განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: რ---- ხ---------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ნ-----–---- ფ--–---–---
მამის სახელი: ბ-----
დაბადებული: 1---------წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: ს-----------------------–---–---------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ნ-----–---- ფ--–---–---ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: ნ-----–---- ფ--–---–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარჩვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს-----------------------–-------------–---------–-–-------------- დადგენილებით, ნ-----–---- ფ--–---–--- ცნობილი იქნა სამართალდამრჩვევად საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. 2018 წლის 18 ივნისს, საქართველოს შ----------------------------–----------------------------------–--- მიერ გაცემული №7----- ექსპერტიზის დასკვნით, ნ-----–---- ფ--–---–---ს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7----- დასკვნით, ინფორმაციული პატაკით, ს-----------------------–-------------–---------–-–-------------- დადგენილებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენებით ნ-----–---- ფ--–---–---ს მიმართ და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ფ--–---–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარჩვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნ-----–---- ფ--–---–---ს წარსულში ნასამართლობა.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ ნ-----–---- ფ--–---–---ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------ განაჩენი, რომლის თანახმად, ნ-----–---- ფ--–---–--- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03(სამი) წელი და 06(ექვსი) თვე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში ნ-----–---- ფ--–---–---ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------------ განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ნ-----–---- ფ--–---–---ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03(სამი) წელი და 06(ექვსი) თვე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე, 03 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- ფ--–---–--- (პ№3----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3-4-ე ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით ნ-----–---- ფ--–---–---ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 03(სამი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც იმავე განაჩენით ჩათვლილი აქვს პირობით 03(სამი) წლისა და 06(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 5.000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ფ--–----–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ნ-----–---- ფ--–---–---ს განესაზღვროს 03(სამი) წელი და 06(ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ-----–---- ფ--–---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ნ-----–---- ფ--–---–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს, 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე