გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7851-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა
სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე: ე-- გ-------ი
წარმომადგენლები: თე-------------–---–ი, ოლ----–---------ი
მოპასუხეები: 1. გ------ ა-----–---–ი
2. გ------- ხ---------ა
წარმომადგენლები: ნი---------–---–ი, და------------–--ე
დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------ ა-----–---–ს დაევალოს მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან: 1. “დოკუმენტებით 20---–-–-------------ის დარბევაში გ-------ის თანამონაწილეობა დასტურდება;” 2. “ვინც 7---------ის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე-- გ-------მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა”; 3. “ამის საფუძველზე კი 20---–-–-ს 24 ნოემბერს ვ---- მ------–---–მა “კარგი საქმის შესრულებისათვის” დროზე ადრე დააწინაურა” - დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;
1.2. მოპასუხე გ------- ხ---------ას დაევალოს მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან: 1. “გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7----------ს”. 2. “ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში”. 3. “ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” - დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;
1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულს 30 თეთრის ოდენობით;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20---–-–----------------ს გ------ ა-----–---–მა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მოსარჩელე ე-- გ-------ის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. კერძოდ, თითქოსდა ე-- გ-------ი 20---–-–-ს 07---------ის აქციის დარბევაში იღებდა მონაწილეობას. ამ აქციის დარბევისათვის მიენიჭა სპეციალური წოდება და თავად გასცა პრემია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებზე, სწორედ მოცემული აქციის დარბევისათვის. იგივე შინაარსის განცხადებები 20---–-–----------------–ს "კვ--------------–---ში უკვე გაავრცელა მოპასუხე გ---ა ხ---------ამ. მისი და ა-----–---–ის ბრალდებები შინაარსობრივად იდენტურია, ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია ე-- გ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ე-- გ-------ი 2010 წლიდან არის ააიპ ,,სა------–--------------------–------------------–--ს“ აღმასრულებელი დირექტორი და წარმოადგენს ორგანიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ფარგლებს გარეთ. თავის მხრივ, ,,სა------–--------------------–------------------–--ს“ საქმიანობის ძირითად მიზანს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის დამკვიდრება წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაციის მანდატის, განხორციელებული პროექტებისა და უშუალოდ მისთვის დაკისრებული მოვალეობების გათვალისწინებით, მოსარჩელე ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოსარჩელე ასევე არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული შე–---–-----------იის წევრი, „და-------------–-----------------–---------–--------–----თვის" კოალიციის თავმჯდომარე, რომელშიც დაახლოებით 30 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. ამდენად, ის სრულად აკმაყოფილებს საჯარო პირისთვის წაყენებულ კრიტერიუმებს. ვინაიდან, არის “პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედებების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.” აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოცემული საკითხის განხილვის დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო პირის ცილისწამების სტანდარტით.
კანონის თანახმად, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ შემთხევაში, თუ განცხადება გაკეთებულია წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის ან საკრებულოს, აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
ამასთან, - “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის 5. მუხლი შესაძლებლობას იძლევა პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლების მიმართ გამოყენებული იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 209. და 273. მუხლები. თუკი“-ს ეს კონკრეტულ შემთხვევაში, განცხადება გაკეთებულია პრესკონფერენციის ფორმატში, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ დებატებთან. გარდა ამისა, მოპასუხეები არ წარმოადგენენ პარლამენტის ან/და საკრებულოს წევრებს, განცხადება არ არის გაკეთებული - წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, ისევე როგორც არ არის გაკეთებული სახალხო დამცველის წინაშე. შესაბამისად, სახეზე არ არის არცერთი პირობა, რომელიც სასამართლოს მხრიდან “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის 53 მუხლის გამოყენებას გაამართლებს.
კანონის თანახმად, განცხადებას წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. დადასტურებულია, რომ პრესკონფერენცია გაიმართა საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “კვ---------------–---ში, გადაიცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და დაიბეჭდა სხვადასხვა ელექტრონული გამოცემების მიერ, რომლებიც ვრცელდება ინტერნეტ ქსელით და ფარავს სრულიად საქართველოს. შესაბამისად, სახეზეა განცხადებისათვის გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ნიშანი.
არ---------------------------–----------–-ის” ხელმძღვანელმა გ------ ა-----–---–მა და გ---ა ხ---------ამ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იგივე შინაარსის შემცველი ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს ე-- გ-------ის წინააღმდეგ.
მოპასუხე გ------ ა-----–---–მა პრესკონფერენცია გამართა 20---–-–----------------ს. მოცემული პრესკონფერენცია გადაიცა როგორც ტელევიზიების მიერ (იმედი, პირველი არხი, რუსთავი 2) ასევე გამოქვეყნდა ელექტრონული მედიის მეშვეობით. ა-----–---–ის
გაკეთებული განცხადების თანახმად, “2008 წლამდე ე-- გ-------ი შსს - ს სა----------------–-–-------------------------–ის თანამდებობაზე მუშაობდა. დოკუმენტებით 20---–-–-------------ის დარბევაში გ-------ის თანამონაწილეობა დასტურდება” ასევე ა-----–---–ის პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ “ვინც 7---------ის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე-- გ-------მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა, ამის საფუძველზე კი 20---–-–-ს 24 ნოემბერს ვ---- მ------–---–მა “კარგი საქმის შესრულებისათვის” დროზე ადრე დააწინაურა".
მოპასუხე გ---ა ხ---------ამ განცხადება საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი “კვ---------------–---ში 20---–-–----------------–ს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. პრესკონფერენციაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა სახის განცხადება, მათ შორის ისეთი, რომლებიც მიმართული იყო ე-- გ-------ის წინააღმდეგ და წარმოადგენდა ცილისმწამებლურ განცხადებებს. უფრო კონკრეტულად: ხ---------ას განმარტებით, 2008 წლიდან ის აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას და იკვლევს სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც ეხება დიდ პოლიტიკურ კორუფციას. კერძოდ: “მე ვთქვი, რომ დიდი პოლიტიკური კორუფციული სქემაა, პოლიტიკური კორუფციის სქემაა, საერთაშორისო მასშტაბის, რომელიც არ ეხება მარტო საქართველოს, იგივე პრობლემები ბ--–----ს ჰქონდა თურქეთში, კვიპროსზე, საბერძნეთში, აფრიკაში და კიდე უამრავ სხვა ქვეყანაში, იმიტო რო მე ისევ ვიმეორებ სიდას ბიუჯეტი არის 2 500 000 000 ევრო. საქართველო, ეს არის მხოლოდ ერთი, ასე ვთქვათ, ერთ ერთი ქეისი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი ქეისი, რომ ის 7 (ან/და) 6 პუბლიკაცია გამოქვეყნდა შვედურ პრესაში. ბრძანება ბატონი ი---- მ------–---–ის ხელმოწერით არის 20---–-–-ს 13 ნოემბრის წერილზე რეაგირება, სადაც წერია, რომ შსს - ს საქვეუწყებო დაწესებულება ესა და ეს, ამა და ამ საფუძველზე უზრუნველყოფს პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ე-- ს-------------–ი გ-------ს მიენიჭოს ვადაზე ადრე წოდება - სა----------------–-–-ის კაპიტანი. ეს ხდება 20---–-–-ს 13 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც 7----------ს დანგრეული ხალხი, დალეწილი,კიდე საავადმყოფოებში წევს და საქართველო იშუშებს 7---------ის ტრამვას. ასევე განკარგულება, რომელიც გაცემულია 20---–-–-ს 14 ნოებერს, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ სა----------------–-–-ის შემდეგი მოსამსახურეები: სწრაფი რეაგირების რაზმის წევრები 1500 ლარით, რეაგირების რაზმის თანამშრომლები 1000 ლარით, 1000 ლარით, 1000 ლარით, 1000 ლარით.”
მოსარჩელის განმარტებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიგურირებს თუ არა გ-------იც, ხ---------ა პასუხობს: “გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება, ქალბატონ გ-------ს, სა---------–---------–-–----------–-–-------------ის მოადგილე - ქალბატონი ე-- გ-------ი, რომელსაც ევალება ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7----------ს. არამარტო ჩვენ, არამედ თქვენი მამები, ბიძები, დედები, ძმები და დები. ეს იმ სპეცრაზმზეა ლაპარაკი. და ეს ქალბატონი დღეს ადამიანის უფლებებს იცავს საქართველოში და ეს ქალბატონი არის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელი იყო, არის და იქნება, იმიტო რო პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს. ამიტომ, როცა დგება საკითხი, რატომ ხდება ლობირება ნაციონალური მოძრაობის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში და ახლა იმ 40 არასამთავრობო ორგანიზაცია რო იჯდა ჩახუტებული ე-- გ-------ს. ვინ არის ე-- გ-------ი და რა ინტერესებს ახორციელებს. იმიტომ ითქვა, და დასახელებულ იქნა კონკრეტული პირები და არა არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოდ საქართველოში, თორე თორმეტი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ერთი გაიკითხეთ რა 2 მილიონი, მილიონ ნახევარი, 3 მილიონი, 4 მილიონს და აგერ გეტყვით რა, კი ბატონი, რამდენი და რა არის გამოყოფილი ამასთან დაკავშირებით, რო არ შეგეშალოთ რა?” ამ ნაწილში უკვე გ---ა ხ---------ა უშუალოდ ე-- გ-------ისა და ამ დიდი “პოლიტიკური კორუფციის სქემის”, “კონკრეტული პოლიტიკური ძალის” კავშირსა და გ-------ის ვითომ და 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში მონაწილეობაზე საუბრობს. როგორც უკვე არაერთხელ განმარტა, ეს ყველაფერი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოარკვია და ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამ ეპიზოდშიც სადემონსტრაციოდ აქვს წარმოდგენილი 2 ბრძანება, ერთი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს 20---–-–-ს 13 ნოემბერს ვადაზე ადრე მიენიჭა სა----------------–-–-ის კა--------–------ა, და მეორე, რომლითაც ევალება გ-------ს პრემიის თანხის განაწილებაზე კონტროლი. ამ 2 ბრძანების საფუძველზე გ---ა ხ---------ა აკეთებს დასკვნას, რომ ე-- გ-------ი პირადად და ბრძანებაში ჩამოთვლილი პირები, მონაწილეობდნენ 7---------ის აქციის დარბევაში და სწორედ მათ “დალეწეს” მსმენელის “მამები, ბიძები, დედები, ძმები და დები”. ეს წახალისებაც, ერთი მხრივ კა--------–------ა და მეორე მხრივ პრემიაც, სწორედ ამ დარბევისთვის მიიღეს მოცემულმა პირებმა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ორივე მოპასუხის განცხადების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ------ ა-----–---–ი და გ---ა ხ---------ა მსმენელს აწვდიან შემდეგი სახის დადასტურებულ და არა სავარაუდო ინფორმაციას:
1. ე-- გ-------ი მონაწილეობდა 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში;
2. ე-- გ-------მა გაუნაწილა პრემია სა----------------–-–-ის თანამშრომლებს 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში მონაწილეობისათვის;
3. ე-- გ-------ს სა----------------–-–-ის კა--------–------ა მიენიჭა 20---–-–-------------ის აქციაში მონაწილეობისათვის;
მოსარჩელე სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 20---–-–-ს 21 ნოემბერს შ.ს. მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით მოსარჩელეს კა--------–------ა მიენიჭა. ბრძანებაში საუბარი არ არის რაიმე განსაკუთრებული დავალების შესრულების ან/და რაიმე სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელის 20---–-–-------------ის აქციის “პირადად დარბევაში" მონაწილეობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახალხო დამცველის ანგარიში, უმან ღიგჰტს ჭატცჰ - ის კვლევა, სხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებების მიერ ჩატარებული გამოძიებები მსგავსი ქმედების განხორციელების შესახებ დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ადგილი აქვს წინასწარი შეცნობით მცდარი ფაქტების გავრცელებას, რომელიც მიმართული იყო კონკრეტული პირის, ე-- გ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. აღნიშნული კი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ცილისწამების სტანდარტის კვალიფიციურ შემადგენლობას წარმოადგენს.
მოსარჩელის მითითებით, სა----------------–-–-ის თანამშრომელთა მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვრის დაცვა და კონტროლი. შესაბამისად, მათი მხრიდან მოვალეობის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულება, უნდა განიმარტოს როგორც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი დებულებებით განსაზღვრული მოვალეობების და არა სხვა ისეთი დავალების შესრულება, რომელიც მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება. მსგავს შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა, ერთი მხრივ, უკანონო დავალება, რომლის შესრულების ვალდებულება არ გააჩნდათ კონკრეტულ პირებს და მეორე მხრივ, უფლებამოსილების გადამეტება. ორივე მათგანი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს და იწვევს არა თუ პირის/მათ შორის მოსარჩელე გ-------ის სპეციალურის წოდების მინიჭებასა და ფულადი პრემიით წახალისებას, არამედ კონკრეტული სახის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სა-------------–-----------------ტი, ისევე როგორც მისი რომელიმე თანამშრომელი ან/და ე-- გ-------ი, საზღვრის დაცვის პოლიციის განსაზღვრული და დეკლარირებული კომპეტენციისა და უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვერ მიიღებდა მონაწილეობას უფლებამოსილების ფარგლებში 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული კონკრეტული დანაშაულის სახე, რომლისთვისაც დაწესებულია პასუხისმგებლობის ზომა. ხოლო ასეთი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არსებობის შესახებ, საკმარის მტკიცებულებად განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით შეიძლება დავასახელოთ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უტყუარად დაამტკიცებდა ე-- გ-------ის ბრალეულობის საკითხს.
შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოპასუხეების განცხადება, თავად ე-- გ-------ისა და სა-------------–-----------------ტის თანამშრომლების 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში მონაწილეობისა და სწორედ ამ დამსახურებისათვის დაჯილდოების შესახებ. ამასთან, სწორედ მოპასუხეების მტკიცების ტონი, მათი მოსარჩელის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების უტყუარად ჩადენის წარმოჩენის მცდელობა, მათ მიერ თითქოსდა გაკეთებული განცხადების სადემონსტრაციოდ და დასამატკიცებლად წარმოდგენილი 2 ბრძანება, მსმენელს აფიქრებინებს, რომ სახეზე გვაქვს არა რაიმე სახის აზრის, მოსაზრების, საკუთარი განმარტებისა და შეხედულების დემონსტრირება, არამედ კონკრეტული ფაქტის წარმოჩენის მცდელობა, რომელიც ადასტურებს ე-- გ-------ის დანაშაულებრივ ქმედებას. ამასთან, საინტერესოა ერთ–ერთი მოპასუხის, გ---ა ხ---------ას განცხადების ის ნაწილი, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს, მოსარჩელის როგორც უფლება დამცველის, როგორც „სა------–--------------------–------------------–--ს” აღმასრულებელი დირექტორის მორალურ შესაძლებლობას დაიცვას ადამიანის უფლებები და გამოავლინოს საჯარო სამსახურში ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობის ხარვეზები, ისაუბროს პრემიების გაცემის მანკიერ პრაქტიკაზე (სწორედ ამ კუთხით უამრავი ანგარიში და პრესკონფერენცია არის გამართული ე-- გ-------ის მონაწილეობით და სა------–--------------------–----------------–ოს კვლევებით).
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეების მხრიდან გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადება მოსარჩელე ე-- გ-------ის მიმართ, მოცემულ განცხადებაში ასახული ფაქტები არა თუ გადაამოწმეს მოპასუხეებმა, არამედ ისე, რომ სახეზე არ იყო კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, დააბრალეს რამოდენიმე დანაშაულის ერთდროულად ჩადენა და სხვა დანაშაულში თანამონაწილეობა (იხ. გ---ა ხ---------ას განცხადება ქრონომეტრაჟი 16:40 – 20:00), მოცემული განცხადებები შეუძლებელია მიზნად ისახავდეს საზოგადოების ინტერესების დაცვას, რადგან სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების წაყენება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ვერ ჩაითვლება ასეთად. მოცემული განცხადების გავრცელებისას სახეზე არ იყო მოსარჩელის თანხმობა, ისევე, როგორც რაიმე განცხადება, რომლის საპასუხოდაც შეიძლება ჩაითვალოს გ---ა ხ---------ას და გ------ ა-----–---–ის პრესკონფერენცია. შესაბამისად, 20---–-–-------------ის აქციის დარბევის რეპორტაჟი არ არის სამართლიანი და ზუსტი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ ა-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ პრესკონფერენციაზე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას ადგილი არ ჰქონია, მოცემულ დავასთან დაკავშირებით ყველა ფაქტობრივი გარემოება საზოგადოების ინტერესის საკითხს შეეხება და იგი საჯარო დისკუსიის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.
მოპასუხე განმარტავს, რომ პრესკონფერენციაზე ნათქვამი შეიცავს, როგორც შეფასებით, ასევე ფაქტობრივ ელემენტებს. მოპასუხემ პრესკონფერენციაზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ნამდვილობას მოსარჩელე მხარე ადასტურებს.
გ------ ა-----–---–მა განაცხადა, რომ 20---–-–-ს 21 ნოემბერს, სა---------–----–-------------------------ის მოვალეობის შემსრულებელმა ი---- მ------–---–მა გამოსცა ბრძანება ვადაზე ადრე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ, რომლის თანახმადაც, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ე სას---------------–--------------------–---------------------------------------ს, სა----------------–-–-ის უფროს ლეიტენანტ ე-- ს-------------– გ-------ს მიენიჭა ვადამდე ადრე საშუალო სპეციალური წოდება "სა----------------–-–-ის კაპიტანი". აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დადგენილ ფაქტს და არც მოსარჩელე მხარე არ უარყოფს მის ვადამდე ადრე სპეციალური წოდების მინიჭების ფაქტს.
გარდა ამისა, გ------ ა-----–---–მა პრესკონფერენციაზე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის ბ------ ბ-–--ის ბრძანება N---, რომლის მიხედვითაც, ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ სა----------------–-–-ის მოსამსახურეები. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს უტყუარს და დადგენილ ფაქტს. შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნათქვამი გ------ ა-----–---–ის მიერ წარმოადგენს ფაქტს, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარე და ის მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილია სასამართლოში მოსარჩელის მხარის მიერ, წარდგენილი იყო გ------ ა-----–---–ის მიერ პრესკონფერენციაზეც.
რაც შეეხება გ------ ა-----–---–ის სადავოდ გამხდარ ბრიფინგზე ცალკეულ გამონათქვამებს, რომ პირებმა პრემიები მიიღეს იმ საფუძვლით, რომ მონაწილეობდნენ 20---–-–-------------ის აქციის დარბევაში და, რომ ე-- გ-------ისთვის ვადამდე ადრე სპეციალური წოდების მინიჭება მოხდა აღნიშნული პრემიების გაცემის გამო, აღნიშნული წარმოადგენს აზრს, ფაქტის შეფასებას. გ------ ა-----–---–ის მოსაზრება, რომ ე-- გ-------მა ვადამდე ადრე წოდება მიიღო, რადგან მან პრემიები გამოუყო აქციაში თანამონაწილეებს, ვერ იქნება მიჩნეული ცილისწამებად. ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. გ------ ა-----–---–ის მიერ გამოთქმული მოსაზრება ე-- გ-------ის შესახებ, წარმოადგენს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ და არ შეიძლება იქნეს უარყოფილი ან დადასტურებული.
გ------ ა-----–---–ი განმარტავს, რომ იგი არის არ---------------------------–-----------–იის" ხელმძღვანელი, აღნიშნული ორგანიზაცია იკვლევს სხვა არასამათვრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების საქმიანობას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ვინაიდან დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ გაკეთებული დასკვნები თუ რეკომენდაციები საზოგადოებისთვის ყურადსაღებია და მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ ვინ დგას ასეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში, რა წარსული აქვთ მათ, რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ და სხვა.
საზოგადოების ინტერესის საგნის შემთხვევაში, საჯარო დისკუსიისას არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაცია დაუბრკოლებლად, რათა მიეცეს საშუალება კარგად გაერკვეს რეალობაში და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში, შესაბამისად, გამოხატვის დასაშვები ფარგლები გაცილებით ფართოა, ვიდრე ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რაც არ ემსახურება საზოგადოების ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში ა/ო "სა------–-------------------–----------------–ოს" და მისი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია, რომ მას ვადამდე ადრე მიენიჭა წოდება, ასევე გ------ ა-----–---–ის შეფასება, თუ რა გახდა ვადამდე ადრე წოდების მინიჭების შესაძლო საფუძველი, საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანია. საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ და მოისმინოს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ შეფასებები, საზოგადოებისთვის ასევე კარგად ცნობილი ა(------------–იის" ხელმძღვანელი პირის მხრიდან.
შესაბამისად, მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა მხოლოდ მოჩვენებითია, გ------ ა-----–---–ის მიერ გავრცელებულ განცხადებებს გავლენა არ მოუხდენია ე-- გ-------ის საქმიანობასა და დამსაქმებელი ორგანიზაციის იმიჯზე.
მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ გ------ ა-----–---–ის მიმართ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან დარღვეულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, რომლის მიხედვით, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას. გ------ ა-----–---–ის პრესკონფერნეცია გამართული იქნა 20---–-–----------------ს, ხოლო მოსარჩელის მხრიდან სარჩელი შეტანილია 2015 წლის 27 აპრილს. მოსარჩელემ, აგრეთვე მის კანონიერ წარმომადგენლებთან რწმუნებულება გააფორმა 2015 წლის 20 აპრილს.
2.2. მოპასუხე გ------- ხ---------ამ შესაგებლით არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ 2015 წლის 3 თებერვალს გამართული პრესკონფერენცია მიზნად ისახავდა 2015 წლის 01 თებერვალს, ტელეკომპანია ,,იმედი“-ს ეთერში (გადაცემა ,,იმედის კვირა“) მისი პირდაპირი ჩართვისას გაკეთებული განცხადებების არაადეკვატური შეფასებების (სიცრუის კორიანტელის) გამოაშკარავებას (გარღვევას).
2015 წლის 01 თებერვალს, ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, გ------- ხ---------ამ ქვეყნის ფართო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, უკანასკნელი კვირის განმავლობაში შვედეთში გახმაურებული პოლიტიკური სკანდალის შესახებ. სკანდალი უკავშირდება ყოფილ სა------------------------რს – ბ--–----ს, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის დახმარებების პროექტებისათვის ამტკიცებდა "შვედეთის განვითარების სააგენტო"–ს (სიდა) ბიუჯეტს. ბ--–----ის მინისტრობის პერიოდში, კორუფციული სქემების გამოყენებით, "შვედეთის განვითარების სააგენტო"–ს (სიდა) გავლით, ადგილი ჰქონდა შვედეთის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას (მათ შორის საქართველოში). აღნიშნულის თაობაზე, ცნობილი ჟურნალისტების მიერ შვედეთის გავლენიან საინფორმაციო გამოცემებში მრავალი სტატია დაიწერა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, თავად გ------- ხ---------ა 2008 წლიდან აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას. "სი-----ს თანხების ხარჯვა ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს (სხვადასხვა პროექტების დაფინანსების გზით). საქართველოში ბ--–----ი ლობირებდა ნაციონალური მოძრაობას, რადგან ჯერ კიდევ მინისტრად დანიშვნამდე მოხდა მისი დაახლოება სა---–---–თან და საქართველოს "ნაციონალურ მთავრობასთან".
ტელეკომპანია "იმედი"–ს 2015 წლის 01 თებერვლის ეთერში, გ------- ხ---------ამ აღნიშნა, რომ "სი-----სთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებში ნებით, თუ უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის "სა------–--------------------–------------------–ო" და "სამართლიანი არჩევნები". ამასთანავე, გ------- ხ---------ამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის არ საუბრობს ამ ორგანიზაციების მიერ არალეგალური თანხების მიღებაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ეს თემა არავითარ კავშირში არ არის "არასამთავრობოებთან" დაკავშირებით მედიაში გაკეთებულ განცხადებებთან. - მიუხედავად ამისა, პროგრამა "იმედის კვირა"–ს ეთერიდან გ------- ხ---------ას გასვლის შემდეგ, წამყვან ინ-----------–იას კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება ეს თემა ბი----------–---–ის მიერ არასამთავრობოებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ნი-----–--------იამ ფაქტობრივად ამის დამადასტურებელი განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ, მან გ------- ხ---------ა გააიგივა ხელისუფლებასთან — "ხელისუფლება ბი----------–---–ის და გ------- ხ---------ას სახით". თავის მხრივ, ე-- გ-------მა განაცხადა, რომ გ------- ხ---------ას საერთოდ "წარმოდგენა არა აქვს, თუ რა არის "სიდა". გადაცემის მომდევნო დღეს, გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნი-----–--------იასა და ე-- გ-------ზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.
ამდენად, გ------- ხ---------ას 2015 წლის 03 თებერვლის პრესკონფერენცია მიზნად ისახავდა კიდევ ერთხელ იმ ფაქტის დადასტურებას, რომ "იმედის კვირის" ეთერში მის მიერ განხილულ თემას საერთო არაფერი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით იმ დღეებში მიმდინარე საჯარო დისკუსიასთან. გ------- ხ---------ას ასევე სურდა, დეტალურად განემარტა, თუ რატომ იყო ნახსენები "სა------–--------------------–------------------–ო" და "სამართლიანი არჩევნები" "შვედეთის განვითარების სააგენტო"–სთან (სიდა) დაკავშირებულ კორუფციულ სქემაში. თავის მხრივ, ეს თემაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის სფეროს განეკუთვნება და გ------- ხ---------ამ საჭიროდ მიიჩნია, საზოგადოების ყურადღების გამახვილება სხვა თემებისაგან მისი გამიჯვნის აუცილებლობაზე. სწორედ ამაზე საუბრობს იგი პრესკონფერენციის მსვლელობისას — "ეს საქმიანობა დაწყებულია 2008 წლიდან და – აქ მივადექით სიცრუის მანქანას — არავითარ კავშირში არ არის ბი----------–---–თან, არც მის არანაირ განცხადებებთან, არც იმ გამოძიებასთან, რომელსაც ის აპირებს, იმიტომ, რომ მე არც ვიცი რა გამოძიებას აპირებს, ... არანაირი საქმე ამასთან არა მაქვს. ... ხდება სპეციალურად აღრევა, აურიეს ყველაფერი - დოკუმენტური კინო, ის შეკვეთა, რომელიც მე ჯი–დი–ესი-სგან მივიღე, ბი----------–---–ის განცხადებები, ჩემი პრესკონფერენცია. ... მე ეხლა მინდა ეს საზოგადოებას დავულაგო, რომ ეს არავითარ კავშირში ერთმანეთთან არ არის“.
"შვედეთის განვითარების სააგენტო"–სთან (სიდა) დაკავშირებულ სკანდალზე საუბრისას გ------- ხ---------ამ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ იგი ამ თემის შესწავლის პროცესში ჩაერთო მას შემდეგ, რაც "ნათელი გახდა, რომ ბ--–----ი მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას და მი---ლ სა---–---–ს, აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც არსებობს საქართველოში". სათავეს ეს იღებს 2006 წელს, როდესაც ბ--–----ი დაინიშნა შვედეთის სა------------------------რად. ამავდროულად მისმა კომპანიამ - "კრ------ა, რომლის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ის იყო მინისტრად დანიშვნამდე ორი კვირით ადრე, დადო ხელშეკრულება ნაციონალურ ხელისუფლებასთან, რომლის საფუძველზე ყოველთვიურად 250 000 ევრო ირიცხებოდა "კრ-------ს ანგარიშებზე. პრესკონფერენციაზე გ------- ხ---------ამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას არ აინტერესებდა "არასამთავრობოების" კავშირი ამ საკითხებთან. მაგრამ თავად "სი-----ს მიერ შვედი ჟურნალისტებისთვის ოფიციალურად მიწოდებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ თანხები, რომელიც უნდა მოხმარებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამას, იხარჯებოდა არასამთავრობოების მიერ ჩატარებულ კვლევებზე. ე-- გ-------ის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი (კვლევები) 2012 წლიდან დაფინანსდა ორი მილიონ ორმოცდაცამეტი ათასი დოლარით. ამის შემდეგ, გ------- ხ---------ა სვამს კითხვებს, თუ რა კვლევებია ეს და რას ემსახურება. იგი მსჯელობს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე. მას აინტერესებს - საქართველოში 12 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობის პირობებში, საზოგადოებისთვის გაურკვეველი კვლევების ჩასატარებლად რატომ ფინანსდება ძირითადად მხოლოდ სამი. ბ--–----ისა და ნაციონალური მოძრაობის კორუფციული კავშირების გათვალისწინებით, გ------- ხ---------ა მიდის იმ დასკვნამდე, რომ "სა------–--------------------–---------------–ო"–ს მილიონობით დოლარით დაფინანსება, გამოწვეული იყო პოლიტიკური მიზნებით, რადგან მისი ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელია. ამ მსჯელობის საფუძველს გ------- ხ---------ას აძლევს ის გარემოება, რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქციების პერიოდში (მათ შორის 20---–-–-------------ის აქციის დარბევის მომენტშიც) ე-- გ-------ი სა----------------–-–-------------------------–ე იყო. აღნიშნულის დასადასტურებლად გ------- ხ---------ამ ჟურნალისტებს წარუდგინა შსს მინისტრის მ------–---–ის და სა----------------–-–-ის უფროსის ბრძანებები და გააცნო მათი შინაარსი. მან განაცხადა, რომ 7---------ის აქციის დარბევაში სა----------------–-–-ის სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ. 20---–-–-------------ის აქციის დარბევიდან ერთ კვირაში, ე-- გ-------ს დაევალა კონტროლის გაწევა "სპეცრაზმელებისთვის" პრემიის გაცემის შესახებ ბრძანების შესრულებაზე. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მას ვადამდე მიენიჭა კა--------–------ა, შესაბამისად გაიზარდა ხელფასის სახით მისაღები მისი ფულადი სახსრებიც. როგორც ცნობილია, სა----------------–-–-ა და შესაბამისად მისი სპეცრაზმიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა. სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმების გამოყენებით მიმდინარეობდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული აქციების დანაშაულებრივი დარბევები. ამდენად, გ------- ხ---------ა თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი — ე-- გ-------ი პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა (შსს მინისტრმა და არა გ-------მა) ჩაიდინა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირი, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. "სი-----ს, ნაციონალური მოძრაობის და მისი სხვა ლობისტების ურთიერთობის, ე-- გ-------ის წარსულის გათვალისწინებით, გ------- ხ---------ას გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, რომ "სა------–--------------------–---------------–ო"-ს კვლევების დაფინანსება მილიონობით დოლარებით განპირობებულია ე-- გ-------ის მიერ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების ლობირებით.
მოპასუხე განმარტავს, რომ მისი გამონათქვამები არ წარმოადგენს ცილისწამებას, რაზეც ცალ-ცალკე განმარტავს შემდეგს:
პირველი ნომრით ნიშანდებული "ცნობა" შედგება ორი წინადადებისაგან, რომელთაგან პირველი წინადადება წარმოადგენს გ------- ხ---------ას პასუხს ჟურნალისტის შეკითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის 14.11.2007წ-ის #--- ბრძანებასთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირების რაზმისა და სხვა ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ფულადი პრემიებით დაჯილდოვების შესახებ.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ფიგურირებს თუ არა მათ შორის გ-------იც. გ------- ხ---------ამ კი უპასუხა, რომ გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება ... ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოვებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ის, რომ გ-------ს ევალება ამ მოსამსახურეების დაჯილდოვებაზე (ბრძანების შესრულებაზე) კონტროლი, უდავო ფაქტია და მითითებულია თავად ბრძანების მე–3 პუნქტში.
მოპასუხე მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე - საქართველოს სა----------------–-–-ის 2006 წლის 21 ივნისის N--- ბრძანები დებულების, იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი (რომლის დირექტორიც იმ დროისათვის იყო ე-- გ-------ი) "შედგება შემდეგი ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისგან: საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, საკადრო საკითხთა სამმართველო, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო და პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახური". ამავე მუხლის მე–6 პუნქტის "ა", "გ" და "დ" ქვეპუნქტების შესაბამისად, "საფინასო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ორგანიზებას უწევს სა----------------–-–-აში ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე; დ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს". აღნიშნული ნორმები ადასტურებს, რომ სა----------------–-–-ის ფინანსირების და აღრიცხვა ანგარიშსწორების ღონისძიებების კონტროლი, ისევე, როგორც ბიუჯეტის (რომელშიც შედის საპრემიო ფონდი - ფული) შესაბამის ქვედანაყოფებზე განაწილება, ე-- გ-------ის ქვემდებარე დეპარტამენტის სამსახურეობრივ მოვალეობებში შედიოდა.
შესაბამისად, რატომ მიაჩნია მოსარჩელეს ამ მოვალეობების შესრულება მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად, ან რატომ წარმოადგენს ეს მცდარ ფაქტს, სარჩელში დასაბუთებული არ არის. ამ დასაბუთების ვალდებულება, კანონის თანახმად მის მოვალეობას წარმოადგენს, კერძოდ, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, ცილისწამებასთან დაკავშირებულ სარჩელზე, მოსარჩელემ სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, რომ "მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა".
აღსანიშნავია, ასევე, რომ თუ ე-- გ-------ი 14.11.2007წ–ის #--- ბრძანებას თვლიდა უკანონოდ, მას შეეძლო შესაბამისი რეაგირების მოხდენა, რადგან სა----------------–-–-ის დებულების თანახმად, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებზე დასკვნის გაკეთება, მის უშუალო დაქვემდებარებაში შემავალი - "საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს" უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. - რაც შეეხება პირველი ნომრით ნიშანდებული "ცნობის" მეორე წინადადებას - "ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ, 7----------ს" — მოპასუხე აღნიშნავს, რომ ეს განცხადება საერთოდ არ ეხება მოსარჩელეს, რადგან გ------- ხ---------ას არასოდეს უთქვამს, რომ ე-- გ-------ი სპეცრაზმის შემადგენლობაში ირიცხებოდა. - ამ განცხადებაში არ არსებობს პერსონალური მონაცემი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა - "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის განსაზღვრული "პირის" იდენტიფიცირება.
სპეცრაზმი მოიაზრება სახელმწიფო ორგანოდ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების მიხედვით, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას.
ე-- გ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებასთან ,,ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთ–ერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში" - მოპასუხე აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, კერძოდ: 2015 წლის 01 თებერვალს ტელეკომპანია "იმედი"–ს ეთერში (გადაცემა "იმედის კვირა") მისი პირდაპირი ჩართვისას, გ------- ხ---------ას არ უთქვამს, რომ შვედეთში "ატეხილი" სკანდალის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში,"სი-----სთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებში მოიხსენიება საქართველოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ესეთი, ან რომ ეს ორგანიზაციები არალეგალურ ფულს იღებდნენ. როგორც აღინიშნა, საზოგადოებისათვის ამ თემის დეტალების მეტად დაკონკრეტებისათვის მოწვეული იქნა 2015 წლის 03 თებერვლის პრესკონფერენცია, რომლის მსვლელობისას გ------- ხ---------ამ კვლავ დაადასტურა ეს გარემოება.
გ------- ხ---------ას მითითებით, იგი ნამდვილად არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დიდი ხანია მოღვაწეობს ამ სფეროში. ცალსახაა, რომ ეს ფაქტები უშუალოდ და მხოლოდ გ------- ხ---------ასთან დაკავშირებით გაჟღერდა. ამდენად, მათი მიჩნევა ე-- გ-------ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად, ისევე დაუსაბუთებელია.
ასევე, მოპასუხის განცხადება "... პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს" წარმოადგენს 2015 წლის 03 თებერვლის პრესკონფერენციდან ამოკრებილი გამონათქვამების ცალკეულ იზოლირებულ ნაწილებს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ მოახდინა გ------- ხ---------ას გამონათქვამების ცალკეული ნაწილების იზოლირება და ციტირება ისე, რომ დაიკარგა გამონათქვამების შინაარსი, აზრი. აღნიშნულით კი ცდილობს გ------- ხ---------ას გამონათქვამების ამ ნაწილის ინეტრპრეტაციას მისი შინაარსისა და ნამდვილი აზრის გაყალბებით, რათა საკანონმდებლო ნორმაზე მორგების გზით, შექმნას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის იმიტაცია.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ის ფაქტები, რომლებიც არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ამასთან, ნაწილი განცხადებებისა, რომლებიც უშუალოდ მოსარჩელეს ეხება, წარმოადგენს მოპასუხის შეფასებით მსჯელობას, აზრს, ხოლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–-ს ნოემბრის თვეში მოსარჩელე ე-- გ-------ი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ე - სას---------------–--------------------–---------------------------------------ი.
2010 წლის 21 დეკემბრიდან ე-- გ-------ი არის ააიპ ,,სა------–--------------------–------------------–--ს“ აღმასრულებელი დირექტორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 27.03.2015 წლის ცნობა (ს.ფ.30);
- შსს მინისტრის, სა----------------–-–-ის უფროსის ბრძანებები (ს.ფ.31, 3-234)
3.1.2. 20---–-–----------------ს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გადაიცა სატელევიზიო არხის, იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკაში და პირველი არხის მოამბის საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე გამოქვეყნდა ელექტრონული მედიის საშუალებით, არ---------------------------–------------–ია“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გ------ ა-----–---–მა გააჟღერა შემდეგი განცხადებები:
1. “დოკუმენტებით 20---–-–-------------ის დარბევაში გ-------ის თანამონაწილეობა დასტურდება;”
2. “ვინც 7---------ის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე-- გ-------მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა”;
3. “ამის საფუძველზე კი 20---–-–-ს 24 ნოემბერს ვ---- მ------–---–მა “კარგი საქმის შესრულებისათვის” დროზე ადრე დააწინაურა”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, ინტერნეტგვერდებიდან ამონაბეჭდები (ს.ფ.29, 35, 37);
3.1.3. 2015 წლის 3 თებერვალს გ------- ხ---------ამ პორ----–--------ას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა შემდეგი განცხადებები (სარჩელით სადავო წინადადებები):
1. “გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7----------ს” (საუბრის დრო 18.04-18.40).
2. “ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” (საუბრის დრო 18.46-18.58).
3. “ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში” (საუბრის დრო 19.12-19.31).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- CD დისკი, (ს.ფ.29);
3.1.4. უდავოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ------ ბ-–--ის 20---–-–-ს 14 ნოემბრის #--- ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობების მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ სა----------------–-–-ის მოსამსახურეები, ასევე, მათზე დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ერთი თვის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო, დანამატი, ტრანსფერი) ოდენობით დაჯილდოვდნენ აგრეთვე დანართი 1-8-ით განსაზღვრული მოსამსახურეები.
ამავე ბრძანებით, ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ეს, სას---------------–--------------------–---------------------------------------ს, ე. გ-------ს.
ბრძანების დანართები დანამატის მიმღებ მოსამსახურეთა მითითებით, ხელმოწერილია ე-- გ-------ის, როგორც სა----------------–-–-------------------------–ე - სასაზღვრო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მიერ.
სა----------------–-–-ის უფროსის 20---–-–-ს 16 ნოემბრის #--- ბრძანებით ცვლილება შევიდა #--- ბრძანებაში და ბრძანების სათაური, შესავალი ნაწილი და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „ფულადი პრემია“ შეიცვალა სიტყვებით „სპეციალური დანამატით“, ხოლო დანართის 1-8 სათაურში სიტყვები „მოსამსახურეების დაჯილდოების სია“ შეიცვალა სიტყვებით „მოსამსახურეების სია, ვისაც უწესდებათ 20---–-–-ს ნოემბრის თვის სპეციალური დანამატი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- #--- ბრძანება დანართებით (ს.ფ.32-34, 198-211)
- #--- ბრძანება (ს.ფ. 212).
3.1.5. ასევე უდავოა, რომ ვადაზე ადრე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ სა---------–----–-------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის, ი---- მ------–---–ის 20---–-–-ს 21 ნოემბრის N----პ/შ ბრძანებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ე-სას---------------–--------------------–---------------------------------------ს, სა----------------–-–-ის უფროს ლეიტენანტ ე-- ს-------------– გ-------ს მიენიჭა ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდება ,,სა----------------–-–-ის კაპიტანი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N----პ/შ ბრძანება (ს.ფ.31).
3.1.6. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ სადავო განცხადებების გაკეთებამდე ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა (გავრცელდა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ------ ბ-–--ის 20---–-–-ს 14 ნოემბრის #--- ბრძანება თანამშრომელთა პრემიით დაჯილდოვების, ასევე სა---------–----–-------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის, ი---- მ------–---–ის 20---–-–-ს 21 ნოემბრის N----პ/შ ბრძანება შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ე-სას---------------–--------------------–---------------------------------------ის, სა----------------–-–-ის უფროს ლეიტენანტ ე-- გ-------ისათვის ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდების ,,სა----------------–-–-ის კაპიტანი“-ს მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. სა---------–----–-------------------------ის ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სა----------------–-–-ის დებულების თანახმად, სა----------------–-–-ა არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით და იგი სა----------------–-–-ურ ღონისძიებებს ახორციელებს: ა) სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში (500 მეტრი სახელმწიფო საზღვრიდან), სასაზღვრო ზონაში (5 კმ.), საქართველოს საზღვაო სივრცეში და ღია ზღვაში, პორტებში, სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებში, კომპეტენციის ფარგლებში - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტისა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დებულება (ს.ფ.53-67).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს პრეზიდენტის 20---–-–-------------ის #--- ბრძანებულებით ქ. თბილისში არსებული უკიდურესად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მართლწესრიგის აღსადგენად საჭირო ღონისძიებათა ეფექტური განხორციელების მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
შს სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის 20---–-–-------------ის #--- ბრძანებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის ბრძანების საფუძველზე სპეციალური დავალების შესასრულებლად მივლინებული სწრაფი რეაგირების რაზმის 128 და საავიაციო რაზმის 22 მოსამსახურე, აგრეთვე რაზმის დისლოკაციის ადგილზე მყოფი 23 მოსამსახურე, (სულ 173) აყვანილ იქნა კვების კმაყოფაზე 7---------ის ვახშმიდან. სა----------------–-–-ის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან მოვლინებული შემადგენლობა აყვანილი იქნა კვების კმაყოფაზე 7---------ის ვახშმიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის #--- ბრძანებულება (ს.ფ.246).
- 07.11.20---–-–-ს ბრძანება (ს.ფ.239-245).
3.2.2. მოსარჩელისადმი გაგზავნილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2015 წლის 20 მარტის N------ წერილით დასტურდება, რომ 20---–-–-ს 21 ნოემბრის #------– ბრძანების გამოცემის საფუძვლები განადგურებულია შენახვის ვადის გასვლის გამო.
შსს სა----------------–-–-იდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სა----------------–-–-------------------------–ის 30.10.2017წ. წერილით განმარტებულია, რომ ასევე ვერ მოიძებნა სა----------------–-–-ის უფროსის 14.11.2007წ. #--- და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 16.11.2007წ. #--- ბრძანებების გამოცემისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის 27.02.2018წ. წერილით მოპასუხეთა წარმომადგენელს მოთხოვილ სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად გადაეცა 20---–-–-ს 13 ნოემბრის #------------ წერილი „ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ“, რომლითაც დგინდება, რომ სა----------------–-–-ის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ. ბ-–--ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრს ი. მ------–---–ს წარედგინა სა----------------–-–-------------------------–ის - სას---------------–--------------------–---------------------------------------ის სა----------------–-–-ის უფროს ლეიტენანტ ე-- ს-------------– გ-------ის დახასიათება სპეციალური წოდების - სა----------------–-–-ის კაპიტნის ვადაზე ადრე მისანიჭებლად.
როგორც მოწმის სახით დაკითხულმა ბ------ ბ-–--ემ (სა----------------–-–-ის ყოფილი უფროსი) სასამართლოს სხდომაზე განმარტა, ე-- გ-------ისათვის წოდების მინიჭება დაკავშირებული იყო მის მოღვაწეობასთან საერთაშორისო ურთიერთობების და რეფორმირების კუთხით. მოწმეთა ჩვენების თანახმად, სა----------------–-–-ის მოსამსახურეთა დაჯილდოების სიაზე (#--- ბრძანების დანართებზე) მოსარჩელის ხელმოწერა განხორციელებული იყო ამავე ბრძანების საფუძველზე დავალებული მის შესრულებაზე კონტროლის ფარგლებში, რაც მოსარჩელის, როგორც ფინანსურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შს სამინისტროს 2015 წლის 20 მარტის N------ მომართვა (ს.ფ.142).
- შს სამინისტროს 2015 წლის 06 მარტის N------ მომართვა (ს.ფ.143).
- სა----------------–-–-ის 30.10.2017წ. წერილი (ს.ფ.147).
- 27.02.2018წ. მიმართვა (ს.ფ.237).
- წარდგინება (ს.ფ.249).
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის 25.10.2017წ. #-------- წერილით დასტურდება, რომ 20---–-–-------------ის საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდება წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს - ი---- მ------–---–ს და მოცემული მომენტისათვის მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. შეკითხვაზე - დაკითხული/გამოძახებული იქნა თუ არა მოცემული საქმის გამოძიების დროს მოწმის/ბრალდებულის ან რაიმე სხვა ფორმით მოსარჩელე, განმარტებულია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ე-- გ-------ი პროცესუალური სტატუსით არ სარგებლობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მთავარი პროკურატურის 25.10.2017წ. წერილი (ს.ფ.195).
3.2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის სარჩელის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადა და იგი ხანდაზმული არ არის.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” 19-ე მუხლის მიხედვით ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე გ------ ა-----–---–ის მიერ სადავო განცხადებები გაჟღერებული იქნა 20---–-–----------------ს. წინამდებარე სარჩელი გავრცელებული ცილისწამებლური ცნობების თაობაზე, აღძრულია 2015 წლის 27 აპრილს. აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხე გ------ ა-----–---–ი მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელი განმეორებით იქნა წარდგენილი სასამართლოში, მას შემდეგ, რაც პირველ შემთხვევაში, სასამართლოს განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მოსარჩელის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოები - თავდაპირველად სასამართლოსადმი 2015 წლის 31 მარტს მიმართვისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი 2015 წლის 3 აპრილის #2/5952-15 განჩინებით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ფაქტების ობიექტურად არსებობა, დასტურდება სასამართლოსა და მხარეებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სასამართლოში მოქმედი საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამის მონაცემებით.
ამდენად, სახეზეა ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლით დადგენილი 100 დღის ვადაში მოსარჩელის მიერ სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვის, ხოლო მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გამო, სარჩელის განმეორებით წარდგენის ობიექტურად არსებული გარემოებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140.2 მუხლების საფუძველზე, გამორიცხავს წინამდებარე სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. ამ გადაწყვეტილებებში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს.
ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:1.არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3.განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები არიან საჯარო პირები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად.
შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას.
გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01 , § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08 , § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10 , § 124, 23 April 2015).
იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხე მხარე), არის საჯარო პირი. საჯარო პირის მიმართ, კერძო პირთან შედარებით კრიტიკის თმენის ფარგლები უფრო ფართოა. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონიც საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში განსხვავებულ სტანდარტს ადგენს.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ (1) მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, (2) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და (3) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) დამტკიცების მოსარჩელის ვალდებულებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშვება, როდესაც მოპასუხის მიერ გაჟღერებულია მისთვის ზიანის მიმყენებელი, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ფაქტის შემცველი განცხადება.
კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების საჯაროდ გავრცელების ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
შესაბამისად, ცილისწამებისათვის პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მის მიერ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელება, რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს სწორედ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გამოდმოცემად, დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.
ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).
ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.
შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხეების მიერ გავრცელებული სარჩელით სადავო განცხადებები, ამასთან მისი შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანად გამონათქვამების კონტექსტი. რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხეების მიერ სადავო განცხადებების გაკეთებამდე ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა (გავრცელდა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ------ ბ-–--ის 20---–-–-ს 14 ნოემბრის #--- ბრძანება მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ დანართებში ჩამოთვლილ თანამშრომელთა პრემიით დაჯილდოვების, ასევე სა---------–----–-------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის, ი---- მ------–---–ის 20---–-–-ს 21 ნოემბრის N----პ/შ ბრძანება შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სა----------------–-–-------------------------–ე-სას---------------–--------------------–---------------------------------------ის, სა----------------–-–-ის უფროს ლეიტენანტ ე-- გ-------ისათვის ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდების ,,სა----------------–-–-ის კაპიტანი“-ს მინიჭების თაობაზე. თავად ფაქტობრივი გარემოებები, როგორც 20---–-–-ს ნოემბრის თვეში სა----------------–-–-ის მოსამსახურეთა პრემირებისა და ასევე მოსარჩელისათვის ვადაზე ადრე წოდების მინიჭების შესახებ, წარმოადგენს უდავო ფაქტს.
20---–-–----------------ს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გადაიცა სატელევიზიო არხის, იმედის საინფორმაციო გამოშვება ქრონიკაში და პირველი არხის მოამბის საინფორმაციო გამოშვებაში, ასევე გამოქვეყნდა ელექტრონული მედიის საშუალებით, არ---------------------------–------------–ია“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გ------ ა-----–---–მა გააჟღერა სარჩელით სადავო შემდეგი განცხადებები:
1. “დოკუმენტებით 20---–-–-------------ის დარბევაში გ-------ის თანამონაწილეობა დასტურდება;”
2. “ვინც 7---------ის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე-- გ-------მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა”;
3. “ამის საფუძველზე კი 20---–-–-ს 24 ნოემბერს ვ---- მ------–---–მა “კარგი საქმის შესრულებისათვის” დროზე ადრე დააწინაურა”.
2015 წლის 3 თებერვალს გ------- ხ---------ამ პორ----–--------ას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა შემდეგი განცხადებები (სარჩელით სადავო წინადადებები):
1. “გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7----------ს” .
2. “ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” .
3. “ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში” .
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხეებმა მსმენელს მიაწოდეს დადასტურებული, არასავარაუდო ინფორმაცია: 1) 20---–-–-------------ის დარბევის აქციაში ე-- გ-------ის მონაწილეობის, 2) აქციის დარბევაში მონაწილეობის გამო პოლიციის თანამშრომელთათვის ე-- გ-------ის მიერ პრემიების განაწილების, 3) 20---–-–-ს აქციაში მონაწილეობის გამო ე-- გ-------ისათვის პოლიციის კა--------–------ის მინიჭების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ პრესკონფერენციებზე გაკეთებული განცხადებების სარჩელით სადავო ნაწილი წარმოადგენს არა საზოგადოებისათვის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ინტერნეტ სივრცეში უკვე გავრცელებული ბრძანებების საფუძველზე მოპასუხეთა აღქმის შედეგად შექმნილ მოსაზრების გაჟღერებას, მათ სუბიექტურ აზრს. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა თავად განცხადებების კონტექსტი, განცხადების ავტორის მიერ ბრძანებებზე მითითება, სიტყვები „...დოკუმენტებით დასტურდება“... სადავო წინადადებების კვალიფიკაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია თავად მოპასუხე მხარის პოზიციაც. გ. ა-----–---–ის მითითებით, განცხადებები შეიცავს როგორც ფაქტობრივ ელემენტებს, ისე შეფასებით მსჯელობას - პრემიების გაცემისა და მოსარჩელისათვის წოდების მინიჭების შესახებ არასადავო და დადასტურებულ ფაქტებს, ხოლო ის განცხადება, რომ მოსარჩელემ წოდება სწორედ თანამშრომელთათვის პრემიების გამოყოფის გამო მიიღო, წარმოადგენს მისი შეხედულების გამოხატვას, ასახავს მის დამოკიდებულებას პიროვნების და მოვლენების მიმართ. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო განცხადებების გაკეთებისას მათ არ ჰქონიათ 20---–-–-------------ის აქციის დაშლაში ე-- გ-------ის მონაწილეობის შესახებ ფაქტის დამტკიცების მიზანი.
2015 წლის 3 თებერვალს გამართული პრესკონფერენცია ეხებოდა იმავე წლის 1 თებერვალს, გადაცემა „იმედის კვირას“ ეთერში გაკეთებულ გ------- ხ---------ას განცხადებებს, რომლითაც მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შვედეთის ყოფილ სა------------------------რთან დაკავშირებული გახმაურებული თემის შესახებ, სადაც მან აღნიშნა „სიდას-თან“ (შვედეთის განვითარების სააგენტოს) დაკავშირებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. 3 თებერვლის კონფერენციაზე გ------- ხ---------ას მიერ გაკეთებული განცხადება მის მიერ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე, ეხება არა 20---–-–-------------ის აქციასთან ე-- გ-------ის კავშირს, არამედ 1 თებერვალს განხილულ საკითხებს (იხ. CD, ს.ფ. 29). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ------- ხ---------ას განცხადება ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე მითითების გათვალისწინებით, მსმენელს უქმნიდა 7---------ის დარბევაში მოსარჩელის მონაწილეობის შესახებ დადასტურებული ფაქტის, როგორც ობიექტური რეალობის შთაბეჭდილებას.
პირველ რიგში, სასამართლო მიიჩნევს, რომ 7---------ის აქციაში მოსარჩელის უშუალო მონაწილეობის შესახებ მითითებას არ შეიცავს სადავო განცხადების არც ერთი ნაწილი. მოპასუხის მოსაზრება ე.წ. „დანაშაულში თანამონაწილეობის“ შესახებ, წარმოადგენს მის სუბიექტურ შეხედულებას სისტემური დანაშაულის შესახებ, რასაც ასევე მოწმობს პრესკონფერენციის განმავლობაში გაჟღერებული მოსაზრებები „კოლექტიურ დანაშაულთან“ დაკავშირებით. რაც შეეხება მითითებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე მოპასუხის მიერ გაცხადებულ სარჩელით სადავო წინადადებას -“გ-------ი კი არ ფიგურირებს, გ-------ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება”, აღნიშნული განცხადება მოპასუხის მიერ გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სა----------------–-–-ის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ------ ბ-–--ის 20---–-–-ს 14 ნოემბრის #--- ბრძანებაზე მითითებითა და მის საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ დანართებში ჩამოთვლილი თანამშრომლები დაჯილდოვებულნი იქნენ პრემიით და, რომლითაც ამავე ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა ე-- გ-------ს, როგორც სას---------------–--------------------–---------------------------------------ს. სიტყვები -„ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7----------ს” . “ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ------–---–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” - წარმოადგენს განმცხადებლის კომენტარს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის შეფასებას და მის სუბიექტურ დამოკიდებულებას - აზრის გამოხატვას.
სარჩელით სადავო განცხადება - “ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში” - არ შეიცავს რაიმე სახის ინფორმაციას და/ან მოსაზრებას უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს და, რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს აღნიშნული წინადადების ცილისწამებად მიჩნევის საფუძველი.
საქმეზე ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი № 18925/09. 20 სექტემბერი, 2018 წელი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ ერთმანეთისგან განასხვავა ფაქტის შემცველი განცხადება და შეფასებითი მსჯელობა. აღნიშნულის მიხედვით ფაქტის არსებობის დადასტურება შესაძლებელია, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. შეფასების ნამდვილობის დამტკიცების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და ის არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლების არსს, რაც კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, უნდა არსებობდეს ასეთი შეფასების საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი’’, წინააღმდეგ შემთხვევაში შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და „გადაჭარბებულად“ იქნას მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტით სადავო განცხადებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით სადავო წინადადებებს არ გააჩნიათ ცილისწამების მაკვალიფიცირებელი აუცილებელი ელემენტი - არ წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით ფაქტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, რომელთა სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა. განცხადებები წარმოადგენს 20---–-–-------------ის მოვლენის, აქციის შემდგომ პერიოდში, 20---–-–-ს 14 ნოემბრისა და 21 ნოემბერს გამოცემული ბრძანებების საფუძველზე მოპასუხეთა აღქმის შედეგად შექმნილ მოსაზრებებს, შეფასებებს და მათ კომენტარს, სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვას და არა ობიექტურ მოცემულობას. აზრის გამოხატვა კი, მიუხედავად მისი სუბიექტურობისა, მცდარობისა, საფუძვლიანობისა თუ უსაფუძვლობისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ჩარევისაგან.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. ამდენად, სასმართლოს განხილვის საგანი და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელიც შეიცავს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ ინფორმაციას.
როგორც აღინიშნა, ცილისწამება არის ერთდროულად 1) არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და 2) პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს გავრცელებული განცხადებისათვის პირის რაიმე სახის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ისეთ პირობებში, როდესაც თავად სადავო გამონათქვამები სასამართლოს მიერ მიჩნეულია აზრის გადმოცემად, შეფასებად, რაც კანონით დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, და არა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ ინფორმაციად, არ არსებობს მოპასუხეთათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველ, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი, რაც გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო არ მსჯელობს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე და იგი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. ე-- გ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან კუჭავა