განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002750716
1/98-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 20-- წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული რ------- ვ--–-----ის ასული მ------ი (დაბადებული 198--–-–------------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, პ------–-----------------–----------------------------);
ადვოკატი: ტარიელ ბალაბანიშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. რ------- მ------ი, რომელმაც იცოდა, რომ მ--------– მ--–-------ი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, 20-- წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მივიდა ქ. ახალქალაქში თავისუფლებისა და ჩარენცის ქუჩების კვეთაში მდებარე მ--------– მ--–-------ის კუთვნილ ჯიხურში, სადაც მათ შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული კონფლიქტისას რ------- მ------მა თმით ითრია მ--------– მ--–-------ი და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რის შედეგადაც მ--------– მ--–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. რ------- მ------ი 20-- წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე მივიდა ქ. ახალქალაქში თავისუფლებისა და ჩარენცის ქუჩების კვეთაში მდებარე მ--------– მ--–-------ის კუთვნილ ჯიხურში, სადაც მათ შორის მოხდა კონფლიქტი.
მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება (იხ. სხდ. ოქმი) და აღიარებითი ჩვენება, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 47-52).
2.1.2. მ--------– მ--–-------ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ინცედენტის დროს რ------- მ------მა იცოდა, რომ მ--------– მ--–-------ი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები (იხ. სხდ. ოქმი), მიმართვის წერილები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებიდან N---------------------------- (ს.ფ. 41-44),2.1.3. აღნიშნული კონფლიქტისას რ------- მ------მა თმით ითრია მ--------– მ--–-------ი და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები ნაჭდევების სახით,მტკიცებულებები: ბრალდებულის განმარტება და აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულის მ--------– მ--–-------ის ჩვენება (ს.ფ. 4-6), მოწმე ნ----------– მ--–-------ის ჩვენება (ს.ფ. 19-21).
2.1.4. აღნიშნული ცემის შედეგად მ--------– მ--–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის მ--------– მ--–-------ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ--------– მ--–-------ის მიმართ,2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ------- მ------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულის მ--------– მ--–-------ის ჩვენება, მოწმეების ნ----------– მ--–-------ის, რ------–---------–---–ის, ბ----------------–--ლის, გ--------------ნის ჩვენებები, თვით ბრალდებულ რ------- მ------ის ჩვენება, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ--------– მ--–-------ის მიმართ, მიმართვის წერილები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონულ განყოფილებიდან N----------------------------, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ------- მ------ის ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------- მ------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-- წლის 22 ოქტომბერს რ------- მ------მა, სცემა მ--------– მ--–-------ი, რა დროსაც იცოდა, რომ მ--------– მ--–-------ი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რის შედეგადაც მ--------– მ--–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ რ------- მ------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რაც ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.3. ბრალდებულს ჰყავს ოჯახი, სამი არასრულწლოვანი შვილი;
4.4. ბრალდებული დაზარალებულთან არ არის შერიგებას, თუმცა ეცადა შერიგებას.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა მინიმალური ოდენობით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად;
5.4. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, ანუ დანაშაული ჩაიდინა პირველად (იხ. 4.1. და 4.2.). შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ძალადობრივი ხასიათს, ასევე რომ დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, აღიარებს, დაზარალებულთან შერიგებული არ არის, ასევე დადგენილი 4.3. გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს - ჯარიმა 1000 ლარი.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------- მ------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
რ------- მ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 20-- წლის 28 დეკემბრიდან;
2. რ------- მ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 20-- წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ------- მ------ის მიმართ შერჩეული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რ------- მ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: მდებარე: ქ. ახალქალაქი, ს----------------------- ს/კ 63.18.36.0--.01.0-- დადებული ყადაღა გაუქმდეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან