გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ს----------–--- სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ა-–-------რე გ------–-ძე
წარმომადგენელი - კ------- ჩ--------
მოპასუხე - სს „ს----------–--- ბ----“
წარმომადგენელი - თ----- მ-----–-ძე
დავის საგანი - ხანდაზმული დავალიანებისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჩაითვალოს შეწყვეტილად ა-–-------რე გ------–-ძის ვალდებულება სს „ს----------–--- ბ----“ წინაშე 2010 წლის 3- ნოემბერს გაფორმებული №1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხი №8-----, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სარჩელში განმ-----ებულია, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ისესხა ბ----საგან 1100 ლარი, სარგებლით, 12 თვის ვადით. სესხი მოსარჩელეს უნდა დაებრუნებინა 2--- წლის 16 ნოემბერს. მსესხებელს დავალიანება არ დაუფარავს, თუმცა მოპასუხეს სარჩელი არ აღუძრია. ამის გამო ბ----ს მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც მსესხებლის ვალდებულება მოპასუხის მიმართ 2010 წლის 3- ნ-------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--- ბ---სა“ და ა-–-------რე გ------–-ძეს შორის 2010 წლის 3- ნოემბერს გაფორმდა №1------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 3-4).
- სს „ს----------–--- ბ----ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია ბ----ს წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ (1---------) (ს.ფ. 37).
3.1.2. 2018 წლის 26 მ-----ის ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ ა-–-------რე გ------–-ძემ სესხის დასაფარად ბოლო გადახდა განახორციელა 2--- წლის 1- მ-----ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 3-4).
- სს „ს----------–--- ბ----ს“ მიერ გაცემული ა-–-------რე გ------–-ძის ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 37).
-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 13--ე, 137-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები იმყოფებიან საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაში.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
დადგენილია, რომ არ არსებობს გარემოებები: სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სს „ს----------–--- ბ----ს“ მიერ სარჩელის წარდგენა ან/და ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------რე გ------–-ძეს აქვს უფლება სსკ 144-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვას სს „ს----------–--- ბ----ს“ მიმართ 2010 წლის 3- ნ-------ის საკრდიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდაზე ხანდაზმულობის გამო, რაც თავის მხრივ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟი 50,00 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალექსანდრე გ------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყვეტილად ჩაითვალოს ა-–-------რე გ------–-ძის ვალდებულება სს „ს----------–--- ბ----ს“ მიმართ 2010 წლის 3- ნ-------ის #1----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
3. სს „ს----------–--- ბ---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე