განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/5----18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: მ------- ა-------
ადვოკატი: გ------ მ--------
თარჯიმანი: ვ-----–- მ-----------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ა----------– გ---------ი
მამის სახელი: გ--------
დაბადებული: 3---------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ------–--------------------------–----------------------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–-----------–-------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 0---------–. 06:15 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ა----------– გ---------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ა----------– გ---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა----------– გ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ერთ ცალ პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,1462 გრამი. 2018 წლის 08 სექტემბერს, ქ. თბილისში ფ-------–----------–---ში, გ-------------ს ქ. 2--–- მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა----------– გ---------მა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ანგარების მოტივით - 150 (ასორმოცდაათი) ლარის სანაცვლოდ გაასაღა მოქალაქე ი----- კ-----------ზე.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებაში ი----- კ-----------სგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით, ქ----------------------- 2--------------- დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედების - ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ჩატარების ოქმით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის თაობაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების 9108 კრებსით, ი----- კ-----------სა და ა----------– გ---------ის შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ჩატარების ოქმით, ა----------– გ---------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრებზე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ფონოგრამებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა----------– გ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06-დან 11 წლამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ა----------– გ---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით. მასვე, 05-15-20 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა----------– გ---------ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა----------– გ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა----------– გ---------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 04 ოქტომბრის 06 საათიდან და 15 წუთიდან.
ა----------– გ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ი----- კ-----------ზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,1462 გრამი, პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ი----- კ-----------ზე გასაღებული 0,1462 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ა----------– გ---------ის ნერწყვის ნიმუში, ა----------– გ---------ის სისხლის ნიმუში, ა----------– გ---------ის ხმის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერი, რაც დაფიქსირებულია ,,A----”-ს ფირმის ,, DVD-R” ფორმატის კომპაქტდისკზე, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალა, რაც დაფიქსირებულია 2 ცალ ,,V-------”-ის ფირმის ,,CD-R” ფორმატის ლაზერულ კომპაქტდისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ა----------– გ---------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებულ სიმ-ბარათთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ა----------– გ---------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 110 ლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შს ს--------------–--------------------.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა----------– გ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20(ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე