განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/388-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახ--––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – თა--------------–--ლი
დაცვის მხარე: ბრალდებული – სელ------------ი, დაბადებული 19-- წლის 10 ოქტომბერი, პირადი #2----------, თუ------ის მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ან----–--------ის დასახლება N124.
ადვოკატი - ზა----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თარჯიმანი - ხა-------------ძე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 24 სექტემბერს თუ------ის მოქალაქე სელ------------მა გადაწყვიტა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა თუ------ის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სელ------------ი 2018 წლის 24 სექტემბერს დღის საათებში, მივიდა საქართველო-თუ------ის სახელმწიფო საზღვართან, თუ------იდან უკანონოდ გადმოკვეთა შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახ--––---) N2 სექტორის ვალეს N230-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალი საქართველო-თუ------ის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და რაც შემჩნეულ იქნა ადგილზე მომსახურე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სელ------------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
3.წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 25 სექტემბერს სელ------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სელ------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
კა-------------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდა სასაზღვრო სექტორზე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. რა დროსაც N2 სამმართველოს (ახ--––---) 3 სასაზღვრო სექტორის (ჭა----–ი) დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, N230/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში დამონტაჟებული ფოტო ხაფანგის მიერ დაფიქსირებული იქნა ერთი უცხო პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სექტორიდან დაუყოვნებლივ გავიდა სასაზღვრო განწესი მისი და ვლ----------------ის მონაწილეობით, სასამსახურე ძაღლთან ერთად, „ურალის“ მარკის სამსახურის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით S-------ით. ადგილზე მისვლისას დაიწყეს იმ ადგილის შემოწმება, სადაც ფოტო ხაფანგის მიერ იქნა პიროვნება დაფიქსირებული, სადაც დაახლოებით 16:45 საათზე შეჩერებულ იქნა ერთი პიროვნება, რომელიც მოძრაობდა სახელმწიფო საზღვრიდან საქართველოს სიღრმისკენ, აღნიშნულის შესახებ კი დაუყოვნებლივ ეცნობა ხელმძღვანელობას.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 17-19;
ვლ----------------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდა სასაზღვრო სექტორზე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. რა დროსაც N2 სამმართველოს (ახ--––---) 3 სასაზღვრო სექტორის (ჭა----–ი) დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, N230/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში დამონტაჟებული ფოტო ხაფანგის მიერ დაფიქსირებული იქნა ერთი უცხო პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე სექტორიდან დაუყოვნებლივ გავიდა სასაზღვრო განწესი მისი და ვლ----------------ის მონაწილეობით, სასამსახურე ძაღლთან ერთად, „ურალის“ მარკის სამსახურის ა/მანქანა სახელმწიფო ნომრით S-------ით. ადგილზე მისვლისას დაიწყეს იმ ადგილის შემოწმება, სადაც ფოტო ხაფანგის მიერ იქნა პიროვნება დაფიქსირებული, სადაც დაახლოებით 16:45 საათზე შეჩერებულ იქნა ერთი პიროვნება, რომელიც მოძრაობდა სახელმწიფო საზღვრიდან საქართველოს სიღრმისკენ.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 21-23;
2018 წლის 25 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად 2018 წლის 24 დეკემბერს N3 სასაზღვრო სექტორი ჭა----–ის მონაკვეთის მარცხენა ფლანგის N230-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონშიშეჩერებულ იქნა თუ------ის რესპუბლიკის მოქალაქე სელ------------ი, რომელიც მოძრაობდა თუ------ის სახელმწიფოდან საქართველოს სიღრმისკენ, ჯიპიესით მოხდა კორდინატების აღება, რომლის კოორდინატებია N GPS /8415/459--80 WGS-84.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 24-29;
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ სელ------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სელ------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სელ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სელ------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს სელ------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
10.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება „IPONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 0-------------8, პასპორტი U--------- ყავისფერი საფულე, რომელშიც მოთავსებული არის საბანკო ბარათები და ერთი სპორტული სამგზავრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა პირადი ნივთები,- განთავსებულია ერთ ფუთაში დალუქული ბეჭდიანი ლუქით, ინახება შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყევტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სელ------------ი (პ/N2----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, დაკავებაში ყოფნის ვადის (2018 წლის 24 სექტემბრიდან 2018 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის) გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 4350 ლარის ოდენობით.
2.სელ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 7000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გი----–--------------ეს (პ/ნ 6----------), თანხა გადახდილი სს „საქარტველოს ბანკის“ მეშვეობით, (2018 წლის 26 ოქტომბერს)განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
3.განაჩენის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება „IPONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 0-------------8, პასპორტი U--------- ყავისფერი საფულე, რომელშიც მოთავსებული არის საბანკო ბარათები და ერთი სპორტული სამგზავრო ჩანთა, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა პირადი ნივთები,- განთავსებულია ერთ ფუთაში დალუქული ბეჭდიანი ლუქით, ინახება შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყევტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე