გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 201- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს „ჯ---“
წარმომადგენელი - ლ-–- ჩ--------–--ლი
მოპასუხე - შპს „ჯ--- კ--------ი“
წარმომადგენლები - მ------ მ-------–-–---–-, ს--–---- კ--------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების 5-------- ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ შპს „ჯ--- კ--------სა“ და შპს „ჯ---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ყოველი ახალი დაკვეთის ფარგლებში, შპს „ჯ--- კ--------ის“ სახელითა და მოქმედი ნორმატიული აქტების სრული დაცვით, მოეძიებინა მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის საგნები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ნებაყოფლობითი გადაცემის შემთხვევაში, მოეხდინა სატრანსპორტო საშუალების მოპასუხისათვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა.
მხარეთა შორის არსებული შეთანხმება მოიცავდა შემდეგი სახის ურთიერთობას: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოპასუხისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსარჩელის მხრიდან ფორმდებოდა ინვოისი, რომლითაც მხარეები თანხმდებოდნენ მომსახურების ღირებულებასა და ყველა დამატებით პირობაზე.
მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ოდენობამ შეადგინა 1--------- ლარი, საიდანაც შპს „ჯ--- კ--------მა“ გადაიხადა 9-------- ლარი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5-------- ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 38000 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს „ჯ--- კ--------სა“ და შპს „ჯ---ს“ შორის არსებული შეთანხმების თანახმად, შპს „ჯ---მ“ იკისრა ვალდებულება შპს „ჯ--- კ--------ის“ მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ყოველი ახალი დაკვეთის ფარგლებში, შპს „ჯ--- კ--------ის“ სახელითა და მოქმედი ნორმატიული აქტების სრული დაცვით, მოეძიებინა მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის საგნები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეცა შპს „ჯ--- კ--------ისათვის“ პირდაპირ მფლობელობაში.
მხარეთა შორის არსებული შეთანხმება მოიცავდა შემდეგი სახის ურთიერთობას: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოპასუხისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოსარჩელის მხრიდან ფორმდებოდა ინვოისი, რომლითაც მხარეები თანხმდებოდნენ მომსახურების ღირებულებასა და ყველა დამატებით პირობაზე.
მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ, ზემოთ აღნიშნულ, გარემოებებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 211; იხ, 201- წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:37:40).
3.1.2. შპს „ჯ--- კ--------ისათვის“ გაწეული მომსახურების ოდენობამ შეადგინა 1--------- ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელს გაწეული მომსახურების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.
შპს „ჯ--- კ--------ს“ მოსარჩელისათვის ანაზღაურებული აქვს 9--------ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 211; იხ, 201- წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:37:40-დან).
- №1---- ინვოისები (ს.ფ. 54-370, ტომი პირველი; ტომი მეორე; ს.ფ. 1-194, ტომი მესამე).
- სს „თ----- ბ---ის“ ამონაწერი შპს „ჯ---ს“ ანგარიშიდან (ს.ფ. 45-51).
3.1.3. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღიარა დავალიანების 3------00 ლარის არსებობა და ცნო სარჩელი შესაბამის ნაწილში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 211; იხ, 201- წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:40:15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ჯ--- კ--------ის“ დავალიანება შპს „ჯ---ს“ წინაშე დამატებით შეადგენს 2-------9 ლარს, გარდა აღიარებული დავალიანების 3------00 ლარისა.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია ინვოისები, შეკვეთის ფურცლები და აქტები (ს.ფ. 54-370, ტომი პირველი; ტომი მეორე; ს.ფ. 1-194, ტომი მესამე), რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს მომსახურების გაწევის თაობაზე.
№20 და №29 ინვოისების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1-13,00 ლარს, №30 და №46 ინვოისების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 56 504,39 ლარს, ჯამში 5-------- ლარს, საიდანაც 3------00 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობა აღიარა მოპასუხის წარმომადგენელმა. ამასთან, მოპასუხეს, როგორც აღინიშნა, სადავოდ არც მოსარჩელის მეირ გაწეული მომსახურების ოდენობა გაუხდია.
მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა დავალიანების არსებობა 2-------9 ლარის ნაწილში და მიუთითა, რომ 2-------9 ლარი მოხმარდა იმ ავტომანქანის შეძენას, რომელიც შპს „ჯ---ს“ მიერ პრობლემურ საქმეებზე მუშაობისათვის უნდა გამოყენებულიყო და რომელიც აღირიცხა შპს „ჯ---ს“ სახელზე.
მოპასუხე მხარეს მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ წარმოუდგენია.
ამდენად, სასამართლოს სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულად მიაჩნია, შპს „ჯ---ს“ დავალიანების 2-------9 ლარის ოდენობით არსებობა შპს „ჯ--- კ--------ის“ წინაშე (გარდა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ აღიარებული 3------00 ლარისა).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ შპს „ჯ---ს“ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის დამკვეთის შპს „ჯ--- კ--------ის“ მიერ ასანაზღაურებელი დავალიანების ოდენობა ჯამში შეადგენს 5-------- ლარს. შესაბამისად, შპს „ჯ---ს“ უფლება აქვს მოსთხოვოს, ხოლო „ჯ--- კ--------ი“ ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 5-------- ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 3------00 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო შპს „ჯ---ს“ სარჩელი 3------00 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1--- ლარი მოპასუხის მიერ სარჩელის 3------00 ლარის ნაწილში ცნობის გამო; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 610 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ჯ--- კ--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5-------- ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 201- წლის 2- მ---ს საგადახდო დავალება #2 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1--- ლარიდან - 1--- ლარი.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 610 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე