გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1254-16
გ----–-------–---
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს ,,ბა-------------–--ა“
სამართალმემკვიდრე - სს თი---------ი
წარმომადგენელი - ბ--- ვ----ე
მოპასუხე - ლ---–- ნ-–-----ე
წარმომადგენელი - ი---- ბ-----–--ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ---–- ნ-–-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქუთაისი, ქუჩა ზ. ა-----------ე № 96, საკადასტრო კოდით 0----------- და მოსარჩელე სს ,,თიბისი“ ბანკს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.2. გ----–-------–--- მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მოსარჩელე სს - სს თი---------ი საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქუთაისი, ქუჩა ზ. ა-----------ე №96, საკადასტრო კოდით 0-----------.
ზემოაღნიშნული უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხე ლ---–- ნ-–-----ის უკანონო მფლობელობაში. მოსარჩელე შეეცადა მომხდარიყო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის გზით, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მითითებულ უძრავ ქონებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება რაც სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხესთან წლებია თანამშრომლობდა და კეთილსინდისიერად ფარავდა დავალიანებას. 2011 წელს ბანკმა ,,რე------–---მ“ (სამართალმემკვიდრე სს ,,თიბისი“ ბანკი) იპოთეკით დატვირთა სხვა უძრავ ქონებასთნ ერთდ მოპასუხის შვილის ლერი ნ-–-----ის ,,მერსედეს ბენცის’’ ფირმის ავტობუსი. ბანკის დაჟინებული მოთხოვნით გაფორმდა ბანკისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანია ,,იმედთან’’ ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ. მოპასუხემ ბანკს პირადად წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო დაზღვევისთვის, მათ შორის იმ ქვეყნების სია, სადაც უნდა გაევრცელებინათ სადაზღვევო არეალი. ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის ერთობლივი შეცდომის გამო, კერძოდ მათ სადაზღვევო არეალში არ მიუთითეს და არ შეიყვანეს სომხეთის ტერიტორია, სადაც მოპასუხეს ხშირად უწევდა გადაადგილება და შესაბამისად გააჩნდა დოკუმენტაცია. სწორედ სომხეთის ტერიტორიაზე მოპასუხის შვილს მოუხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, სადაზღვევო კომპანიის მიერ არ მოხდა ზიანის ანაზღაურება მოპასუხეთა მიმართ ყოველგვარი კანონიერების დარღვევით. მოპასუხის აზრით შეცდომაზე პასუხისმგებელია, როგორც სადაზღვევო კომპანია ,,იმედი’’, ასევე ბანკი ,,რე------–---’’ (სამართალმემკვიდრე სს ,,თიბისი“ ბანკი). რაც შეეხება მოპასუხის შვილს მის მიმართ არსებობს ბრალის გამომრიცხავი გარემოება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის და სადაზღვევო კომპანია ,,იმედი“-ს უკანონო ქმედებებს მოჰყვა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება, უფრო სწორად ბანკმა ,,რე------–---“-მ თავად შეისყიდა მოპასუხის ქონება. რაც შეეხება მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, სადაც მოპასუხე ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთდ და ფეხმძიმე რძალთან ერთდ, მოპასუხემ მოითხოვა გამოესყიდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისი, ა-----------ის ქ. №96 და მოპასუხეს დაწყებული აქვს თანხის გადახდა ბინის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ სს ბა-------------–--ას სამართალმემკვიდრეა სს ,,თიბისი“ ბანკი.
მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1.ს.ფ.83-84).
3.1.2. დადგენილია, რომ ი.მ. ლერი ნ-–-----ემ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია იმედი L-ში დააზღვია ავტობუსი მერსედეს - ბენც 0403. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 50.000 აშშ დოლარით.
მტკიცებულება: სადაზღვევო მოწმობა. (ტ.1.ს.ფ. 43-45).
3.1.3. დადგენილია, რომ ი.მ. ლერი ნ-–-----ემ 2014 წლის 289 თებერვალს ბა-------------–--ა“ -დან სესხის სახით მიიღო 75.000 აშშ დოლარი.
მტკიცებულება: სესხის ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ. 48-50).
3.1.4. დადგენილია, რომ ლ---–- ნ-–-----ემ სს ბანკი ,,რე------–---“-ს ანგარიშზე (უძრავი ქონების გასაყიდად ჩარიცხული თანხებისათვის) შეიტანა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი. (ტ.1.ს.ფ. 42).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისი, ქ. ზ. ა-----------ე (ყოფ. კოსმონავტები) №96 საკადასტრო კოდი N0-----------, წარმოადგენს სს ბა-------------–--ას საკუთრებას.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ. 15-16).
3.2.2. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონებაზე მდებარე, ქ. ქუთაისი, ქ. ზ. ა-----------ე (ყოფ. კოსმონავტები) №96 საკადასტრო კოდი N0-----------, მოპასუხე ლ---–- ნ-–-----ე ახორციელებს უკანონო მფლობელობას. მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მითითებულ უძრავ ქონებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მას.
მტკიცებულება: სარჩელი. მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება:
3.2.3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხესთან წლებია თანამშრომლობდა და კეთილსინდისიერად ფარავდა დავალიანებას. 2011 წელს ბანკმა ,,რე------–---მ“ (სამართალმემკვიდრე სს ,,თიბისი“ ბანკი) იპოთეკით დატვირთა სხვა უძრავ ქონებასთნ ერთდ მოპასუხის შვილის ლერი ნ-–-----ის ,,მერსედეს ბენცის’’ ფირმის ავტობუსი. ბანკის დაჟინებული მოთხოვნით გაფორმდა ბანკისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანია ,,იმედთან’’ ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ. მოპასუხემ ბანკს პირადად წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო დაზღვევისთვის, მათ შორის იმ ქვეყნების სია, სადაც უნდა გაევრცელებინათ სადაზღვევო არეალი. ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის ერთობლივი შეცდომის გამო, კერძოდ მათ სადაზღვევო არეალში არ მიუთითეს და არ შეიყვანეს სომხეთის ტერიტორია, სადაც მოპასუხეს ხშირად უწევდა გადაადგილება და შესაბამისად გააჩნდა დოკუმენტაცია. სწორედ სომხეთის ტერიტორიაზე მოპასუხის შვილს მოუხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, სადაზღვევო კომპანიის მიერ არ მოხდა ზიანის ანაზღაურება მოპასუხეთა მიმართ ყოველგვარი კანონიერების დარღვევით. მოპასუხის აზრით შეცდომაზე პასუხისმგებელია, როგორც სადაზღვევო კომპანია ,,იმედი’’, ასევე ბანკი ,,რე------–---’’ (სამართალმემკვიდრე სს ,,თიბისი“ ბანკი). რაც შეეხება მოპასუხის შვილს მის მიმართ არსებობს ბრალის გამომრიცხავი გარემოება
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხის და მისი წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.
3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ქ. ზ. ა-----------ე (ყოფ. კოსმონავტები) №96 საკადასტრო კოდი N0-----------, კუთვნილების და აღნიშნული ნივთით მოპასუხის უკანონო სარგებლობის ფაქტის დადგენა.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე უსაფუძვლოდ ფლობს და სარგებლობს მესაკუთრის ნივთით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ევროპის სასამართლოს პრაქტიკა.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება. კერძოდ-საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ამ მხრივ ასევე საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.
პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.
ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გ----–-------–--- და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერს მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ, საფუძვლად უდევს 2013 წლის 17 მაისის №130483656 განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ამონაწერში დარეგისტრირდა, როგორც ერთპიროვნული მესაკუთრე. საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერი ძალაშია და არ დამდგარა მისი ბათილობის საკითხი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელე სს ,,თიბისი“ ბანკი არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
6.5. გადაწყვეტილების, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, უარის სამართლებრივი დასაბუთება.
6... სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.1“ პუნქტით - სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გ----–-------–---: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
6.7. მოხმობილი ნორმის სამართლებრივი ანალიზი სასამართლოს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ ნორმა იმპერატიული ხასიათის დათქმას არ შეიცავს და იგი დამოკიდებულია სასამართლოს შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტურ ქვაკუთხედს, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ერთი ინსტანციის მიერ მიღებული გ----–-------–--- აუცილებელი წესით არ ექვემდებარება შემოწმებას ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ. აქედან გამომდინარეობს პრინციპი, რომ აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გ----–-------–--- ან/და გადაწყვეტილების ნაწილი, ანუ ისეთი გ----–-------–---, რომლის კანონიერება შემოწმებული იქნა რამდენიმე ინსტანციის სასამართლოს მიერ ან რომლის გასაჩივრებაზეც მხარეებმა უარი თქვეს კანონით დადგენილი წესით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს - მისი კანონიერება და დასაბუთებულობა გადამოწმებულ უნდა იქნას რამდენიმე სხვადასხვა ინსტანციისა და შესაბამისად, სხვადასხვა მოსამართლის მიერ, რათა წაგებული მხარე დარწმუნდეს გადაწყვეტილების სამართლიანობაში. შესაბამისად, იმისათვის, რათა უგულებელყოფილი იყოს ეს პრინციპი და აღსასრულებლად მიექცეს ისეთი გ----–-------–---, რომელიც არ არის შემოწმებული რამდენიმე ინსტანციის მიერ, საჭიროა სახეზე იყოს თანაბარი ან მასზე მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიც არის გარკვეული სოციალური კლასის საჭიროება დაუყოვნებლივ აღსრულდეს გ----–-------–---;
განსახილველ შემთხვევაში ასეთ საჭიროებად მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს მოსარჩელის მიერ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლას, რაც ბუნებრივია იწვევს იურიდიული პირის უფლებრივ დისკომფორტს, მაგრამ სასამართლოს რწმენით არ წარმოადგენს მოთხოვნილ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტობრივ საფუძველს, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხეს არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი. ასევე მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილიშვილები. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გ----–-------–---, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გ----–-------–---, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი, რომელიც სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს სს ,,თიბისი“ ბანკის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. გამოთხოვილი იქნას მოპასუხის ლ---–- ნ-–-----ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე სს ,,თიბისი“ ბანკის სასარგებლოდ უძრავი ნივთი, მდებარე: ქუთაისი, ქუჩა ზ. ა-----------ე № 96, საკადასტრო კოდით 0----------- და მოსარჩელე სს ,,თიბისი“ ბანკს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. მოპასუხე ლ---–- ნ-–-----ეს (პ/ნ 6----------) სს ,,თიბისი“ ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა;
4. მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამ პირებმა გ----–-------–--- შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გ----–-------–--- შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე