გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210018002592741
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ააიპ ,,ს-----–---------------------------------------- სააგენტო"

წარმომადგენელი - თ--------------–ი, მ----------–-–---–ი

 

მოპასუხე - სს ,,ბ---ი ქ-------"

წარმომადგენელი - გ---–------–------–---–ი, თ----------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სს „ბ---ი ქ-------ს“ ააიპ ,,ს-----–---------------------------------------- სააგენტოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 76398 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის N139 განკარგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი". პროექტის ფარგლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება; ხელშეკრულების 11.3 პრიმა პუნქტის (ხელშეკრულების ცვლილება-დამატება N2 (2015 წლის 08 ივნისი)) თანახმად თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბ---მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისთვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისთვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერ მიზეზით, არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართის N7 შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა), ბ---ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით;

 

პროექტისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი კომერციული ბ---ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;

 

პროექტის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების შეთანხმებები (შემდგომში "შეთანხმებები") შემდეგ სესხებზე: C-----------------------------------------------–---–--------------------------–-----------–----------–---------------------------------------------------–--------–---–-----------------------------------------–--------------------------------------------------–---------–-----------–----------------------------------------------------–------------------------------------------------------–----------------–----------------------------------------–---------–----------------------------------------------------–----------------–---------------------------------------------–------–---------------- შეთანხმებების გაფორმება უზრუნველყო მოპასუხემ.

 

აღნიშნულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს თანა დაფინანსების თანხა - 14209,24 აშშ დოლარი და 767,12 ლარის ჩამოჭრა მოპასუხემ მოახდინა უაქცეპტოდ, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნულ სესხებზე არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N7-ის შესაბამისად;

 

აღნიშნული დარღვევისთვის ხელშეკრულების 11.3 პრიმა პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია პირგასმატეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით.

 

მოსარჩელემ აცნობა არაერთხელ მოპასუხეს აღნიშნული დარღვევის შესახებ და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თანხები ჩამოჭრილი იყო მიზნობრივად და თანადაფინანსების შესაბამისი ოდენობით, ხელშეკრულების დანართი N6-ით გათვალისწინებული წესით, მსესხებლის მიერ მინიმალური შენატანის გადახდის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება თავად სისტემაში ინფორმაციის ასახვას მოპასუხის განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო დროებითი ტექნიკური შეფერხებით, პროგრამული ხარვეზით ინფორმაციის გაცვლის მომენტში და ის ფაქტი, რომ სააგენტოს ბაზა ვერ აღიქვამდა სესხის გადახდის გრაფიკს ვერ ჩაითვლება ბ---ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევად და ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების დარღვევას. ამასთან, მოპასუხის მოსაზრებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 31 დეკემბერს, სსიპ „ს-----–---------------------------------------- სააგენტოსა“ და სს „ბ---ი ქ-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ბ---ი ქ-------“ გასცემდა მსესხებელზე შეღავათიან აგროკრედიტს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით. ბ---ის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება

 

3.1.2. ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბ---თან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი.

 

ხელშეკრულების 11.3 პრიმა პუნქტის (ხელშეკრულების ცვლილება-დამატება N2 (2015 წლის 08 ივნისი)) თანახმად თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბ---მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისთვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისთვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერ მიზეზით, არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართის N7 შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა), ბ---ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება;

- 2015 წლის 8 ივნისის ხელშეკრულება ცვლილება-დამატება N2

 

3.1.3. პროექტის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების შეთანხმებები (შემდგომში "შეთანხმებები") შემდეგ სესხებზე: C-----------------------------------------------–---–--------------------------–-----------–----------–---------------------------------------------------–--------–---–-----------------------------------------–--------------------------------------------------–---------–-----------–----------------------------------------------------–------------------------------------------------------–----------------–----------------------------------------–---------–----------------------------------------------------–----------------–---------------------------------------------–------–---------------- შეთანხმებების გაფორმება უზრუნველყო მოპასუხემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- შეთანხმებები;

 

3.1.4. მოპასუხემ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სესხის რეგისტრაციამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების თანხის - 14209,24 აშშ დოლარისა და 767,12 ლარის ჩამოჭრა მოახდინა უაქცეპტოდ, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნულ სესხებზე არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N7-ის შესაბამისად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- 2018 წლის 18 ივლისის N3069/2018 წერილი და მისი დანართები;

 

3.1.5. 2016 წლის 29 დეკემბრის წერილით სს „ბ---ი ქ-------ს“ ეცნობა მონიტორინგის შედეგებისა და ჯარიმის (14209,24 აშშ დოლარისა და 767,12 ლარის ორმაგი ოდენობის) დარიცხვის თაობაზე, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 29.12.2016 წლის N1/2255 გაფრთხილების წერილი .

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ააიპ ს-----–---------------------------------------- სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 408-ე, 418-ე მუხლები;

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------- სააგენტოს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბ---ში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2014 წლის 31 დეკემბერს, სსიპ „ს-----–---------------------------------------- სააგენტოსა“ და სს „ბ---ი ქ-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ბ---ი ქ-------“ გასცემდა მსესხებელზე შეღავათიან აგროკრედიტს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით. ბ---ის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბ---თან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ხელშეკრულების 11.3 პრიმა პუნქტის (ხელშეკრულების ცვლილება-დამატება N2 (2015 წლის 08 ივნისი)) თანახმად თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბ---მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისთვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისთვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერ მიზეზით, არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართის N7 შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა), ბ---ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით;

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სააგენტომ განახორციელა გაცემული სესხების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სესხის რეგისტრაციამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების თანხის - 14209,24 აშშ დოლარისა და 767,12 ლარის ჩამოჭრა მოახდინა უაქცეპტოდ, თუმცა სააგენტოს მიერ აღნიშნულ სესხებზე არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N7-ის შესაბამისად;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბ---ის მიერ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სესხის რეგისტრაციამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრა, იწვევს მოსარჩელის უფლების დარღვევას, ვინაიდან, სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მსესხებლისათვის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ახორციელებს თანადაფინანსებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბ---მა სააგენტოს ანგარიშიდან მოახდინა სააგენტოს მონაცემთა ბაზაში სესხის რეგისტრაციამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსების თანხის - 14209,24 აშშ დოლარისა და 767,12 ლარის ჩამოჭრა უაქცეპტოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, სს „ბ---ი ქ-------ს“ მიერ ვალდებულების დარღვევა.

 

6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას მასზედ, რომ სისტემაში ინფორმაციის ასახვა გამოწვეული იყო დროებითი ტექნიკური შეფერხებით, პროგრამული ხარვეზით ინფორმაციის გაცვლის მომენტში და ის ფაქტი, რომ სააგენტოს ბაზა ვერ აღიქვამდა სესხის გადახდის გრაფიკს ვერ ჩაითვლება ბ---ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევად და ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა სს ,,ბ---ი ქ-------ს“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ზ-----------–--ემ განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სისტემაში სესხზე ინფორმაციის ასახვისათვის სავალდებულოა რამდენიმე ეტაპის შევსება/ჩაწერა, რომელიც უნდა შეავსოს ბ---ის თანამშრომელმა და თუ ყველა ეტაპის სრულყოფილად შევსება/ჩაწერა არ მოხდება ინფორმაციის სააგენტოს ბაზაში გადაგზავნა ვერ მოხდება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ინფორმაციის სააგენტოზე ვერ გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია ე.წ. error-ები, ბ---ის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი იქნა მოგვიანებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით (სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

ხელშეკრულების მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი უფლება-მოვალეობები წინდახედულად უნდა განახორციელოს. წინდახედულების მასშტაბს უფრო ფართოს ხდის მეწარმე სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. პირი, რომელმაც დაუშვა შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სს „ბ---ი ქ-------სთან“ იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელს სს „ბ---ი ქ-------ს“ უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც, როგორც მუშაკს დაეკისრებოდა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელება, რაც ზეგავლენას მოახდენდა როგორც დამსაქმებლის ინტერესებზე, საქმიან რეპუტაციაზე, ასევე, მის ქონებრივ მდგომარეობაზე.

 

შესაბამისად, მოპასუხის თანამშრომლებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სისტემაში სესხზე ინფორმაციის ასახვისათვის სავალდებულო რამდენიმე ეტაპის შევსება/ჩაწერა, უნდა მოეხდინათ სრულყოფილად, რის შემდეგაც მოხდებოდა ინფორმაციის სააგენტოს ბაზაში დროული გადაგზავნა. ასევე ინფორმაციის სააგენტოზე ვერ გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია ე.წ. error-ები, ბ---ის თანამშროლების მიერ უნდა აღმოჩენილიყო დროულად.

 

6.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სახეზეა, სს „ბ---ი ქ-------ს“ მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც დადასტურებულია როგორც მონიტორინგის შედეგებით, ასევე მოპასუხის მიერ განხორციელებული არასათანადო-უყურადღებო მოქმედებით, აღნიშნული მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და მოითხოვოს ჯარიმა.

 

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს: პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით (ხელშეკრულების 11.3 პრიმა პუნქტის (ხელშეკრულების ცვლილება-დამატება N2 (2015 წლის 08 ივნისი))) ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოასარჩელეს გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც, თავის მხრივ, დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 7639.8 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, სს „ბ---ი ქ-------ს“ ააიპ ს-----–---------------------------------------- სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 229.19 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი სახ. ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ააიპ ,,ს-----–---------------------------------------- სააგენტო"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე სს ,,ბ---ი ქ-------"-ს ააიპ ,,ს-----–---------------------------------------- სააგენტო"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7639.8 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე სს ,,ბ---ი ქ-------"-ს ააიპ ,,ს-----–---------------------------------------- სააგენტო"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 229.19 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე