გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210017002110529
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26226-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი ანა კალანდაძე

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - სო---------–--ე

წარმომადგენლები - ლა-–---------–---–ი, ხა----------------ე

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - და------------–---–ი

წარმომადგენლები- და---------–----ა, გი------------ა

დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში): ალიმენტის ოდენობის გაზრდა

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში): ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-------------ს გადაწყვეტილებით (საქმე #2/2-----15), და------------–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 20---–-–---------–-სს დაბადებული ქე-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის თანხის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გაზრდა 2000 (ორიათასი) ლარამდე.

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე სო---------–--ე და მოპასუხე და------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 20---–-–-------------დე. თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–---------–-სს, შეეძინათ შვილი - ქე-----------–---–ი. მხარეები დღეის მდგომარეობით აღარ ცხოვრობენ ერთად, ქე-----------–---–ი დედასთან - სო---------–--ესთან ერთად იმყოფება ამ--------–-----------–-–-------ში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-------------ს გადაწყვეტილებით (საქმე N2/2-----15) და------------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა - აღზრდის მიზნით ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მოპასუხეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი, 19---–-–-----------------ს დაბადებული - ელ-----------–---–ი, რომლის მიმართაც და------------–---–ს დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მაგრამ მოპასუხის პირველი შვილი უკვე არის სრულწლოვანი და მის მიმართ ალიმენტის გადახდის ვალდებულება აღარ გააჩნია. და-------------–---–ს აქვს ტურისტული სააგენტო, მუშაობს გიდად თავისივე სააგენტოში, ფლობს კომერციულ ფართს (143კვ.მ), მდებარე: ქ. თბილისი, მუ---------------------------------------------------------. აღნიშნული ფართიდან, 100 კვ.მ ფართი მოპასუხეს გაცემული აქვს იჯარით შპს „ე------ი ფ-----–--ზე“, რომლიდანაც იღებს შემოსავალს თვეში 3 000 ლარის ოდენობით. ასევე გაქირავებული აქვს დანარჩენი 40 კვ.მ ფართი, სადაც მოწყობილი აქვს სამკერვალო და თვეში იღებს შემოსავალს 1000 ლარის ოდენობით. სს „თ-------------ნ“ არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე კი ყოველთვიურად იღებს 165 აშშ დოლარს. ქე-----------–---–ი არის ამ--------–-----------–--–--------ს მოქალაქე და მას ცხოვრების პირობების შესაქმნელად, ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის, ჯეროვანი განათლების მიღებისთვის ესაჭიროება კოლოსალური თანხები, რომელსაც სრულიად ფარავს დედა - სო---------–--ე. ბავშვი დადის სკოლაში და იმისათვის, რომ დედამ შესძლოს მუშაობა, სკოლის შემდეგ ქე-----------–---–ი ჩართულია სკოლის შემდგომი ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში, ხოლო არდადეგებზე დადის ზაფხულის ბანაკში. ის პერიოდულად საჭიროებს ჯანმრთელობის მდგომაროების გამო მკურნალობას და ამ შემთხვევაშიც ხარჯსაც ფარავს დედა - სო---------–--ე.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-------------ს გადაწყვეტილებით (საქმე #2/2-----15), და------------–---–ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 28 ივლისს დაბადებული ქე-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის თანხის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის შემცირება 200 (ორასი) ლარით.

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

 

და------------–---–სა და სო----------–---ს ჰყავთ საერთო შვილი - ქე-----------–---–ი. და------------–---–ი, მისი ქონებრივი შესაძლებლობების ფრაგლებში, მუდმივად ზრუნავს მის შვილზე. 20-- წლის 18 ივლისამდე (სანამ დედა ამ--------–-----------–-–-------ში წაიყვანდა), ქე-----------–---–ი ცხოვრობდა მამასთან. ამასთან, სო---------–--ე, ბოლო ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ამ შემთხვევაშიც, და------------–---–ი პირნათლად ასრულებდა მზრუნველი მამის მოვალეობებს. თუმცა, რასაკვირველია, მას შვილზე გაწეული ხარჯების დოკუმენტალური აღრიცხვა არ უწარმოებია. 20-- წლის 14 ივლისს და------------–---–მა ლი----------–---სგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკითა და სარგებლობის უფლებით დატვირთული იყო საცხოვრებლად ვარგისი მისი ერთადერთი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, პ----------------------------------------------------------–-------------------------- საკადასტრო კოდი: 0--10.0-.00--118.0-.0--0--. სესხის სახით აღებულმა თანხამ შეადგინა 17 500 აშშ დოლარი, რომელიც სრულად მიიღო სო---------–--ემ შვილის საჭიროებისათვის.

 

მიუხედავად, ზემოაღნიშნულისა, სო---------–--ემ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა და------------–---–ისათვის ალიმენტის, ყოველთვიურად 800 აშშ დოლარის დაკისრება, და------------–---–მა აღნიშნული სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 201--–-–-------------ს გადაწყვეტილებით და------------–---–ს დააკისრა მცირეწლოვანი შვილის 20---–-–---------–-სს დაბადებული ქე-----------–---–ის რჩენა- აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20-- წლის 16 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ არცერთ მხარეს არ გაუხდია, ორივე მხარემ უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, უფრო მეტიც, მხარეები მორიგდნენ და სწორედ, მათი მორიგების საფუძველზე სასამართლომ განსაზღვრა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წესი.

 

მოსარჩელე და------------–---–ის მითითებით,იგი პირანთლად ასრულებს, მის საალიმენტო ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სო---------–--ე მას არ აძლევს შვილთან ურთიერთობის საშუალებას, უკრძლაავს ტელეფონით და კომპიუტერით კონტაქტსაც კი.

 

სო-------------ს ქმედებიდან გამომდინარე, შვილთან ურთიერთობის არქონით გამოწვეულ უმძიმეს მორალურ სტრესს, ასევე დაემატა და------------–---–ის მატერიალური მდგომარეიბის გართულება, გაუარესდა და------------–---–ის ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარება იმგავარდ, რომ აღარ შესწევს უნარი შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო ვალდებულება, მის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე და დედა. ამდენად, და------------–---–ი შეგებებული სარჩელით მიმართავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის რაოდენობის შემცირებას.

 

2.1. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე და------------–---–ი, განმარტავს, რომ ფორმალურად მართალია აღარ იხდის ალიმენტს მისი პირველი შვილის, ელ-----------–---–ის მიმართ, რადგან იგი სრულწლოვანია. თუმცა, ამით მას არ ეხსნება მამობრივი მზრუნველობის გამოხატვის ვალდებულება და ის დღემდე უზრუნველყოფს მატერიალურად შვილს. ასევე ის არ არის არცერთი კომპანიის დამფუძნებელი, წილის მესაკუთრე, პარტნიორი და არ არის ინდივიდუალური მეწარმე. საიჯარო ქირის ოდენობა მართალია, შედაგენს 3000 ლარს, თუმცა მასში შედის ყველა სხვა ხარჯი და სახემლწიფო გადასახადი, საიდანაც შემოსავალი შეადგენს 2400 ლარს. არ შეესაბამება სიმართლეს სს „თ-----“ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება და არც ის, რომ 40კვ.მ გაქირავებული ფართიდან იღებს 1000 ლარს თვეში. რა თქმა უნდა, ქე-----------–---–ის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება ის, რომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობს, გახანგრძლივებულ ჯგუფში დადის, მაგრამ შესაძლოა ეს არ იყოს ბავშვის ნორმალური აღზრდა - განვითარებისთვის სავალდებულო. ასევე ბავშვი არის აშშ-ს მოქალაქე და სარგებლობს საკმაოდ სერიოზული სოციალური შეღავათებით, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევით. და------------–---–ი დაქორწინდა ირ---------------ვაზე და მეუღლესთან ერთად თანაბრად წევს ხარჯებს „ინ-------------------–----ს“, რომლის პროცედურული ხარჯები საკმაოდ მაღალია და ამ მიზნით, ისესხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი. მოპასუხე არის შვილებზე მზრუნველი მამა და შესაგებლის წარმოდგენით იგი თავს კი არ არიდებს ალიმენტის გდახდას, უბრალოდ შეუსაბამობას უსვამს ხაზს მოთხოვნილი ალიმენტის რაოდენობასა და მის შემოსავლებს შორის. და------------–---–მა თანასაკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილი გადასცა სო---------–--ეს, 3 000 აშშ დოლართან ერთად, რამაც, რა საკვირველია, გააუარესა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა. არცერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც უთითებს მოსარჩელე, და------------–---–ს არ წარმოშობია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, პირიქით მას წარმოეშვა მომავლ შვილზე („ინ--------- მკურნალობა“) და უმუშევარ მეუღლეზე ზრუნვის ვალდებულება. მან თანასაკუთრებაში შეძენილი შვიდი უძრავი ქონებიდან, შვილის ინტერესებისათვის ხუთი ქონება გადასცა სო---------–--ეს, რამაც მისი ქონებრივი მდგომარეობა გააუარესა.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

სო---------–--ე არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, მისი წარმომადგენლის განმარტებით ქე-----------–---–ი დადის სკოლაში და გაიზარდა მისი მოთხოვნილებები. გასათვალისწინებელია არასრულწლოვანის ინტერესები, თუ სად ცხოვრობს, სად სწავლობს. ის ცხოვრობს ა---------–-----------–ო შ-------–ი და ალიმენტი უნდა იყოს იმ ქვეყნის ფასებთან შესაბამისობაში. ალიმენტი არ უნდა შემცირდეს, არამედ პირიქით უნდა გაიზარდოს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობთ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სო---------–--ე და მოპასუხე და------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 20---–-–-------------დე. თანაცხოვრების პერიოდში, 20---–-–---------–-სს, შეეძინათ შვილი - ქე-----------–---–ი. ამჟამად, სო---------–--ე და და------------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი ქე-----------–---–ი ცხოვრობს დედასთან - სო---------–--ესთან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ.ს.ფ. 1-1-)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- განქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.61)

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-------------ს გადაწყვეტილებით #2/2-----15 სო-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და და------------–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის - 20---–-–---------–-სს დაბადებული ქე-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20-- წლის 16 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 201--–-–-------------ს გადაწყვეტილება (საქმე#2/2-----15) (ს.ფ. 109-114).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სო---------–--ე შვილთან - ქე-----------–---–თან ერთად ცხოვრობს ა---------–-----------–ო შ-------–ი, შვილის აღზრდასთან ერთად მუშაობს და გარკვეულწილად უზრუნველყოფს მის მოთხოვნილებებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (იხ.ს.ფ. 1-1-)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი თანხის გადახდის ქვითრების ასლების მიხედვით, მოსარჩელე სო-------------ს და არასრულწლოვანი ქე-----------–---–ის ბინის ქირის გადასახადი შეადგენს 1-50.00 აშშ დოლარს, უსაფრთხოების გადასახადი - 1875.00 აშშ დოლარს და ბინადრობის მოწმობა - 75.00 აშშ დოლარს, ქ. კლ---------ს მასწავლებელთან - რო------------------ან ქე-----------–---–ის სწავლის საფასური შეადგენს 45.00 აშშ დოლარს, კლ---------ს გოგონების და ვაჟების კლუბის, სკოლის შემდგომი ბავშვზე ზრუნვის გადასახადი შეადგენს 195 აშშ დოლარს, ხოლო საბაზო სკოლის და საზაფხულო სკოლის პროგრამასთან ერთად, დაახლოებით, 424 აშშ დოლრს, ამასთან წლის ბავშვზე ზრუნვის მომსახურება შეადგენს 1-00 აშშ დოლარს, ოლ-----ის საოჯახო სტომატოლოგიური კაბინეტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით ქე-----------–---–ის მომსახურების გადასახადი შეადგენს 155 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის ქვითრები ( სარჩელი იხ. ს.ფ.1--99).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.5. და------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ირ---------------ვასთან 2017 წლის 24 აპრილიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შესაგებელი ძირითად სარჩელზე (ს.ფ. 1-5-149);

-ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #0---------5 (ს.ფ.54);

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------–-ს განჩინებით სო-------------ს და და------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-------------ს გადაწყვეტილების აღსრულების წესი, რომლის მიხედვით და------------–---–მა იკისრა ვალდებულება, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნაწილი 20-- წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, ექვსი თვის საალიმენტო ვალდებულება, რაც შედგენს 2700 (ორი ათას შვიდას) ლარს, გადაიხადოს არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა;

საალიმენტო ვალდებულების დარჩენილი ნაწილის, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდათი) ლარის გადახდა მოხდებოდა ყოველი თვის 20-დან 25 რიცხვამდე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------–-ს განჩინება (ს.ფ.319-321).

3.1.7. 2016 წლის 03 ოქტომბერს დადებული, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების განაწილება/გაცვლის შესახებ შეთანხმების მიხედვით სო---------–--ემ საკუთრების უფლებით, სრულად გადასცა და------------–---–ს ორი უძრავი ქონება ს/კ #0--11.1-.00-.004.0--501 და ს/კ #0--1-.0-.005.00-.0--0--0-6, ხოლო და------------–---–მა სო---------–--ეს საკუთრების უფლებით სრულად გადასცა ხუთი უძრავი ქონება: ს/კ #0--10.0-.00--118.0-.0-.0-0, ს/კ #0--1-.0-.005.00-.0--0--071, ს/კ #0--10.0-.00--118.0-.0--0--, ს/კ #01.10.1-.0--.1-2.03.0-.2---, ს/კ #7-.1-.31.1--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 03 ოქტომბერს დადებული, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების განაწილება/გაცვლის შესახებ შეთანხმება (იხ.ს.ფ.167-168).

3.1.8. 2016 წლის 11 ოქტომბერს დადებული ხელწერილის მიხედვით სო-------------ს წარმომადგენელმა, ლა-----------------ა, და------------–---–ისგან მიიღო მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხა - 3000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 11 ოქტომბერს დადებული ხელწერილი (იხ.ს.ფ.169)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 10 თებერვლის იჯარის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, და------------–---–ს და შპს ,,ე------ი“ ფ-----–--ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 100 კვ.მ ფართზე მდებარე: ქ. თბილისი, მ-------------------------------------------–---, სადაც საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2014 წლის 10 თებერვლის იჯარის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.100-10-).

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის მიმართვების თანახმად და------------–---–ი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის მიმართვები (ს.ფ.150-151).

3.2.3. მოქალაქე სო------------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით, მას დაკავებული აქვს და------------–---–ის საკუთრებაში არსებული 40 კვ.მ. ფართი დროებითი სარგებლობისათვის, სამკერვალოს მოსაწყობად და დღევანდელი მდგომარეობით მას და------------–---–ისთვის ქირა არ გადაუხდია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სო------------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ.152-153).

3.2.4. 2017 წლის 22 ივნისის და 2018 წლის 1- იანვრის ხელოვნური გ--------------------------------------------- შესახებ ხელშეკრულებების მიხედვით შპს ,,ი-----------------------------–-------“, ირ---------------ვას და და------------–---–ს შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კლინიკა ოჯახურ წყვილს ჩაუტარებს უშვილობის მკურნალობას ხე-–-----------------------------------------------------ის მეთოდით. აღნიშნული მკურნალობის ღირებულებამ 22.0-.2017წ. ხელშეკრულების მიხედვით შეადგინა 9100.45 ლარი, ხოლო 1-.0--2018 წ. ხელშეკრულებიდან დამომდინარე გადახდილი იქნა 2000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 22 ივნისის და 2018 წლის 1- იანვრის ხელოვნური გ--------------------------------------------- შესახებ ხელშეკრულებები, ცნობა და გადახდის ქვითარი (იხ.ს.ფ.155-159, 20--211)

 

3.2.5. და-------------ს მიერ წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების მიხედვით და-------------მ, 2017 წლის მაისში ასესხა 7000 ლარი და------------–---–ს პროცენტის გარეშე, რაც უნდა დააბრუნოს 2019 წლის 01 იანვრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- და-------------ს მიერ წარმოადგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ( იხ.ს.ფ.160)

3.2.6. 201- წლის 16 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, ი/მ სო---------–--ეს, და------------–---–ს და სს ,,თ-----“ ბანკს შორის დაიდო ხელშეკრულება - 2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, რომლის მიხედვით ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 165 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 2014 წლის 31 იანვარს სო---------–--ესა და და------------–---–ს შორის დადებული შთანხმების მიხედვით რეგისტრირებული ქირავნობა გავრცელდა და------------–---–ის კუთვნილი ფართის 2 კვ.მ-ზე. 2018 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულების გაუქმების (შეწყვეტის) შესახებ შეთანხმების და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სს ,,თ-----“ ბანკსა და და------------–---–ს შორის შეწყდა არსებული ქირავნობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 201- წლის 16 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, 2014 წლის 31 იანვრის შეთანხმება და 2018 წლის 09 თებერვლის ხელშეკრულების გაუქმების (შეწყვეტის) შესახებ შეთანხმება ( იხ.ს.ფ.100-105, 10--107)

3.2.7. 2018 წლის 09 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით და------------–---–მა (პ/ნ 3----------) გაყიდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მუ------------------------------- ს/კ/0--11.1-.00-.004.0--501 და იყიდა და------------–---–მა (პ/ნ 0----------), ნასყიდობის ღირებულებამ შეადგინა 34000 აშშ დოლარი. მყიდველი საჯარო რეესტრში 22.0-.2018წ. აღირიცხა მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 09 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( იხ.ს.ფ. 384, 414-415);

 

3.2.8. 2016 წლის 1- ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით ირ---------------ვას და და------------–---–ს შორის დადებული იქნა სესხის ხელშკრულება, რომლის მიხედვით ირ---------------ვამ და------------–---–ს სესხის სახით გადასცა ფულადი თანხა 26000 ევროს ოდენობით 2018 წლის 30 სექტემბრამდე ვადით, რაც 22.0-.2018წ. ირ---------------ვას ხელწერილის მიხედვით, და------------–---–ის მიერ დაბრუნებული იქნა 2018 წლის 22 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 1- ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულება და ირ---------------ვას ხელწერილი ( იხ.ს.ფ. 419, 448-450);

3.2.9. საქმეში 2018 წლის 05 მარტს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, დ-------------–--–ს აღენიშნება კუ---------------------------–-–-----–--–---–-------------------------------–---------------------–-----------------------------------–----–-–---ს სინდრომი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 05 მარტს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ. 328);

3.2.10. საქმის მასალებით არ დასტურდება და------------–---–ის კმაყოფაზე მეუღლის - ირ---------------ვას და დედის რო-------------–---–ის ყოფნის ფაქტი. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ირ---------------ვა არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი, მისი შრომისუუნარობის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც შეეხება დედას - რო--------------–---–ს, სასამართლო მიუთითებს, რომ და------------–---–ს რამე მტკიცებულება, რომ დედის რჩენა მხოლოდ მისი კანონისმიერი ვალდებულებაა და სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია, არ წარმოუდგენია. როგორც ხელწერილში განმარტავს თავად რო--------------–---–ი - ის არის პენსიონერი და იღებს კანონით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას პენსიის სახით.

 

3.2.11. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს და------------–---–ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2018 წლის 05 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #1-01-ით არ დასტურდება, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც პერიოდული სამუშაოების შესრულების შედეგად გარკვეული შემოსავლის მიღება და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯი აუარესებს, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი პაციენტ და------------–---–-ს შესახებ შპს ,,უნ----------------------------–---ის“ მიერ 2018 წლის 05 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, დიაგნოზის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არ ქმნის ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი, რადგან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მისთვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1-1--ე, 1-1--ე, 1-14-ე, 1-22-ე, 1-34-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ არასრულწლოვანი ქე-----------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.

 

ძირითადი სარჩელის საწინააღმდეგოდ, და------------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქე-----------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით შემცირდა შემოსავალი, შეიცვალა ოჯახური მდგომარეობა, რაც ზოგადად აუარესებს და------------–---–ის ფინანსურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0--ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-1--ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-1--ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1-14-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ სო---------–----ს და და------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 20---–-–---------–-სს დაბადებული ქე-----------–---–ი. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად ამ--------–-----------–-–-------ში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-21-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს ან/და შეიცვალოს მისი ოჯახური მდგომარეობა (კმაყოფაზე მყოფი პირების არარსებობა და ა.შ.) 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით კი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობებზე: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-31-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის როგორც გაზრდას, ასევე, შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილი - ქე-----------–---–ი სარჩელის განხილვის დროისათვის არის არასრულწლოვანი და ის დედასთან ერთად ცხოვრობს ამ--------–-----------–-–-------ში. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე #2/2-----15) მოსარჩელე სო-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და და------------–---–ს (პ/ნ 3----------) დაეკისრა მცირეწლოვანი შვილის - 20---–-–---------–-სს დაბადებული ქე-----------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20-- წლის 16 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის შემოტანამდე (29.09.2017წელი) გასულია დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვე. სასამართლოს ვალდებულებაა საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე დაადგინოს რამდენად შეიცვალა არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები ამ ხნის განმავლობაში, რაც გახდა სასამართლოსათვის ალიმენტის გაზრდის მოთხოვნის სარჩელით მომართვის საფუძველი, ამასთან, რამდენად გაუარესდა მოპასუხის მდგომარეობა, რითაც ის ვეღარ ახდენს შვილისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდას, რაც ასევე გახდა მის მიერ ალიმენტის შემცირების შესახებ შეგებებული სარჩელის წარმოდგენის საფუძველი.

 

საქმის მასალებით დგინდება და თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ ის შვილთან - ქე-----------–---–თან ერთად ცხოვრობს ა---------–-----------–ო შ-------–ი, შვილის აღზრდასთან ერთად მუშაობს და გარკვეულწილად უზრუნველყოფს მის მოთხოვნილებებს. ბავშვი დადის სკოლაში, სკოლის შემდგომ დადის ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში, სადაც ყოველთვიურად იხდის გადასახადს, ხოლო არდადეგებზე დაჰყავს ზაფხულის ბანაკში, რომელიც ასევე ფასიანია. ბავშვს ესაჭიროება ექიმთან ვიზიტი, ცურვა და ვარჯიშები, ხოლო გარკვეული სახის მკურნალობები არის ფასიანი, რის გამოც მას უწევს თანხების გადახდა, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი 450 ლარი ამ--------–-----------–-–-------ში მცხოვრები ბავშვისთვის ვერ იქნება მოაზრებული სიმბოლურ სარჩოდაც კი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, როგორც 10.03.2016 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა და------------–---–ს გააჩნდა სტაბილური შემოსავალი, რომელიც შეადგენდა 2400 ლარს. ამავე გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ კი, და------------–---–ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რისი განსჯის საფუძველსაც სასამართოს აძლევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მოპასუხის დასაქმების ფაქტი, კერძოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე არის დასაქმებული, აქვს საკუთარი ტურისტული სააგენტო და პარალელურ რეჟიმში მუშაობს გიდად უცხოელ ტურისტებთან თავისივე სააგენტოში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უარყო მოპასუხემ, რის დასადასტურებლადაც მან წარმოადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 25.10.2017 წლის ცნობები, რომლის მიხედვით და------------–---–ი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით კი მითითებული გარემოება ვერ დადასტურდება , ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთის საპროცესო უზრუნველყოფის სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობა მოსარჩელემ ვერ შეძლო. ასევე, ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ დადასტურებული ის გარემოებები, რომ და------------–---–ს გაქირავებული აქვს 40 კვ.მ ფართი (სამკერვალო), საიდანაც იღებს თვეში თანხას - 1000 ლარის ოდენობით, მოპასუხე მხარემ აღნიშნული გარემოებაც უარყო, რაც დაადასტურა დამქირავებლის - სო------------------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, სადაც განმარტებულია, რომ ის ნამდვილად იყენებს აღნიშნულ ფართს, რადგან და------------–---–მა გაუწოდა დახმარების ხელი, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მას და------------–---–ისთვის ქირა არ გადაუხდია. გარდა მითითებულისა, მოსარჩელემ ვერც ის ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, რომ და------------–---–ი სს ,,თ-------------ნ“ არსებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად იღებს ქირას 165 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან საწინაარმდეგო გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ საქმეში წარმოადგინა მტკიცებულება - 2018 წლის 09 თებერვლის, ხელშეკრულების გაუქმების (შეწყვეტის) შესახებ შეთანხმება, რომელიც ეხება სს ,,თ-----“ ბანკსა და და------------–---–ს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმებას, მართალია, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმება განხორციელდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდგომ მაგრამ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოპასუხე მხარეს შემოსავლის წყარო ამ მხრივ უკვე აღარ აქვს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებს, რომელიც შეეხება ბავშვისათვის ყოველდღიურ საჭიროებებს და არ წარმოადგენს ბავშვის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით შესასრულებელ გადაუდებელ და სავალდებულო მოთხოვნილებებს, ის ვერ გახდება ალიმენტის გაზრდის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლებმა თანაბარწილად უნდა გაინაწილონ შვილის აღზრდასთან დაკავშრებული უფლება-მოვალეობები, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე და------------–---–ი წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ პირს, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ სახეზე უნდა იყოს ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შესაბამისობა ფინანსურ შესაძლებლობებთან, უდავოა, რომ მან იმ სახსრებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეს საქართველოში და რომელ შესაძლებლობებზედაც უთითებს თავად მოსარჩელე, ვერ უზრუნველყოს ბავშვის ის მოთხოვნილებები, რაც შეიძლება მას გააჩნდეს ამ--------–-----------–-–-------ში.

 

ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

შესაბამისად მოსარჩელე მახრემ მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება ვერ განახორციელა.

 

ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა 10.03.2016 წლის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, მიმდინარე სარჩელის შემოტანამდე 29.09.2017 წლამდე რამდენად შეიცვალა არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 11-1-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის გაზრდისათვის აუცილებელი წინაპირობები.

 

რაც შეეხება ძირითადი სარჩელის გამომრიცხავ შეგებებულ სარჩელს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას კვლევის საგანია, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა მნიშვნელოვნად, არ მომხდარა მდგომარეობის იმგვარი ცვლილება, რაც და------------–---–ის მიერ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის უუნარობაზე მიუთითებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ცვლილებები შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარესთან მიმართებით, არ დადასტურდა. ის გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, და------------–---–ი დაოჯახდა და წყვილი გადის ,,ინ--------- მკურნალობას“ შვილის შეძენის მიზნით, არ შეიძლება წარმოადგენდეს, მამისთვის არასრულწლოვანი შვილის მიმართ დაკისრებული ალიმენტის შემცირების ერთ-ერთ საპატიო მიზეზს. არც შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მითითებული ის გარემოება, რომ მან სესხი აიღო საკუთარი პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად არ წარმოადგენს ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველს. შესაბამისად, იმ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, რომ მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში, ობიექტურად გამორიცხავს მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობით გადახდის შესაძლებლობას, და------------–---–ს არ წარმოუდგენია. სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირება, იმ ფონზე, როდესაც არ შეცვლილა და------------–---–ის მატერიალური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

რაც შეეხება ალიმენტ გადამხდელის განმარტებას, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის კმაყოფაზე დამატებით ოჯახის ორი წევრის: მეუღლის - ირ---------------ვას და დედის - რო-------------–---–ი ყოფნის თაობაზე, რის დასადასტურებლადაც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ქორწინების და დაბადების მოწმობები, ასევე ირ---------------ვას და რო-------------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, ვერ გაიზიარებს სასამართლო სათანადო დასაბუთების არარსებობის გამო. საქმის მასალებით არ დასტურდება და------------–---–ის კმაყოფაზე მეუღლის და დედის ყოფნის ფაქტი, რადგან მოპასუხემ მართალია წარმოადგინა ზემოთმითითებული მტკიცებულებები, მაგრამ უშუალოდ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება ოჯახის ორი წევრი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

ასევე, ვერ გაიზიარებს სასამართლო და------------–---–ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2018 წლის 05 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა #1-01-ით არ დასტურდება, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც პერიოდული სამუშაოების შესრულების შედეგად გარკვეული შემოსავლის მიღება და მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯი აუარესებს, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობას. საქმეში წარმოდგენილი პაციენტ და------------–---–ის შესახებ შპს ,,უნ----------------------------–---ის“ მიერ 2018 წლის 05 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, დიაგნოზის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არ ქმნის ამგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხე და------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება შეგებებული სარჩელით მოსარჩელე და------------–---–ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სო-------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები (ძირითად სარჩელში) გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ.ბაჟის გადახდისგან.

 

3. და------------–---–ის შეგებებული სარჩელი, ალიმენტის შემცირების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის და------------–---–ის მიერ 1-/03/2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხა 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია