განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/849-18
(№092200918003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ზ----------–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, 2----------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 28 სექტემბერს, ზ----------–--ე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა შ----------------–---–ის“ ტექნიკური დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსი ინჟინერის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა წყლის სისტემების აღდგენ-რეაბილიტაცია, ასევე, ახალი მოწყობითი სამუშაოების წარმოება. სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე დაქვემდებარებაში ჰყავდა ინჟინერთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ასრულებდნენ სამუშაოებთან დაკავშირებით მის მითითებებს. ზ----------–--ეს ჩაბარებული ჰქონდა შ----------------–---–ის“ კუთვნილი „Samsung”-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურეობრივი პლანშეტი (ერთი თეთრი ფერის და ხუთი შავი ფერის), რომლებსაც იგი სამუშაო საათებში საჭიროების მიხედვით აძლევდა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების დასურათების მიზნით, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ზ----------–--ე უკან იბარებდა გადაცემულ პლანშეტებს.
2018 წლის თებერვალსა და მარტის თვეში, ზ----------–--ემ განიზრახა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული „Samsung“-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურეობრივი პლანშეტის მართლსაწინაარმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული „Samsung“-ის ფირმის ექვსი ცალი სამსახურეობრივი პლანშეტი გარკვეული ფულადი თანხის მიღების მიზნით, ჩააბარა ქ.რუსთავში, შ------–------------ის“ ლომბარდში, ხოლო მიღებული თანხა გამოიყენა პირადი საჭიროებისამებრ. აღნიშნული ქმედებით შპს“რუსთავის წყალს“ მიადგა 3798,3 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ზ----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ი------------–--–---–----–-------------------------–------------------------------–---–------–-------------–---–--------------------–----–----------------------–----–--–---------–--------------------------------------------------------------------------–-------------------–---------------------------------–--------–-----------–--------------------------------------–-–---–-- და ზ----------–--ის გამოკითხვის ოქმებს, შპს „რუსთავის წყლის“ მომართვის წერილს და თანდართული მასალებს (29 ფურცელი) და კონვერტი-18.09.2018, შ------–------------ის“ ლომბარდიდან და ი-----------------------ას“ კუთვნილი მაღაზიიდან ამოღებული დოკუმენტებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 20 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს, რომ სხვისი ქონება არა მარტო დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, არამედ ამ ქონების მიმართ მას განსაზღვრული უფლებამოსილებაც გააჩნია, დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით და შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით აღმოჩნდა მის მართზომიერ მფლობელობაში და რომელიც მას აქვს მინდობილი, ასევე ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება.
სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, ზ----------–--ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 3798,3 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ზ----------–--ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მისი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლო ზიანის ანაზღაურება, რაც არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის საფუძველს და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ იგი უნდა განისაზღვროს 2000 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ზ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. ზ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე