განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4----18
გამოძიების N0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ი-----–---–-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-–-- მ------ს ძე მ---------–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი #3----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. რ------------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-------------–-------------------------------–---------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დიდი ოდენობით)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი-–-- მ---------–მა თავის ბინაში, ქ. თბილისში, თ--------------------------------------------–-------------------------------ში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), წონით 147,23 გრამი, რომელიც 2018 წლის 9 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ი-–-- მ---------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ-------------–---–---------------------ის გამოკითხვის ოქმებს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ქიმიური ექსპერტიზის N-------. დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-–-- მ---------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ი-–-- მ---------–მა, საცხოვრებელი ბინის აივანზე, პოლიმერული მასალი გადაჭრილ ჭურჭელში, დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის’’(მცენარე). რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, დანართი №2-ის ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის’’ დიდი ოდენობის საწყისი ზღვარი იწყება 140 გრამიდან.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-–-- მ---------–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი-–-- მ---------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
6.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №--------------- გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. ს-------------–---------------–--ს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№------- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
6.2. საქართველოს ს-------------–---------------–--ს ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი იქნა ,,151“ გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. ი-–-- მ---------–ის მიერ მოყვანილი ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ არის ,,151“ გრამამდე და ქიმიური ექსპერტიზის N-------. დასკვნის თანახმად შეადგენს 147,23 გრამს. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა გასაღების მიზნით, შესაბამისად, მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს ს-------------–---------------–--ს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის არეალში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
6.3. საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (მოსახდელი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-–-- მ---------–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). აქვე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ს-------------–---------------–--ს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება №--------------- ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ამდენად, ბრალდებულ ი-–-- მ---------–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება და პოლიმერული მასალის ჭურჭელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო, ი-–-- მ---------–ის ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეშია, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და საქართველოს ს-------------–---------------–--ს 2----–-–---------–--ის №--------------- გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- მ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის დაუნიშნავად.
2. ი-–-- მ---------–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–------------------–-------–----–----------–---------------–-----------------–---------------------------------------–----------------–----–----–-----------–---------------–---ში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- პოლიმერული მასალის ჭურჭელი, რომელიც ინახება შ-----------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–------------------–----–-–------ში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ი-–-- მ---------–ის ბინის ჩხრეკის შედეგად გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეშია - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე