განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/439-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გი-----------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული – ზა--------–--–--ლი, დაბადებული 19-- წლის 11 აგვისტო, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ.ახ--––--ე, ას-----ს ქ. №2---- და ფაქტობრივად მცხოვრები: ად-----ს რ-ის სოფელი ვა-----ი.
ადვოკატი - ოთ-----------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 18:07 საათზე, ად-----ს რაიონის სოფელ ვა-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--------–--–--ლმა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ნო---------------ძეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოუჭირა ხელში, ასევე დაარტყა ხელი სახის არეში და ხელის კვრით მიაჯახა კარებზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. ასევე 2018 წლის 10 ოქტომბერს დაახლოებით 18:07 საათზე, ად-----ს რაიონის სოფელ ვა-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა--------–--–--ლმა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლის წაკიდებით დაემუქრა მეუღლეს ნო---------------ძეს, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, რაც ნო---------------ძემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზა--------–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ზა--------–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი ეჭვი.
3.წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 10 ოქტომბერს ზა--------–--–--ლის დაკავებულ იქნა, ხოლო 2018 წლის 12 ოქტომბერს ზა--------–--–--ლს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახ--––--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ზა--------–--–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
დაზარალებულ ნო---------------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 10 ოქტომბერს სახლში მისულმა ნო---------------ძემ მეუღლეს ზა--------–--–--ლმა ჰკითხა თუ სად წაიღო კაკალი. ზა--------–--–--ლმა კი უპასუხა რომ გაყიდა და მისცა მას 70 ლარი, ნო---------------ძემ კი უპასუხა, რომ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო ამაზე ზა--------–--–--ლმა დაუწყო გინება, ნონამ გადაწყვიტა დაერეკა თავისი შვილისთვის და მოეყოლა ეს ყველაფერი ამის გაგონებაზე კი ზა--------–--–--ლი მივარდა ნო---------------ძეს და ეცადა ტელეფონის გამორთმევას, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა ხელზე რომელშიც ტელეფონი ეკავა, მოუქნია ხელი და დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ნო---------------ძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ეცადა გარიდებოდა მას, მაგრამ მან ძლიერად კრა ისევ ხელი და მიეჯახა სახლის შესასვლელ კარს. ნო---------------ძე გავიდა გარეთ რადგან შეეშინდა რომ რამე სერიოზული არ დაეშავებინა მისთვის, ზა--------–--–--ლიც გაყვა უკან ყვირილით და გინებით, მას ხელში ეჭირა ბოთლი. ის ემუქრებოდა რომ დაუწვავდა სახლს და მასაც დაწვავდა. ამ ჩხუბს შეესწრნენ ნო---------------ძის მეზობლებიც რომლიდან ერთ-ერთმა ბა------------ამ წაიყვანა ზა--------–--–--ლი თავის სახლში. ამის მერე ნო---------------ძე მივიდა ბა--------------თან სახლში და ზა--------–--–--ლმა მეუღლის დანახვაზე ისევ დაიწყო გინება, ნონამ კი მას გამოართვა მისი კუთვნილი ტელეფონი და დარეკა 112-ში.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 3-6
მამ--------------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი მუშაობს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, 2018 წლის 10 ოქტომბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა 112-ის შეტყობინება მასზედ, რომ ად-----ს რაიონის სოფელ ვა-----ში ნო---------------ძის მეუღლე ნო---------------ძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე ზა--------–--–--ლი იყო ნასვამ მდგომარეობაში და აპირებდა სახლის გადაწვას. შეტყობინების მიღებისთანავე განყოფილების თანამშრომლები გაემართნენ სოფელ ვა-----ში, სადაც ადგილზე მისულებს საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ დახვდათ ნო---------------ძე, რომელმაც დაიწყო მოყოლა თუ რა მოხდა, ამის დანახვაზე მივიდა ზა--------–--–--ლიც და განუცხადა, რომ ბენზინით მაინც გადაწვავდა მასაც და საცხოვრებელ სახლსაც.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 36-38
2018 წლის 27 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 0,5 ლ ტევადობის პოლიმერული მასალის ბოთლში არსებული 502,0 მლ მძაფრი სუნის მქონე მოყვითალო ფერის სითხე წარმოადგენს ადვილადაალებად ნავთობპროდექტს- ბენზინს.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 151-173
ახ--––--ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის 12.10.2018 წლის დადგენილების მიხედვით ნო---------------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 65
ზა--------–--–--ლის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ალ---------------–-აიას, ვლ--------------------ის, ნა----–-----------აძის, რო------------იას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზა--------–--–--ლის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ზა--------–--–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზა--------–--–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზა--------–--–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა--------–--–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზა--------–--–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
10.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ხის მაგიდა, რომელიც ინახება შსს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
ერთი ცალი სითხით სავსე ბოთლი, მოთეთრო ფერის ჯამი, ერთი ცალი სანთებელა და დამტვრეული ჭურჭელი, რომელიც ინახება შსს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზა--------–--–--ლი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
ასევე, ზა--------–--–--ლი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, ზა--------–--–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
2. მსჯავრდებულის ზა--------–--–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.
3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ხის მაგიდა, რომელიც ინახება შსს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
ერთი ცალი სითხით სავსე ბოთლი, მოთეთრო ფერის ჯამი, ერთი ცალი სანთებელა და დამტვრეული ჭურჭელი, რომელიც ინახება შსს ად-----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახ--––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე