გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
170310018002646730
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310018002646730

საქმე #3/54-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე - გ-------–--–-–

მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ------------–--ე

მესამე პირი - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი,წარმომადგენელი -ს----------–---ე

 

დავის საგანი: საკომლო წიგნის ჩანაწერში თანამესაკუთრეების შესახებ ჩანაწერის გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასული გ-------ის კომლის ჩანაწერის გაუქმება იმ ნაწილში, სადაც ფანქრით მიწერილია: ს------მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, გ-----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, ნ----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული.

 

სარჩელის საფუძველი:

გ-------–--–-– დაიბადა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში 1961 წლის 22 თებერვალს ი------- შ--–-– და გ--–--- გ-------ის ოჯახში. კომლის უფროსად 1957 წელს აშენებულ სახლში გარდაცვალებამდე ირიცხებოდა მამა ი------- შ--–-–, რომელიც გარდაიცვალა 1987 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის უფროსად აღირიცხა დედა გ--–--- გ-------ი, კომლის წევრად დღემდე ირიცხება ის - გ-------–--–-–, დედა გარდაიცვალა 2011 წელს და შესაბამისად კომლის წევრად დარჩა მხოლოდ ის, კომლის უფროსად არ აღრიცხულა. 1985-1986 წლებში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ--- ა-------სთან, მათ ერთად იცხოვრეს მხოლოდ 8 თვე და ეს უკანასკნელი გავიდა კომლიდან. ამის შემდეგ კომლის უფროსად ირიცხება გ--–--- გ-------ი და ის გ-------–--–-–, რაც ფიქსირდება 1996-2009 წლების საკომლო წიგნებში. მას სხვა ოჯახის და კომლის წევრები არ ჰყოლია და არ ჰყავს. როდესაც მან წარადგინა დოკუმენტები მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაციისათვის, როგორც კომლის უკანასკნელ წევრზე, უძრავი ქონება გაფორმდა მის სახელზე თანამესაკუთრეებთან ერთად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრმა საფუძვლად დაუდო საარქივო ცნობა 1996-2009 წლების, სადაც ოჯახის უფროსად ჩაწერილია დედამისი გ--–--- გ-------ი და ის გ-------–--–-–. აღნიშნულ საარქივო ცნობაში ფანქრით მკრთალად გაკეთებულია მინაწერი-ს-----, გ----, ნ---. აღნიშნული ჩანაწერების გრაფებში მითითებული არ არის გვარები ან რაიმე სტატუსი-მაგ. დაბადების წელი ან სხვა რაიმე საიდენტიფიკაციო ცნობა. მისთვის უცნობია თუ ვის მიერ არის შესრულებული აღნიშნული მინაწერი ფანქრით და რა მიზნით არის გაკეთებული. 2018 წელს საკუთრების უფლება მასზე დარეგისტრირებულია თანამესაკუთრეებთან ერთად, მაგრამ მითითებული არ არის თუ ვინ არიან თანამესაკუთრეები, არ არის მითითებული მათი სტატუსები და გვარები. მან საჯარო რეესტრში მოითხოვა თანამესაკუთრეების შესახებ ჩანაწერის გაუქმება, რაზეც უარი ეთქვა ხარვეზის გასწორებაზე, შემდგომ შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის დაკმაყოფილებაზეც 2018 წლის 0- სექტემბერს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საკომლო წიგნში ფანქრით მიწერილი ჩანაწერი თანამესაკუთრეების შესახებ შეცდომით არის დაფიქსირებული საკომლო წიგნში და მის საფუძველზე გაცემულ საარქივო ცნობაში, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას და ინტერესს და ითხოვს მათ გაუქმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში თანასაკუთრების შესახებ ჩანაწერის გაუქმება არ განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას. საკომლო ჩანაწერში მითითებული ,,ფანქრით შესრულებული მკრთალი მინაწერის -ს-----, გ----, ნ--- „ გაუქმება და იმის დადგენა რეალურად არსებობენ თუ არა ეს ადამიანები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას აღემატება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არქივის მიერ საჯარო რეესტრს მიეწოდა ინფორმაცია იმ შინაარსის და იმ ფორმის დაცვით, როგორიც ეს არის დედან დოკუმენტში. თანამესაკუთრეების ჩანაწერის გაუქმება სცილდება არქივის კომპეტენციას. არქივი არ არის დოკუმენტის შემქმნელი და შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი არქივში დაცული დოკუმენტის ხარვეზზე. დოკუმენტის ხარვეზის გამოსწორება მისი შემქმნელის კომპეტენციაა. საკომლო წიგნების წარმოება ხდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. არქივის წარმომადგენელმა 2014 წლის 21 იანვარს, ასურეთის საკრებულოს რწმუნებულისაგან ჩაიბარა სოფელ ასურეთის საბჭოს საკრებულოს საკომლო წიგნები 11 ცალი, რომელი ინახება ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში. შესაბამისად ეროვნულ არქივს არ გააჩნია უფლებამოსილება ცვლილება შეიტანოს საარქივო დოკუმენტში. ეროვნულ არქივში დაცული მონაცემები გაიცემა იმ ფორმით და შინაარსით, როგორც დაფიქსირებულია დოკუმენტებში. ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ტექსტში მისი ფორმისა და შინაარსის, მათ შორის, მასში გადმოცემული ინფორმაციის, შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა, აგრეთვე დოკუმენტის გაყალბება და ფიზიკური დაზიანება. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სოციალურ-სამართლებრივ ხასიათის ინფორმაცია მოქალაქეთა და დაწესებულებათა შეკითხვების მიხედვით გაიცემა საარქივო ცნობის, საარქივო პირისა და საარქივო ამონაწერის ფორმით, ამასთან ერთად, საარქივო ცნობა არის შეკითხვის საგანზე საარქივო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი დოკუმენტების საძებნი მონაცემების მითითებით, რომელთა საფუძველზეცაა იგი შედგენილი. საარქივო ცნობები დგება ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე და საარქივო ცნობაში შეიტანება, მხოლოდ დოკუმენტებში მოხსენიებული მასალები. შესაბამისად ეროვნულ არქივს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 06 სექტემბრის #15/133583 წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს (სოფელი არ არის მითითებული) 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ი----- ი-----ის ძე შ---–ი (გადახაზულია გარდაიცვალა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან გ--–--- ი----ს ასული გ-------ი-მეუღლე, გ------ი ი-----ის ძე გ-------ი -შვილი, მ--- ნ----ის ასული გ-------ი-რძალი (გადახაზულია, გავიდა ოჯახიდან). ი-----ი ი-----ის ძე შ---–ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ჩაწერილია გ--–--- ი----ს ასული გ-------ი. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 1957 წელს აგებული 1986-1990 წლებში 80 კვმ საცხოვრებელი სახლი (1988-1990 წლების სახლის აგების წელის გრაფაში მითითებული 57), 1991-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება და 1986-1990 წლებში 0,18 ჰა მიწის ფართობი (1991-1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).

 

თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ--–--- ი----ს ასული გ-------ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: გ------ ი-----ის ძე გ-------ი, ს------მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, გ-----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, ნ----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული. კომლის პირად საკუთრებაში ერიცხება 1996-2000 წლებში 100 კვმ საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი, მათ შორის 80 კვმ საცხოვრებელი სახლი (2001-2009 წლების მონაცემები არ ფიქსირდება, და 1995-1999, 200 (დოკუმენტებში ასეა)წლებში 0,1 ჰა მიწის ფართობი (2001-2009 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).

 

თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ასურეთის 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

შენიშვნა1: თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ასურეთის 1986-1996, 1996-2009 წლების საკომლო წიგნებში გ------ ი------- ძე შ--–-–ის (დაბადებული 22.02.1961) კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

 

შენიშვნა2: თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ასურეთის 1986-1996, 1996-2009 წლების საკომლო წიგნებში გ------ ი-----ის ძე შ--–-–ი (დაბადებული 22.02.1961) კომლის უფროსად არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 06 სექტემბრის 15/133583 ცნობა, ს.ფ.80-85;

 

4.1.2. 2018 წლის 10 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გ-------–--–-–მა, რომ ის დედის გ--–--- გ-------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მარტო და არის კომლის ერთადერთი წევრი, ხოლო საკომლო წიგნში ფანქრით გაკეთებულია მინაწერი (მხოლოდ სახელები), რომ ვინმე ს-----, გ---- და ნ--- არიან მისი კომლის წევრები, ეს ჩანაწერი შეცდომაა, ვინაიდან ,,ს-----, გ---- და ნ---“ არასდროს ყოფილან მისი ოჯახის წევრები და მისთვის უცნობია თუ ვინ არიან ეს პიროვნებები.

 

გ-------–--–-–მა ამავე შინაარსის შუამდგომლობით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ასურეთის ტერიტორიულ ერთეულში.

 

2018 წლის 10 სექტემბრის შესწავლის აქტის თანახმად თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მცხოვრებმა პ--–-------–----–----ამ პ/ნ 6----------, დ----------------–---–მა პ/ნ 2---------- და ზ-----------------–მა პ/ნ 0---------- შეადგინეს აღნიშნული აქტი მასზედ, რომ გ------ შ--–-– პ/ნ 2----------, დედის გ--–--- გ-------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მარტო და წარმოადგენს კომლის ერთადერთ წევრს, ხოლო საკომლო წიგნში ფანქრით გაკეთებული მინაწერი (მხოლოდ სახელები), რომ ვინმე ,,ს-----, გ---- და ნ---“ არიან მისი კომლის წევრები არის შეცდომა, სინამდვილეში აღნიშნული პირები არასდროს ყოფილან გ-------–--–-–ის ოჯახის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-------–--–-–ის განცხადება და შუამდომლობა, ს.ფ. 110-111;

- 2018 წლის 10 სექტემბრის შესწავლის აქტი, ს.ფ. 112.

 

4.1.3. გ-------–--–-– არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ს-----–--- ბ---------სთან.

 

გ-------–--–-–ს ყავს ორი შვილი ვ--- შ--–-– და გ------- შ--–-–.

 

მისი ყოფილი მეუღლე ს-----–-------------ა გარდაცვლილია.

 

გ-------–--–-–ის ძმა ჯ----– გ-------ი გარდაცვლილია;

 

გ-------–--–-–ის მშობლები არიან გარდაცვლილნი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის 52/375747 წერილი, ს.ფ. 122.

- ვ--- შ--–-–ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 123;

- -გ------- შ--–-–ის დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 124;

- ს-----–-------------ას გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ. 125;

- ი------- შ--–-–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ.126;

- ჯ----– გ-------ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ. 127;

- გ--–--- შ---–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, ს.ფ. 128;

 

4.1.4. საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს 340649 წერილით გ-------–--–-–ს ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა მის მიერ 2018 წლის 25 ივლისს წარმოდგენილი №424877/17 განცხადება, რომლითაც მოითხოვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე, 8-.0-.3--1--, 8-.0-.4-.3--, 8-.0-.3--1--, 8-.0-.3-.1-- და 8-.0-.3--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მონაცემებში თანამესაკუთრის შესახებ ჩანაწერების გაუქმება, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის № 8------------06 (01.03.2018), № 8------------05 (05.02.2018), № 8------------11 (24.05.2018), № 8------------06 (01.03.2018) და № 8------------06 (01.03.2018) გადაწყვეტილებებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე უძრავ ნივთებზე დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება, თანამესაკუთრეების მითითებით. აღნიშნულ რეგისტრაციებს საფუძვლად დაედო № 15/133583 საარქივო ცნობა (გაცემული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 06.09.2017 წელს), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის № 1354-13, № 58--13, № 13-9-13, № 1370-13 და № 1374-13 წერილები მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადასტურების შესახებ, №145, №1--, №74, №389 და №68 მიწის განაწილების სიები. № 15/133583 სააქრივო ცნობის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს სოფელ ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნის მიხედვით ის იყო კომლის წევრი, რომლის წევრებს წარმოადგენდნენ გ--–--- ი----ს ასული გ-------ი, ასევე, ს-----, გ---- და ნ---, რომელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და ნათესაური კავშირი მითითებული არ იყო. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების მიღებით საქართველოში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, რომელიც შეეხო როგორც საკომლო, ისე საბაღე, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს (საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა მიმდინარეობდა 1992 - 1999 წლებში). სოფლად მცხოვრებ პირებზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაიცემოდა 1992 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საკომლო ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ თქვენ არ იყავით კომლის ერთადერთი წევრი და კომლში ირიცხებოდნენ სხვა წევრებიც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: 8-.0-.3--1--, 8-.0-.4-.3--, 8-.0-.3--1--, 8-.0-.3-.1-- და 8-.0-.3--1--) დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება, თანამესაკუთრეების მითითებით. განცხადებებისა და უფლებების ელექტრონული წიგნის მონაცემებით, დგინდება, რომ 2018 წლის 26 ივლისს, მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში წარდგენილ იქნა №8-----------, №8-----------, №8-----------, №8----------- და № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდები: 8-.0-.3--1--, 8-.0-.4-.3--, 8-.0-.3--1--, 8-.0-.3-.1-- და 8-.0-.3--1--) საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზების შესწორების მოთხოვნით, თუმცა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს №8------------03 (27.07.2018), № 8------------03 (27.07.2018), № 8------------03 (27.07.2018), № 8------------03 (27.07.2018) და № 8------------03 (27.07.2018) გადაწყვეტილებებით, უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზების გასწორებაზე.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდებით 8-.0-.3-.1--, 8-.0-.3-.3--, 8-.0-.3--1--, 8-.0-.3--1--, 8-.0-.3--1--, რომელთა მესაკუთრეა გ-------–--–-– პ/ნ 2----------, მითითებულია თანამესაკუთრეები, მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს 340649 წერილი.

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკები, ს.ფ.10-20.

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასული გ-------ის კომლის ჩანაწერის მიხედვით კომლის წევრებად ფიქსირდებიან ს-----, ნ--- და გ----, სადაც მითითებული არ არის მამის სახელი გვარი და ნათესაური კავშირი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა გ------–-----–---–მა და ნ----–----------------–---–მა განმარტეს, რომ გ-------–--–-–ს ჰყავს ორი შვილი ვიქტორია და გ-------, მათი დედა ს-----–-------------ა გარდაცვლილია, ხოლო სხვა ოჯახის წევრი, ს-----, გ---- და ნ--- გ-------–--–-–ს არ ყოლია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე 2018 წლის 10 სექტემბრის შესწავლის აქტი, რომლის თანახმად თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მცხოვრებმა პ--–-------–----–----ამ პ/ნ 6----------, დ----------------–---–მა პ/ნ 2---------- და ზ-----------------–მა პ/ნ 0---------- შეადგინეს აღნიშნული აქტი მასზედ, რომ გ------ შ--–-– პ/ნ 2----------, დედის გ--–--- გ-------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს მარტო და წარმოადგენს კომლის ერთადერთ წევრს, ხოლო საკომლო წიგნში ფანქრით გაკეთებული მინაწერი (მხოლოდ სახელები), რომ ვინმე ,,ს-----, გ---- და ნ---“ არიან მისი კომლის წევრები არის შეცდომა, სინამდვილეში აღნიშნული პირები არასდროს ყოფილან გ-------–--–-–ის ოჯახის წევრები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო საკომლო წიგნის ჩანაწერი შესრულებულია ფანქრით, მითითებული არ არის პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მამის სახელი, გვარი, დაბადების წელი), სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასლი გ-------ის კომლის ჩანაწერში არასწორად არის მითითებული ს-----, გ---- და ნ---ს (მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული) კომლის წევრობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ გ-------–--–-–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქციით);

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს.

 

საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად, ”სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

 

საკუთრების უფლების კონკრეტული გარანტია მოცემულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და ხელშეუვალია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, არამედ მითითებული მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასლი გ-------ის კომლის ჩანაწერი( სადაც ფანქრით მიწერილია: ს------მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, გ-----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, ნ----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული) თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საკომლო დავთარის (საკომლო წიგნის) წარმოების წესი დადგენილი იყო ,,საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ” 1968 წლის 25 დეკემბრის კანონით, რომლის 22-ე მუხლის თანახმად, საკომლო წიგნში ხდებოდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერა, რეგისტრაციაში ტარდებოდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა. ამდენად, საკომლო წიგნში რეგისტრირდებოდა 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკოლმეურნეო კომლის შესახებ მონაცემები.

 

1996 წლიდან ამოქმედდა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას; საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

 

აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ საკომლო წიგნში კომლის წევრთა ან კომლის ქონების რეგისტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საკომლო წიგნის ჩანაწერები, როგორც საარქივო დოკუმენტაცია ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკომლო წიგნში რეგისტრაცია და მასში მონაცემების შეტანა/განახლება საკანონმდებლო ბაზის ცვლილებით არ შეწყვეტილა და გაგრძელდა. საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე.

 

საკომლო ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ საკომლო წიგნებზე, რომლებიც სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ (შემდგომ 5 წელიწადში ერთხელ) ივსებოდა თითოეულ კომლზე (ოჯახზე) და რომელშიც ასახულია კომლის (ოჯახის) შემადგენლობა, თითოეული წევრის დაბადების თარიღი და კომლის ქონება. სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს, რომელი სოფლის (დაბა, უბანი, დასახლება), რომელი წლების საკომლო წიგნები ინახება ეროვნულ არქივში.

საკომლო წიგნი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც რაიმე სახის საქმისწარმოება და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია. საკომლო წიგნი იმ სახის დოკუმენტია, რომელიც არქივირებას ექვემდებარება. ამავდროულად საყურადღებოა, რომ რიგ შემთხვევებში ამონაწერი საკომლო წიგნიდან (უძრავ ნივთებზე) პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეთა პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე, საკომლო წიგნი ინახებოდა გამგეობის რწმუნებულთან და მათ გააჩნდათ უფლება საკომლო წიგნის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის და ინფორმაციის ასახვის, რაც ხორციელდებოდა მათ მიერ. პირის მიმართვის საფუძველზე საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის საფუძველზე გასცემოდა ცნობა კომლის შემადგენლობასთან დაკავშირებით და ამ ცნობას ერთვებოდა შესაბამისი ამონაწერი საკომლო წიგნიდან.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. შესაბამისად ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის.

 

რაისაბჭოს აღმასკომი წარმოადგენდა მმართველობის ორგანოს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-80 მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ანუ სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკომლო მეურნეობა არის ოჯახის წევრების საერთო საკუთრება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასული გ-------ის კომლის ჩანაწერში არასწორად არის მითითებული ს-----, გ---- და ნ---ს (მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული) კომლის წევრობის შესახებ.

 

საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას და წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს და არასწორი ჩანაწერის გაუქმების გარეშე შეუძლებელია გ-------–--–-–ის საკუთრების უფლების რეალიზაცია და რაიმე ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო;

 

აღნიშნული, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკომლო წიგნების არასწორი ჩანაწერის არსებობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს გ-------–--–-–ის საკუთრების უფლების რეალიზაციას და ზღუდავს მას, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (უნდა გაუქმდეს) ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასული გ-------ის კომლის ჩანაწერი იმ ნაწილში, სადაც ფანქრით მიწერილია: ს------მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, გ-----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, ნ----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ------ შ--–-–ის თანხმობით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 32-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 257-ე და 3-9-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------–--–-–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თეთრიწყაროს რაიონის ასურეთის სასოფლო საბჭოს ასურეთის 1996-2009 წლების საკომლო წიგნში არსებული გ--–--- ი----ს ასული გ-------ის კომლის ჩანაწერი, იმ ნაწილში, სადაც ფანქრით მიწერილია: ს------მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, გ-----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული, ნ----მამის სახელი, გვარი და ნათესაური კავშირი არ არის მითითებული.

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (თეთრიწყარო, კოსტავას ქუჩა N11);

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე