გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5961-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელეები - ნ------------–-----------------–---
წარმომადგენელი - ეთ------------–----------------------–---–-
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–-
მესამე პირი - გ------------–---ი(ასკ 16.1 მუხლი)
წარმომადგენელი - ნ--------------
მესამე პირი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა(ასკ 16.2 მუხლი)
წარმომადგენელი - ა-–-------------–----–---–-
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10აგვისტოს M------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1,ს.ფ. 2-15).
1.2. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, ქ.თბილისში, ს-------------------–-----------------------------------–-------------- 2ოთახი - 3-კვ.მეტრი საცხოვრებელ ფართზე ნ------------–--ის და ა-----------–--ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შეახებ(იხ. სასარჩელო განცხადება; ტომი 1, ს.ფ 2-22).
მოსარჩელეთა განმარტებით, არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მედიცინის ოფიცერი. მას და მის შვილს - ა-----------–--ეს სსსრ თავდაცვის სამინისტრომ საბინაო ფონდიდან გამოუყო და სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ფართი მისამართზე: ქ.თბილისი, სამხედრო დასახლება №173, ხ------------ ქუჩა, სახლი №-, ბინა №-, ორი ოთახი 3- კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართი, რაზეც 1993 წლის 5თებერვალს გაიცა ბინის ორდერი №-0. ამ ორდერის საფუძველზე ჩაეწერნენ ბინაში და დაიწყეს ცხოვრება, სადაც ცხოვრობდნენ 2--- წლამდე, 2--- წლიდან 2--- წლამდე ორივე დედა და შვილი იმყოფებოდნენ პატიმრობაში. პატიმრობიდან დაბრუნებულები კი ბინაში არ შეუშვა აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა, რომლებმაც უცნობია თუ როდის დაიკავეს ბინა, იქ არსებული ნივთებიანად. მათივე განმარტებით, დევნილები უარს აცხადებენ ბინიდან გამოსვლაზე და იქ არსებული ნივთებისა და დოკუმენტაციის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ ყველაფერი გადაყარეს, რადგან აღარ ვარგოდა. დაკარგულ ბინის ორდერთან დაკავშირებით კი მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ყველგან მოიძიეს, მაგრამ არსად აღმოჩნდა.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს სამართლებრივი აქტის გამოცემა, პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებამდე ბინის ფაქტობრივი დაკავების(სარგებლობის) შესახებ, ასევე ითხოვდნენ ცნობას, რომ მათ არ გადასცემიათ და შესაბამისად არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით და მოითხოვეს იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობს სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა განცხადების შეტანის მომენტისთვის, ნ----- და ა-----------–--ეების დაინტერესებაში არსებული ფართის დაკავების დამადასტურებელი დედანი დოკუმენტების ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, განცხადების შეტანის დროის ქვითრებისა და რეგისტრაციის ცნობის წარდგენა. მოსარჩელეებმა წარადგინეს მათ ხელთ არსებული მასალები თანდართული განმარტებებით, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან უარი უთხრა მოსარჩელეებს განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ მათ არ წარადგინეს დედანი დოკუმენტაცია.
მოსარჩელეები განმარტავენ, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე- საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მესამე პირთა პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა- გ------------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.2. მესამე პირს - ქ.თბილისის მუნიციპალტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, წერილობითი ფორმით შესაგებელი - ნ------------–--ის, ა-----------–--ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი თავი შეიკავა სარჩელზე თავისი პოზიციის დაფიქსირებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილია 1993 წლის 05 თებერვალს გაცემული №-0 ორდერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ასლი, რომლის თანახმად, ნ------------–--ეს და მის ვაჟს- ა-----------–--ეს, გადაეცათ 2 ოთახი - 3-კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ.თბილისში, ს-------------------–-----------------------------------–--------------
საქმეში წარმოდგენილი თბილისის გარნიზონის №--- სამხედრო ნაწილის სახლმმართველობის მიერ გაცემული 1993 წლის 10 თებერვლის №--- ცნობით ირკვევა, რომ ნ------------–--ე ნამდვილად ჩაეწერა მისამართზე: ქ.თბილისი, ს-------------------–-----------------------------------–--------------
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის №---------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოქალაქე ნ------------–--ე მოიხსნა რეგისტრაციიდან მისამართიდან: ქ.თბილისი, ნ--------------------------–--------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1993 წლის 05 თებერვალს გაცემული ორდერი №-0(იხ. ტომი 1, ს.ფ. 51-52)
- 1993 წლის 10 თებერვლის №--- ცნობა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 54-55)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017წლის 10 თებერვლის №---------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 110-112)
3.1.2. 2017 წლის 25 მაისს, ნ----- უ----–--ემ და ა-----------–--ემ(წარმომადგენელი ე--------------–----ი) №3---(რეგ. 25/05/17წ. №------), 2017 წლის 28 სექტემბერს №5---(რეგ. 28/09/17წ. №9-----) და 2018 წლის 18 მაისს №4---(რეგ. 21/05/18წ. №4-----) განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3- აპრილის №2-- ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ----- და ა-----------–--ეების მიერ ქ.თბილისში, ნ--------------------------–---------------- ფაქტობრივი დაკავების(სარგებლობის) შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ----- და ა-----------–--ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით და იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობს სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------------–--ის, ა-----------–--ის(წარმომადგენელი ე--------------–----ი) 2017 წლის 25 მაისის №3---(რეგ. 25/05/17წ. №------) განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 113-116)
- ნ------------–--ის, ა-----------–--ის(წარმომადგენელი ე--------------–----ი) 2017 წლის 28 სექტემბერს №5---(რეგ. 28/09/17წ. №------) განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 156-158)
- ნ------------–--ის, ა-----------–--ის(წარმომადგენელი ე--------------–----ი) 2018 წლის 18 მაისს №4---(რეგ. 21/05/18წ. №4-----) განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 165-168)
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018წლის 28 ივნისის M------------- წერილით ნ------------–--ეს(წარმომადგენელი ე-------------–----ი) განემარტა, რომ სარდლობას ნ----- და ა-----------–--ეების მიერ ქ.თბილისში, ხ----------------------------------------------- ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) პერიოდის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. მათ ხელთ არსებული მონაცემების თანახმად ნ----- და ა-----------–--ეებს არ აქვთ საკუთრებაში და არ სარგებლობენ თავდაცვის სამინიტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებით, როგორც თქვენთვის ცნობილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილებოდა ნ----- და ა-----------–--ეების სარჩელი მოპასუხე- თავდაცვის სამინისტროს, მესამე პირის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, ქ.თბილისში, მ------- ს/დ N1--- კორპუსი N-, ბინა N- უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლედ აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ და ნ----- და ა-----------–--ეების სარჩელი დარჩა განუხილველი. ამავე წერილით განცხადებაზე დაუდგინდათ ხარვეზი და დამატებით ეცნობათ, რომ ნ------------–--ისა და ა-----------–--ის მიერ ქ.თბილისი, ხ------------------------------–----------------- საქართველოს პრეზიდენტის 2---წლის 3- აპრილის N--- ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) ფაქტის დასადასტურებლად, საკითხის შესწავლის მიზნით წარედგინათ განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) (სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი)).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 28 ივნისის M-------------- წერილი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-20)
3.1.4. ნ------------–--ის და ა-----------–--ის წარმომადგენელმა ე--------------–----მა 2018წლის 10 ივლისს, №6--- განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, თუმცა მის მიერ არ იქნა წარდგენილი სარდლობის 2018წლის 28 ივნისის M---------------- წერილით მოთხოვნილი მტკიცებულებები, კერძოდ- განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) (სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი)).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------------–--ის, ა-----------–--ის(წარმომადგენელი ე--------------–----ი) 2018წლის 10 ივლისის №6--- განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 21-23)
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018წლის 10 აგვისტოს M-------------გადაწყვეტილებით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ნ------------–--ეს, ა-----------–--ეს(წარმომადგენელი ე--------------–----ი) უარი ეთქვათ განცხადების განხილვაზე, ვინაიდან 2018 წლის 10ივლისის №6--- განცხადებით არ მომხდარა სარდლობის 2018 წლის 28 ივნისის M---------------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 10 აგვისტოს M------------- გადაწყვეტილება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 24-25)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 22 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, გ----------------------–----------------------------–---–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გ------------–---ი თავისი ოჯახით 2002წლიდან დღემდე ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე: ქ.თბილისი, ხ------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-----------------------–-----------------------------–---–-- 2018წლის 22 თებერვლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 106)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მათ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ნ------------–--ის, ა-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3- აპრილის №--- ბრძანებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს M--------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში 2--- წლის 06 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3-აპრილის №--- ბრძანებულება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2--- წლის 06 სექტემბრის №1037 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. ამასთან, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3- აპრილის №--- ბრძანებულებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2--- წლის 6სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3- აპრილის №--- ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის(შემდეგში - ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა)დაინტერესებული პირის განცხადება; ბ)ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 78.1 მუხლის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ)განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ)მოთხოვნას; დ)განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე)განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს, ნ------------–--ის, ა-----------–--ის წარმომადგენელმა ე--------------–----მა №3---(რეგ. 25/05/17წ. №------), 2017 წლის 28 სექტემბერს №5---(რეგ. 28/09/17წ. №------) და 2018 წლის 18 მაისს №4---(რეგ. 21/05/18წ. №4-----) განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის 3-.04.2--- წლის №--- ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ----- და ა-----------–--ეების მიერ ქ.თბილისში, ნ--------------------------–---------------- ფაქტობრივი დაკავების(სარგებლობის) შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ----- და ა-----------–--ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით და იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობს სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.
6.3. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 3- აპრილის №--- ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება:
ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ან/და
ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში(მათ შორის სამსახურებრივ სარგებლობაში) გადაცემის შესახებ, ან/და
გ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას ან;
დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018წლის 28 ივნისის M---------------- წერილით ნ------------–--ეს(წარმომადგენელი ე-------------–----ი) განემარტა, რომ სარდლობას ნ----- და ა-----------–--ეების მიერ ქ.თბილისში, ხ----------------------------------------------- ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) პერიოდის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. მათ ხელთ არსებული მონაცემების თანახმად ნ----- და ა-----------–--ეებს არ აქვთ საკუთრებაში და არ სარგებლობენ თავდაცვის სამინიტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებით, როგორც თქვენთვის ცნობილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში იხილებოდა ნ----- და ა-----------–--ეების სარჩელი მოპასუხე- თავდაცვის სამინისტროს, მესამე პირის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, ქ.თბილისში, მ------- ს/დ N1--- კორპუსი N-, ბინაN- უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლედ აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ და ნ----- და ა-----------–--ეების სარჩელი დარჩა განუხილველი. ამავე წერილით განცხადებაზე დაუდგინდათ ხარვეზი და დამატებით ეცნობათ, რომ ნ------------–--ისა და ა-----------–--ის მიერ ქ.თბილისი, ხ------------------------------–----------------- საქართველოს პრეზიდენტის 2---წლის 3- აპრილის N--- ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების(სარგებლობის) ფაქტის დასადასტურებლად, საკითხის შესწავლის მიზნით წარედგინათ განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) (სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი)).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ------------–--ის, ა-----------–--ის წარმომადგენელმა ე--------------–----მა 2018 წლის 10 ივლისს №6--- განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, თუმცა მის მიერ არ იქნა წარდგენილი სარდლობის 2018 წლის 28 ივნისის M---------------- წერილით მოთხოვნილი მტკიცებულებები, კერძოდ განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი) (სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი)). შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018წლის 10 აგვისტოს M------------- გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, ნ------------–--ეს, ა-----------–--ეს(წარმომადგენელი ე--------------–----ი) უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, ვინაიდან 2018 წლის 10ივლისის №6--- განცხადებით არ მომხდარა სარდლობის 2018 წლის 28 ივნისის M------------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა უფლებამოსილი იყოს 2018 წლის 10 აგვისტოს M------------- გადაწყვეტილებით, ნ------------–--ის, ა-----------–--ის(წარმომადგენელი ე--------------–----ი) 2018 წლის 10 ივლისის №6--- განცხადება დაეტოვებინა განუხილველი. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავად იყო ვალდებული მოეძიებინა მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება და არ დაედგინა ხარვეზი,- აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან როგორც აღინიშნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის,- ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–--ის, ა-----------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018წლის 10 აგვისტოს M------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------–--ის, ა-----------–--ის სარჩელი მოპასუხე- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მესამე პირების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, გ------------–---ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი