განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2------
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სა-–----------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - და-----------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–---------------------------------------–------------------–-------------------–--------------–---–------------),ადვოკატი - ნი---------–---–ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 3. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, და-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. და-----------–---–ი და ნა----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილის თვემდე პერიოდში, ყოველ დღე, სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობითა და ქ. თბილისში, ნო---------------- №---ში მდებარე ნა----–------–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას და-----------–---–ი ყოფილ მეუღლეს, ნა----–------–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. და-----------–---–ს სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო მიაჩნდა, რომ თუკი ქალი თავს მოიწესრიგებს და ლამაზად გამოიყურება, ასევე თუ არ დასთანხმდება მეუღლეს სქესობრივ კავშირზე, ის აუცილებლად ღალატობს მას. აღნიშნულის გამო და-----------–---–ი ღირსების შემლახავი სიტყვებით აგინებდა, ლანძღავდა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მოიხსენიებდა ნა----–------–--ეს. და-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნა----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
1.2. და-----------–---–ი და ნა----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ნო---------------- №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე და-----------–---–ის კუთვნილ ,,სუ--------------------ის’’ ფირმის ავტომანქანაში ყოფნისას და იმავე დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ნო---------------- №---ში მდებარე ნა----–------–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას და-----------–---–ი ნა----–------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნა----–------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. და-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნა----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
1.3. და-----------–---–ი და ნა----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ნო-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და-----------–---–ი ორივე ხელით წვდა ყელში ცი---------–--ეს და სცადა დახრჩობა. ცი---------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, უჰაერობა და სახლში მყოფი ახლობლების დასახმარებლად მოხმობის მიზნით შეეცადა ეყვირა. სწორედ ამ დროს, ოთახში შემოსული მა---------–---–---–ის დანახვაზე და-----------–---–მა გაუშვა ხელი ცი---------–--ეს და დატოვა შემთხვევის ადგილი. და-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ცი---------–--ეს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
და-----------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. და-----------–---–ი და ნა----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილის თვემდე პერიოდში, და-----------–---–ი მის მეუღლეს, ნა----–------–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რის გამოც ნა----–------–--ე განიცდიდა ტანჯვას. და-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნა----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2.2. და-----------–---–ი და ნა----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ნო---------------- №---ში მდებარე ნა----–------–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას და-----------–---–ი ნა----–------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნა----–------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. და-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნა----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისში, ნო---------------- №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, და-----------–---–ის მიერ ცი---------–--ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3. და-----------–---–ის მიერ ნა----–------–--ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე და-----------–---–ის მიერ ცი---------–--ის მიმართ 2018 წლის 22 აპრილს განხორციელებული ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ნა----–------–--ისა და ცი---------–--ის ჩვენებები, მოწმეების - მა---------–---–---–ის, გე-–--------ის, ვლ----------–---–----ის, ვა------------–---–ის, ან-----------ასა და და---------–--ის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმები. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.4. ამდენად, სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ სტანდარტს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით. ასევე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.5. დაზარალებულმა ნა----–------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და-----------–---–თან. 2018 წლის 22 აპრილს და----ი მას დილიდანვე ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. ნა----–------–--ე დათანხმდა შეხვედრაზე. და----მა მას ავტომანქანით მიაკითხა, ჩაისვა ავტომანქანაში და დაემუქრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა უნდა წასულიყო თბილისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას და მის თანამშრომელ და---------–--ეს, რომელზეც იგი ეჭვიანობდა. ნა----–იას შეეშინდა, დაიწყო ყვირილი და სახლში წაყვანა სთხოვა. მას შემდეგ, რაც სახლში მიიყვანა, და----ი შევარდა მასთან სახლში და ეძებდა მის მობილურ ტელეფონს. და----ი კვლავ ემუქრებოდა, რომ მისი საქციელის შესახებ მამამისს მოუყვებოდა და თუ მას არ შეურიგდებოდა მოკლავდა. მოწმის განმარტებით, დაშორების შემდეგ და----ი თავს არ ანებებდა, დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მისი საქციელის შესახებ მამამისს მოუყვებოდა, როდესაც ტელეფონზე არ პასუხობდა ემუქრებოდა, რომ მივიდოდა მასთან სამსახურში და შეარცხვენდა. რამდენჯერმე სამსახურშიც მისულა და ყველას თანდასწრებით უყვირია კიდეც. და----ი მას სისიტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს ყველაფერი ნა----–------–--ისთვის იყო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, ამით ის განიცდიდა ტანჯვას და მისი ნერვული მდგომარეობა დღემდე არასახარბიელოა. მოწმის განმარტებით, და----ის მუქარა სიცოცხლის მოსპობის თაობაზე რეალურად აღიქვა, რადგან მას არაერთხელ ჰყავს ნანახი უკონტროლო და----ი განსაკუთრებით ნასვამ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 22 აპრილს სახლში იმყოფებოდა დეიდა - მა---------–---–---–ი და მისი პატარა დისშვილი. დეიდამისი ცდილობდა და----ის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. და----ი კვლავ განაგრძობდა მუქარას. კონფლიქტისას დეიდამისმა დაურეკა - ცი---------–--ეს (ნა----–იას დას), რომელიც მალევე მივიდა მათთან სახლში. ცი---------–--ემ და----ი ხელით გაიყვანა გარეთ, ხოლო დეიდამისი მას ასულიერებდა, რადგან ჩხუბის დროს ცუდად გახდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ამ დროს გვერდითა ოთახიდან ხმა გაიგო და ციურიმ ოთახში შესვლის შემდგომ უთხრა, რომ და----მა ყელში წაუჭირა.
3.6. სასამართლო დეტალურად აფასებს დაზარალებულ ნა----–------–--ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება (ჩვენებაში არსებული განმარტებები) არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, იგი შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს (ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას) და საეჭვო ხასიათის განმარტებებს. იგი ლოგიკურად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად, ცალკე აღებული მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების შესაბამისობას/თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს.
3.7. დაზარალებულმა ცი---------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ნა----–------–--ის და, იგი და-----------–---–ს დაახლოებით 5 წელია იცნობს. ცი---------–--ის განმარტებით, მან არაფერი იცოდა თავისი დის და მისი სიძის დაძაბული ურთიერთობის შესახებ, ვიდრე და----მა თავად არ უამბო. მათი დაშორების შემდეგ გაიგო, რომ და----ი უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ნა----–იაზე და მის დას აღარ უნდოდა და----თან ცხოვრება, რადგან ეშინოდა არ მოეკლა. და----თან დაშორების შემდეგ ნა----–ია ერთი კვირა მასთან ცხოვრობდა. ამ დროის მანძილზე, ნა----–ია ყოველთვის ატირებული ბრუნდებოდა სახლში, რადგან და----ი თავს არ ანებებდა. გვიან ღამით ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, ძილის საშუალებასაც კი არ აძლევდა. 2018 წლის 22 აპრილს დეიდამისმა მა---------–---–---–მა დაურეკა, რომ სასწრაფოდ მისულიყო სახლში. სახლში შესულმა დაინახა, რომ და----ს ნა----–იას ტელეფონი ეჭირა ხელში და ამბობდა, რომ ნა----–ია თბილისში ვერ იცხოვრებდა, რომ მოკლავდა მას ან მის თანამშრომელ და---------–--ეს. ამ დროს ნა----–ია გახდა ცუდად და ციური სამზარეულოსკენ წავიდა წყლის მოსატანად, რა დროსაც და----ი მას უკან გაჰყვა, კედელთან მიაყენა და ყელში ხელი წაუჭირა. როგორც ცი---------–--ე აღნიშნავს, მას ამის გამო ძალიან შეეშინდა და და----ს სახეში წყალი შეასხა და დაემუქრა, რომ პატრულს გამოიძახებდა. ამ დროს სამზარეულოში შევიდა მა---------–---–---–ი და და----მა სახლი დატოვა.
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა---------–---–---–მა განმარტა, რომ არის ნა----–------–--ისა და ცი---------–--ის დეიდა. ნა----–------–--ე ბოლო ერთი კვირა მასთან ცხოვრობდა. 2018 წლის 22 აპრილს ნა----–იას და-----------–---–ი დილიდან ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. ნა----–ია და----ს შეხვდა, ხოლო შეხვედრიდან დაბრუნებულს და----ი სახლში შეჰყვა. სახლში შემოსვლისას აიღო ნა----–იას ტელეფონი და მაკას ეუბნებოდა, რომ ნა----–იას თბილისში არ გააჩერებდა, არ მისცემდა მუშაობის, ცხოვრების უფლებას და თუ არ შეურიგდებოდა მაშინ რაიონში უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდა. ამ დროს დაურეკა ცი---------–--ეს, რომ მასთან მისულიყო. და----ის და ნა----–იას კამათისას ნა----–ია ცუდად გახდა, ციური სამზარეულოში გავიდა წყლის მოსატანად, რომელსაც უკან გაჰყვა და----ი. სამზარეულოში გასვლისას დაინახა, რომ და----ი ძალიან ახლოს იდგა ციურისთან, და----მა ხელი ძირს დაუშვა, ხოლო ციურიმ წყალი შეასხა და----ს. ამის შემდეგ და----მა საცხოვრებელი სახლი დატოვა.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ცი---------–--ისა და მა---------–---–---–ის ჩვენებები არის თანმიმდევრული და-----------–---–ის მიერ ნა----–------–--ის სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტების დასადასტურებლად, მათი ჩვენებები ამ ნაწილში შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მოწმეები მა---------–---–---–ი და ცი---------–--ე დეტალურად აღწერენ 2018 წლის 22 აპრილს, ქ. თბილისში, ნო-----------------ში მდებარე სახლში, განვითარებულ მოვლენებს, იმ გარემოებას, რომ და-----------–---–ი ნა----–------–--ეს მათი თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ და-----------–---–ი ნა----–------–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ნა----–იასთან დაშორების შემდეგ გამუდმებით ურეკავდა მას და შეხვედრას სთხოვდა, არ აძლევდა მოსვენებას. ნა----–------–--ე იყო დასტრესილი, ტიროდა და განიცდიდა ტანჯვას. რაც შეეხება ცი---------–--ის მიმართ სავარაუდოდ განხოციელებულ ფიზიკურ ძალადობას, აღნიშნული მხოლოდ ცი---------–--ემ დაადასტურა (განმარტა, რომ და-----------–---–მა ყელში წაუჭირა ხელი), თუმცა არც ბრალდების მხარეს დაუსვამს კითხვა და არც თავად განუმარტავს, განიცადა თუ არა და-----------–---–ის ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილი. მა---------–---–---–მა ვერ დაადასტურა და-----------–---–ის მიერ ცი---------–--ისთვის ხელის ყელში მოჭერის ფაქტი. იგი ამ ფაქტის თვითმხილველი და შემსწრე არ არის.
3.10. დათვალიერების ოქმების თანახმად, და-----------–---–ი ნა----–------–--ეს უკავშირდებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით, მუდმივად სთხოვდა მასთან შეხვედრას და შერიგებას, პირობას დებდა, რომ გამოსწორდებოდა. აღნიშნული ოქმებით ასევე უტყუარადაა დადასტურებული, რომ და-----------–---–ი რიგ შემთხვევებში შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ყოფილ მეუღლეს ნა----–------–--ეს, ასევე ეჭვიანობდა მასზე.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ და-----------–---–ის მიერ ნა----–------–--ისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმები მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულის - ნა----–------–--ის ჩვენებას. დათვალიერების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ და-----------–---–ს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ნა----–------–--ესთან, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, არ ანებებდა თავს, აღნიშნავდა, რომ შეიცვლებოდა, გამოსწორდებოდა, ხოლო რიგ შემთხვევებში შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მას.
3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 3 ივლისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სადავო ჩანაწერი გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით (იხ. დანართი 1). ამავე დასკვნის თანახმად, სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის.
3.13. ექსპერტიზაზე დართული დანართი ერთის თანახმად, ჩანაწერში საუბრობს ორი ქალბატონი. ქალბატონი ლე-–-----–--ე, 112-ში რეკავს და ქ. თბილისში ნო-----------------ში ოჯახური კონფლიქტის გამო ითხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას. ,,112-ის’’ ოპერატორის კითხვაზე თუ რა ხდება? ქალბატონი პასუხობს - ,,დიახ. ოჯახური კონფლიქტია. ყოფილი ქმარი გვივარდება და მე ცოლის და ვარ და მახრჩობდა. ამ წუთში სახლიდან გავარდა პატრულით რო, როცა გაიგო, რომ პატრულში ვრეკავდით.’’
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეთ----------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გე-–--------ემ, ვლ----------–---–----ემ და ვა------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სისწორე.
3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ან-----------ამ განმარტა, რომ და-----------–---–ს 2011 წლიდან იცნობს. არიან ქვისლები. მოწმის განმარტებით მან და----სა და ნა----–იას შორის არსებულ უთანხმოებაზე მას შემდეგ გაიგო რაც მისი ცოლის და და----ი ერთმანეთს გაშორდნენ. და----მა დაურეკა და სთხოვა, რომ მის მეუღლეს შეეწყვიტა მასსა და ნა----–იას ურთიერთობაში ჩარევა.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და---------–--ემ განმარტა, რომ ნა----–------–--ესთან სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებს. იგი მას სამსახურებრივ საკითხებზე ეკონტაქტებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო რომ დაოჯახებულია მასთან არანაირი სახის კომუნიკაცია აღარ ჰქონია.
3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გე-–--------ე, ვლ----------–---–----ე და ვა------------–---–ი არიან შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დი----------------------------------–-------- განყოფილების თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. და-----------–---–ის დაკავება, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. მოწმეების - ან-----------ასა და და---------–--ის ჩვენებები არ ადასტურებენ და შემხებლობა არა აქვთ და-----------–---–ის მიერ ნა----–------–--ისა და ცი---------–--ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან და ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებთან მიმართებით. მათ მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეყრდნობა მოწმე ნა----–------–--ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (მონათხრობს).
3.18. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).
3.19 აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).
3.20. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გე-–--------ის, ვლ----------–---–----ის, ვა------------–---–ის, ან-----------ასა და და---------–--ის ჩვენების საფუძველზე უტყუარად დაადგინოს, რა მოხდა 2018 წლის 22 აპრილს შემთხვევის ადგილზე.
3.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
3.22. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე( ix. Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47.).
3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც და-----------–---–ის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა.
3.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ვერსიას და-----------–---–ის უდანაშაულობის, ბრალდების მხარის მოწმეთა მიკერძოებისა და არასანდოობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ამ მიმართებით ბრალდების მხარის მტკიცებულებებში (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებში) ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77. ) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ნა----–------–--ის ჩვენებით, მოწმეების მა---------–---–---–ისა და ცი---------–--ის ჩვენებებით და დათვალიერების ოქმებით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა და-----------–---–ის მიერ ნა----–------–--ის მიმართ 2018 წლის 22 აპრილს განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და სისტემატური შეურაცხყოფის/დამცირების ფაქტები. რაც შეეხება და-----------–---–ის მხრიდან ცი---------–--ის მიმართ 2018 წლის 22 აპრილს სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ცი---------–--ის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ იძლევა აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის თაობაზე. ცი---------–--ის ოჯახის წევრების ჩვენებები ამ მიმართებით არის ირიბი ჩვენებები (არცერთი არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს), შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილების (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53) შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, მათ საფუძველზე უტყუარად დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ცი---------–--ე არ საუბროს განიცადა თუ არა და-----------–---–ის მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის თაობაზე არც ბრალდების მხარეს დაუსვამს კითხვა. აღსანიშნავია, რომ ცი---------–--ეს არ ჩატარებია სამედიცინო ექპერტიზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა დაზარალებულის სხეულზე. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული 2018 წლის 3 ივლისის ექპერტის №1----- დასკვნა, რომელსაც თან ერთვის დანართი 1 (იხ. დანართი 1), სადაც ჩანაწერი გაშიფრულია ტექსტობრივად. აღნიშნულ ჩანაწერში დაფიქსირებულია ლე-–-----–--ის სატელეფონო ზარი შს სამინისტროს სსიპ ,,112-ში’’, რომელშიც ლე-–-----–--ე ოპერატორს ეუბნება, რომ ,,დიახ. ოჯახური კონფლიქტია. ყოფილი ქმარი გვივარდება და მე ცოლის და ვარ და მახრჩობდა. ამ წუთში სახლიდან გავარდა პატრულით რო, როცა გაიგო, რომ პატრულში ვრეკავდით.’’ სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ჩანაწერით ზოგადად დასტურდება, რომ ვინმე ,,ლე-–-----–--ის“ მხრიდან მოხდა ქ. თბილისში, ნო-----------------ში პოლიციის გამოძახება, თუმცა გაურკვეველია ეს პირი არის თუ არა ცი---------–--ე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უტყუარად დადასტურებულად მივიჩნევდით, რომ ზარი განახორციელა ცი---------–--ემ, ამ პირობებშიც მასზე შესაძლო ფიზიკური ზემოქმედების თაობაზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო იქნებოდა ცი---------–--ე. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ცი---------–--ისგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა მასზე რაიმე ფორმის ძალადობას, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული და-----------–---–ის მხრიდან ცი---------–--ის მიმართ 2018 წლის 22 აპრილს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მხოლოდ დაზარალებულ ცი---------–--ის პირდაპირი ხასიათის ჩვენება (მათ შორის არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით) არ არის საკმარისი ამ ფაქტის უტყუარად დასადგენად.
3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ნა----–------–--ის ჩვენებით, მოწმეების მა---------–---–---–ისა და ცი---------–--ის ჩვენებებით და დათვალიერების ოქმებით) ასევე, უტყუარად არ დასტურდება და-----------–---–ის მხრიდან ყოფილი მეუღლის - ნა----–------–--ის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ნა----–------–--ის ჩვენებით, მოწმეების მა---------–---–---–ისა და ცი---------–--ის ჩვენებებით და დათვალიერების ოქმებით) უტყუარად დასტურდება, და-----------–---–ის მხრიდან ნა----–------–--ის მიმართ განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები, თუმცა მის მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელება დისკრიმინაციული მოტივით, არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. გენდერულ დისკრიმინაციაზე ასევე არ უთითებენ დაზარალებული ნა----–------–--ე და მოწმეები - მა---------–---–---–ი და ცი---------–--ე. მოწმეებს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მკაფიოდ არ უსაუბრიათ და-----------–---–ის მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებზე. მათი ჩვენებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებები, კერძოდ: ,,და-----------–---–ს სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო მიაჩნდა, რომ თუკი ქალი თავს მოიწესრიგებს და ლამაზად გამოიყურება, ასევე თუ არ დასთანხმდება მეუღლეს სქესობრივ კავშირზე, ის აუცილებლად ღალატობს მას“. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ და-----------–---–ი 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილის პერიოდში ნა----–------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამცირება, დამდგარი შედეგი (დაზარალებულის ტანჯვა).
4.3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ და-----------–---–ი 2018 წლის 22 აპრილს ოჯახის წევრს - ყოფილ მეუღლეს ნა----–------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნა----–------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.6. რაც შეეხება და-----------–---–ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა ცი---------–--ეზე განხორციელებული ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სასამართლოს მიაჩნია, რომ და-----------–---–ი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც და-----------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს და-----------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით და-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება.
5.6. სასამართლო ასევე ითვალისწინებს და-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (და-----------–---–ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 22 აპრილს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით) და-----------–---–ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებული დაემცირებინა, მიეყენებინა ტანჯვა, დაერღვია მისი სიმშვიდე, მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მსახურობდა სამხედრო სამსახურში), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ეჭვიანობა/დაშინება), და-----------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, და-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5.7. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.8. ამდენად, განაჩენის 5.5.-5.7. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით და-----------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და და-----------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ და-----------–---–ს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით და-----------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. და-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. და-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. და-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. და-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 აპრილიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი