გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310018002750203
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7634-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი-ი-------–---–---

მოპასუხე- შპს ,,------------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს-შპს ,,------------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - შპს ,,------------(შემდგომში,,დამკვეთი") შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული იქნა დაცვის მომსახურების შესახებ №---- ხელშეკრულება, რომლის 1.1.პუნქტის თანახმადაც, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველყო დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ობიექტზე მდებარე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–----------------------------–------------------ მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 110 ლარი. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ,,ხოლო ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული ხელშეკრულების პირობები, არ იქნა გადახდილი 2018წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით მომსახურების საფასური, ჯამში- 660 ლარის ოდენობით, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება და 2018 წლის 1ივლისიდან ბრძანებით შეწყდა მომსახურება, მაგრამ დარჩენილი დავალიანება შპს,,------------ არ გადაუხდია, რასაც ხელშეკრულების 6.7. პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო- 200.86ლარის ოდენობით და ჯამში დავალიანებამ შეადგინა- 860.86ლარი, რომლის გადახდაზეც შპს ,,------------ უარს აცხადებს.

 

ამდენად, შპს ,,------------ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს სულ- 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,------------, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2017 წლის 20 ნოემბერს, ერთის მხრივ შპს ,,------------ (შემდგომში დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის ა-–------------------ სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სწრაფი კვების(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------–------------------ დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1.პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 110.00(ასათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით; მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შესადგენს 100.00 ლარს, ხოლო ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შეადგენს 100 ლარს, ხოლო ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემა შეადგენს 10.00ლარს. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხელშკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას. ექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1(ინვოისი(12228) 12229)) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი–ინსტალაცია „დამკვეთის” ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, ობიექტზე” მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს ,,დამკვეთს" და უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.13. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის „ობიექტის” დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულება(პერიმეტრი) №----(ს.ფ. 12-15)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017წლის 10 დეკემბერს N------- ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------–------------------–- მდებარე შპს ,,ს------------- ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017წლის 10 დეკემბრის N------- ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 18)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018წლის 27 ივნისის N----------- ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 2018 წლის 1 ივლისიდან შეწყვეტილი იქნეს შპს ,,ს------------- ობიექტის(ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------–------------------ ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის N----------- ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 19-20)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 სექტემბრის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,,------------(ს------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 20.11.2017 წლის N---- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარი. მათ შორის:

-2018 წლის იანვარი-110.00 ლარი;

-2018 წლის თებერვალი-110.00 ლარი;

-2018 წლის მარტი-110.00 ლარი;

-2018 წლის აპრილი-110.00 ლარი;

-2018 წლის მაისი-110.00 ლარი;

-2018 წლის ივნისი -110.00 ლარი;

-დარიცხული პირგასამტეხლო-200.86 ლარი;

 

აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 სექტემბრის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 23)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 21-22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,--------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №--- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,------------ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017წლის 20ნოემბერს, ერთის მხრივ შპს ,,------------ (შემდგომში დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის ა-–------------------ სახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მ--------–---------–----- შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სწრაფი კვების(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული) დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------–------------------ დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1.პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 110.00(ასათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით; მათ შორის ერთი გასაღების ღირებულება შესადგენს 100.00 ლარს, ხოლო ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლონაში გადაცემა შეადგენს 100 ლარს, ხოლო ტექნიკური საშუალებიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შეადგენს 10.00 ლარს. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას. ექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1(ინვოისი (12228) 12229)) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია „დამკვეთის” ობიექტზე; ამავე მუხლის 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, ობიექტზე” მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს ,,დამკვეთს" და უზრუნველყოს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.13. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის „ობიექტის” დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,-------------’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,-------------’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,-------------’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 860.86(რვაასსამოცი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,-------------’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი