განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001160848
საქმეN1-1491/15წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი -ად--–----–--------ა
დაცვის მხარე
ბრალდებული: ლ-–ა გო-----ძე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადებული: 2--07.19-0 წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ქობულეთი, ნი---–---–-------
ბრალდებულის ადვოკატი - პა-----–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,დ”ქვეპუნქტები.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №172300915002
1. აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ-–ა გო-----ძეს ბრალად ედება ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანის ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
ბრალდების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განაჩენით ქურდობისათვის (177-2-ა) ნასამართლევი ლ-–ა გო-----ძე, 2015 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ქობულეთში, დ. აღ--–-----–-ს ქN9--ში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის დაეუფლა გუ-----------ის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - ავტომანქანას ,,FO---------’’-ს, სახ. ნომრით TTF-7-- და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ლ-–ა გო-----ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,დ”ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ლ-–ა გო-----ძემ ჩაიდინა ქურდობა , კერძოდ:
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს გუ-----------ის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ქობულეთში აღ--–-----–-ს ქ #9- თან გაჩერებული ავტომანქანის გატაცების ფაქტზე; გუ-----------ის შეტყობინებით მის კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა და მოახდინა სხვა ავტომანქანაზე შეჯახება; (იხ ს.ფ. 2-7)
მოწმის სახით დაკითხვისას გი-----------–--ემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედება დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ამოღებული იქნა ავტომანქანები და გადაიყვანა ქობულეთის რაიონულ სამმართველოში; საღამოს საათებში ჩატარდა, დათვალიერებას ესწრებოდა ექსპერტი გი------ ნიჟარაძე და ავტომანქანის მფლობელები; საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იდგა მე--------ი; მასთან ახლოს იდგა ავტომანქანა ფ--------------ო, დაზიანებებიც დააფიქსირა, ავტომანქანა ფ--------------ოდან ამოიღო ფლოსტები, ისინი ეყარა საჭის ქვევით; ოქმი თავად შეადგინა ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 09.06.2016წ 16:26:23სთ-16:40:28სთ);
2015 წლის 30 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქობულეთში დავითა აღ--–-----–-ს გამზირი N9- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც დგას მუქი ფერის ,,მე--------ის’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით BTM-6--. აღნიშნულ ავტომანქანას დაზიანებული აქვს მარცხენა უკანა და წინა კარი, უკანა ბამპერი მთლიანად, მარჯვენა უკანა კარი და უკანა მარჯვენა ფრთა. აღნიშნული ავტომანქანიდან წინ დაახლოებით 7 მეტრში გაჩერებულია ავტომანქანა ,,ფ--------------ო’’ სახელმწიფო ნომრით TTF-7--, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა კუთხე, ასევე წინა ბამპერი მარჯვენა კუთხეში. ავტომანქანა ფორდი სახელმწიფო ნომრით TTF-7-- ექსპერტის მიერ. ავტომანქანას სალონში წინა მარცხენა მხარეს საჭის ქვემოთ სამუხრუჭე ხუნდთან ელაგა ერთი წყვილი საზაფხულო ფლოსტები ,,ადიდასის’’ ფირმის. აღნიშნული ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ, რომელიც ჩაიდო პოლიეთილენის სპეციალურ გამჭვირვალე პარკში და დაილუქა ლუქით FCD 596143. ასევე დამუშავებული იქნა ავტომანქანის სალონი სპეციალური დაქტილოფხვნილით, რა დროსაც რაიმე სახის კვლები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. ავტომანქანაში რაიმე სახის ლაქები ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. აღნიშნული ავტომანქანის სალონი, კერძოდ სავარძლები არ აქვს. აღნიშნული ავტომანქანები ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და გადაყვანილი იქნენ ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე საგანი, ნივთი ვერ იქნა აღმოჩენილი და ამოღებული. შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა მობილურ ტელეფონის მეშვეობით; (იხ ს.ფ.66-76)
დაზარალებულმა გუ-----------ემ განაცხადა, რომ მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში თვეში 500 ლარს უხდიდნენ, შემთხვევის დღეს ბოლო გასვლა იყო სოფელ ლეღვაში; დამუშავდა ინფორმაცია და მივიდნენ ა----ის ოფისში ინფორმაციის გადასაცემად; ჟურნალისტმა დააგვიანა გამოსვლა და შეაკითხა შენობაში, უთხრა, რომ ინტერნეტი იყო უხარისხო და ამიტომ აგვიანდებოდა; შუა ოთახში იყო გამოსული კიბის თავთან დაინახა, თავისი მანქანის უკანა ნაწილი, 60 მეტრში, 40 მეტი გაიარა კიდე, და შეუხვია ეზოში ასევე სწრაფად; რომ მობრუნდა უკვე ნ---- ინ--–---–ი უკავშირდებოდა 112-ს; უთხრეს, რომ მისი მანქანა დამტვრეული იყო ეზოში და არ ედარდა; შვილს აცნობა ამ სიტუაციის შესახებ, მოვიდა პოლიციის თანამშრომლები; დათვალიერებაზე მონაწილეობას იღებდა მეორე მანქანის მეპატრონეც; მანქანა დაატოვებინეს, ჩავიდა სამი ოთხი დღის შემდეგ და აუწყეს რომ მანქანის გამტაცებელი ყავდათ დაკავებული ამის შემდეგ არავინ არ შეხმიანებია; ავტომანქანის ფორდია გერმანული წარმოშობის, მუქი ფერის; ტყავის სალონით; 2001 წელია გამშვების წელი; მანქანის ღირებულებაა 4300 აშშ დოლარი ; ამჟამად მანქანა ისევ დალუქულია, არ იცის რა მდგომარეობაშია, საბურავები დაშვებულია, მოითხოვს ბრალდებულისაგან 3000 აშშ დოლარს; მანქანაში ჩაჯდომის პროცესი არ დაუნახავს, მარტო იყო თუ არა ისიც არ იცის; მანქანის უკანა ნაწილი დაინახა, მანქანამ დაახლოებით 120 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ შეუხვია; (იხ ოქმი 10.06.2016წ 13:48:25სთ-14:28:08სთ);
2015 წლის 23 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გუ-----------ემ ნებაყოფლობით წარმოადგინა ავტომანქანა ფ--------------ო სახელმწიფო ნომრით TTF-7-- - ის სარეგისტრაციო მოწმობა, გამოშვებული 2000 წელს, გაცემული სულიკო სვანიძის სახელზე 13.08.2013 წელს.
გუ-----------ის განმარტებით სულიკო სვანიძე არის თავისი შვილი და აღნიშნული ავტომანქანა არის რეგისტრირებული თავისი შვილი სახელზე, მაგრამ არის თავისი კუთვნილება. აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობა დასკანერდა და აიტვირთა შესაბამის ფაილებში, სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი დაერთო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო მოწმობა დაუბრუნდა გუ-----------ეს. (იხ.ს.ფ. 88-89);
2015 წლის 28 ოქტომბრის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ს/ტ-3----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის. (იხ დასკვნა)
საქმის განხილვისას გი---------------–მა განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა; ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა მე--------ის მარკის და „ფ--------------ოს“ მარკის ავტომანქანები; კითხვა დასმული იყო დაზიანებებთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა სახის დაზიანებები ჰქონდა; შემთხვევა აღწერილი იყო იმ სახით, რომ ლ-–ა გო-----ძე ფარულად დაეუფლა გუ-----------ის ავტომანქანას და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეეჯახა ეზოში შესული მე--------ის მარკის ავტომანქანას; ავტომანქანების შესწავლის შედეგად გააკეთა შესაბამისი დასკვნა; დასკვნის გასაცემად გამოიკვლია მხოლოდ შეკითხვების შესაბამისად დაზიანებები ; მისი კვლევის საგანს არ წარმოადგენდა მანქანის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა; სიღრმისეული დაზიანებები ავტომობილს არ აღენიშნებოდა, იყო მექანიკური დაზიანების კვალი; (იხ ოქმი 07.10.2016წ11:09:17სთ-11:16:39სთ);
2015 წლის 31 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით #3---ს დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოგდენილი ავტომანქანის M-----------z 190 E 1.8, სახელმწიფო ნომრით BTM-6-- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 3800 (სამიათასრვაასი) ლარს, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 650 (ექვსასორმოცდაათ) ლარს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის ,,FO---------’’-ს, სახ. ნომრით TTF-7-- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 3100 (სამი ათასი) ლარს, ხოლო დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 160 (ასსამოც) ლარს. (იხ ს.ფ. 107-112);
დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის 13 ნოემბრის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი გუ-----------ის მფლობელობაში არსებული 2000 წელს დამზადებული ავტომობილი ,,FO---------’’, სახ. ნომრით TTF-7--, საიდენტიფიკაციო N(VIN): WF0AXXGBBAYK49559, ტექნიკური თვალსაზრისით იმყოფება გამართულ მდგომარეობაში, გარდა სამუხრუჭე სისტემისა, რომელიც დაზიანდა ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, ხოლო რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებას, გატეხილია წინა ბამპერის მარჯვენა გვერდი და დეფორმირებულია წინა მარჯვენა ფრთის წინა ნაწილი.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2000 წელს დამზადებული ავტომობილი ,,FO---------’’, სახ. ნომრით TTF-7--, საიდენტიფიკაციო N(VIN): WF0AXXGBBAYK49559, ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, მასზე ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად განვითარებული დაზიანებები, არ წარმოადგენს იმ კატეგორიის დეფექტს, რომელიც განაპირობებს ავტომობილის მსგავსი სახით დაზიანების შემთხვევაში მის უსაფრთხო ექსპლუატაციას ან/და ექსპლუატაციის პირობებში სვლის შეფერხებას.
აღნიშნული ავტომობილი ავტო-საგზაო შემთხვევის შემდგომ, იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად შეძლებდა გადაადგილებას, ექსპლუატაციის პირობებისა და ხანდაზმულობის გათვალისწინებით, განცდილი ცვეთის ზემოქმედებით არსებული ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისი სიჩქარით, ქარხანა დამამზადებლის მიერ, მოცემული მარკა მოდელის მოდიფიკაციის მქონე ავტომობილებისათვის კონსტრუქციულად გათვალისწინებული სიჩქარის ფარგლებში; (იხ. ტომი 2, ს.ფ.224-233)
საქმის განხილვისა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა და-------------–---------------------–--–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)
ბა------–-----ის განმარტებით - ლ-–ასთან ცხოვრობდა 2012 წლიდან 2014 წლამდე ქირით; საკუთრებაში ყავდა ავტომანქანა; მამამისთან მეგობრობდა, ლ-–ას პატარა ბავშვი ყავდა, დაყავდა ოჯახში, ბაღში; ტაქსების გაჩერების ადგილია მუზეუმის გვერდით და მიმდებარედ არის ა----ის ოფისი; ამ პერიოდში, როცა გამოდიოდა ბავშვით უჯდებოდა მიყვებოდა ბაღში; წესი აქვს რომ გასაღებს მანაქანაში ტოვებს, იყო შემთხვევები, როცა ლ-–ას მიყავდა, მას შეეძლო, რომ ემართა ეს მანქანა; ზოგჯერ არც იყო მაქანასთან , ზოგჯერ ეძინა და მანქანა გასაღებით იდგა იმავე ადგილზე სადაც აჩერებდა; იყო შემთხვევები, როცა თავად გაატანა, ნასვამ მდგომარეობაში არ მოსულა ლ-–ა არასდროს, რომ მანქანა გაეტანებინა, ბავშვის გადასაადგილებლად აყენებდა; მანქანის გასაღებს ყოველთვის ტოვებდა და მას რაიმე შემთხვევაც არ ჰქონია; ლ-–ას ენდობოდა, არც იკადრებდა ლ-–ა ცუდს, ამაში დარწმუნებულია, იმ დღეს დამსვენებლები ყავდა და გვიან მოვიდა ადგილზე და შემდეგ გაიგო; (იხ ოქმი 10.06.2016წ 13:25:40სთ-13:38:20სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ლე--------–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქობულეთი აღ--–-----–-ს ქ, #9--ში; 30 სექტემბერს იყო მეუღლის მამასთან აღ--–-----–-ს ქუჩაზე 728 ნომერში, დაუკავშირდნენ რომ მის მანქანას ეზოში გაჩერებულს სადგომის წინა დაეჯახა მანქანა; მოვიდა, ნახა, რომ მანქანაზე შეჯახებული იყო ავტომანქანა ფორდი; მოიკითხა თუ რა მოხდა; ფორდის მეპატრონემ უთხრა, რომ მისი მანქანა მოიპარეს , ეზოში შემოვიდა და დაეჯახა მის მანქანას; მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანები დაასურათეს; მოგვიანებით გაიგო, რომ ლ-–ა გო-----ძე ყოფილა საჭესთან მისი მეზობელი და ის დაეჯახა მის მანქანას; მას ლ-–ას მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ აქვს; მას ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს; არ იცის როგორ და რა ფორმით მოხდა შემთხვევა; (იხ ოქმი 10.06.2016წ 13:40:57სთ- 13:44:17სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას გუ-------------მა განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს დილიდან იყო შპს უნიმედი აჭარის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მორიგე ექიმი, დაახლოებით 19:30 საათზე მიმღებ განყოფილებაში შემოიყვანეს ერთი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო - ლ-–ა გო-----ძე; მას ახლდა რამდენიმე მამაკაცი ; აუხსნეს, რომ ლ-–ა წაიქცა და მიიღო ხელზე დაზიანება; ლ-–ა გო-----ძეს აშკარად ეტყობოდა რომ იყო მთვრალ მდგომარეობაში; გადაუღეს რენდგენი, მოტეხილობა არ დაფიქსირდა; თავად ლ-–ა იყო გაღიზიანებული, მან ისე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, რომ რაიმე სახით მისთვის სხვა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ მოხერხდა; (იხ სხდომის ოქმი 02.03.2017წ )
ღუ--------------–---–მა განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა; წარმოდგენილი იყო ამბულატორიული ბარათი და მის საფუძველზე მის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა ლ-–ა გო-----ძის მიმართ; სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დგინდებოდა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს 19:55 საათზე იყო მიყვანილი ლ-–ა გო-----ძე არაფხიზელ მდგომარეობაში, დაესვა დიაგნოზი მარჯვენა იდაყვის დაჟეჟილობა; აღნიშნული მონაცემებით ლ-–ა გო-----ძეს მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა; ლ-–ა გო-----ძე მას პირადად არ უნახავს, მხოლოდ და მხოლოდ შეამოწმა სამედიცინო დოკუმენტაცია და დასკვნა გასცა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე - მასალების საფუძველზე; შემთხვევიდან უკვე გასული იყო დაახლოებით 23 დღე და ამ დროს უკვე ობიექტური მონაცემების მიღება ისედაც შეუძლებელია იქნებოდა და ამიტომ პიროვნების წარდგენაც რაიმე სახის ობიექტურს სურათს ვერ მისცემდა; სამედიცინო დოკუმენტაციით რაიმე სახის ტრამვა - მოტეხილობა დაფიქსირებული არ იყო; (იხ ოქმი 06.10.2016წ, 16:00:47სთ-16:11:10სთ);
ნ---- ინ--–---–მა განაცხადა, რომ ჩვეულებრივად ამ დღეს მუშაობდა, მთელი დღის განმავლობაში გადაღებულ მასალას აგზავნიან ტელევიზიაში; დაახლოებით ქობულეთის ოფისიდან გადაინაცვლეს ა----ის ოფისისკენ, სადაც უნდა მოეხდინათ მასალის გადაგზავნა, მთელი მასალის ტელევიზიაში მძღოლთან ერთად მივიდა, ინტერნეტ პროვაიდერის შენობაში შევიდა, დაახლოებით 15 წუთი იყო ოფისში შემოაკითხა მძღოლმა თუ რატომ დაგვიანდა, ამ დროს მოხდა მათი მანქანის წაყვანა; და მძღოლმა დააფიქსირა პირველად, გამოიძახა პოლიცია; ადგილზე პოლიცია მივიდა; გამოკითხეს პოლიციის შენობაში; პოლიციის მოსვლამდეც გაიგეს, რომ მათი მანქანა იმყოფებოდა იქვე ახლოს ეზოში და შეჯახებული იყო სხვა ავტომანქანაზე; ა----ის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული ავტომანქანა, მძღოლმა შემოაკითხა და იდგა კარებთან; პირველად თავად გაიგონა მანქანის გასვლის ხმა რადგან იჯდა ახლოს ფანჯარასთან; ვინ დაჯდა ავტომანქანაში არ დაუნახავს, დაინახა, მხოლოდ შავი მაისური ეცვა; ლ-–ა გო-----ძესთან პირადი ნაცნობობა არ აკავშირებს, დაახლოებით სამი წელი ერთად სწავლობდა ლ-–ა გო-----ძის მეუღლესთან და მას იცნობს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონია; ავტომანქანა იყო ფ--------------ოს მარკის მუქი ფერი , წინ და გვერდზე ჰქონდა აჭარის ტელევიზიის პატარა ლოგო; არ ახსოვს სმს-ების მიწერა სალომეზე - ლ-–ას მეუღლეზე, არც ტექსტები ახსოვს; (იხ ოქმი 2--11.2017წ ; 16:13:46სთ-16:34:57სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას გი------ გამყრელიძემ განაცხადა, რომ პროკურორის სიტყვიერი დავალებით ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში, ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაკითხული ყავს მოწმის სახით ბრალდებული და ასევე სხვა პირები; საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ლ-–ა გო-----ძის და ადვოკატის მონაწილეობით და ასევე მონაწილოებას იღებდა გარეშე პირი, რადგან ლ-–ა გო-----ძეს დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა ხელი; გარეშე პირი ასევე მონაწილეობას იღებდა მის დაკითხვისას; (იხ ოქმი 06.10.2016წ, 16:13:19სთ -16:24:08სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა ან--------------------------------------------------------------------–-გ გო-----ძემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა, განმარტეს, რომ რაიმე სახის პრეტენზია საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა; (იხ სხდომის ოქმი 19.10.2017წ, 29.06.2016წ)
მოწმის სახით დაკითხვისას მა-------------–--ლმა განაცხადა, რომ არ ახსოვს დაიკითხა თუ არა პოლიციის განყოფილებაში ლ-–ა გო-----ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 30 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით; არც ახსოვს რაიმე ფაქტი; განმარტებას ვერ აძლევს, რაც შეეხება ხელის მოწერას კონკრეტულ საქმეზე დაკითხვის ოქმში აფიქსირებს; მას არც სმენია ლ-–ა გო-----ძის მიერ ავტომანქანის გატაცებასთან დაკავშირებით;(იხ ოქმი 02.05.2018წ; 16:47:15სთ-16:58:58სთ)
მოწმე რო-----------–--ლმა განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს კერძო დაცვის სამსახურიდან მოდიოდა სახლში ოჯახური პრობლემა ჰქონდა; ელოდებოდა მიკროავტობუსს, დაახლოებით 18:25 საათი იქნებოდა სს“პროკრედიტ ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ნასვამ მდგომარეობაში იყო ლ-–ა გო-----ძე, აარიდა თვალი; დაახლოებით 20-25 მეტრში იდგა ა----ის ოფისთან მუქი ფერის ავტომანქანა; ლ-–ა წავიდა პირდაპირ მანქანისკენ ჩაჯდა გაიარა ცოტა და შეუხვია კორპუსისკენ; დაინახა იმ მანქანიდან, რომელშიც შემდეგ ლ-–ა ჩაჯდა, მძღოლი გადმოვიდა, მანქანა მუშა მდგომარეობაში დატოვა კარები იყო მანქანის ღია; ამ დროს სამსახურის მანქანამ მიაკითხა და წავიდა სახლში; ლ-–ას ეცვა შორტი მაისური და ფლოსტები; (იხ ოქმი 02.05.2018წ,17:04:31სთ-17:40:36სთ)
სუ-–-------–-----ემ განაცხადა, იმ დღეს ქუჩის მხარეს გავიდა ა----ის ოფისისკენ, ავტომანქანა შემოვიდა და მასში იჯდა ჟურნალისტი ნ---- ინ--–---–ი, მას ხელში ნოუთბუქი ეჭირა; მატ ოფისი მიასწავლა, შემდეგ წამოვიდა მაღაზიისკენ; ლ-–ა დაინახა ბოძზე მიყუდებული გამოელაპარაკა, ძალიან მთვრალი იყო, უნდოდა სახლში წაეყვანა, ამ დროს მუზეუმთან არ მისული, ახლობელმა დაურეკა და მოიკითხა სად ხარო, ლ-–ამ უთხრა რომ თავისი ფეხით წავიდოდა; 50 60 მეტრი ჰქონდა გასავლელი სახლამდე და დატოვა, თავად წავიდა ნაცნობთან შესახვედრად; მოტრიალდა ა----ის ოფისისკენ მანქანა მათი იდგა და მანქანის კარი იყო ღია; ნაცნობთან საუბრისას დაინახა სანაპიროს მხრიდან შემოვიდა მანქანა , შეუხვია ეზოში, პირველივე კორპუსის ეზოში და შეეჯახა მეორე ავტომანქანას; მანქანასთან მივიდა და ლ-–ა აღმოჩნდა შიგ, ბა----- დავღუპეო იძახდა; იქ ხალხმა შეიყარა თავი; მიატოვა ის ადგილი და ბა-----ს მოსაძებნად გავიდა; ბადრო ვერ მოძებნა, უთხრეს, რომ კლიენტი წაყვანილი ყავდა და მაშინ მიხვდა, რომ ბა-----ს მანქანა არ იყო იქ, რომელშიც ლასა იჯდა და რომლითაც შემთხვევა მოუვიდა;
ამ დროს მათი ეზოს შუქების რემონტი მიმდინარეობდა და გათიშული იყო შუქი, მაგრამ არც ისე ბნელოდა; ბა------–-----ეს იცნობს იქ დგას ტაქსით; ლ-–ა დაუნახავს ბა-----ს მანქანით არაერთხელ; ლ-–ა, რომ იძახდა ბა----- დავღუპეო და მანქანა როგორც დააკვირდა უკვე არ იყო ბა-----ს მანქანა, - გავდა მაგრამ სულ იმდაგვარი ფერის არ იყო; ლ-–ას რომ დაცილდა დაახლოებით 15 წუთში მოხდა ეს; ა----ის მოპირდაპირე მხარეს; ა----ის წინ იდგა ეს მანქანა; ერთი ქუჩის ორი მხარეა; იქვე დაშორდა იმ ქუჩაზე; შეჯახების შემდეგ , რომ მივიდა მანქანასთან, კარი თავად გააღო და ბა----- მომიძებნეო მანქანა მისია და წამოვიყვანეო, - ასე ეუბნებოდა; თავადაც ამიტომ გაემართა ბა-----ს მოსაძებნად და მოიკითხა; ეზოში შესვლის პროცესი დაინახა აჩქარებული შემოვიდა მანქანა პირველი კორპუსია იქ და შემოვიდა; (იხ ოქმი 26.11.2018წ 14:25:55სთ-14:38:43სთ)
მი----–--------–-–--ლმა განაცხადა, რომ ახსოვს 2015 წლის 30 სექტემბერს არასამუშაო დღე იყო და სახლში იმყოფებოდა; შუადღის შემდეგ ჩავიდა სადარბაზოში სიგარეტს ეწეოდა, გაიგონა ეზოში ავტომანქანის შეჯახების ხმა და წავიდა ინსტიქტურად იმ ადგილისკენ, სიდანაც ხმა მოესმა, რადგან ადგილს ვერ ხედავდა ეზოში არსებული მცენარეების გამო; დახვდა შემდეგი სურათი: ავტომანქანიდან გადმოდიოდა მისი მეგობარი ლ-–ა გო-----ძე და მასთან მივიდა ახლოს; პირიდან ამოდიოდა ალკოჰოლის სუნი, ის ხელს იტკიებდა, იძახდა, რომ ეს რა მოუვიდა, ბა-----ს დავუმტვრიე მანქანაო, ბა----- მათთვის ნაცნობი პიროვნებაა იქვე უბანში ცხოვრობს, ის ტაქსაობს; ჩათვალა რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა და რამდენიმე მეტრში სამანქანო გზისკენ წავიდა, როგორც ახსოვს ფორდის მარკის ავტომანქანა გაჩერდა და იქედან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, ლ-–ას შეეკითხა თუ რა მოუვიდა, ჩათვალა, რომ იცნობდა და თხოვა გადაეყვანა ლ-–ა საავადმყოფოში, რაზეც დათანხმდა, მას როგორც იცის გაყვა რამდენიმე პირი; ის საავადმყოფოში ლ-–ას არ გაჰყოლია მანქანას, რადგან ლ-–ას ნაცნობი იყო ხსენებული ახალგაზრდა; მისი ადგილზე დარჩენის მიზეზი იყო ის, რომ გაერკვია რა მოხდა სინამდვილეში; ბა------–-----ის ავტომანქანა მე--------ი მარკისაა მუქი ლურჯი ფერის, ის მანქანა რომლითაც შეეჯახა ლ-–ა, - ფერი ერთი აქვთ; შემდეგ კი აღმოაჩინა ნამდვილად სხვა მანქანა იყო, მაგრამ იმ დროს, როცა მივიდა და თან ლ-–ა იძახდა, ჩათვალა, რომ ბა------–-----ის მანქანა იყო; ბა------–-----ის მანქანას ლ-–აც და თავადაც იყენებდა; უმეტესად მას ჭირდებოდა ბავშვის წასაყვანად; ლ-–ას იმ დროისთვის ყავდა თუ არა ავტომანქანა , არ ახსოვს; ამჟამად კი იცის, რომ ყავს; მაგრამ რა დროიდან , არ იცის; მანქანა , რომლითაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა მარტო იყო; შემდეგ ავტომანქანაში რამდენიმე პიროვნება შენიშნა, უკვე საავადმყოფოსკენ წასული; ბა------–-----ეს ავტომანქანაზე ტაქსის ტრაფარეტი ყოველთვის არ აქვს, შესაძლებელია ის მოხსნას; (იხ სხდომის ოქმი 17.07.2018წ. 11:18:12სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–----------ემ განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს ჩამოვიდა ეზოში, მეგობრებმა შეკრიბეს თანხა და დაიწყეს დალევა, ლ-– ამოვიდა მათთან ის უკვე იყო ნასვამი შემოუერთდა მათ, კარგად დალიეს; თავად დატოვა სუფრა, რადგან მიდიოდა მამის სანახავად საავადმყოფოში, ოჯახიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს მომხდარის შესახებ; ლ-–ას როგორც გაიგო, აერია მანქანები, ბა------–-----ის მანქანას ლ-–ა იყენებდა, და ეს არაერთხელ დაუნახავს, ადასტურებს, რომ მანქანა არ გაუტაცებია; ბა------–-----ე ა----ის წინ აყენებს ავტომანქანას; ბა----- ხშირად აძლევდა ლ-–ას მანქანის მართვის უფლებას; ის ხშირად იყენებდა; ლ-–ა ხან სხვებსაც ისვამდა და იყენებდნენ, ბა----- გასაღებს მანქანაში ტოვებდა სულ, ხშირად მანქანასთანაც არ არის; თავად შემთხვევას არ შესწრებია; მანქანები ერთმანეთს ნამდვილად წააგავს, წინა მაშუქი ფარებით უფრო გავს; ეზოში დაახლოებით 12:00 საათი იქნებოდა; ეზოში იყვნენ, ვინც ახსოვს ბესიკ მახარაძე, გი------ ბალაძე და სხვ (იხ ოქმი 17.09.2018წ 14:46:37სთ- 15:45:47სთ);
ჯა---------მ განაცხადა, რომ ბა------–-----ეს იცნობს, არაერთხელ უნახავს, რომ ლ-–ა გო-----ძე მართავს მის ავტომანქანას, არც არასდროს არ ექმნებოდა პრობლემა , როგორც გაიგო ეს შემთხვევა მოხდა იმის გამო, რომ ბა-----ს შაინიძის მანქანის მსგავსია, ლ-–აც ნასვამი იყო აერია და დაჯდა ავტომანქანაში და გადაწყვიტა ალბათ ეზოში შესვლა; მსგავსება არის ის, რომ ერთი და იგივე ფერის ავტომანქანებია და ბა-----ს სწორედ იმ ადგილზე აჩერებდა ავტომანქანას სადაც ეს მანქანა იდგა; ა----ის ოფისის წინ; ლ-–ას სახლი იქ ახლოა ; იცის, რომ ა----ის ოფისის უკან არსებულ კორპუსების ეზოში მოხდა შემთხვევა; 50 მეტრის მოშორებით იყო შესაძლებელი მანქანით ეზოში შესვლა, ფეხით მოძრაობისას კი იქვეა და შესასვლელი, მაქსიმალური მანძილი არის 100 მეტრი; ეზოში მხოლოდ შესასვლელია და სხვა გზით გამოსვლა შეუძლებელია უკან უნდა გამოვიდეს მანქანა; შემთხვევის შესახებ მეორე დღეს შეიტყო, იცნობს ყველას; ბა-----სგან გაუკვირდა, რომ არ უნდა ემოქმედა, თუმცა აღმოჩნდა რომ ბა-----ს მანქანა ეს არ ყოფილა; ლ-–ას მეუღლისგან შეიტყო; თავიდან ეგონათ ბა-----ს მანქანა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არ იყო; ლ-–ას როცა შეეკითხა მანაც უთხრა, რომ ნასვამი იყო და ჯერ ისედაც არ უნდა დამჯდარიყო საჭესთან და მეორეც შეეშალა ავტომანქანა და ასე ამის გამო პრობლემები შეექმნა; (იხ. ოქმი 17.09.2018წ 14:58:07სთ-15:05:36სთ)
ნ---- მე-----–---მ განაცხადა, რომ ბრალდებული არის მისი შვილის მეუღლე ადვოკატს წარუდგინა თავისი კუთვნილი ტელეფონი, რომლიც ხდებოდა მიმოწერები, ლ-–ა გადამალეთო, ამათმა ყველაფერი იციანო; პოლიციის თანამშრომლებს გულისხმობდა; შეტყობინებებს აგზავნიდა ნ---- ინ--–---–ი; ლ-–ა იყო ნასვამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ ის თქვას, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და ვერც გაათვითცნობიერა რა მოიმოქმედა, და მოხდა გაუგებრობა; მანქანა მასაც ყავს და ოჯახსაც ყავდა;(იხ. ოქმი 17.09.2018წ; 14:01:49სთ-14:08:24სთ)
სა-–---------–----–--ლმა განაცხადა, რომ ლ-–ა გო-----ძე არის მისი მეუღლე; სამსახურიდან წავიდა ბავშვი მოიყვანა, მეზობელმა უთხრა, რომ მისი მეუღლე ლ-–ა იყო ეზოში ნასვამ მდგომარეობაში, რამოდენიმე წუთში სხვა მეზობლებმაც უთხრეს, რომ ლ-–ა გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ბავშვი ყავდა სახლში ვერ დატოვა; გაიგო რომ ლ-–ას მიერ აჭარის ტელევიზიის მანქანა იყო წაყვანილი , ნ---- ინ--–---–ი იყო ახლობელი, გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, მან აცნობა რომ აჭარის ტელევიზიის ოფისში იმყოფებოდა ქობულეთში, და რომ ლ-–ას მიერ განხორციელებული იყო ხუმრობა და არაფერი სერიოზული; იქ ყოფნის დროს შემოვიდა ავტომანქანის მძღოლი და უთხრეს რომ პოლიციაში უნდა წასულიყვნენ; ნ----ს როცა შეეკითხა, უკვე მან უპასუხა, რომ უკვე სიუჟეტი იყო გასული ტელევიზიით, და ის ვეღარ წავიდოდა ტელევიზიის წინააღმდეგ და ვერ იტყოდა სიმართლეს; ლ-–ა კი დაემალათ; ნ---- თავად უხსნიდა, რომ არანაირი გატაცება არ ყოფილა, თავად ამშვიდებდა, რომ სანერვიულო არ იყო რაიმე და პოლიციის განყოფილებაში ამას აუხსნიდა მათ, მაგრამ რადგან აჭარის ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა არასწორად, რომ თითქოს მათი მანქანა გაიტაცეს, უკვე ვეღარ წავიდოდა თავისი სამსახურის წინააღმდეგ; ლ-–ა როცა გამოფხიზლდა, აუხსნა, რომ მანქანა შეეშალა, რომელი მანქანითაც ხშირად მოძრაობდნენ, როცა მათი მანქანა არ იყო მწყობრში, ის ეგონა; (იხ ოქმი 13.09.2015წ 16:55:27სთ -17:08:40სთ)
თათია მე-----–---მ განაცხადა, რომ ნათია ოქროპირიძესთან იმყოფებოდა სტუმრად საღამო ხანს ეზოში გაიგონა ძლიერი შეჯახების ხმა; ჩავიდა ეზოში, ლ-–ა გო-----ძე იძახდა ეს რა დამემართაო, ჩემი მეგობრის მანქანა დავამტვრიეო, ხელს იტკიებდა, გადაიყვანეს ავტომანქანით საავადმყოფოში; ეზოში რომ ჩავიდა ლ-–ა ავტომანქანიდან გადმოდიოდა; ის თანმხლები პირებიდან იცნობდა მხოლოდ ნი-------–----–--ლს, სხვას არ იცნობს, ვინ წაყვა ლ-–ას; საავადმყოფოში არ შესულა; შემდეგ გაიგო რეალურად რაც მოხდა, ეგონა თავისი მეგობრის მანქანა, რომელიც გავდა ავტომანქანა აღმოჩნდა ტელევიზიის მანქანა ეგონა გაეხუმრებოდა და ეზოში შემოიყვანა ეს მანქანა; (იხ ოქმი 17.07.2018წ 10:43:32სთ-11:01:19სთ);
ირ---–- გო-----ძემ განაცხადა, რომ არის ბრალდებულის ძმა იმ დღეს იყო ახლობელთან რესტორან „კაპუჩინოში“ მეგობართან ერთად ; დაუკავშირდნენ, რომ საავადმყოფოში მისულიყო, ლ-–ა დახვდა ნი-------–----–--ლთან ერთად ექიმმა შეიყვანა რენდგენზე, მისი მონაცემები ჩააწერინა; ექიმის გადმოცემით, რაღაც ჩანდა სურათზე და სასურველი იქნებოდა ბათუმში საავადმყოფოში გადაეყვანათ და დატოვეს საავადმყოფო ამის გამო; ბა------–-----ე ადრე მათ სახლში ცხოვრობდა, თავად ლ-–ა ამბობდა , რომ შეეშალა, ადრე მანქან არ ყავდათ და თავადც სარგებლობდა და ლ-–აც, ამჟამად მათი სახლის გვერდით ცხოვრობს იქვე ტაქსაობს, იქ იმავე ადგილზე - ა----ის ოფისის წინ აყენებს ავტომანქანას, იქ საავადმყოფოში უაზროდ საუბრობდა, ხან თითქოს დაეცა, ხან მანქანა დაეჯახა , - ამბობდა, თავად უაზროდ იყო და უაზროდ საუბრობდა, იქ გაიგო უთხრეს მეგობრებმა რომ მანქანით იყო და შემთხვევა მანქანით მოუვიდაო; 18:00 საათი იქნებოდა დაახლოებით; (იხ ოქმი 17.07.2018წ; 11:07:07სთ-11:14:55სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას გი------ მე-----–---მ განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს სამსახურიდან გავიდა ლ-–ასთან ეზოში ფეხბურთის თამაშს აპირებდა , ნახა, რომ იყო ძალიან ნასვამი, აზრი არ ჰქონდა უკვე მის წამოსვლას , დატოვა და თავად წავიდა და მეორე დღეს გაიგო ამის შესახებ; ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს; (იხ ოქმი 19.10.2018წ,17:19:11სთ-17:23:46სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას ირ---–- ვე-----–--ემ განაცხადა, რომ იმყოფებოდა სახლში, იქნებოდა დაახლოებით 17:00 საათი, მეგობარმა მიაკითხა და ჩამოვიდა ეზოში, სუფრასთან ისხდნენ ბიჭები და სვამდნენ, თავად მეგობარს ჩაუჯდა მანქანაში და წავიდა; მოსვლისას უკვე ჩოჩქოლი და ხმაური იყო ; ორი მანქანა შეჯახებული იყო ერთმანეთზე; ლ-–ა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მასთან აზრი არ ჰქონდა საუბარს; ბა------–-----ეს იცნობს ტაქსაობს, ის ცხოვრობს აღ--–-----–-ს ქუჩაზე ,ლ-–ა ცხოვრობს ნ----შვილის ქუჩაზე , თუმცა სახლები ერთმანეთთან ახლოსაა; შემთხვევის დროს იქ არ იმყოფებოდა; ზუსტად არ იცის რა მოხდა; (იხ ოქმი 19.10.2018წ ;17:27:09 სთ- 17:31:02სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ნი-------–----–--ლმა განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იყო ქალაქიდან გასული იყო, როცა დაბრუნდა, დაურეკა ლ-–ას; მან უპასუხა, რომ ნახავდა მალე; ეზოში სვამდნენ 5 წუთით დაშორდნენ ერთმანეთს; რომ დაბრუნდა უკვე შემთხვევა მომხდარი იყო; ეზოში როცა დაბრუნდა ლ-–ა დაინახა რომ ხელს იტკიებდა; მათი მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში; მანქანაში რა ისაუბრეს დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე არ ახსოვს; შემდეგში კი უთხრა, რომ ნასვამი მდგომარეობის გამო მოხდა შემთხვევა; ამჟამადაც და იმ დროსაც მანქანა ყავდა საკუთრებაში; სადღაც 5 წუთი იქნებოდა მისი გასვლიდან დაბრუნებამდე გასული და ვერც წარმოედგინა თუ ლ-–ა მოახდენდა რაიმეს; ბა------–-----ეს იცნობს თავადაც უსარგებლია, ადრე ლ-–ასთან ჰქონდა ნაქირავები და იქ აჩერებდა სახლის წინ და ამის შემდეგ სხვა ადგილზე გადაინაცვალა, საიდანაც მანქანის წაყვანა მოხდა იმ ადგილის წინა მხარეს; ეზოში ერთად სვამდნენ ბინის გვერდით; (იხ ოქმი 19.10.2018წ ;17:32:38სთ-17:49:11სთ)
მოწმე დავ--------–-----ნმა განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა რესტორანში თამარ მეფის სანაპიროზე; ამ დროს სიგარეტის შესაძენად გავიდა მაღაზიისკენ; 200 მეტრში ეზოში დაინახა ხალხმრავლობა იყო, ლ-–ა ხელს იტკიებდა და გადაწყვიტეს წაეყვანათ საავადმყოფოში; შეიყვანა საავადმყოფოში, მის ძმა მოვიდა და შემდეგ დატოვა ისინი და წამოვიდა; ლ-–ა ხელს იტკიებდა, თუმცა საავადმყოფოში არ გაჩერებულა; ბა------–-----ეს იცნობს ყავს ავტომანქანა მე--------ის მარკის, ლურჯი ფერის, ტაქსაობს; (იხ ოქმი 19.10.2018წ ;17:52:11სთ)
მოწმე ბე-------------ძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს საღამოს სასტუმრო სანაპიროსთან იდგა მეგობართან ერთად, მანქანა დაინახა მომავალი შევიდა ეზოში დაეჯახა იქვე მდგომ მანქანას, საჭესთან იჯდა მისი მეგობარი ლ-–ა გო-----ძე, იძახდა ეს რა ვქენიო, ხელი ჰქონდა ნატკენი, იმდენად ნასვამი იყო რომ ვერ წამოაყენა თან ხელი ტკიოდა, სასწრაფოც გამოიძახეს, რაღაც დროის განმავლობაში ; საავადმყოფოში თავად არ გაყოლია; მანქანა რომელიც დაამტვრია, ვისი მანქანითაც იყო ბა-----ს გაიძახოდა ლ-–ა, უფროს მეგობრად თვლიან ხშირი ურთიერთობა; ტელევიზიის მანქანაში კი იყო მაგრამ ბა-----ს მანქანა ეგონა; ბა----- გვარს ვერ იხსენებს, ტაქსაობს, ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ შეუკითხავადაც წაუყვანიათ მანქანა; ლ-–ა გო-----ძეც ყოფილა მის მანქანაში და სარგებლობდა ამ მანქანით; ბა-----ს მანქანაც და ტელევიზიის მანქანაც მოლურჯო ფერისაა, თითქმის ერთნაირი ფერია, ბა-----ს ყავს მე--------ი ც კლასის; მანქანა აჩერებდა ყოველთვის ინტერნეტ კაფეს „ა----ის“ ეზოში; ის ხშირად სვამდა და მანქანა ყოველთვის იქ იდგა, თავად თუ დაჭირდებოდათ, ამ მანქანით სარგებლობდნენ და შემდეგ ეტყოდნენ ხოლმე; „ბა-----ს მანქანა დავამტვრიეო“ ასე იძახდა, „ეს რა დამემართაო“; ბა----- ცხოვრობს ახლოს მესამე სახლში, დაახლოებით 10 წელია იქ ცხოვრობს; მას ლ-–ა გო-----ძის ავტომანქანაში ჩაჯდომის მომენტი არ დაუნახავს, არც მისცემდა უფლებას, ასეთ მდგომარეობაში ემართა ავტომანქანა; სწრაფად არ მოდიოდა როცა დაინახა, ეზოში შესვლის მომენტი; თუმცა სიჩქარეს ზუსტად ვერ განსაზღვრავს; არ ახსოვს ლ-–ა გო-----ძე ვინ და როდის წაიყვანა საავადმყოფოში თავად არ გაჰყოლია; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 08.05.2018წ 15:50:55სთ-16:12:17სთ);
მოწმის სახით დაკითხვისას ჯა--------------მ განაცხადა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული იქნა ადვოკატის მიერ; იმ დღეს იმყოფებოდა სამსახურში დაახლოებით 16 საათისთვის ჩამოვიდა სახლში, მეუღლესთან ერთად ასეირნებდა ბავშვს, ეზოდან მოესმათ ჩოჩქოლი, ხმაური; შესვლისას შეხვდა ლ-–ა გო-----ძე, გაურკვეველი გამომეტყველებით, შეეკითხა, მაგრამ პასუხი მიიღო მხოლოდ ის, რომ ბა-----ს მანქანა გატეხა და სხვას არაფერს ამბობდა, იქ თავად დარჩა, ამ დროს სასწრაფოც იყო გამოძახებული, მაგრამ ბიჭებმა ჩასვეს სხვა მანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სასწრაფოც უკან გაყვა, როგორც გაიგო ბა-----ს მანქანა გავტეხეო, რომ იძახდა, გაიგო, რომ ლ-–ას ბა-----ს მანქანა ეგონა; მანქანა იყო ლურჯი ფერის; ბა----- მათ ქუჩაზე ცხოვრობს ქირით და ტაქსაობს აღამშენებელის ქუჩაზე ა----ის მოპირდაპირე მხარეს აყენებს მანქანას; ბა-----სთან უბანში თითქმის ყველას აქვს ურთიერთობა; ლ-–ა დაუნახავს კიდეც მის მანქანაში და უტარებია, ლ-–ას გახუმრებიან კიდეც, რომ ტაქსაობა ხომ არ ჰქონდა დაწყებული; ბა----- არის შაინიძე ის წლების განმავლობაში უკვე ამ უბანში ცხოვრობს; ბა------–-----ის მანქანა არის ც კლასის მე--------ის მარკის; ა----ის ოფისიდან ის ადგილი სადაც ლ-–ამ შეჯახება მოახდინა, არის 30-50 მეტრი; მანქანა არი ლურჯი ფერის; ავტომანქანა რომელზეც ლ-–ა ფაქტიურად ყოფილა და ბა-----ს მანქანა არის ერთი დაიგივე ფერის თითქმის და ვიზუალითაც გავს; ლ-–ა უნახავს ამ მანქანაში იქედან გამომდინარე, რომ ბა------–-----ე აძლევდა ამის ნებას; მანქანის კარები ყოველთვის ღია იყო; იქ სადაც აჩერებს მანქანას 20 მეტრში არის მაღაზია, თვითონ იცის ხოლმე იქ გაჩერება და მანქანა არც არის დაკეტილი; რაიმე განსაკუთრებული არც შეიმჩნეოდა ავტომანქანის სალონში; ლ-–ა გო-----ძე იყო გაურკვეველი გამომეტყველებით, ბა-----ს მანქანა გავტეხეო იძახდა; მიხვდა, რომ ბა------–-----ის მანქანას გულისხმობდა, როცა მოიკითხა სწორედ ეს ბა----- იყო; მანქანა უნახავს ტაქსის ტრაფარეტითაც და მის გარეშეც (იხ ოქმი 08.06.2018წ 15:12:32სთ-15:28:53სთ)
მოწმის სახით დაკითხვისას ზუ-----–------–--ლმა განაცხადა, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა მეგობრებთან მიხეილ გოგორიშვილთან და ბე-------------ძესთან ერთად, სადაც შემოვიდა მუქი ლურჯი ფერის ავტომანქანა და შეეჯახა იქვე მდგომ მე--------ს; ლასა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მანქანიდან გადმოსვლასაც ვერ ახერხებდა, გადმოიყვანეს მანქანიდან ბა-----ს მანქანა დავამტვრიეო ეს რა მომივიდაო, - იძახდა, გადმოიყვანეს და იქვე დასვეს , იტკიებდა ხელს, შემდეგ წაიყვანეს საავადმყოფოში; უნდოდა ეკითხა რაში იყო საქმე, მაგრამ თვალებზე ეტყობოდა და სახეზე, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს; ბა-----ს, რომ ახსენებდა მიხვდა, - თან შაინიძესო იძახდა, ლ-–ა ხშირად უნახავს ბა-----ს მანქანაზე, ბავშვი დაყავდა ხოლმე მანქანით , ხშირად ბა-----ს გარეშეც მართავდა ავტომანქანას, მას ეს მომენტები თავად დაუნახავს, ბა------–-----ე მათთან ახლოს ცხოვრობს უბანში, აღ--–-----–-ს 100 ნომერში, ლ-–ას სახლის გვერდით , ავტომანქანას აჩერებდა ა----ის ოფისის წინ, სადაც ტაქსაობდა; მანძილი იმ ტერიტორიიდან საიდანაც წამოვიდა კორპუსამდე არის მცირე, ახლოსაა კორპუსის ეზო; მანქანით გასავლელი იქნება ალბათ 200 მეტრამდე, ხოლო ფეხით - 50 მეტრი, მანძილის გავლას 2 წუთი დაჭირდება ჩვეულებრივი სიარულით; ბიჭები იქ ხშირად იკრიბებიან იმ ეზოში, სადაც ლ-–ა შევიდა მანქანით; ბა-----ს მანქანა ეგონა, როგორც ჩათვალა; მანქანებს საერთო აქვთ ფერი; ფერიც მსგავსი იყო და ადგილი, სადაც ბა------–-----ე აჩერებდა ავტომანქანას; თავად ამბობდა ლ-–ა, რომ ბა-----ს მანქანა წამოიყვანა და სავარაუდოდ ჩათვალა რომ იქ იქნებოდა გაჩერებული; ლ-–ა იმ ეზოში ხშირად შემოდიოდა; მას ყავს ასევე საკუთარი ავტომანქანა; შეჯახების მომენტი მას არ დაუნახავს; ავტომანქანის სიჩქარე შეიძლებოდა ყოფილიყო 30-40 კმ /სთ , რადგან მანქანა იქ მაღალი სიჩქარით ვერც გაივლის, ავტომანქანის დამორჩილებაც ვერ მოხდება იქ ისეთი ჩიხია, ასევე არის გზაზე ბარიერებიც; ბა----- ყოველთვის ტოვებდა გასაღებს მანქანაში, უბანია და არც კეტავდა; ზოგჯერ მაღაზიაში მიდიოდა, ზოგჯერ მეორე მხარეს იდგა; (იხ ოქმი 08.06.2018წ 15:33:57სთ -15:58:37სთ)
ბრალდებული ლ-–ა გო-----ძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს; განმარტა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში; 2015 წლის 30 სექტემბერს გამოვიდა სახლიდან, გადავიდა იქვე მის უბანში ეზოში ა----ის ოფისთან, სადაც იკრიბებიან მეგობრები, იყო ნაბახუსევი, გადაწყვიტეს მოეკრიბათ თანხა და იმ დღესაც დაელიათ, გადათვრნენ, მასთან ერთად იყვნენ ბესიკ მახარაძე გი------ ბალაძე და სხვები; ძალიან მთვრალი იყო, გამოვიდა ეზოდან ფეხით გამოსასვლელით ა----ის ოფისთან; გამოვიდა თუ არა დაინახა ნაცნობი მანქანა ნაცნობ სიტუაციაში, მთვრალი იყო და ვერ გაამახვილა ყურადღება, იქვე ეზოში შეუხვია საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეეჯახა ავტომანქანას; ხშირად დადიოდა ამ მანქანით ეზოში, შევიდა რომ მუსიკას მოუსმენდნენ, მანქანა წაიყვანა და იმავე ეზოში შევიდა სადაც გაიზარდა და იმავე უბანში, მანქანა ორი ყავს სახლში; მცდელობაც არ ჰქონია მოპარვის, უბრალოდ მანქანა შეეშალა, სხვა არაფერი არ იყო; ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ ეზოში მანქანიდან მუსიკებს ისმენდნენ; ბა------–-----ესაც აღნიშნულზე არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონია, არასდროს მას პრეტენზია არ გამოუთქვამს , კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან; სუ-–-------–-----ე დაინახა, აღიდგინა, თორემ იქ ეზოში ბევრი ხალხი იყო და შემდეგ მოვიდა აზრზე; მანქანა ჩვეულებრივი მერესედესის მარკისაა, ტაქსის აბრა ყოველთვის არ აქვს; ის ეზოდან გამოვიდა და იმავე ეზოში შევიდა; ეზოს სამანქანო გზით ერთი გამოსასვლელი აქვს თუ შეხვალ უკანვე უნდა დაბრუნდე; მაქსიმალური მანძილი იმ ეზომდე ა----ის ოფისიდან 100 მეტრი იქნებოდა; მოპარვის განზარხვა რომ ჰქონოდა იმავე ეზოში იმავე უბანში რატომ შევიდოდა; იმდენად მთვრალი იყო, რომ არ ახსოვს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 17:54:13სთ-18:18:28სთ);
ზემოთაღნიშნული წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ბაზას, რომელთა შეფასების შედეგად უნდა მიიღოს სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ბრალდებულ ლ-–ა გო-----ძის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს.
საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–ა გო-----ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მესამე ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ” ქვეპუქტებით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, რადგან არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი იქნა მხოლოდ ბრალდებულ ლ-–ა გო-----ძის მიერ მფლობელის გარეშე (რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი) ავტომანქანის წაყვანის ფაქტი, რომლითაც მან მოახდინა მხოლოდ იქვე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაადგილება; ასევე უტყუარადაა დადგენილი რომ ქმედების განხორციელებისას ლ-–ა გო-----ძე იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში; ბრალდებული განმარტავს, რომ მანქანები აერია და თვლიდა, რომ მიყავდა ბა------–-----ის კუთვნილი ავტომანქანა;
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია მისი უდანაშაულობის შესახებ მტკიცებულებებით დადასტურებულია და იგი გამომდინარეობს საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ლ-–ა გო-----ძის სურვილს იმ დროს, როცა ავტომანქანა დაძრა ადგილიდან, წარმოადგენდა ის, რომ ბა------–-----ის ავტომანქანით ესარგებლა ეზოში გადასაადგილებლად და იქ შეკრებილ მეგობრებთან ერთად მოესმინათ მუსიკა, რადგან თვითმხილველი მოწმეების რო-----------–--ლის, სუ-–-------–-----ის, ნი-------–----–--ლის, ექიმის გუ-------------ის, და სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ვინც ლ-–ა ნახა შემთხვევის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ მის სინანულზე ბა------–-----ის ავტომანქანის დაზიანების გამო და მის მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაზე; რამაც გამოიწვია მისი მხრიდან ასეთი სახით ქმედების ჩადენა; ლ-–ა გო-----ძისთვის გაუთვითცნობიერებელი აღმოჩნდა კონკრეტულ შემთხვევაში ვის კუთვნილ ავტომანქანას დაეუფლა დროებითი სარგებლობის მიზნით; ავტომანქანა იდგა იმავე ადგილზე გასაღებით და ღია კარით და იყო იგივე ფერის; სხვაგვარად ბრალდების მხარე ვერცერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს; ვერ ადასტურებს სხვა სახით რა განზრახვა უნდა ჰქონოდა ბრალდებულს, თუკი ბრალდებულის განზრახვას თუკი წარმოადგენდა ავტომანქანის ქურდობა, ის ამ შემთხვევაში არ შევიდოდა იქვე არსებულ ეზოში, იმ ადგილზე საიდანაც გამოვიდა და იმ ადგილზე საიდანაც კარგად იცის, რომ სხვა გასასვლელი არ არსებობს ავტომანქანით სარგებლობისთვის; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, არცერთი მტკიცებულება არათუ პირდაპირ არამედ ირიბადაც არ ადასტურებს ქურდობის ფაქტს, ლასა გო-----ძის მიმართ წარდგენილ ბრალს;
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ-–ა გო-----ძის მხრიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
3. სამართლებრივი შეფასება
3.1ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ლასა გო-----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები არადამაჯერებლია. პირველ რიგში უტყუარად არ დასტურდება არც ის ფაქტი, რომ ლ-–ა გო-----ძეს ჰქონდა განზრახვა ავტომანქანა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა და არც ის გარემოება, რომ ის ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს; მოცემული სახის დანაშაულისათვის აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს პირის სუბიექტური განზრახვა და მოქმედება განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაშინ როდესაც საქმის განხილვისას დაკითხული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ლ-–ა გო-----ძე შემთხვევის შემდეგ ნანობდა მხოლოდ იმას, რომ მის მეგობარს ბა-----ს დაუმტვრია მანქანა; ბა------–-----ის მანქანით სარგებლობის არაერთი შემთხვევა და ნება ავტომანქანის მფლობელისაგან - ბა------–-----ისაგან, რომ არსებობდა აღნიშნულიც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ლ-–ა გო-----ძის ნაცნობებიდან, მეზობლებიდან და თავად ბა------–-----იდან, რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არცერთი მათგანი არ გამორიცხავს ან არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ლ-–ა გო-----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდებით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, - სახეზე არ არის;
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკველული მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარე, ლ-–ა გო-----ძის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო და აუცილებელი ნიშნები და შესაბამისად, სახეზე არაა ქურდობის სატრანსპორტო საშუალების წინაარმდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის , - როგორც დანაშაულის შემადგენლობა და შესაბამისად, თუ ზოგადად სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, სამართლებრივად არასწორია მსჯელობა ბრალდებულისათვის ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, და, რომ რომ დაცვის მხარე ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირების ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ჩვენებებს , - ვერ დაეთანხმება, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები და მტკიცებულებები სრულად აბათილებენ ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–ა გო-----ძე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. ყადაღის და ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ყადაღა უნდა მოეხსნას ნო--------–-----ის (პ/ნ 6---------0), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქN140ვ, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1197.00 კვ.მ (ს/კ 20.42.05.287.01/012), სართული მე-4, ბინა N12, ფართი 62,51 კვ.მ (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი - 287, კოდი 01/012) -35 000 /ოცდათხუთმეტი ათასი/ლარის წილს
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფლოსტები (adidas), რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,M------------ 190 E 1.8 19-2“ და ავტომანქანა ,,FORDMONDEO 2000’’, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ბრალდებულის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი, ფოტოცხრილი 02 ცალი CD/DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლ-–ა გო-----ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ”ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულს ლ-–ა გო-----ძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
მსჯავრდებულ ლ-–ა გო-----ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ნო--------–-----ის (პ/ნ 6---------0), საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ.ქობულეთი, რუსთაველის ქN140ვ, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1197.00 კვ.მ (ს/კ 20.42.05.287.01/012), სართული მე-4, ბინა N12, ფართი 62,51 კვ.მ (ზონა - ქობულეთი 20, სექტორი - 42, კვარტალი - 05, ნაკვეთი - 287, კოდი 01/012) -35 000 /ოცდათხუთმეტი ათასი/ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - 30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფლოსტები (adidas), რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - 30.09.15წ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,M------------ 190 E 1.8 19-2“ და ავტომანქანა ,,FO--------- 2000’’, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ ეზოში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბრალდებულის პირადობის მოწმობა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი, ფოტოცხრილი 02 ცალი CD/DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ქობულეთის რაიონულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე