განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - გ------ი გარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა-------------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რუ--–-----------------------ე (დაბადებული - 19---–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6---------0, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: გ-----, დ.გ---------, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.-----–----------------------–----------------------;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - გი-----------------–იძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: (ა) გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
(ბ) გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სხდომის სახე ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2017 წლის გაზაფხულიდან 2018 წლის 0---------დე დროის მონაკვეთში, რ----–---------ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით, თვალის გამოთხრით, ცხვირისა და ყურის მოჭრით თავის ყოფილ მეუღლეს ლ-------–-----ას, ვინაიდან მისივე განმარტებით ეს უკანასკნელი, როგორც ქალი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მამაკაცს და ქმრის სურვილისამებრ გაეგრძელებინა მასთან ცხოვრება. რ----–---------ძის მუქარების შედეგად ლ-------–-----ას უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2017 წლის გაზაფხულის თვეში, საღამოს საათებში, ქ. თბ--–-------–---------------------------------------- ბინა #---ის სადარბაზოსთან რ----–---------ძე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ-------–-----ას, რა დროსაც ლ-------–-----ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2017 წლის გაზაფხულიდან 2018 წლის 0---------დე დროის მონაკვეთში, რ----–---------ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენის მიზნით, სისტემატურად უთვალთვალებდა ყოფილ მეუღლეს - ლ-------–-----ას, უკან დაჰყვებოდა და ქ. თბ--–-------–---------------------------------------- ბინა #---ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში და ბინის სადარბაზოსთან ხვდებოდა მას და როგორც პირადად, ასევე ტელეფონის საშუალებით ლ-------–-----ას სურვილის საწინააღმდეგოდ, სისტემატურად სთხოვდა შერიგებას, ვინაიდან მისივე განმარტებით, ლ-------–-----ა, როგორც ქალი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მამაკაცს და ქმრის სურვილისამებრ უნდა გაეგრძელებინა მასთან ცხოვრება, ხოლო ლ-------–-----ასგან უარყოფითი პასუხის მიღებისას, რ----–---------ძე ემუქრებოდა ლ-------–-----ას, აგინებდა მას დედის, გამზრდელის, ოჯახის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვა უწმაწურ სიტყვებს, რის გამოც ლ-------–-----ა განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ვერ მიდიოდა თავის საცხოვრებელ სახლში და იძულებული ხდებოდა დარჩენილიყო მეგობართან და მეუღლისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩანთით ეტარებინა ცრემლსადენი აირის ბალონი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის გაზაფხულიდან 2018 წლის 0---------დე დროის მონაკვეთში, რ----–---------ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ყელის გამოჭრით, თვალის გამოთხრით, ცხვირისა და ყურის მოჭრით თავის ყოფილ მეუღლეს ლ-------–-----ას, ვინაიდან მისივე განმარტებით ეს უკანასკნელი, როგორც ქალი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მამაკაცს და ქმრის სურვილისამებრ გაეგრძელებინა მასთან ცხოვრება. რ----–---------ძის მუქარების შედეგად ლ-------–-----ას უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2017 წლის გაზაფხულის თვეში, საღამოს საათებში, ქ. თბ--–-------–---------------------------------------- ბინა #---ის სადარბაზოსთან რ----–---------ძე დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ-------–-----ას, რა დროსაც ლ-------–-----ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2017 წლის გაზაფხულიდან 2018 წლის 0---------დე დროის მონაკვეთში, რ----–---------ძე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენის მიზნით, სისტემატურად უთვალთვალებდა ყოფილ მეუღლეს - ლ-------–-----ას, უკან დაჰყვებოდა და ქ. თბ--–-------–---------------------------------------- ბინა #---ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში და ბინის სადარბაზოსთან ხვდებოდა მას და როგორც პირადად, ასევე ტელეფონის საშუალებით ლ-------–-----ას სურვილის საწინააღმდეგოდ, სისტემატურად სთხოვდა შერიგებას, ვინაიდან მისივე განმარტებით, ლ-------–-----ა, როგორც ქალი ვალდებული იყო დამორჩილებოდა მამაკაცს და ქმრის სურვილისამებრ უნდა გაეგრძელებინა მასთან ცხოვრება, ხოლო ლ-------–-----ასგან უარყოფითი პასუხის მიღებისას, რ----–---------ძე ემუქრებოდა ლ-------–-----ას, აგინებდა მას დედის, გამზრდელის, ოჯახის მისამართით, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვა უწმაწურ სიტყვებს, რის გამოც ლ-------–-----ა განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, ვერ მიდიოდა თავის საცხოვრებელ სახლში და იძულებული ხდებოდა დარჩენილიყო მეგობართან და მეუღლისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჩანთით ეტარებინა ცრემლსადენი აირის ბალონი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ - ლ-------–-----ას და მოწმეების ო-----–-----ას, ნ---------------ძის, ფ------------------–--ლის, გი-------------–---–იას და გ------------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და რ----–---------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია რ----–---------ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. დაზარალებულმა ლ-------–-----ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რ----–---------ძე არის მისი ყოფილი მეუღლე, კერძოდ, 1997 წლიდან 2013 წლამდე ის და რ----–---------ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - გ------ი და ა------ ე------ეები, თუმცა, მუდმივი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო 2013 წელს ისინი განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ რ----–---------ძე მუდმივად ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, ასევე, ხვდებოდა სადარბაზოსთან და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და დასახიჩრებით - თვალის გამოთხრით, ცხვირისა და ყურის მოჭრით. მოწმის განმარტებით რ----–---------ძე ეჭვიანობდა მასზე, ეუბნებოდა რომ „ვიღაც ყავდა“ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2017 წლის გაზაფხულზე რ----–---------ძე მისული იყო მისი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან, რა დროსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი (როგორც მან აღიქვა დანა) და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - „მოგკლავ, არ გაცოცხლებო“, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. მოწმის განმარტებით, რ----–---------ძის დანახვაზე ყოველთვის შიში უჩნდებოდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მის მიმართ ყოველთვის იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და დასახიჩრებით. რ----–---------ძის აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შიშის გამო, იგი როდესაც ყოფილ მეუღლეს ხედავდა მისი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან, ვერ მიდიოდა თავის საცხოვრებელ სახლში და ღამეს ათევდა მეგობრებთან - ე------------------ასა და თ----------------ასთან. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთი სატელეფონო მუქარის შემდეგ, 2017 წლის 2-------------ს, დილით, სამსახურში წასვლისას რ----–---------ძე მას დახვდა სადარბაზოსთან, თუმცა, მან მოახერხა სადარბაზოს კარის შიგნიდან ჩაკეტვა და იმის გამო, რომ რ----–---------ძემ კარზე ატეხა ბრახუნი, მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რ----–---------ძის მიმართ ერთი თვის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც რამდენიმე თვის განმავლობაში იგი აღარ მიდიოდა მის საცხოვრებელ სახლში და სადარბაზოსთან, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ ხშირად მიდიოდა მასთან სახლში და სადარბაზოსთან, ასევე ურეკავდა მობილურ ტელეფონზე და კვლავ აგრძელებდა მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და მუქარებს. 2018 წლის 6------ს, სამსახურის შემდეგ იგი სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან ე------------------ასთან, რა დროსაც ჯერ უფროსმა შვილმა გ------ი ე------ემ დაურეკა და უთხრა, რომ სახლში არ მისულიყო, ვინაიდან მამამისი ნასვამ მდგომარეობაში იყო მათთან სახლში მისული, ხოლო შემდეგ უმცროსმა შვილმა ა------ ე------ემაც დაურეკა და იგივე უთხრა. მას შეეშინდა ყოფილი მეუღლის და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ რ----–---------ძის მიმართ ჰქონდა შიში, მისგან დასაცავად 2017 წლის სექტემბრის თვეში შეიძინა ცრემლსადენი აირის ბალონი, რომელსაც მუდმივად ჩანთით ატარებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ რ----–---------ძე მას აღიქვამდა საკუთრებად, ვინაიდან იგი იყო ქალი და მისი ყოფილი მეუღლე. ამასთან, იგი უმიზეზოდ ეჭვიანობდა და ეუბნებოდა, რომ სხვა მამაკაცი არ უნდა ჰყოლოდა. ამასთან, მოწმე ლ-------–-----ა ითხოვს რ----–---------ძის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან მათ შვილებსა და მამას აქვთ კარგი ურთიერთობა, ასევე, ბრალდებულის დედას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ი ე------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე
4.3. მოწმე ო-----–-----ამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რ----–---------ძე არის მისი ყოფილი სიძე, მისი შვილის ლ-------–-----ას ყოფილი ქმარი. მოწმის განმარტებით, რ----–---------ძე მის შვილს ლ-------–-----ას როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემდეგ ადანაშაულებდა ღალატში, რის გამოც მათ მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. განქორწინების შემდეგ, იგი ხშირად „უვარდებოდა“ სახლში მის შვილს, რომელსაც აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლითა და დასახიჩრებით. ემუქრებოდა, რომ „თვალებს დათხრიდა, ყურს მოაჭრიდა“. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 6------ს, მათთან სახლში „მივარდა“ მისი ყოფილი სიძე - რ----–---------ძე, რომელიც ლანძღვა-გინებითა და ყვირილით ითხოვდა მის შვილთან ლ-------–-----ასთან შეხვედრას. მართალია, მან რ----–---------ძეს მოსთხოვა, რომ წასულიყო მათი სახლიდან და მისი შვილისათვის დაენებებინა თავი, თუმცა, იგი განაგრძობდა მისი შვილის მიმართ მუქარას, ამბობდა, რომ ლ-------–-----ას მოკლავდა, ვინაიდან იგი იყო მისი საკუთრება და არ დაუშვებდა, რომ ლ-------–-----ას მის გარეშე, ცალკე ეცხოვრა, ვინაიდან ეს ქალისთვის შეუფერებელი საქციელი იყო. მოწმის განმარტებით, ვინაიდან რ----–---------ძე იყო აგრესიული და არ მიდიოდა მათი სახლიდან, მისმა შვილიშვილებმა დაურეკეს დედას - ლ-------–-----ას, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან, რომ სახლში არ მისულიყო, ვინაიდან რ----–-ნი იყო მისული, რომელიც ყვიროდა და იმუქრებოდა მისი მისამართით. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში, როდესაც გამოიკითხა, გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
4.4. მოწმე ნ---------------ძემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–---–ი უბნის ი-----------------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 7------ს იმყოფებოდა სამსახურში/ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა - გ-----------ძემ მიიღო ინფორმაცია, რომ მოქალაქე რ----–---------ძე, რომელმაც 2018 წლის 06------ს ყოფილი მეუღლის მიმართ განახორციელა მუქარა, იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ----ზე, ზ---------ის მ--- კვარტლის მ---ბ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას. აღნიშნული ინფორმაციის შესახებაც გ-----------ძემ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნულ ინფორმაციაზე რეაგირება დაევალათ მას და მის თანამშრომელს - ი-----–----------–ვილს. ისინი გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ რ----–---------ძე, რომელსაც წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და განუმარტეს, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ხდებოდა მისი დაკავება. მის მიერ შედგენილ იქნა დაკავების ოქმი, რომელსაც გაეცნო და ხელი მოაწერა ბრალდებულმა. ამასთან, დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. მოწმის განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში მას ასევე ეწერა ადმინისტრაციული წარმოების მასალები - რ----–---------ძის მიერ ყოფილი მეუღლის ლ-------–-----ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით, რაზეც მის მიერ რ----–---------ძის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მას ერთი თვის ვადით აეკრძალა ლ-------–-----ასთან მიახლოება. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.5. მოწმე გი-------------–---–იამ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–---–ი დ---------------------–ის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, რ----–---------ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო გ------------------–---–მა, მანვე გამოკითხა პირველად დაზარალებული ლ-------–-----ა, თუმცა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს თავადაც იმყოფებოდა იმ სამუშაო ოთახში, სადაც მიმდინარეობდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება და ესმოდა ლ-------–-----ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ, გამოკითხვისას ლ-------–-----ამ განმარტა, რომ ყოფილი ქმარი - რ----–---------ძე მას სთხოვდა შერიგებას და თუ არ შეურიგდებოდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამასთან, ლ-------–-----ას განმარტებით, მუქარას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოწმის განმარტებით, გამოკითხვისას ლ-------–-----ა იყო აღელვებული, შეშინებული, ვინაიდან ჰქონდა მოლოდინი, რომ მისი ყოფილი ქმარი მუქარას სისრულეში მოიყვანდა. მოწმე გი-------------–---–იამ ასევე განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ლ-------–-----ა ორჯერ ჰყავს დამატებით გამოკითხული, კერძოდ, ლ-------–-----ას მიერ პოლიციის განყოფილებაში განცხადებით შეტანილი შემავალი და გამავალი ზარების ნუსხასთან დაკავშირებით, სადაც დაფიქსირებული იყო მისი ყოფილი მეუღლის მიერ მის ნომერზე განხორციელებული ზარები, ხოლო მეორედ - როდსაც ლ-------–-----ამ ნებაყოფლობით წარუდგინა ცრემლსადენი აირის ბალონი. მან ასევე მოახდინა აღნიშნული ცრემლსადენი აირის ბალონის დათვალიერება. ამასთან, აღნიშნული აირის ბალონის დათვალიერების შემდეგ იგი, როგორც თავდაცვის საშუალება, დაუბრუნდა ლ-------–-----ას, ვინაიდან, მართალია, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს რ----–---------ძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული ჰქონდა პატიმრობა, თუმცა, შესაძლებელი იყო საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეცვლოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.6. მოწმე ფ------------------–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-------ის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–---–ი გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მას, როგორც სპეციალიზებულ გამომძიებელს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი - ა------ ე------ე, კერძოდ, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ა------ ე------ე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში და ვერ ახერხებდა გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–---–ი გამოცხადებას, იგი მივლინებით თავად ჩავიდა ქალაქ ბათუმში, სადაც საპროცესო წარმომადგენლის - სოციალური მუშაკის - ნ-----------ას მონაწილეობით მოხდა ა------ ე------ის გამოკითხვა და შესაბამისი გამოკითხვის ოქმის შედგენა. გამოკითხვის ოქმს გაეცნო, როგორც ა------ ე------ე, ასევე საპროცესო წარმომადგენელი, რომლის სისწორეც დაადასტურეს ხელმოწერებით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.7. მოწმე გ------------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პ------–-----------–---–ი გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ელსმენით შეტყობინების საფუძველზე, რომლის ავტორი -ლ-------–-----ა განმარტავდა, რომ ვერ მიდიოდა სახლში, ვინაიდან მისი ყოფილი მეუღლე - რ----–---------ძე იმყოფებოდა მასთან სახლში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოწმის განმარტებით, შეტყობინების მიღებიდან მალევე პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ლ-------–-----ა, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. იგი გამოკითხა მოწმის სახით, რა დროსაც განმარტა, რომ ვერ ახერხებდა სახლში მისვლას, ვინაიდან მისი ყოფილი ქმარი იყო მასთან სახლში, ემუქრებოდა და მისი შიშით ვერ მიდიოდა სახლში. ამასთან, ლ-------–-----ას განმარტებით, ყოფილი ქმრის მხრიდან წარსულშიც ჰქონდა დასახიჩრებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას, ასევე, ძალადობის ფაქტებს ადგილი. მოწმის განმარტებით, გარდა აღნიშნულისა, მის მიერ ასევე ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოკითხა ლ-------–-----ას მამა - ო-----–-----ა, შვილი - გ------ი ე------ე, მეგობარი - ე------------------ა, თავად ბრალდებული - რ----–---------ძე და სხვა. ო-----–-----ას გამოკითხვისას არ დაუფიქსირებია, რომ ჰქონდა მხედველობის ან სმენის პრობლემა, შესაბამისად, არ ყოფილა გარეშე პირის მოწვევის საჭიროება. იგი თავად გაეცნო გამოკითხვის ოქმს და მოაწერა ხელი. რაიმე სახის შენიშვნა მას არ ჰქონია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
4.8. ბრალდებულმა რ----–---------ძემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო ადევნების ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ყოფილი მეუღლის სახლში მიდიოდა არა ლ-------–-----ას სანახავად, არამედ შვილების მოსანახულებლად. ამასთან, ლ-------–-----ას მხრიდან მისი დასმენის მიზეზი იყო არა მისი მხრიდან განხორციელებული ქმედებები, არამედ შვილების სურვილი მასთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად.
4.9. რ----–---------ძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა გარდა დაზარალებულ - ლ-------–-----ას და მოწმეების ო-----–-----ას, ნ---------------ძის, გი-------------–---–იას, ფ------------------–--ლის და გ------------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ე------------------ას, გ-----------ძის, ა------ ე------ის და ი-----–----------–ვილის გამოკითხვის ოქმებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9----–--ის #0-------- წერილს, ამონაწერს შპს „ვ---ნი საქართველოდან“ (ბ--–----დან) ლ-------–-----ას მფლობელობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი, გამავალი ზარებისა და სმს-ების შესახებ, 2018 წლის 1-----–--ის ცრემლსადენი გაზის ბალონის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ რ----–---------ძის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ - ლ-------–-----ას და მოწმეების - გ------ი ე------ის, ო-----–-----ას, ნ---------------ძის, გი-------------–---–იას, ფ------------------–--ლის და გ------------------–---–ის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
5.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვ---ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
5.4. სასამართლო იხმობს ასევე, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა 2017 წის 5 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში. აღნიშნული კონვენცია მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, კერძოდ, კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით კი ,,ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს, ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.“
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ - ლ-------–-----ას და მოწმეების გ------ი ე------ის, ო-----–-----ას, ნ---------------ძის, გი-------------–---–იას, ფ------------------–--ლის და გ------------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ მტკიცებულებებით (უდავო/სადავო) დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
5.6. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, კერძოდ:
5.6.1. სასამართლო ბრალდებულ რ----–---------ძის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - ლ-------–-----ას საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლე რ----–---------ძე, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სხეულის დაზიანებით/დასახიჩრებით როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრისას. იგი სისტემატურად ხვდებოდა საცხოვრებელ ბინასა და სადარბაზოსთან, რა დროსაც იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით. ყოველივე აღნიშნულის გამო მას ჰქონდა შიში რომ მისი ყოფილი მეუღლე სისრულეში მოიყვანდა მუქარას, რის გამოც იმყოფებოდა მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ. მისი განმარტებით, იგი როდესაც ყოფილ მეუღლეს შეამჩნევდა სადარბაზოსთან, მოსალოდნელი აგრესიის თავიდან არიდებისა და შიშის გამო იძულებული იყო სახლში არ მისულიყო და დარჩენილიყო მეგობრებთან, ასევე, რ----–---------ძის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისგან თავდაცვის მიზნით, მან შეიძინა ცრემლსადენი აირის ბალონი. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რ----–---------ძე ყოფილი მეუღლის ლ-------–-----ას მიმართ ახორციელებდა თვალთვალს, ასევე მასთან პირადად და ტელეფონის საშუალებით სისტემატურად ამყარებდა ლ-------–-----ასთვის არასასურველ კომუნიკაციას, რის გამოც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ და იძულებული იყო შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, იგი იძულებული ხდებოდა ღამე გაეთია არა საკუთარ სახლში, არამედ მეგობრებთან, ასევე თავდაცვის მიზნით ეტარებინა ცრემლსადენი აირის ბალონი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ რ----–---------ძე მას მიიჩნევდა საკუთრებად და ეუბნებოდა, რომ ვინაიდან იყო მისი ყოფილი მეუღლე, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მას სურდა. დაზარალებულის ჩვენებით, ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის გაზაფხულის თვეში, ქ. თბ--–-------–---------------------------------------- ბინა #---ის სადარბაზოსთან რ----–---------ძე „რაღაც საგნის“ დემონსტრირებით, რომელიც მან აღიქვა, რომ იყო დანა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც რ----–---------ძის აგრესიული პიროვნებიდან გამომდინარე მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.6.2. დაზარალებულ ლ-------–-----ას ჩვენებას ადასტურებს მოწმე ო-----–-----ას ჩვენება, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ განქორწინების შემდეგ, რ----–---------ძე ხშირად „უვარდებოდა“ მის შვილს სახლში, რომელსაც აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლითა და დასახიჩრებით ეუბნებოდა, რომ „თვალებს დათხრიდა, ყურს მოაჭრიდა“. 2018 წლის 6------ს, მათთან სახლში „მივარდა“ მისი ყოფილი სიძე - რ----–---------ძე, რომელიც ლანძღვა-გინებითა და ყვირილით ითხოვდა მის შვილთან ლ-------–-----ასთან შეხვედრას. მართალია, მან რ----–---------ძეს მოსთხოვა, რომ წასულიყო მათი სახლიდან და მისი შვილისათვის დაენებებინა თავი, თუმცა, იგი განაგრძობდა მისი შვილის მიმართ მუქარას, ამბობდა, რომ ლ-------–-----ას მოკლავდა, ვინაიდან იგი იყო მისი საკუთრება და არ დაუშვებდა, რომ ლ-------–-----ას მის გარეშე, ცალკე ეცხოვრა, რადგან ეს ქალისთვის შეუფერებელი იყო. სწორედ იმის გამო, რომ რ----–---------ძე იყო აგრესიული და არ მიდიოდა მათი სახლიდან, მისმა შვილიშვილებმა დაურეკეს დედას - ლ-------–-----ას, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან, რომ სახლში არ მისულიყო, ვინაიდან რ----–-ნი იყო მისული, რომელიც ყვიროდა და იმუქრებოდა მისი მისამართით.
5.6.3. დაზარალებულისა და მოწმე ო-----–-----ას ჩვენებები სრულ თანხვედრაშია მოწმე ე------------------ას გამოკითხვის ოქმთან, რომელიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და რომლის თანახმადაც, 2018 წლის 6------ს, საღამოს ლ-------–-----ა იმყოფებოდა მასთან სტუმრად, რა დროსაც მას დაურეკეს შვილებმა და უთხრეს, რომ რ----–-ნი იყო ლ------ს სახლში მისული და სახლში არ მისულიყო, ვინაიდან რ----–-ნი ჩხუბობდა და სახლიდან წასვლას არ აპირებდა. იგი (ე------------------ა) გაყვა ლ-------–-----ას სახლში, თუმცა, ლ-------–-----ამ სახლში ასვლა ვერ გაბედა, ვინაიდან შეეშინდა, რომ რ----–-ნი მას რაიმეს დაუშავებდა. ამიტომ დარეკა 112-ში, ხოლო შემდეგ წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. ე------------------ას განმარტებით, იგი უშუალოდ არაერთხელ შესწრებია რ----–-ნის დარეკვას ლ------ ც------ასთან მობილური ტელეფონის ნომერზე, რა დროსაც იგი აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება ყურის მოჭრით, ცხვირის მოჭრით, თვალის ამოთხრით, ყელის გამოჭრით და ა.შ. მისთვის ასევე ცნობილია, რომ 2017 წელს რ----–-ნი „მიუვარდა“ ლ------ს დანით ხელში... სწორედ რ----–---------ძისგან თავდაცვის მიზნით ლ-------–-----ამ შეიძინა ცრემლსადენი აირის ბალონი.
5.6.4. ლ-------–-----ასა და მის ყოფილ მეუღლეს რ----–---------ძეს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას ადასტურებს ასევე მათი არასრულწლოვანი შვილის - ა------ ე------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და რომლის თანახმადაც, მისი მშობლები არიან განქორწინებულები, „თუმცა მამა მაინც აკითხავს დედას სახლში პერიოდულად და მასზე ეჭვიანობს“, ასევე, „იყო შემთხვევები როდესაც მამა სახლში მოსულა დედას სანახავად და იმის გამო, რომ მამა სახლში იყო, დედა ღამით სახლში არ მოსულა, რადგან მამასთან კონფლიქტი აერიდებინა“.
5.6.5. ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულების ჩადენის დადასტურებისაკენ.
5.7. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ რ----–---------ძის პოზიციას, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ იგი ყოფილ მეუღლეს - ლ-------–-----ას უკან არ დაჰყვებოდა, იგი მიდიოდა მხოლოდ მათთან სახლში შვილების სანახავად, რაც არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მისი განმარტება ადევნების ჩადენის ნაწილში ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. რაც შეეხება მუქარას, რ----–---------ძე ბრალდების აღნიშნულ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს.
5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.9. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.10. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----–---------ძემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. რ----–---------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“.
7.4. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
7.6. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
7.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.9. მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსივობას. მოცემულ შემთხვევაში რ----–---------ძის მხრიდან სიცოცხლის მოსპობისა და სხეულის დაზიანების მუქარას, მსხვერპლის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვედრას და როგორც პირადად, ასევე, ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ასევე, მისი ქმედებები ხასიათდებოდა განსაკუთრებული აგრესიულობით.
7.10. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე, ყურადღებას მიაქცევს დანაშაულების ჩადენის მოტივს - გენდერული დისკრიმინაციას - და იმ გარემოებას, რომ დანაშაულები ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, როგორც დაზარალებულმა ლ-------–-----ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, “რ----–---------ძე მას აღიქვამდა საკუთრებად, ვინაიდან იგი იყო ქალი“. დაზარალებულის აღნიშნულ ჩვენებას ადასტურებს აგრეთვე დაზარალებულის მამის - ო-----–-----ას ჩვენება, რომლის თანახმად, „რ----–---------ძე ამბობდა, რომ ლ-------–-----ას მოკლავდა, ვინაიდან იგი იყო მისი საკუთრება და არ დაუშვებდა, რომ ლ-------–-----ას, მის გარეშე, ცალკე ეცხოვრა, ვინაიდან ეს ქალისთვის შეუფერებელი საქციელი იყო“, რაც მიუთითებს რ----–---------ძის მხრიდან დანაშაულების გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენაზე. ამასთან, რ----–---------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლში მოცემული დანაშაულები ჩადენილია ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელიც ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, არის ოჯახის წევრი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ -გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, სასამართლო განხილვისას მან გამოავლინა სასამართლოსა და პროცესის მონაწილის (ყოფილი სიმამრის) მიმართ უპატივცემულობა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს რ----–---------ძის პიროვნებაზე უარყოფით კონტექსტში.
7.11. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია) კი ავალდებულებს მის მხარე სახელმწიფოებს განახორციელოს ქალების მიმართ ძალადობის პრევენცია, დაიცვას მსხვერპლი და დასაჯოს დამნაშავე.
7.12. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია რ----–---------ძის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, შესაბამისად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ასევე, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–---------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და რ----–---------ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----–---------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2. რ----–---------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----–---------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ რ----–---------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ რ----–---------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07------იდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე