გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210017002142283
(2/818-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - შპს „სწ--------------------ი“
წარმომადგენელი - ც---- ჯა----–---–ი
მოპასუხე - შპს“აზ----------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში
წარმომადგენელი - ვი------- ახ--–-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელე შპს „სწ--------------------ი“-ს სასარგებლოდ, მოპასუხე -შპს “აზ----------–ის“ფილიალისათვის საქართველოს რესპუბლიკაში 270 081. 29 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2.მოსარჩელე შპს „სწ--------------------ი“-ს სასარგებლოდ, მოპასუხე -შპს “აზ----------–ის“ფილიალისათვის საქართველოს რესპუბლიკაში პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება, რაც სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგენს 185 684.58 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 18 ივლისს „სა---------–-------–------–ია“-სა და შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში, შორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს “აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე უნდა შეესრულებინა ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენდა 679 000 ლარს.
აღნიშნული სამუშაოების შესასარულებლად, 2016 წლის 20 ივნისს შპს “აზ----------–ის“ ფილიალმა საქართველოს რესპუბლიკაში მოსარჩელე-შპს „სწ--------------------“-თან დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2016 წლის 18 ივლისს „სა---------–-------–------–ია“-სა და შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში, შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
მოსარჩელის განმარტებით ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მის მიერ შესრულდა სრულად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ არის გადახდილი, ითხოვს აუნაზღაურებელი თანხის 270 081.29 ლარის დაკისრებას მოპასუხეზე. ასევე, პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხეზე, რაც სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგენს 185 684.58 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს “აზ----------–ის“ ფილიალის წარმომადგენელმა საქართველოს რესპუბლიკაში, სარჩელი არ ცნო, აღნიშნა, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად მის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე. ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელეს ჩაერიცხა 452 793 ლარი, დარჩენილი იყო 146 646 ლარი, რაც გაქვითა, მათ შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო წარმოშობილი ვალდებულებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, რის გამოც თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის მაისში სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდა გამარტივებული ტენდერი-S-----------. სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა -მოპასუხე შპს“აზ----------–ის“ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში.
3.2.2. 2016 წლის 18 ივლისს „სა---------–-------–------–ია“-სა და შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში, შორის, ტენდერის პირობების შესაბამისად, დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს “აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე უნდა შეესრულებინა ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება განისაზღვრა 679 000 ლარით.
3.2.3. აღნიშნული სამუშაოების შესასარულებლად, 2016 წლის 20 ივნისს შპს “აზ----------–ის“ფილიალმა საქართველოს რესპუბლიკაში მოსარჩელე-შპს „სწ--------------------“-თან დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება,რომლის საგანს წარმოადგენდა სწორედ 2016 წლის 18 ივლისს შპს „სა---------–-------–------–იი“-სა და შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში, შორის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
3.2.4. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა კოლექტორების მოწყობას, არსებული მილხიდების დემონტაჟს და ახალი მილხიდების მოწყობას, ქვაყრილის მოწყობას მილხიდის თავზე, არხის შემკრების გაწმენდას და ა.შ.
3.2.5. ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა შემსყიდველისათვის (შპს„სა---------–-------–------–იისათვის) კონტრაქტორის მიერ ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის ღირებულების 90%-ით.
3.2.6. ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, ასევე დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი (ქვეკონტრაქტორი), ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო კონტრაქტორი (ხელშეკრულების 9.1- 9.5. პუნქტები).
3.2.7. მხარეებმა ხელშეკრულების მე -5 მუხლით დაადგინეს შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი, რომელიც მოიცავდა ბეტონის სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 60 თვეს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ სამუშაოზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვეს, ხოლო ვადა აითვლებოდა
მიღება-ჩაბარების აქტზე ორივე მხარის ხელმოწერის დღიდან. რაც შეეხება ანგარიშსწორებას, შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში უნაღდო ანგარიშწორებით, ქვეკონტრაქტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. (მე-6 მ)
3.2.8. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა კონტრაქტორი, რომელიც უფლებამოსილი იყო სამუშაოს შესრულების პარალელურად მოეხდინა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შემოწმება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილ ნახაზებთან, ტექნიკურ დავალებებსა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციასთან, ხოლო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრის ვალდებულება, ასევე ნაკლის გამო ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება დაეკისრებოდა მიმწოდებელს (ქვეკონტრქტორს) (მუხლი-2).
3.2.9. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა როგორც ეტაპის შესრულებული სამუშაოს, ისე მთლიანად შესრულებული სამუშაოს მიღების წესი. კერძოდ, შესრულებული სამუშაო მთლიანად მიღებულად ჩაითვლებოდა მთლიანი სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით, რომელიც უნდა შედგენილიყო ქვეკონტრაქტორის მიერ კონტრაქტორისთვის წარდგენილი ფორმა 2-სა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ხოლო ეტაპის სამუშაო შესრულებულად ჩაითვლებოდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, რაც შედგებოდა ფორმა 2-ისა და ფარული სამუშაოს აქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენის შემდეგ. ეტაპის სამუშაოს დასრულებულად მიჩნევისათვის შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნა ქვეკონტრაქტორს კონტრაქტორისათვის უნდა წარედგინა მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
3.2.10. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების ინიციატორის მხრიდან მეორე მხარისათვის შეტყობინებისა და ნებისმიერი ცვლილების ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმების ვალდებულებაზე (მე-8 მ).
3.2.11. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის (ქვეკონტრაქტორის)მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 10.2.მუხლი), ხოლო კონტრაქტორის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში-მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.07% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (10.3 მუხლი).
3.2.12.ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 აპრილი (ჩათვლით), ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვე (13.2 და 3.1. მუხლები), თუმცა მათივე შეთანხმებით 2016 წლის 10 თებერვალს შედგა მხარეთა შეთანხმების N1 ოქმი, რომლითაც მხარეებმა შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულების 3.1. პუნქტში და სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრეს 2017 წლის 18 აპრილი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე;
3.2.13. 2016 წლის 22 აგვისტოს მიღება-ჩაბარების შუალედური N1აქტის თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები ღირებულებით-106631.41 ლარი.
3.2.14.იგივე მხარეებს შორის 2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს ასევე შედგა მიღება-ჩაბარების შუალედური N2, N3, N4, N5, N6 და N7 აქტები, რომელთა მიხედვით, იმავე ობიექტზე (სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე) ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში 12 6825.80 ლარის, 102 029.58 ლარის, 95112.74 ლარის, 35 451.02 ლარის, 40 818.32 ლარისა და 70 092.65 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები.
3.2.15. იმავე დღეებში (2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს) იგივე სამუშაოები შესრულებული სახით მიიღეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულების მხარეებმაც („სა---------–-------–------–ია“ და შპს“ აზ----------–ი-“ს ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში), რაც დაადასტურეს მიღება-ჩაბარების შუალედური აქტებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოები დასრულებულ იქნა 2017 წლის 18 აპრილს, რაზეც იმავე ხელშეკრულების მხარეებს შორის 2017 წლის 27 ივნისს შედგა დასრულებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე აქტის მიხედვით, დასრულებული სამუშაოები პასუხობს სამშენებლო ნორმებს.
3.2.16. 2018 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე შპს “აზ----------–ის“ფილიალის საქართველოს რესპუბლიკაში წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მომართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის შპს“სწ--------------------ის“ მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 374 411 ლარის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------- ხელშეკრულება (18.06.2016წ);
-ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება (20.06.2016 წ.);
-შეთანხმების ოქმი, (N1;10.02.2016 წ);
-მიღება- ჩაბარების შუალედურიN1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 აქტები 26.09.206წ; 5.12.2016 წ; 6.01.2017 წ; 6.03.2017 წ;3.04.2017 წ);
-საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (27.06.2017 წ)
-მხარეთა განმარტებები;
3.2.17.მოსარჩელე შპს “სწ--------------------სა“ და მოპასუხე შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2016 წლის 20 ივნისს დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მითითებული კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულ იქნა სრულად და ჯეროვნად, მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულ იქნა. კერძოდ:
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისის მოსარჩელე შპს“სწ--------------------სა“ და შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე შპს “სწ--------------------ს“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა სენაკის მუნიციპალიტეტში ცივი-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტის საფუძვლები უნდა ვეძებოთ სწორედ ხელშეკრულებაში. ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ხოლო მეორე მხარე უარყოფს, ასეთ შემთხვევაში სწორედ ხელშეკრულებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რა სახის სამუშაოს შესრულება ევალებოდა მოსარჩელეს, შეასრულა თუ არა კეთილსინდისიერად, შესრულებული სამუშაო მიიღო თუ არა ხელშეკრულების მეორე მხარემ ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში და წესების დაცვით.
დადგენილია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის კოლექტორების მოწყობას, არსებული მილხიდების დემონტაჟს და ახალი მილხიდების მოწყობას, ქვაყრილის მოწყობას მილხიდის თავზე, არხის შემკრების გაწმენდას და ა.შ.
მხარეებმა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დაადგინეს, შესრულებული სამუშაოს როგორც მთლიანად, ისე ცალკეული ეტაპებად, მიღების წესი. კერძოდ, განსაზღვრეს, რომ როგორც ცალკეულ ეტაპებზე, ისე საბოლოოდ შესრულებული სამუშაო მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შედეგად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 26 სექტემბერს, 2016 წლის 27 ოქტომბერს, 2016 წლის 5 დეკემბერს, 2017 წლის 6 იანვარს, 2017 წლის 6 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს შპს “სწ--------------------სა“ და შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის შედგა ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების N1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 აქტები, რომელთა მიხედვით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის ახალსოფლის დამშრობი სისტემის (ნაწილი) რეაბილიტაციის“ ობიექტზე ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, ხოლო კონტრაქტორმა მიიღო განვლილ საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები.
აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლის ნამდვილობასაც სადავოდ არც მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, უდავოდ დასტურდება ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ცალკეულ ეტაპებზე შესასრულებელი სამუშაოების მიმწოდებლის შპს “სწ--------------------ის“ მიერ მიწოდებისა და შემსყიდველის შპს “აზ----------–ის“ფილიალის მიერ მიღების ფაქტი.
რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანად შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოსარჩელის მიერ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების ფაქტს. კერძოდ,მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მთლიანად შესრულებულად და მიღებულად ჩაითვლებოდა მთელი სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით. ამასთან, მიუთითეს, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შედგენილიყო ქვეკონტრაქტორის მიერ კონტრაქტორისთვის წარდგენილი ფორმა 2-სა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში და შპს “სწ--------------------ს“ შორის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, შესაბამისად, სამუშაო სრულად შესრულებული არ ყოფილა, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულება არ არის დაკავშირებული მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან და მისი შეუდგენლობა არ ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”შ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, აფიდავიტი (მიღება-ჩაბარების აქტი), არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და შესაბამისად, მისი უტყუარობა, და რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივად შესასრულებელ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება სამუშაოების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების) ფაქტობრივად შესრულება, ხოლო სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების სრულად შესრულების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების – მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ სამუშაოების რეალურად შესრულება. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხარეების მიერ შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შესრულების ფაქტი, თუნდაც ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე, მაგრამ არ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, ვერ გახდება ვალდებულების შეუსრულებლად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ვალდებულების შესრულება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენასთან არ არის დაკავშირებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა, რაზეც სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (619-659) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გზით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობა თავისი იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა და ორმხრივი ხელშეკრულების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებაში თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესასრულებელი ვალდებულებების ობიექტები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირში იმყოფებიან. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების გაფორმება ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე პირთა ორმხრივ ვალდებულებას და მათივე სურვილის შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ გახდება ხელშეკრულების შეუსრულებულად მიჩნევის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მიუხედავად მხარეების მიერ საბოლოოდ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების ფორმაზე შეთანხმებისა,შპს „სწ--------------------ის“ მიერ მიწოდებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი ამავე მხარეებს შორის არ შედგენილა, აღნიშული არ ნიშნავს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა, ვინაიდან შპს „სწ--------------------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი უტყუარად დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით. კერძოდ,დადგენილია, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მხარეებს (შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში და შპს“სწ--------------------ი“) შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2016 წლის 18 ივლისის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N 1------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით სს „სა---------–-------–------–ია“-მ შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალისგან საქართველოს რესპუბლიკაში შეისყიდა სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რითაც აიღო ამ სამუშაოების შესრულების ვალდებულება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
სს „სა---------–-------–------–იის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად
შპს“აზ----------–ი-“ს ფილიალმა საქართველოს რესპუბლიკაში, თავის მხრივ, დადო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება მოსარჩელე შპს “სწ--------------------თან“. შესაბამისად, ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების მხარეებს- შემსყიდველს შპს “აზ----------–ი-“ს ფილიალსა და მიმწოდებელს შპს “სწ--------------------ს“ შორის მიღწეული შეთანხმება (ხელშეკრულება) სრულად მოიცავდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N 1------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.
ამდენად, დადგენილია N-------- ხელშეკრულებითა და ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების იდენტურობა და ამ გარემოებას
არც ერთი მხარე სადავოდ არ მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილია შპს „სა---------–-------–------–იისა“ და შპს “აზ----------–ი-“ს ფილიალის მიერ 2017 წლის 27 ივნისს შედგენილი დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, შპს „სა---------–-------–------–იის“ ზედამხედველობის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტების მიერ შესრულებული სახით მიღებულ იქნა N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეს იმ მოსაზრებაში, რომ ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი დადებულია სხვა პირებს შორის, იგი არ ასაბუთებს მოცემული დავის ფარგლებში, ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, აღნიშნული აქტი არ შედგენილა სადავო ხელშეკრულების მხარეებს შორის, თუმცა იგი წარმოადგენს მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან მტკიცებულებას, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „აზ----------–ის“ ფილიალმა N-------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა შპს „სწ--------------------ის“ მეშვეობით სწორედ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასვე ადასტურებს თავად მოპასუხის შპს “აზ----------–ი-“ს ფილიალის 2017 წლის 18 აგვისტოს წერილი, რომლითაც იგი შპს „სწ--------------------ი“ -სგან ითხოვს „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებას. ამდენად, მოპასუხის პოზიცია ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მითითებული მტკიცებულება შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებთან (სულ 7 აქტი) ერთად, უტყუარად ადასტურებს სადავო ფაქტს. უფრო მეტიც, ამავე მტკიცებულების (დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი) მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულებული სამუშაოები პასუხობს სამშენებლო ნორმებს, გადახრები ნორმის ფარგლებშია, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „აზ----------–ის“ ფილიალის მიერ N-------- ხელშეკრულების ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შესრულება პირდაპირ კავშირშია ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებასთან და არის მოსარჩელის მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2017 წლის 18 აპრილს), შესრულების პირდაპირი შედეგი.
შესაბამისად, მოსარჩელე შპს“სწ--------------------მა“ მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო შპს “აზ----------–ის“ფილიალის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ფაქტის დადასტურება. ამდენად, მოსარჩელე შპს “სწ--------------------სა“ და მოპასუხე შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2016 წლის 20 ივნისს დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს “სწ--------------------ის“ შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
3.2.18. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელე შპს“სწ--------------------სა“ და შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს “სწ--------------------ის“ მიერ შესრულებულია -599.144.44 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილია 329 359.15 ლარი. შესაბამისად, შპს “აზ----------–ის“ ფილიალის მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელე შპს “სწ--------------------სა“ და შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა შემსყიდველისათვის კონტრაქტორის მიერ მიწოდებული ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული ფორმა 2-ის ღირებულების 90%, ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების წესზე, რომლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა გადახდილიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში უნაღდო ანგარიშწორებით, ქვეკონტრაქტორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
საქმეზე წარმოდგენილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური 7 აქტი, რომელთა მიხედვით: 1.2016 წლის 22 აგვისტოს შპს “სწ--------------------მა“ შპს “აზ----------–ის“ ფილიალს ჩააბარა 106631.41 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო (მიღება-ჩაბარების შუალედური N1აქტი); 2. 2016 წლის 26 სექტემბერს- 12 6825.80 ლარის ღირებულების სამუშაო ( N2აქტი); 3. 2016 წლის 27 ოქტომბერს - 102 029.58 ლარის ღირებულების სამუშაო (N3აქტი); 4.2016 წლის 5 დეკემბერს - 95112.74 ლარის ღირებულების სამუშაო (N4 აქტი); 5. 2017 წლის 6 იანვარის - 35 451.02 ლარის ღირებულების სამუშაო (N5 აქტი); 6. 2017 წლის 6 მარტს - 40 818.32 ლარის ღირებულების სამუშაო (N6 აქტი); 7. 2017 წლის 3 აპრილს - 70 092.65 ლარის ღირებულების სამუშაო (N7 აქტი). მითითებული ღირებულების შესრულებული სამუშაოები მიღებულ იქნა მოპასუხის შპს “აზ----------–ის“ ფილიალის მიერ.
მითითებული შუალედური აქტების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მთლიანობაში უნდა ჩაერიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება-599.144.44 ლარი. საქმეზე წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომელთა მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხულია 329 359.15 ლარი. შესაბამისად, 270 081.29 ლარით ნაკლები შესრულებული სამუშაოს ღირებულებაზე.
მოპასუხე არ ეთანხმება შპს ‘“სწ--------------------ისათვის“ შესრულებული სამუშაოს საფასურის-მხოლოდ 329 359.15 ლარის გადახდას და აცხადებს, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში მთლიანად შპს ‘“სწ--------------------ისათვის“ გადახდილი აქვს 452 793 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა მიხედვით, შპს “აზ----------–ის“ ფილიალის ბუღალტერს ფიზიკურ პირზე გია ჯვარშეიშვილზე ხელზე, სხვადასხვა დროს გაცემული აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხა.
აღნიშნულზე მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი მოპასუხესთან შეთანხმებით, სხვადასხვა დროს ასრულებდა სხვადასხვა სახის სამუშაოებს, რაზეც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას, ხოლო სადავო ქვეკონტრაქტის ფარგლებში მას, გარდა 329 359.15 ლარისა, რომელიც მას უნაღდო ანგარიშსწორებით ჩაერიცხა მის საბანკო ანგარიშზე, მოპასუხისგან ხელზე თანხა არ მიუღია და ასეთზე შეთანხმებულიც არ ყოფილან.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ შპს “აზ----------–ის“ ფილიალს გადახდილი აქვს შპს ‘“სწ--------------------ისათვის“ 2016 წლის 20 ივნისს დადებული ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ღირებულება-329 359.15 ლარი, ვინაიდან გარდა იმისა, ხომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ თანხის გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმაზე და ხელშეკრულების პირობებიდან გადახრა ან ცვლილება დაიშვებოდა მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებით (მ.8), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, სალაროს გასავლის ორდერებით არ დგინდება, რომ თანხები გია ჯვარშეიშვილზე გაცემულია სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ანაზღაურების დანიშნულებით.
მოპასუხემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან მოსარჩელისთვის არ გადაუხდია 146 646 ლარი, თუმცა მან აღნიშნული თანხა გაქვითა მოსარჩელის იმ დავალიანების სანაცვლოდ, რომელიც წარმოეშვა მოსარჩელეს მათ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-447 მუხლებით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. იგივე კოდექსის 447-ე მუხლის „ა“ პუნქტით, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია, თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს იმის უფლებას ანიჭებს, რომ ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ. მითითებული ნორმებით კანონმდებელი გაქვითვას უკავშირებს ვალდებულების არსებობას და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ვალდებულების დაფარვას (შესრულებას) ისახავს მიზნად, შესაბამისად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ვალდებულების შესაწყვეტად აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. გაქვითვა შესაძლებელია, როცა მხარეებს ერთმანეთის მიმართ აკისრიათ ვალდებულების შესრულება, ე.ი. არსებობს საპასუხო მოთხოვნა. ამასთანავე გაქვითვის მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის ნამდვილობის პირობებს, რათა მისი განხორციელება რეალურად იყოს შესაძლებელი. მხარეთა შორის ასეთი მოთხოვნები უნდა იყოს უდავო და არ უნდა იწვევდეს ეჭვს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარყო საპასუხო ვალდებულების არსებობა და მისი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის უფლების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის შემდეგ, იჯარის ხელშეკრულების დოკუმენტაცია მოპასუხე მხარის მიერ მომზადდა მის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით.
იმ ვითარებაში, როცა მხარე სადავოდ მიიჩნევს იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობას და დადგენილი არ არის საპასუხო მოთხოვნის უდავოობა, რაც მოთხოვნის გაქვითვის აუცილებელი წინაპირობაა, მოპასუხის მიერ მოთხოვნის გაქვითვაზე მითითება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-447 მუხლებით დადგენილ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობას და იგი გაზიარებული ვერ იქნება.
ამდენად, ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ფარგლებში შპს “სწ--------------------ის“ მიერ შესრულებულია -599.144.44 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილია 329 359.15 ლარი. შესაბამისად, შპს “აზ----------–ის“ ფილიალის მიერ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის-270 081.29 ლარის და პირგასამტეხლოს-61 943.99 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 648-ე, 416-ე,417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვალდებულების არსებობასთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები უნდა ვეძებოთ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისის მოსარჩელე შპს“სწ--------------------სა“ და შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში შორის დაიდო ქვეკონტრაქტის ხელშეკრულება, სენაკის მუნიციპალიტეტში ცივა-ტეხურის მდინარეთა შორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1. მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარდობა მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოს შედეგს, არამედ სამუშაოს შესრულების მიმდინარეობასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639.1. მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო 641.1 მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.
ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მითითებული ნორმები მენარდეს ავალდებულებს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებაში ასახული პირობების შესაბამისად.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.17. და 3.2.18 პუნქტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს “სწ--------------------ის“ 2016 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო შპს “აზ----------–ის“ფილიალის საქართველოს რესპუბლიკაში მიერ იმავე ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და შპს “სწ--------------------ის“ მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება 270 081.29 ლარის ოდენობით.
ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან შპს “სწ--------------------ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო შპს “აზ----------–ის“ფილიალის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება სრულად არაა შესრულებული, შესაბამისად, შპს “აზ----------–ის“ფილიალს შპს “სწ--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის გადახდა, რაც შეადგენს 270 081.29 ლარს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 185 684.58 ლარის დაკისრების თაობაზე, იგი ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, ხოლო ამავე კოდექსის 417- ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე-ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს.
ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა მიერ და შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ხელშეკრულებაში, ხოლო თუ იგი მხარეთა მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნა უპერსპექტივოა.
დადგენილია, რომ ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების 10.2. და 10.3. პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 10.2.მუხლი), ხოლო კონტრაქტორის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში-მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.07% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ საქმეზე გადაუხდელი თანხის -270 081.29 ლარის პირგასამტეხლო -0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 61 943.99 ლარს შემდეგი გაანგარიშებით:
მიღება-ჩაბარების N1 შუალედური აქტის შესაბამისად, საგარანტიო თანხის 5%-ის დაკლებით, უნდა გადმოერიცხა 106 631 ლარი, თუმცა ჩაურიცხა მხოლოდ 88 608.12 ლარი, ანუ 12691.72 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 8.88 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 10 თვესა და 6 დღეზე (306 დღეზე), რაც შეადგენს 2717.28 ლარს.
მიღება-ჩაბარების N2 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 120 484.51 ლარი, ჩაურიცხა 86 696.05 ლარი, ანუ 33 788.46 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 23.65 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 9 თვესა და 2 დღეზე, რაც შეადგენს 6 432.8 ლარს.
მიღება-ჩაბარების N3 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 96 928.1 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 96 928.1 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 67.84 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 8 თვესა და 1 დღეზე (241 დღეზე), რაც შეადგენს 16 349 ლარს.
მიღება-ჩაბარების N4 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 90 357.1 ლარი, ჩაურიცხა ნაწილ-ნაწილ 25 000 ლარი და 7000 ლარი, 25 000 ლარის გადმორიცხვის შემდეგ ეკუთვნის 45,75 (65 357.1x0.07%), რომელიც 4 დღეზე შეადგენს 183 ლარს, ხოლო 7000 ლარის გადმორიცხვის შემდეგ დარჩა ჩაურიცხავი 58 357.1 ლარი,რომლის 0.07% ერთ დრეზე შეადგენს 40.85 ლარს,რაც უნდა გამრავლდეს 5 თვესა და 12 დღეზე (162 დღეზე) რაც შეადგენს 6 617.7 ლარს.
მიღება-ჩაბარების N5 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 33 678.47 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 33 678.47 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 23. 57 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 5 თვესა და 22 დღეზე (172 დღეზე), რაც შეადგენს 4054.04 ლარს.
მიღება-ჩაბარების N6 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 38 777.4 ლარი, თუმცა საერთოდ არ ჩაურიცხავს, 38 777.4 ლარის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 27.14 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 3 თვესა და 22 დღეზე (112 დღეზე), რაც შეადგენს 3039.68 ლარს.
მიღება-ჩაბარების N7 შუალედური აქტის შესაბამისად, უნდა გადმოერიცხა 66 588 ლარი, ჩაურიცხა 53 092.45 ლარი, ანუ 13 495.55 ლარით ნაკლები, რომლის 0.07% 1 დღეზე შეადგენს 9.45 ლარს, რაც უნდა გამრავლდეს 2 თვესა და 25 დღეზე (85 დღეზე), რაც შეადგენს 803. 25 ლარს.
შუალედური აქტების მიხედვით გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო შეადგენს 40 014.19 ლარს, რასაც უნდა დაემატოს 2017 წლის 28 ივნისიდან (დასრულებული სამუშაოს მიღებიდან) 2017 წლის 24 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) დარჩენილი გადაუხდელი თანხის 270 081.29 ლარის პირგასამტეხლო -0.07%, რომელიც 116 ვადაგაცილებულ დღეზე შეადგენს 21 929.80 ლარს. სულ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 61 943.99 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულების -ძირითადი თანხის 270 081.29 ლარისა და პირგასამტეხლოს-61 943.99 ლარის ანაზღაურება.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ-მოთხოვნის 72.24 %-ის ფარგლებში. მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 5000 ლარი, საიდანაც 3 612 ლარის (5000-ის 72.24%) გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო დარჩენილი-1388 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე-შპს „სწ--------------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე - შპს “აზ----------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ.
2. დაეკისროს შპს “აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში“ (ს/კ 42-------) შპს „სწ--------------------ი“-ს სასარგებლოდ (ს/კ 43-------) 270 081.29 ლარის გადახდა.
3. დაეკისროს შპს“აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში“ შპს „სწ--------------------ი“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 61 943.99 ლარის გადახდა.
4. დაეკისროს შპს“აზ----------–ის“ფილიალს საქართველოს რესპუბლიკაში“ შპს „სწ--------------------ი“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის სანაცვლოდ 3 612 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელის შპს „სწ--------------------ი“-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ნაწილი -1388 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია