გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002474860
2/2276-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე-ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი- თამარ გიორგაძე
მოსარჩელე- მზ-----რ ტა-----–--ე
წარმომადგენე-–-- გე-–ა მა------ე
მოპასუხე- სუ-–--- სუ-------ე
წარმომადგენელი - ვა–ა ხა-------–---–ი
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მზ-----რ ტა-----–--ესა და სუ-–--- სუ-------ეს შორის, 2012 წლის 6 ნოემბერს, N77201231877 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. სუ-–--- სუ-------ეზე, არასრულწლოვანი შვილის საბა სუ-------ის (პ/ნ 61550017224 დაბ. 11/12/12) სასარგებლოდ, ყოველთვიურად, 400 ლარის ოდენობით, ალიმენტის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის პოზიცია:
2012 წლის 6 ნოემბრიდან მზ-----რ ტა-----–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სუ-–--- სუ-------ესთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი საბა სუ-------ე, დაბადებული 2012 წლის 11 დეკემბერს. თანაცხოვრების დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა და დღეის მდგომარეობით ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ითხოვს ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.
მხარეები ვერ შეთანხმდნენ შვილისთვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვლის აღზრდა-განვითარებისათვის უნდა დაეკისროს ალიმენტი, ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში. ალიმენტის ნაწილში მოპასუხე თანახმაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ მუშაობს და რაიმე შემოსავალი არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.მზ-----რ ტა-----–--ე და სუ-–--- სუ-------ე დაქორწინდნენ 2012 წლის 6 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა N77121000594 (ს.ფ. 16)
3.1.2. მზ-----რ ტა-----–--ეს და სუ-–--- სუ-------ეს ჰყავთ ერთი შვილი, 2012 წლის 11 დეკემბერს დაბადებული საბა სუ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საბა სუ-------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17)
3.1.3. მზ-----რ ტა-----–--ე და სუ-–--- სუ-------ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებე-– ადგილად, მშობელთა შეთანხმებით, განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი , რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა, სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, საოჯახო სამართლებრივ დავებში სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
მოპასუხე აცხადებს, რომ არ მუშაობს, არ გააჩნია არავითარი ფინანსური შემოსავალი, ცხოვრობს მშობლებთან და ისინი უზრუნველყოფენ მატერიალურად. არც სარჩელით, არც საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მისი მატერიალური მდგომარეობის შესახებ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებლისათვის ცნობილია მითითებული გარემოებების შესახებ და აღნიშნულს სადავოდ არ ხდის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფაქგლებში, სასამართლომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია სუ-–--- სუ-------ის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ახსნა-განმარტების ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სუ-–--- სუ-------ე ცხოვრობს სოფელში მშობლებთან ერთად, სასამართლოში საქმის წარმოების მომენტისათვის არ მუშაობს და რაიმე სხვა შემოსავალი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ. 50-60)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების ნაწილში, ხოლო მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩო-ალიმენტი, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის გ. ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
მოცემულ შემთხვევაში, ორივე მხარეს სურვილი აქვს შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება, ამდენად, მათი ოჯახური ცხოვრების აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ იკვეთება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ალიმენტის რაოდენობის დადგენის რამდენიმე სავალდებულო კრიტერიუმს. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია ალიმენტის ოდენობა განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე: 1) ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2) ალიმენტის რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მინიმალურ ოდენობას მაინც.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს. სასამართლოს მოვალეობაა საოჯახო-სამართლებრივი დავა, რომელიც ბავშვის ინტერესს ეხება, გადაწყვიტოს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ყოველ ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს ბავშვის უფლებას და მშობლების მოვალეობას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლი).
ალიმენტი წარმოადგენს სამოქალაქო და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული ბავშვის უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას. იგი არ უნდა იყოს იმდენად მცირე, რომ ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვნის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, მშობლების სტაბილური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმდაგვარად, რომ შეუნარჩუნოს ბავშვს ცხოვრების დონე, რომელიც არასრულწლოვანს ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე, მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ალიმენტის შესახებ იყოს აღსრულებადი და პროპორციული მოპასუხე მშობლის მატერიალური და ქონებრივი მდგომარეობისა.
სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა არაა უცვლელი და მისი შეცვლა (გაზრდა/შემცირება) შესაძლებელია, როგორც ალიმენტის მიმღების, ისე გადამხდელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული, კი, იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადო პირობების არსებობისას, გადახედილი იქნეს ალიმენტის ოდენობა, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სულხან სურმანიძე არ მუშაობს, ცხოვრობს მშობლებთან და არის მათ კმაყოფაზე, რაიმე დამატებითი ფინანსური შემოსავალი მას არ აქვს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ არ შეცილებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მით უფრო თუ იგი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, უნდა იყოს აღსრულებადი. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმეტის გადამხდელის ფინანსურ და მატერიალურ შესაძლებლობებთან, რათა გადაწყვეტილება არ დარჩეს აღუსრულებელი.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ან სიტყვიერი ვარაუდი მოპასუხის შესაძლო ფინანსური შემოსავლების შესახებ. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს, როგორც მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, გაცნობიერებული აქვს მასზე, როგორც მშობელზე დაკისრებული მოვალეობა, მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდის პროცესში და დაეხმაროს ყოფილ მეუღლეს. ასეთ პირობებში, მხარეთა ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტი უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპტიმალურია და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფარვის მინიმალური საშუალება იქნება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
7.2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდა. რის გამოც, სუ-–--- სუ-------ეს, მზ-----რ ტა-----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის შემოტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სარჩელი ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 36 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მზ-----რ ტა-----–--ის სარჩე-–- დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეწყდეს მზ-----რ ტა-----–--ესა (61006075105) და სუ-–--- სუ-------ეს (61006062047) შორის 2012 წლის 6 ნოემბრის N77201231877 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით;
3. სუ-–--- სუ-------ეს (პ/ნ 61006062047), არასრულწლოვანი შვილის საბა სუ-------ის (დაბადებული 09/12/2012წ.) სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 1 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე;
3. სუ-–--- სუ-------ეს, მზ-----რ ტა-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩე-–-- შემოტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. (გადახდის თარღი 29/05/2018წ.)
4. სუ-–--- სუ-------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟი 36 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე