გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310018002742585
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7499-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი-ი-------–---–---

მოპასუხე- შპს ,,-----------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,,------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 621.84(ექვსასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - შპს ,,------------ს (შემდგომში,,დამკვეთი") დირექტორს ბე-------ს შორის 2013 წლის 29 მაისს გაფორმებული იქნა №------ დაცვს მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. და 1.2 პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო ,,დამკვეთის" ობიექტის-ა--------- დაცვა, მდებარე: ქ.თბილისი, ი-----------------------------------–------------------ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 145.00 ლარი. N------.29.05.2013 ხელშეკრულებით ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ,,დამკვეთის" მიერ დარღვვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1, 2.2. და 6.7პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა, შედეგად დავალიანებამ შეადგინა 2013 წლის ხელშეკრულებიდან ჯამური თანხა 621.84 ლარი, რის შესახებაც ,,დამკვეთი" არაერთხელ იქნა გაფრთხილებული და დღესაც არ იხდის არსებულ დავალიანებას. ზემოაღნიშნული N------ ხელშეკრულების 6.5 და 6.6პუნქტების თანახმად, შპს ,,------------ს 2018 წლის 14 აგვისტოს დაცვის პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 17აგვისტოდან შეუწყდა დაცვის პულტით მომსახურების N------ ხელშეკრულება.

 

ამდენად, შპს ,,------------ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების თანხა 621.84 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,------------ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2013წლის 29 მაისს, ერთის მხრივ შპს ,,------------ს(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის ბ---------- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” ა--------- დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი-----------------------------------–------------------

 

დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ობიექტის დაცვა განხორციელდება ,,დამკვეთის" მიერ ,,ობიექტის" დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის" მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 145.00(ასორმოცდახუთი ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული: 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1(ინვოისი N1951, N1952) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.5. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია არ მიიღოს ,,ობიექტი" დაცვაში, თუ არ შესრულდა მოკვლევის აქტით განსაზღვრული მოთხოვნები ან შეიქმნა ისეთი პირობები, რომელთა გამოც ,,დაცვისაგან" დამოუკიდებელი მიზეზებით არ ხერხდება დაცვაში აყვანა, რაზედაც ,,დამკვეთს" ეცნობება წინასწარ, ამავე მუხლის 3.1.6. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია ,,დაცვის" ვალდებულებების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2.6 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს ,,დაცვის" საკუთრებას და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია ,,დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული დანართი N1-ით მითითებული ღირებულების შესაბამისად, ამავე მუხლის 3.2.7. პუნქტის თანახმად, მხოლოდ დაცვასთან შეთანხმებით გადასცეს პასუხისმგებელ(ნდობით აღჭურვილ) პირს ,,ობიექტზე" შესვლის სიგნალიზაციით სარგებლობისა და ხელშეკრულების 3.2.2. 3.2.3. 3.2.4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უფლება, ამავე მუხლის 3.2.9. პუნქტის თანახმად, არ დაუშვას ,,შემსრულებლის" მიერ დამონტაჟებული აპარატურის გადაკეთება ან შეკეთება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვა არ აგებს პასუხს ,,დამკვეთის" თვითნებური მოქმედებით გამოწვეულ გაუმართლებლობაზე(შეფერხებაზე) და ,,დამკვეთისათვის" მიყენებულ ზიანზე, ამავე მუხლის 3.2.11 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონატჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ,,ბ" პუნქტით განსაზღვრული მოწყობილობების შემოწმებისა და დემონტაჟის მიზნით, ვალდებულია უზრუნველყოს დაცვის წარმომადგენლების დაშვება ობიექტზე, ამავე მუხლის 3.2.12. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მონაწილება მიიღოს შედარების აქტის შედგენაში, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ,,დამკვეთის" საბუღალტრო დოკუმენტაციას და ადასტურებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელობის ხელისმოწერა, ამავე მუხლის 6.4პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6.ქვეპუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამავე მუხლის 6.5. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ამავე მუხლის 6.6.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები 5დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ამავე მუხლის 6.7.პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა'' უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

2013 წლის 29 მაისს, ერთის მხრივ შპს ,,------------ს(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის ბ---------- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(ტექნიკური საშუელებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით)(მონტაჟი) №1/2662, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დაცვით-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის" ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი-----------------------------------–------------------

 

დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 170.34 ლარს(ასსამოცდაათი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი), დღგს- ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისაგან, ასევე ობიექტის დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარს ზევით დასამონტაჟებელი მასალების ღირებულებისაგან. ამავე მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ამავე მუხლის 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.3. პუნქტში მითითებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ, დანართ N1-ში მოცემული მასალები გადადის ,,დამკვეთის საკუთრებაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელი'' ვალდებულია დაცვით სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით, ამავე მუხლის 3.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია, პატრულის დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით, ამავე მუხლის 3.1.4 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს სამუშაოების დასრულების დღიდან 6 თვის(საგარანტიო ვადა) განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, თუ ისინი გამოწვეული არ არის ,,დამკვეთის" მიერ არასწორი ექსპლუატაციით. ამავე მუხლის 3.1.5 პუნქტის თანახმად, ,,შემსრულებელმა" წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან და ხარჯი მასალების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, დაიწყოს სამონტაჟ-საინსტალაციო სამუშაოების დამთავრება; ,,დამკვეთი" ვალდებულია უზრუნველყოს ,,შემსრულებელი" სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი პირობებით. ამავე მუხლის 3.2.2. ქვეპუნქტის თანახმად, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სამუშაოების ღირებულება გადაიხადოს ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ამავე მუხლის 3.2.7. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ,,შემსრულებელი" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ,,დამკვეთი" ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დამონტაჟებული, ხარჯთააღრიცხვაში მითითებული მასალების(მოწყობილობების) ,,შემსრულებლისათვის" უკან დაბრუნება.

 

2014 წლის 19 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,------------ს(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის ბ---------- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №-----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” ა--------- დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი-----------------------------------–------------------ დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 110,15 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულება(პერიმეტრი) №------(ს.ფ. 11-13)

- 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულება(ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1/2662(ს.ფ. 16-17)

-2014 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება(მონტაჟი) №-----(ს.ფ. 21-22)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013წლის 13 ივნისის N------- ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2013 წლის 11 ივნისის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურმა მოახდინოს ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებაზე მყოფი შპს ,,----------- ობიექტის(ქ.თბილისი, ვა------------------–------------------ აღრიცხვაზე აყვანა სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 13 ივნისის N------- ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 24)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს N----------- ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 2018 წლის 17 აგვისტოდან შეწყვეტილი იქნეს შპს ,,------------ს ობიექტის(ქ.თბილისი, ვ-------------------–------- ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს N----------- ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 25-26)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,,-----------(ს/ნ 404985307) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 29.05.2013 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 621.84(ექვსასოცდაერთი და 84 თეთრი) ლარი. მათ შორის:

 

1.2018 წლის აპრილი-112.00 ლარი

2.2018 წლის მაისი-145.00 ლარი

3.2018 წლის ივნისი-145.00 ლარი

4.2018 წლის ივლისი-145.00 ლარი

5.2018 წლის აგვისტო -74.84 ლარი

 

აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 აგვისტოს ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 30)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ.31-32)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,------------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 621.84(ექვსასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2013წლის 29 მაისს, ერთის მხრივ შპს ,,------------ს(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის ბ---------- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” ა--------- დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი-----------------------------------–------------------ დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ობიექტის დაცვა განხორციელდება ,,დამკვეთის" მიერ ,,ობიექტის" დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის" მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 145.00(ასორმოცდახუთი ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული: 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1(ინვოისი N1951, N1952) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.5. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია არ მიიღოს ,,ობიექტის" დაცვაში, თუ არ შესრულდა მოკვლევის აქტით განსაზღვრული მოთხოვნები ან შეიქმნა ისეთი პირობები, რომელთა გამოც ,,დაცვისაგან" დამოუკიდებელი მიზეზებით არ ხერხდება დაცვაში აყვანა, რაზედაც ,,დამკვეთს" ეცნობება წინასწარ, ამავე მუხლის 3.1.6.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია ,,დაცვის" ვალდებულებების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 621.84(ექვასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს-შპს ,,------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 621.84(ექვსასოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,,------------ს მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი