–ს ეხმარებოდა და ამის გამო 23 ოქტომბერს ისევ ჩხუბი დაუწყო, ამავე დროს ტუფლის საყიდელი ფული ჰქონდა მიცემული 50 ლარი და თანხის დაბრუნება მოსთხოვა და წაართვა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, დანით გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა, რაზედაც ძალიან შეშინდა, ვინაიდან ასეთი საქციელი სხვა პირის მიმართ გ--––იც აქვს გაკეთებული და ქალიც ჰყავს დაჭრილი, ამიტომ გარეთ გაიქცა, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა. ამ ფაქტს ბავშვი არ შესწრებია. ამის შემდეგ ზ------მა დანა ტელევიზორის მაგიდაზე დადო და წავიდა, იგი ზუგდიდში აპირებდა გამგზავრებას მის დასთან.

პოლიცია მალე მოვიდა, მისი მითითებით დანა ამოიღეს და ზ------ი დააკავეს.

 

იხ.3.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

2.3. მოწმე ე------ ხ------- ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებული ზ------ ა------- მისი სიძეა, ხოლო თ----–- რ------ - ქალიშვილი. ისინი 12 წელია დაქორწინებულები არიან და გ--––ი ცხოვრობდნენ, ხოლო დაახლოებით 3 თვის ფოთში გადმოვიდნენ. თავიდან მის ბინაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ბინა იქირავეს ა-----ს ქუჩაზე და ცალკე გადავიდნენ. მასთან ცხოვრების პერიოდში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ შეუნიშნავს, ზ------ი მასაც პატივისცემით ეპყრობოდა. 2018 წლის 23 ოქტომბერს მათთან ბინაში პური მიიტანა, რა დროსაც თ----–-მ უთხრა, რომ ზ------იმ 50 ლარი მომცაო ტუფლის საყიდლად, შემდეგ კი წამართვა, ხელი დამარტყა, დანით გამომეკიდა და მოკვლით მემუქრებოდაო და პატარა საკეცი დანა აჩვენა; თ----–-სგან ასევე გაიგო, რომ ზ------ი თურმე გ--––ი ცხოვრების პერიოდშიც ძალადობდა მასზე, რაც გაუკვირდა და ჰკითხა აქამდე რატომ არ უთხრა, რაზედაც თ----–-მ უპასუხა, რომ შენ გული გაწუხებს და ნერვიულობას მოვერიდეო. მან შვილიშვილი ლ----ი გაუშვა ზ------ის მოსაყვანად, რომელიც მოვიდა და ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზედაც უპასუხა, რომ თ----–-ს ტუფლის ფული მივეცი, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ფული პროდუქტების საყიდლად დაეტოვებინა, ხოლო ტუფლს დევნილების დახმარების თანხით უყიდდა, რის შემდეგად ზ------ი თავის სახლში წავიდა, ხოლო თ----–-მ პოლიციაში დარეკა. პოლიცია მალე მოვიდა და ზ------ი მანქანაში ჩასვეს.

 

იხ.3.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

2.4. ინსპექტორ-გამომძიებელმა მოწმე ო---- ს------მ დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა. მანვე განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, დაზარალებულმა მიუთითა ტელევიზორის მაგიდაზე დადებულ დანაზე, რომლითაც მისი მეუღლე დაემუქრა მოკვლით, რის შემდეგად აღნიშნული დანა ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

 

იხ.5.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

2.5. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებლებმა, მოწმეებმა ა---- ს-------მ და ა---------– ნ-------მ აღნიშნეს, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაუკავშირდათ გამომძიებელი ო---- ს------ და შეატყობინათ, რომ ა-----ს ქუჩაზე ქალბატონი ითხოვდა პოლიციის დახმარებას და აღნიშნავდა, რომ ქმარი ემუქრებოდა მოკვლით. შეტყობინებიდან 10 წუთში გამოცხადდნენ ა-----ს ქუჩაზე, სადაც ნახეს, რომ ქალები კიოდნენ და ზ------ ა-------ზე მიუთითებდნენ - ცოლს მოსდევს და დაიჭირეთო. ჩანდა, რომ კონფლიქტი ახალი მომხდარი იყო. ზ------ ა-------ც იქვე იმყოფებოდა, იგი შვილთან ერთად წასვლას აპირებდა. ბავშვი ძალიან განიცდიდა მამის ამბავს. მათ მიერ ზ------ ა------- დაკავებულ იქნა, ხოლო რამოდენიმე წუთში გამომძიებელი ო---- ს------ც მოვიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

 

იხ.5.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

2.6. არასრულწლოვანი მოწმის ლ---- ა-------ს ჩვენებით დგინდება, რომ თ----–- ხ------ და ზ------ ა------- მისი მშობლები არიან. მათი ჩხუბი არ უნახავს, იცის, რომ მამამ დედას 50 ლარი მისცა და შემდეგ დაბრუნება მოსთხოვა, რაზედაც უჩხუბიათ, თუმცა მათ კონფლიქტს არ შესწრებია. როდესაც სახლში მივიდა მამა დაკავებული ჰყავდათ, რასაც განიცდის, ვინაიდან მამა უყვარს და დედაზე უფრო მასთან ურჩევნია ცხოვრება.

იხ.5.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით განხორციელდა მოწმე ი----- ჩ----–-–---–ის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ი----- ჩ----–-–---–მა ქ. ფოთში ა-----ს ქ.№12-ში საცხოვრებელი სახლი 50 ლარად მიაქირავა ზ------ ა-------ს, რომელიც მეუღლესთან და შვილთან ცხოვრობდა. 2018 წლის 23 ოქტომბერს, დღის საათებში მასთან სახლში შევიდა თ----–- ხ------, რომელსაც თვალი ჰქონდა აწითლებული და შეშინებული იყო. როდესაც შეეკითხა, თუ რა სჭირდა უპასუხა, რომ წინა დღით მეუღლეს 50 ლარი მიუცია ტუფლის საყიდლად, ხოლო დილით გამოურთმევია და ამის გამო კონფლიქტი მოსვლიათ, რა დროსაც ზ------ს ხელი დაურტყამს და დანით მოკვლით დამუქრებია. ამის შემდეგ თ----–-ს დედა, ე------ ხ------ მოვიდა და თ----–-მ მასაც უთხრა მომხდარის შესახებ. ე------მ ზ------ს დაუძახა და ჰკითხა, თუ რა მოხდა მათ შორის, რაზედაც ზ------იმ უპასუხა, რომ იგი თ----–-ს დანით არ დამუქრებია და არ დაურტყამს, შემდეგ კი გაბრაზდა და განაცხადა, რომ მასთან ცხოვრებას აღარ აპირებდა და ზუგდიდში, თავის დასთან მიდიოდა, რის შემდეგადაც თავის სახლში წავია. ამ დროს თ----–-მ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მეუღლე დანით ემუქრებოდა. პოლიცია მალე მოვიდა ზ------ი მანქანაში ჩასვეს.

 

იხ.ს.ფ. 93-96.

 

2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს, 14:18 საათზე, ქ. ფოთში, ა--------------ში მცხოვრებმა თ----–- ხ------მ 112-ში განახორციელა ზარი და აღნიშნა, რომ მეუღლე დანით დასდევს მოსაკლავად და ითხოვა დახმარება.

 

იხ.ს.ფ. 2.

 

2.9. განხორციელებული ზარის საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც 14:30 საათზე დაკავებულ იქნა ბრალდებული ზ------ ა-------.

 

იხ.ს.ფ. 6-13.

 

2.10. ამავე დღეს ზ------ ა-------ს მიმართ ინსპექტორ-გამომძიებელ ო---- ს------ს მიერ შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მასთან კომუნიკაცია.

 

იხ.ს.ფ. 20-23.

 

2.11. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, მისაღებ ოთახში მდგარი ტელევიზორის მაგიდიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი ლითონის სახელურიანი საკეცი დანის მაგვარი ნივთი წარწერით “FOX”.

 

იხ.ს.ფ. 25-34.

 

2.12. საქმეში არსებული ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთპირიანი საკეცი დანა პირის ფიქსატორით, დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

იხ.ს.ფ. 84-87.

 

ექსპერტმა ლ---- ჟ-----მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის შედეგები.

 

იხ.5.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

2.13. ბრალდებულმა ზ------ ა-------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ 12 წელია ქორწინებაში იმყოფება თ----–- ხ-------თან. ჰყავთ ერთი შვილი, ლ---- ა-------. შეუღლებიდან გ--––ი ცხოვრობდნენ, დაახლოებით სამი თვის წინ ფოთში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ჯერ სიდედრთან ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ 50 ლარად ი----- ჩ----–-–---–ისგან ბინა იქირავეს ა-----ს ქუჩაზე. მეუღლე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს არც მისი და არც შვილის მიმართ, ამიტომ შვილს მასთან ურჩევნია ყოფნა. ხშირად იმყოფებოდა ი----- ჩ----–-–---–თან და მას ეხმარებოდა, რაც არ სიამოვნებდა, ვინაიდან ბინის ქირას უხდიდა და დამატებითი მომსახურება საჭირო არ იყო, რაზედაც მეუღლესთან უთანხმოება ჰქონდა. მუშაობს ქ. ფ-----ს მ-----–- გ--–------ს სამსახურში, აქვს ხელფასი 320 ლარის ოდენობით. 2018 წლის 23 ოქტომბერს დილით სამსახურში წავიდა, მაგრამ ფეხი გაუსივდა და მუშაობას ვერ შეძლებდა. წინა დღით მეუღლემ უთხრა ტუფლი მიყიდეო, მაგრამ ვინაიდან სამსახურში მისვლას ვერ შეძლებდა და ანაზღაურებასაც ვერ მიიღებდა, გადაწყვიტა აღნიშნული თანხა პროდუქტებისთვის შეენახა, ხოლო მეუღლეს დევნილების დახმარების თანხის ჩარიცხვის შემდეგ შეპირდა ფეხსაცმლის შეძენას, რაზედაც მეუღლე არ დაეთანხმა და ამის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა შეურაცხოფა არ მიუყენებია და არც დანით დამუქრებია. ამის შემდეგ ბაზარში წავიდა, პროდუქტები იყიდა და როდესაც შინ დაბრუნდა, სიდედრი დახვდა, რომელმაც ჰკითხა შეურაცხოფა რატომ მიაყენეო თ----–-ს და დანით რატომ დაემუქრეო, რაზედაც გაბრაზდა, ვინაიდან ასეთი რამ არ ჩაუდენია და გადაწყვიტა შვილთან ერთად ზუგდიდში გამგზავრება თავის დასთან. ამ მიზნით ჩასაცმელებს აწყობდნენ, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს, რომ მის მეუღლეს პოლიციაში დაურეკავს, შემდეგ კი დააკავეს.

ბრალდებულის განმარტებით, თ----–- ხ-------თან მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა, შეურაცხოფა არ მიუყენებია და არც დანით დამუქრებია, ამოღებული დანა მას არ ეკუთვნის. მომავალში მეუღლესთან თანაცხოვრებას არ აპირებს, თუ მისი სურვილი არ იქნება, მაგრამ შვილს გაზრდის, ვინაიდან ბავშვი მასთანაა მიჯაჭვული და მის გარეშე ვერ გაძლებს.

 

იხ.19.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, რის გამოც, როგორც დანაშაულის მსხვერპლის, ასევე მოძალადის ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.

4.2. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

4.3. განსახილველ საქმეში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ თ----–- ხ------- ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ იგი თანმიმდევრულია, სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: როგორც დადგინდა 2018 წლის 23 ოქტომბერს, 14:18 საათზე, ქ. ფოთში, ა--------------ში მცხოვრებმა თ----–- ხ------მ 112-ში განახორციელა ზარი და აღნიშნა, რომ მეუღლე დანით მოსდევს მოსაკლავად და ითხოვა დახმარება. განხორციელებული ზარის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ზ------ ა-------, რომელიც ზუგდიდში გასამგზავრებლად ემზადებოდა, იგი 14:30 საათზე დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

4.4. სასამართლო მიუთითებს პოლიციის თანამშრომლების ა---- ს-------ს და ა---------– ნ-------ს ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ შეტყობინებიდან 10 წუთში გამოცხადდნენ ა-----ს ქუჩაზე, სადაც ნახეს, რომ ქალები კიოდნენ და ზ------ ა-------ზე მიუთითებდნენ - ცოლს მოსდევს და დაიჭირეთო. ჩანდა, რომ კონფლიქტი ახალი მომხდარი იყო. ზ------ ა-------ც იქვე იმყოფებოდა, იგი შვილთან ერთად წასვლას აპირებდა.

4.5. ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა თ----–- ხ------მ, მეუღლის მიერ დანით განხორციელებული მუქარის შესახებ იმავე დღესვე უამბო დიასახლისს ი----- ჩ----–-–---–ს და დედას, ე------ ხ-------. ი----- ჩ----–-–---–მა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე აღნიშნა, რომ თ----–- ხ------- თვალი ჰქონდა ჩაწითლებული, ხოლო ე------ ხ------მ სასამართლო სხდომაზე მისცა ჩვენება ამ ფაქტის გარშემო.

მართლმსაჯულების ინტერესის კონტექსტში პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ თხოვენ, სანამ მდგო----ეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც თავისებურ და განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე.

სწორედ აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს მოწმე ე------ ხ------- ჩვენება, სადაც მან აღნიშნა, რომ თ----–-სგან ასევე გაიგო, რომ ზ------ი თურმე გ--––ი ცხოვრების პერიოდშიც ძალადობდა მასზე, რაც გაუკვირდა და ჰკითხა აქამდე რატომ არ უთხრა, რაზედაც თ----–-მ უპასუხა, რომ გული გაწუხებდა და მის ნერვიულობას მოვერიდეო.

4.6. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თ----–- ხ------- მითითებით იქნა ამოღებული საკეცი დანა, რომლითაც ზ------ ა------- მას მოკვლით ემუქრებოდა.

აღნიშნული დანა დათვალიერდა სასამართლო სხდომაზე.

4.7. სასამართლო განხილვის პროცესში ზ------ ა------- მიუთითებდა, რომ მის შვილს ლ---- ა-------ს შეეძლო დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვდა მის დაკითხვას, ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ლ---- ა------- საპროცესო წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, ზ------ ა-------მ აღნიშნა, რომ მასზე ზემოქმედება მოახდინეს, რაც უსაფუძვლოა. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა თუნდაც ის ფაქტი, რომ ლ---- ა-------მ მამაზე საკმაოდ თბილად ისაუბრა, აღნიშნა, რომ დედაზე უფრო მამასთან ურჩევნია ყოფნა და მის ციხეში ყოფნას ძალიან განიცდის. მამის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, მან არ მისცა მისთვის სასურველი ჩვენება, თუმცა არც ის ფაქტი დაადასტურა, რომ მშობლების ჩხუბს შეესწრო.

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, ხოლო მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 11¹ მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული თ----–- ხ------ ბრალდებულ ზ------ ა-------ს მეუღლეა.

4.9. მუქარის რეალურობის კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ შეტყობინებიდან განხორცილებიდან 10 წუთში მივიდნენ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, სადაც ადგილზე დახვდათ ქალები, რომლებიც კიოდნენ და ზ------ ა-------ზე მიუთითებდნენ, როგორც მოძალადეზე, ითხოვდნენ მის დაკავებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მუქარა რეალურად აღიქვა, როგორც დაზარალებულმა, ასევე იქ მყოფმა პირებმაც.

მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ----–- ხ------- ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან აღნიშნა, რომ როდესაც ზ------ ა------- დანით გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა, ძალიან შეშინდა, ვინაიდან ასეთი საქციელი სხვა პირის მიმართ გ--––იც აქვს ადენილი და ქალიც ჰყავს დაჭრილი, ამიტომ გარეთ გაიქცა. გარდა ამისა დანით მომარჯვებული პირისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც მისდევს კიდევაც პოტენციურ მსხვერპლს, ბუნებრივია ნებისმიერ ადამიანში ობიექტურად გამოიწვევს იმის შიშს, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

4.10. ამდენად, 2018 წლის 23 ოქტომბერს განვითარებული ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა ზ------ ა-------ს მიერ თ----–- ხ------- მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ადგილი არ ექნებოდა დაზარალებულის მხრიდან პოლიციისათვის შეტყობინების და დახმარების თხოვნას, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს არ მიუთითებდნენ იქ მყოფი პირები ზ------ ა-------ზე, როგორც მოძალადეზე.

ამდენად ალოგიკურია დაზარალებულის, მოწმე ე------ ხ------- და პოლიციელთა ჩვენებების სისწორესა და თანმიმდევრულობაში ეჭვის შეტანა, ვინაიდან მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი საქმის განხილვისას არ გამოვლენილა.

4.11. აქედან გამომდინარე სასამართლო სრულიად იზიარებს დაზარალებულ თ----–- ხ------- ჩვენებას, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას, სასამართლო მას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ზ------ ა-------ს განმარტებები მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ისინი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთშეთანხმებულობის გამო, სასამართლოს არ გააჩნია.

4.12. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ზ------ ა-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად მისი დანაშაულებრივი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ------ ა-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ზ------ ა-------ს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.

7.2. ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული უარყოფს დანაშაულს, სასამართლო მის სასარგებლო მოცემულობად განიხილავს მის სამომავლო პოზიციას, რომ დაზარებულის სურვილის გარეშე არ აპირებს მასთან მიახლოებას და თანაცხოვრებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მზრუნველ დამოკიდებულებას საკუთარი არასრულწლოვანი შვილისადმი, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს, ლ---- ა-------ს განმარტებას, რომ მამასთან ურჩევნია, მის უარყოფით განცდებს და წუხილს იმის გამო, რომ მამა ციხეში იმყოფება, რაც ნათლად წარმოჩინდა სხდომაზე ფსიქოლოგის მონაწილეობით მისი დაკითხვისას.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ა-------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 11¹,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ა------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11¹,1-1-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

2. ზ------ ა-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან სხდომის დარბაზში, 2018 წლის 19 დეკემბერს 17:26 საათზე.

3. ზ------ ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 23 ოქტომბრის 14:30 საათიდან, 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, 58 დღე და საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

4. ზ------ ა-------ს სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით, 03 (სამი) წლის ვადით შეეზღუდოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების და ტარების უფლება.

აღნიშნული დამატებითი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

5. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საკეცი დანა, რომელიც ინახება შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში, განადგურდეს.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე