გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1301-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკეტერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - ჯე------------------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ფრ--------------–---–ი, ზა-----------ა
მოპასუხეები - ელ-------------------ა, ად--–----------ი, ჯე----------------ი, ჩა----------------ი, მე--------------ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ელ-------------------ას, ად--–----------ს, ჯე----------------ს, ჩა----------------სა და მე--------------ს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჯე------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ გარდაცვლილი ნა-------------------ისათვის მიყენებული ზიანის -513 714 ლარის ანაზღაურება.
1.2. ელ-------------------ას ჯე------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20000 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის მარტში მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ნა-------------------ი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და მოგების მიღების მიზნით ახდენდა ვალუტის კონვერტაციას. 2015 წლის 22 მარტს დაახლოებით 17:40 საათზე ნა-------------------ი შემოვიდა საქართველოში, იმავე დღეს 21:15 საათზე თბილისი- წითელი ხიდის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე, გზის დაუსახლებელ მონაკვეთზე ხუთივე მოპასუხე ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ნა-------------------სა და ფა-------------------ს, კერძოდ, ჯე----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ინფინიტი'', სახელმწიფო ნომრით: AA 664 SS, განზრახ შეაჯახა ფა-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა, მოპასუხეები გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და სხვადასხვა საგნებით, მათ შორის დანებით თავს დაესხნენ ნა-------------------ს და ფა-------------------ს. თავდასხმისას ნა-------------------ს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მისი კუთვნილი თანხა 513 714 ლარის ოდენობით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ნა-------------------ს წაართვეს ზემოაღნიშნული პაკეტი და ორი ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
მოსარჩელის განმარტებით, ელმადდინ გუსეინზადამ ნა-------------------ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, რის შემდეგაც იგი გადარდაიცვალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს:
1.მოპასუხეებს ელ-------------------ას, ად--–----------ს, ჯე----------------ს, ჩა----------------სა და მე--------------ს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჯე------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ გარდაცვლილი ნა-------------------ისათვის მიყენებული ზიანის -513 714 ლარის ანაზღაურება.
2. ელ-------------------ას ჯე------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20000 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა 2018 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ აღნიშნული თანხა არ აუღიათ ნა-------------------ისაგან, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დადგენილი იქნა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ნა-------------------ი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და მოგების მიღების მიზნით ახდენდა ვალუტის კონვერტაციას. 2015 წლის 22 მარტს დაახლოებით 17:40 საათზე ნა-------------------ი შემოვიდა საქართველოში, იმავე დღეს 21:15 საათზე თბილისი- წითელი ხიდის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე, გზის დაუსახლებელ მონაკვეთზე ხუთივე მოპასუხე ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ნა-------------------სა და ფა-------------------ს, კერძოდ, ჯე----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ინფინიტი'', სახელმწიფო ნომრით: AA 664 SS, განზრახ შეაჯახა ფა-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა, მოპასუხეები გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და სხვადასხვა საგნებით, მათ შორის დანებით თავს დაესხნენ ნა-------------------ს და ფა-------------------ს. თავდასხმისას ნა-------------------ს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მისი კუთვნილი თანხა 513 714 ლარის ოდენობით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ნა-------------------ს წაართვეს ზემოაღნიშნული პაკეტი და ორი ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
მოსარჩელის განმარტებით, ელმადდინ გუსეინზადამ ნა-------------------ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, რის შემდეგაც იგი გადარდაიცვალა.
მტკიცებულება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობს დელიქტურ-ვალდებულებითი ურთიერთობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გაიტაცეს ნა-------------------ის კუთვნილი თანხა 513 714 ლარის ოდენობით, თავდასხმისას ელ-------------------ამ ნა-------------------ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, რის შემდეგაც იგი გადარდაიცვალა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც, სასამართლო სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ არ მიიჩნევს.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 413-ე, 992-ე, 998-ე, 1006-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. კერძოდ, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 22 მარტს დაახლოებით 17:40 საათზე ნა-------------------ი შემოვიდა საქართველოში, იმავე დღეს 21:15 საათზე თბილისი- წითელი ხიდის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე, გზის დაუსახლებელ მონაკვეთზე ხუთივე მოპასუხე ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ნა-------------------სა და ფა-------------------ს, კერძოდ, ჯე----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ინფინიტი'', სახელმწიფო ნომრით: AA 664 SS, განზრახ შეაჯახა ფა-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ამოტრიალდა, მოპასუხეები გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და სხვადასხვა საგნებით, მათ შორის დანებით თავს დაესხნენ ნა-------------------ს და ფა-------------------ს. მოპასუხეებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გაიტაცეს ნა-------------------ის კუთვნილი თანხა 513 714 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის თანხის გატაცების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა, ვინაიდან მოპასუხემ უარყო მხარეებს შორის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ უარყო დანაშაულებრივი ფაქტის არსებობა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით და მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მიიტაცეს ნა-------------------ის თანხა, მოპასუხე მხარემ უარყო აღნიშნული ფაქტი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებულ ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, მისი მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება, კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხს და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. განსახილველ შემთხვევაში, ყაჩაღურ თავდასხმას მოჰყვა დაზარალებულის- ნა-------------------ის სიკვდილი, ხოლო მისი, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ძმა- ჯე------------------ი, შესაბამისად, მან როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განიცადა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ტანჯვა, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ელ-------------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არაქონებრივი ზიანის- 20000 ლარის ანაზღაურება. 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ელ-------------------ას, ად--–----------ს, ჯე----------------ს, ჩა----------------სა და მე--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 3000 ლარის გადახდა, ხოლო ელ-------------------ას 600 ლარის ანაზღაურება.
sarezolucio nawili
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 208-ე; 243-ე;244-ე, 247-ე,249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.ჯე------------------ის სარჩელი მოპასუხეების ელ-------------------ას, ად--–----------ის, ჯე----------------ის, ჩა----------------ის და მე--------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხეებს ელ-------------------ას, ად--–----------ს, ჯე----------------ს, ჩარკაზ მამმედოვსა და მერაბ მმამედოვს მოსარჩელე ჯე------------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ზიანის - 513 714 ლარის ანაზღაურება. 3. ელ-------------------ას ჯე------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20000 ლარის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. 4. მოპასუხეებს ელ-------------------ას, ად--–----------ს, ჯე----------------ს, ჩარკაზ მამმედოვსა და მერაბ მმამედოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3000 ლარის გადახდა. 5. ელ-------------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 600 ლარის გადახდა. 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი