გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/32762 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე ხა------ კუ----ი
მოპასუხე ზა--- ლო---ე
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზა--- ლო---ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნი--- ლო---ის (დ----------–-------–-–------------–-), სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის №2--------- გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 500 (ხუთასი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე ხა------ კუ----ი და მოპასუხე ზა--- ლო---ე 1996 წლის 2-----–------- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ქე--- ლო---ე, რომელიც ამჟამად სრულწლოვანია და ნი--- ლო---ე (დ----------–-------–-–------------–-). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზა--- ლო---ეს დაეკისრა შვილის - ნი--- ლო---ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების პერიოდში მოპასუხე მუშაობდა შპს ,,მა--------–ი“ და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 930 (ცხრაას ოცდაათი) ლარს. მოპასუხე ამჟამად დამატებით მუშაობს შპს ,,ნი------ში“, რაც მიუთითებს მისი შემოსავლის გაზრდაზე. ბავშვის აღზრდა დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსებთან. 2018-2019 სასწავლოს წელს ნი--- ლო---ე ირიცხება ი/მ მ----------–--–-–---–-- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრ ,,ევ-----ს“ მეათე კლასის მოსწავლედ და მისი სწავლის საფასური თვეში შეადგენს 400 ლარს, რაც ცალსახად მიუთითებს ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების გაზრდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მოთხოვნას არ ეთანხმება. ზა--- ლო---ე გათავისუფლდა შპს ,,მა------------ნ“, რის გამოც იგი ვერ შესძლებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტზე უფრო მეტი ოდენობით თანხის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ხა------ კუ----ი და მოპასუხე ზა--- ლო---ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 2-----–-------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ქე--- ლო---ე და ნი--- ლო---ე (დ----------–-------–-–------------–-). ქე--- ლო---ე სრულწლოვანია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები, ხა------ კუ----ი და ზა--- ლო---ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე მხარე შვილებთან, ქე--- ლო---ესთან და ნი--- ლო---ესთან ერთად ცხოვრობს ცალკე, ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 500 ლარს;
ქე--- ლო---ე დასაქმებულია კლინიკა ,,ი-----–ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხა------ კუ----ის სარჩელი ზა--- ლო---ის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის გადახდის შესახებ მოთხოვნით დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ხა------ კუ----ს და ზა--- ლო---ეს შორის, რეგისტრირებული 1996 წლის 2-----–--- (აქტის ჩანაწერი N8--) და მოპასუხე ზა--- ლო---ეს 2----–-–------------–--------------–- ნი--- ლო---ის ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 26 სექტემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2--------- (ს.ფ. 18-19);
3.1.4. არასრულწლოვანი ნი--- ლო---ე სწავლობს საჯარო სკოლაში. 2018 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, იგი ირიცხებოდა ი/მ მ----------–--–-–---–-- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრ ,,ევ-----ს“ მეათე კლასის მოსწავლედ. მისი საფასური თვეში შეადგენდა 400 (ოთხასი) ლარს. ამჟამად, არასრულწლოვანი ზემოაღნიშნულ ცენტრში აღარ სწავლობს. იგი დამატებით ემზადება მათემატიკის წრეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს გაცემული ცნობა N----- (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. მოსარჩელე ხა------ კუ----ი დასაქმებულია ჯანდაცვის მართვის დეპატამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონულ ბაზის მონაცემებით, ხა------ კუ----ს უფიქსირდება მიღებული შემოსავლები, კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის 01 იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1000 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1000 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1000 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობა N21----------- დანართი (ს.ფ. 38-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.6. მოპასუხე ზა--- ლო---ე 2018 წლის დეკემბრის თვემდე დასაქმებული იყო შპს ,,მა--------–ი“ მძღოლის პოზიციაზე და ასევე, შპს ,,ნი---------------–ი“ დისტრიბუციის სამსახურში;
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონულ ბაზის მონაცემებით, 2018 წლის იანვრის თვიდან, ზა--- ლო---ის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1198.17 ლარს, თებერვლის თვეში - 1198.17 ლარს, მარტის თვეში - 1194.72 ლარს, აპრილის თვეში - 1198.17 ლარს, მაისის თვეში - 1197.02 ლარს და 487.5 ლარს, ივნისის თვეში - 1197.02 ლარს და 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1197.02 ლარს და 1260 ლარს, აგვისტოს თვეში - 1198.17 ლარს და 1250 ლარს, სექტემბრის თვეში - 1198.67 ლარს და 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1197.5 ლარს და 1250 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობა N21----------- დანართი (ს.ფ. 38, 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ზა--- ლო---ე მუშაობდა შპს ,,მა--------–ი“ მძღოლის თანამდებობაზე 09.07.2004 წლიდან 07.12.2018 წლამდე. ზა--- ლო---ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,მ-----------“ 2018 წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 67).
3.2.2. არასრულწლოვანი ნი--- ლო---ე სკოლაში გაკვე---ლების დამთავრების შემდეგ გარკვეულ პერიოდს ატარებს მამის, ზა--- ლო---ის ოჯახში. ეს უკანასკნელი იხდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მიზნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. არასრულწლოვან ნი--- ლო---ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მას დადგენილი აქვს: ,,ანემია, გულზე შუილი“. მისი მკურნალობისთვის მოსარჩელე ხა------ კუ----მა გადაიხადა გარკვეული ოდენობის თანხა. ხოლო მოპასუხე მხარეს ამ დიაგნოზით ბავშვის მკურნალობასა და სამედიცი--- გამოკვლევების ჩატარებაში თანხა არ გადაუხდია. ამასთან, არასრულწლოვანს აქვს სქოლიოზი და ესაჭიროება ფიზიკური აქტივობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. მოპასუხე ზა--- ლო---ეს ერიცხება საბანკო დავალიანება - სამომხმარებლო სესხი, რომლის დაფარვის ვადა დაახლოებით 2019 წლის შემოდგომის პერიოდია. მოპასუხის განმარტებით, სესხის მიზნობრიობა განპირობებული იყო როგორც პირადი, ასევე, უფროსი შვილის, ქე--- ლო---ის სწავლის საფასურის დასაფარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ გაიზარდა არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებები, რაც წარმოადგენს დადგენილი ალიმენტის ოდენობის შეცვლის საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ხა------ კუ----მა ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა.
დადგენილია, რომ ხა------ კუ----ი და ზა--- ლო---ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1996 წლის 2-----–-------. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ქე--- ლო---ე და ნი--- ლო---ე (დ----------–-------–-–------------–-). ქე--- ლო---ე სრულწლოვანია. მხარეები, ხა------ კუ----ი და ზა--- ლო---ე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოსარჩელე მხარე შვილებთან, ქე--- ლო---ესთან და ნი--- ლო---ესთან ერთად ცხოვრობს ცალკე, ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ქე--- ლო---ე დასაქმებულია კლინიკა ,,ი-----–ი“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისე--- დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხა------ კუ----ის სარჩელი ზა--- ლო---ის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის გადახდის შესახებ მოთხოვნით დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ხა------ კუ----ს და ზა--- ლო---ეს შორის, რეგისტრირებული 1996 წლის 2-----–--- (აქტის ჩანაწერი N8--) და მოპასუხე ზა--- ლო---ეს 2----–-–------------–--------------–- ნი--- ლო---ის ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 26 სექტემბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე ზა--- ლო---ე იხდის დაკისრებულ ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
მოსარჩელე ხა------ კუ----ი დასაქმებულია ჯანდაცვის მართვის დეპატამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონულ ბაზის მონაცემებით, ხა------ კუ----ს უფიქსირდება მიღებული შემოსავლები, კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის 01 იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1500 ლარს, მარტის თვეში - 1000 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარს, ივნისის თვეში - 1000 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1000 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები და ძმა, რომლებიც ცხოვრობენ ს-------- რაიონში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე ამ ეტაპზე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და იხდის ქირას თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
დადგენილია, რომ მოპასუხე ზა--- ლო---ე 2018 წლის დეკემბრის თვემდე დასაქმებული იყო შპს ,,მა--------–ი“ მძღოლის პოზიციაზე და ასევე, შპს ,,ნი---------------–ი“ დისტრიბუციის სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონულ ბაზის მონაცემებით, 2018 წლის იანვრის თვიდან, ზა--- ლო---ის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1198.17 ლარს, თებერვლის თვეში - 1198.17 ლარს, მარტის თვეში - 1194.72 ლარს, აპრილის თვეში - 1198.17 ლარს, მაისის თვეში - 1197.02 ლარს და 487.5 ლარს, ივნისის თვეში - 1197.02 ლარს და 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1197.02 ლარს და 1260 ლარს, აგვისტოს თვეში - 1198.17 ლარს და 1250 ლარს, სექტემბრის თვეში - 1198.67 ლარს და 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1197.5 ლარს და 1250 ლარს. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, მოპასუხე ზა--- ლო---ე მუშაობდა შპს ,,მა--------–ი“ მძღოლის თანამდებობაზე 09.07.2004 წლიდან 07.12.2018 წლამდე. ზა--- ლო---ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. მოპასუხე მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სხვა ოჯახი არ ჰყავს და მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მას ერიცხება საბანკო დავალიანება - სამომხმარებლო სესხი, რომლის დაფარვის ვადა დაახლოებით 2019 წლის შემოდგომის პერიოდია. მოპასუხის განმარტებით, სესხის მიზნობრიობა განპირობებული იყო როგორც პირადი, ასევე, უფროსი შვილის, ქე--- ლო---ის სწავლის საფასურის დასაფარად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს საბანკო დავალიანებაზეც, თუმცა წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სესხის მიღებას, დღეს არსებულ საბანკო დავალიანების ოდენობას და სესხის მიზნობრიობას. სასესხო ვალდებულების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება მესამე პირების წინაშე არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ნი--- ლო---ე სწავლობს საჯარო სკოლაში. 2018 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, იგი ირიცხებოდა ი/მ მ----------–--–-–---–-- მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრ ,,ევ-----ს“ მეათე კლასის მოსწავლედ. მისი საფასური თვეში შეადგენდა 400 (ოთხასი) ლარს. ამჟამად, არასრულწლოვანი ზემოაღნიშნულ ცენტრში აღარ სწავლობს. იგი დამატებით ემზადება მათემატიკის წრეზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, ნი--- ლო---ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მას დადგენილი აქვს: ,,ანემია, გულზე შუილი“. მისი მკურნალობისთვის მოსარჩელე ხა------ კუ----მა გადაიხადა გარკვეული ოდენობის თანხა. ხოლო მოპასუხე მხარეს ამ დიაგნოზით ბავშვის მკურნალობასა და სამედიცი--- გამოკვლევების ჩატარებაში თანხა არ გადაუხდია. ამასთან, არასრულწლოვანს აქვს სქოლიოზი და ესაჭიროება ფიზიკური აქტივობა. მოპასუხე მხარეს აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებსა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ზა--- ლო---ის მატერიალური მდგომარეობის ცვლილებას. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო ორ სამსახურში და იღებდა შესაბამის შემოსავალს. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, გარდა დაკისრებული ალიმენტისა, სხვა მხრივ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი. მოცემულ საქმეზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქირით, მას უხდება ქირის გადახდა, ასევე არასრულწლოვანი ნი--- ლო---ის ასაკის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი საჭიროებები, მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ესაჭიროება გარკვეული სამედიცი--- მომსახურების მიღება, რაც დაკავშირებულია დამატებით მატერიალურ ხარჯებთან. არასრულწლოვანს გონებრივი თუ ფიზიკური განვითარებისათვის ესაჭიროება მინიმუმ ერთ აქტივობაზე სიარული მაინც, რაც დადებითად აისახება ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარების პროცესზე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს აქვს თავისი საცხოვრებელი სახლი, მას სხვა პირი კმაყოფაზე არ ჰყავს და ამასთან, იგი თავისი ნების საფუძველზე გათავისუფლდა ერთ-ერთი სამსახურიდან. მოპასუხეს აქვს სამუშაო გამოცდილება და აქვს სხვაგან დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების პოტენციალი. ასევე, გასათვალისწინებელია ფულის სყიდვითუნარიამობა, რაც 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღების დროისათვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეის მდგომარეობით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების შემდგომ პერიოდის მანძილზე შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და დაკისრებული ფულადი თანხის მსყიდველთუნარიანობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილისათვის, გარდა დაკისრებული ალიმენტის თანხისა, სხვა ფულადი თანხით დახმარების ფაქტი. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან და მისი დამატებით სხვა ადგილას დასაქმების შესაძლებლობასთან. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 320 (სამას ოცი) ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე ხა------ კუ----ი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე ზა--- ლო---ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ხოლო მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 108 (ას რვა) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხა------ კუ----ის (პირადი N0----------) სარჩელი;
ზა--- ლო---ისათვის (პირადი N0----------) 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2---------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალოს; დაეკისროს ზა--- ლო---ეს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნი--- ლო---ის (დ----------–-------–-–------------–-) სასარგებლოდ ალიმენტის სახით 320 ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელი აღძვრიდან 2018 წლის 09 ნოემბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ხა------ კუ----ს (პირადი N0----------) მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს „თიბისი ბანკი“, საგადახდო დავალება N0, მიმღები ანგარიში N300773150) 2018 წლის 09 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 108 (ას რვა) ლარის ოდენობით.
3. დაეკისროს მოპასუხე ზა--- ლო---ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადადა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე