გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № (3/22–18)090310-18002-60568
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.11.2--- წელი ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ა-------–------- რაიონული სასამართლო
მოსამართლე გურამ გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე
მოსარჩელე - ლ-------------
წარმომადგენლები – დ-------------------------------–------------------------------–---–-
მოპასუხეები - სა------------------------------–----------------------------------------------–---------------------------------------–--------ი
წარმომადგენელი - ო---------------–ი
მესამე პირი - ი-–----------–-–---–-
წარმომადგენელი – კ----------–-–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- 2--- წლის 29 მაისის N8---------------- გადაწყვეტილება.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8--------------- გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის № 2----- გადაწყვეტილება.
1.4. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ლ-------------- მიერ, 2--- წლის 04 მაისის N8----------- განცხადებით მოთხოვნილი 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ნივთის მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება.
მოსარჩელის განმარტებით, 20-7 წლის 09 ოქტომბერს ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- განცხადებით მიმართა საჯარო რ---------------------–------------------------------------–-----------------------------------–-------------–--------------------------------------------------–-------- (განცხდების რეგ.N8-----------), 8----------- სისტემური საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მდებარე ა-------–-------------------------–--------- ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით. ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, საჯარო რ--------------------–------------- 20-7 წლის 07 დეკემბრის N8----------- –12 გადაწყვეტილებით შეჩერებულ იქნა საქმის წარმოება, განმცხადებლის მიერ წარდგენილ სისტემურ საკადასტრო კოდზე 8----------- დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული სისტემური კოდის უარყოფის (განცხ. რეგN 8-----------) საფუძვლით და დადგენილ ვადაში, საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.
ამასთან, ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- საჯარო რ--------------------–------------- 20-7 წლის 07 დეკემბრის N8----------- –12 გადაწყვეტილებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლის (სისტემურ საკადასტრო კოდზე უარის თქმა) საპასუხოდ, 2--- წლის 04 მაისის განცხადებით განმარტა, რომ მის მიერ უარყოფილი კოდების ჩამონათვალში არ ჰქონდა დაფიქსირებული 8----------- სისტემური საკადასტრო კოდი და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ცვლილებების რეგისტრაცია. აღნიშნულზე სა-------------------------------–-------------- მიუთითა, რომ უფლებისდამდგენი დოკუმენტით (მიღება – ჩაბარების აქტი N2---- ფართი 8458) გათვალისწინებული ფართი ამოწურულია ( გადაწყვეტილება N 8----------- – 04 (11.05.2---). დ-------------------მ, ს-------------------------------–-----------–- 2--- წლის 23 მაისს წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისდამდგენ დოკუმენტს არ წარმოადგენდა მიღება – ჩაბარების აქტი. ს-------------------------------–-------------- 8---------------- (29.05.2---) გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უფლებისდამდგენი დოკუმენტით (მიღება – ჩაბარების აქტი N2---) გათვალისწინებული ფართი ამოწურულია.
2--- წლის 31 მაისს, მოსარჩელის წარმომადგენელმა დ------------------- სა-------------------------------–------------ მიმართა განცხადება – საჩივრით, სადაც დეტალურად აღწერდა, რომ ე---------------- (ლ-------------- მეუღლე) სახელზე შედგენილი მიღება – ჩაბარების აქტი N2---- გაცემულია 1997 წლის 07 სექტემბერს, საერთო ფართით 0.85 ჰა, ასევე, 200- წელს მათ კომლზე გაცემულ იქნა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები, (რომლის შესაბამისი სააღრიცხვო ბარათები ინახება ს-------------------------------–-----------–-) საერთო ფართით 1.2-ჰა, სადაც მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო – სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (რიგითN2--), რომელიც მოიცავს, როგორც მიღება – ჩაბარების აქტში ასახულ 0.85 ჰა –ს, აგრეთვე, იმ 0.4 ჰა –ს, რომელიც არ არის ასახული მიღება – ჩაბარების აქტში, თუმცა, 1992 წელს დაწყებული, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში იყო გაცემული მის კომლზე და ასახული სასოფლო – სამეურნეო მიწის გადსახადის გადამხდელთა სიაში (სულ 1.2- ჰა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული ნორმა). მიუხედავად განცხადება – საჩივარში მითითებული ახსნა – განმარტებისა, საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილებით, ლ-------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ს-------------------------------–--------------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, დასაბუთებაში მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა უძრავი ნივთის მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციაზე და მიუთითა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში (2--- მიღება – ჩაბარების აქტში) მითითებული ფართი ამოწურული იყო და საჭირო იყო სხვა უფლებისდამდგენი დოკუმენტის, ან განცხადების წარდგენა. მოსარჩელე ლ------------- ითხოვდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, მხოლოდ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციას, რაც წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას და მითითებულია საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილებაშიც. შესაბამისად, ლ------------- განცხადებით ითხოვდა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას, არამედ მიწის ნაკვეთზე 200- წლის 23 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას, კერძოდ, ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით, მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებას, რაც არ ნიშნავს საკუთრების უფლების ხელმეორედ მოპოვებას და თავის მხრივ, გამორიცხავს დამატებითი უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ლ-------------მ ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, მიმართა ს-------------------------------–------------, უფლებადამდგენ დოკუმენტად წარადგინა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 200- წლის 23 სექტემბერს გაცემული (განცხ. რეგ. N1--------, თარიღი: 2-.0-.0-) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (საკ.კოდი 8-.0-.3--), რომლის შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი დაცულია ს-------------------------------–-----------–-, სადაც საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად, მითითებულია სასოფლო– სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია (რიგითი N2--). ამასთანავე საგულისხმოა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-6 წლის 0- აგვისტოს N 153 ბრძანების მე –11 მუხლის მე–7 პუნქტი განსაზღვრავს, რომ უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე, ან /და საკადასტრო რუკაზე დატანილია ბეჭედი, ან/და რეგისტრატორის ხელმოწერაა აღნიშნული. შესაბამისად, ს-------------------------------–-----------–- 8----------- საკადასტო კოდზე დაცულ სააღრიცხვო ბარათსა და საკადასტრო რუკაზე(განც. რეგ. N1--------, თარიღი: 2-.0-.0-) დატანილია როგორც ბეჭედი, ასევე, რეგისტრატორის ხელმოწერა.
ს-------------------------------–-------------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება დაურეგისტრირა მოქალაქე ი-–-----------–-–---–- (პ/ნ 0----------) იმ უძრავ ქონებაზე (ს/კ 8-----------), რომელიც ზედდებაში იყო ლ-------------- საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ( მდებარე ა-------–-------------------------–--------, საკ.კოდი 8-----------), რომელზეც უძრავი ნივთის მონაცემებში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრციის პროცესი მიმდინარეობდა და საჯარო რეესტრისათვის ცხადი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების ზედდების თაობაზე.
საჯარო რ--------------------–------------- მონაცემებით, 8----------- საკადასტრო კოდზე ი-–-----------–-–---–-- სასარგებლოდ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტი N2--- (დამოწმების თარიღი: 12.09.1997 წ, ა-------–-------------–----–------------------- 20-7 წლის 10 ნოემბრის N5--- წერილის, ა-------–-------------–----–------------------- მიერ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმის საფუძველზე. მითითებული უძრავი ქონების ამონაწერში აღნიშნული უფლებადამდგენი ძირითადი დოკუმენტი, კერძოდ, 1997 წლის 12 სექტემბრის მიღება – ჩაბარების აქტი ცალსახად ცხადყოფს, რომ ი-–----------–-–---–-ს სახელზე 20-7 წლის 20 ნოემბერს რეგისტრირებული 3492 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ადგილმდებარეობა სრულიად შეუსაბამოა მიღება – ჩაბარების აქტში (როგორც უფლებადამდგენ დოკუმენტში) მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობისა. კერძოდ, 1997 წლის 12 სექტემბერს გაცემულ მიღება – ჩაბარების აქტში 3492 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ნივთის დასახელების გრაფაში მითითებულია ,,ს---------------’’, რაც ცალსახად ცხადყოფს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს, არა დამატებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებში (შ------------ს პირას), არამედ, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ან სიახლოვეს. ამასთან, მიღება – ჩაბარების აქტსა და სარეგისტრაციო წარდგენილ აზომვით ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთების ფორმები (კონფიგურაცია) სრულიად განსხვავებულია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ა-------–-------------–----–------------------ 20-7 წლის 11 ნოემბრის N5--- წერილი და მათ მიერ 20-7 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი პროექტის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N0---- ოქმი ადასტურებს, რომ საკადასტრო აგეგმვით აზომვით ნახაზზე ნაჩვენები მიწის ნაკვეთი იდენტურია 1997 წლის 12 სექტემბერს გაცემულ N2--- მიღება – ჩაბარების აქტში ნაჩვენები მიწის ნაკვეთისა, რაც არ შეესაბამება რეალობას და მიუთითებს მუნიციპალიტეტის მხრიდან – კანონდარღვევაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენ დოკუმენტად მითითებული აქვს 1997 წლის 12 სექტემბერს გაცემული N2--- მიღება – ჩაბარების აქტი მაშინ, როდესაც ი-–-----------–-–---–- სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, უფლებადამდგენ დოკუმენტად, წარდგენილი აქვს 1997 წლის 12 სექტემბრის N2--- და არა 2--- მიღება – ჩაბარების აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ განახორციელა არც სარეგისტრაციოდ წარდგენილი და არც მასთან დაცული დოკუმენტაციის შესწავლა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ საჯარო რ--------------------–------------- მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს, მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რის გამოც, სასამართლოს მიერ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საჯარო რ--------------------–-------------ა და იმ--------------------–---------- წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ 2--- წლის 31 მაისს ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- 30918-/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ს-------------------------------–------------ და მოითხოვა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული საჩივრის წარმოების ფარგლებში, სააგენტოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2--- წლის 4 მაისს ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სა-------------------------------–------------ ქონების
რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმ--------------------–-------- და მოითხოვა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადი განცხადება, რომელიც მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული კოდი წარმოადგენს ლ-------------- კომლის საკუთრებას, მინდობილობის ასლი ( სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------- თარიღი: 13.02.20-7), ლე--------------- და დ------------------- პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმეტის ასლი, მინდობილობა და მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ერთვოდა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებას. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი----------------------–------------ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8-------------------------), N8----------- –-------------) და N8----------- – 0- (0---------- გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული ფართი ამოწურული იყო და შესაბამისად, უნდა წარედგინა სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, ან განცხადება, დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე.
2--- წლის 23 მაისს, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა დაინტერესებული პირის პირადი განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი განმარტავდა, რომ მიღება – ჩაბარების აქტი გაიცა სარეგისტრაციო მოწმობის გაცემამდე, რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა 200- წლის 23 სექტემბერს დამატებით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, რაც თავისთავად გამორიცხავდა 0.4 ჰა მიწის ნაკვეთზე მიღება – ჩაბარების აქტის არსებობას. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი----------------------–----------- მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N8----------------------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ, არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძველის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია. სარეგისტრაციო წარმოება N 8----------- –ზე დაინტერესებული პირის მიერ, მოთხოვნილი იყო 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთის N2--- მიღება – ჩაბარების აქტის (გაფორმების თარიღი: 07.09.1997) თანახმად, ე------------------------------- გადეცა ა-------–-------------------------–-------–- 0.8458 ჰა ფართობი, 5 ნაკვეთად. სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტი /ინფორმაციის გამოკვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 20-7 წლის 1 დეკემბრის N13/19040- წერილის თანახმად, ,, ქუ------- ცენტრალურ არქივში დაცული, ა-------–----------------------–------–-- საკრებულოს სოფელ ა------ 1997 –2000 წლების საკომლო წიგნებში, კომლის უფროსად ჩაწერილია ევ----------------------------. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ევ---------------------------- – ოჯახის უფროსი, ლ----------–-------------–------------ – ცოლი, კომლზე რიცხული ქონება აღრიცხული არ არის. ჭ--–------–-- საკრებულოს სოფელ ა------ 200- –2005 წლების საკომლო წიგნებში ე------------------------------ ჩაწერილია ლ----------–------------–------------ კომლში, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ევ---------------------------- – ოჯახის უფროსი (გადახაზულა, გარდაიცვალა 2003 წელს), ლ----------–-------------–------------ – მეუღლე, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი 2002 წლის ჩანაწერით, აგებული 1959 წელს საერთო სასარგებლო ფართით – 180 მ2 მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ ჩანაწერი აღრიცხული არ არის.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 20-6 წლის 6 სექტემბრის N1-------- წერილის თანახმად, ა-------–------- მუნიციპალიტეტის 2007 წლამდე, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახება. ა-------–-------------–----–-------------------- 20-6 წლის 13 სექტემბრის N 4682 წერილის თანახმად, ა-------–-------------–----–------------------ში არ არის დაცული კომლის შემადგენლობისა და უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია უძრავ ნივთებზე. უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე, ლ-------------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 8----------- (ფართი: 1350 კვმ), 8----------- (ფართი: 2005 კვმ), 8----------- (ფართი: 3070 კვმ), 8----------- (ფართი: 1176 კვმ.) და 8-.1--------( ფართი : 553) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები (ჯამში 8154 კვმ). შესაბამისად, ხუთივე ნაკვეთი რეგისტრირებულია დაინტერესებული პირის საკუთრების უფლებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული ნივთები დარეგისტრირდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციით, ანიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის N2--- მიღება – ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ფართობი უკვე ამოწურულია პირველადი რეგისტრაციების საფუძველზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ს-------------------------------–-----------–- ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომა 2--- წლის 19 ივნისს 11:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ ლ-------------- წარმომადგენლები დ------------------ და ა---------–-----------, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ვინაიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ, სარეგისტრაციოდ არ იყო წარდგენილი საკუთრების უფლების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებული პირის უფლებას, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ კანონიერია სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8----------- –04 (11.05.2---), N8----------- –06 (29.05.2---) და N8----------- –0- (0---------- გადაწყვეტილებები და მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
20-7 წლის 07 სექტემბერს ი-–----------–-–---–-- N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა ს-------------------------------–------------ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია 3492 კვმ. სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ა-------–------- რაიონი, სოფელი ა------ დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, წარადგინა 20-7 წლის 16 აგვისტოს თებერვლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამასთან მიუთითა, რომ დანარჩენი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ინახებოდა N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე. თავის მხრივ, N8----------- განცხადებაზე დართული იყო მიწის მიღება – ჩაბარების აქტი N2--- და საქართველოს ეროვნული არქივის 0- ნოემბრის N1-------- საარქივო ცნობა. 20-7 წლის 20 ოქტომბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8----------- –09 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ 20-7 წლის 20 ოქტომბრის N439843 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ა-------–------- მუნიციპალიტეტის გ------------, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღებოდა 20-7 წლის ოქტომბრის N 439843 წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
ა-------–------- მუნიციპალიტეტის გ------------, 20-7 წლის 10 ნოემბერს მიღებული იქნა N5--- წერილი და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N0----, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ 8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (შემსრულებელი ს---------------) ასახული, ა-------–------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-----–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართობი 3492 კვმ) კოფიგურაცია და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მითითებული მფლობელობა იდენტურია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის მიღება – ჩაბარების აქტი N2---) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა. 20-7 წლის 20 ნოემბერს საჯარო რ--------------------–------------- მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N8--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა ი-–-----------–-–---–-- დაზუსტებული რეგისტრაცია ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- მდებარე 3492 კვმ სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჯარო რ--------------------–------------- მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლის შესაბამისად, აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი ი-–-----------–-–---–- და მისი წარმომადგენელი კ----------–-–---–- წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავენ: 20-7 წლის 20 ნოემბერს უძრავ ნივთზე (მდებარე ა-------–------- რაიონი სოფელი ა-----) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განახორციელა სარეგისტრაციო სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც დავის საგნად იქცა მოსარჩელე მხარისათვის, თუმცა მიაჩნიათ, რომ მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებულობას, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახლავთ მის მიერ არასრულად წარდგენილი დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტით დადგენილი ფართის ამოწურვის გამო, ვერ ხორციელდება მოთხოვნილი დამატებით მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების დაწყების, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, ის გარემოება, რაზეც მოსარჩელე დიდი გულმოდგინებით საუბრობს, რომ მის მიერ არასწორად წარდგენილია საკუთრების უფლების დამდგენი საბუთები – მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტი, თუნდაც დადასტურდეს აღნიშნული გარემოება, მოსარჩელის მიზნის მიღწევა ბ----–-–---–-- საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმებით გამოირიცხება, ვინაიდან მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტში მითითებული ფართი ამოწურული აქვს, როგორც განმარტავს სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობა რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, როგორც უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და იურიდიულ დოკუმენტად მიუთითებს მიწის საგადასახდო გადამხდელის სიას, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო ცენტრალური არქივის მონაცემების მიხედვით, სარეგისტრაციო სამსახური განმარტავს, რომ ჭ--–------–-- საკრებულოს საგადასახადო გადამხდელად აღრიცხვის წიგნები არქივში დაცული არ არის. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებულობას, რაც ცხადყოფს, რომ მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება გამორიცხულია, თუნდაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყოს კანონშეუსაბამო.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილია, რომ 20-7 წლის 09 ოქტომბერს, ლ-------------- წარმომადგენელმა საჯარაო რ--------------------–------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–--------- მიმართა განცხადებით, 8----------- სისტემური საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ( მდებარე ა-------–------- რაიონი სოფელი ა-----) ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით. შემდგომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–----------- 20-7 წლის 07 დეკემბრის N8-----------–12 გადაწყვეტილებით, შეჩერებული იქნა საქმის წარმოება, დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული სისტემური კოდის უარყოფის საფუძვლით და დადგენილ ვადაში, საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 20-7 წლის 09 ოქტომბრის დ. აბუთიძის განცხადება.
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–----------- 20-7 წლის 07 დეკემბრის 8----------- –12 გადაწყვეტილება.
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–----------- 2--- წლის 09 იანვრის 8----------- –13 გადაწყვეტილება.
4.1.2. დადგენილია, რომ ლ-------------- წარმომადგენელმა 2--- წლის 04 მაისის განცხადებით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–---------, სადაც განუმარტათ, რომ მის მიერ უარყოფილი კოდების ჩამონათვალში არ ჰქონდა დაფიქსირებული 8----------- სისტემური საკადასტრო კოდი, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–2--- წლის 04 მაისის განცხადება
4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–------------ 2--- წლის 11 მაისს მიიღო N 8----------- –04 გადაწყვეტილება, სადაც განუმარტა განმცხადებელს, რომ უფლებისდამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ფართი აქვს ამოწურული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–----------- 2--- წლის 11 მაისის N 8----------- –04 გადაწყვეტილება
4.1.4.დადგენილია, რომ ლ------------- ითხოვდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, მხოლოდ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 200- წლის 23 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას, კერძოდ, ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებას.
ლ-------------მ უფლებდამდგენ დოკუმენტად წარადგინა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფოს დეპარტამენტის მიერ 200- წლის 23 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი დაცულია ს-------------------------------–-----------–-, სადაც საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო –სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია (რიგითი 2--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილება.
–საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 200- წლის 23 სექტემბრის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
– 200- წლის 2- აგვისტოს N 1-------- სააღიცხვო ბარათი.
4.1.5 დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისმა 20-7 წლის 20 ნოემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება დაურეგისტრირა მოქალაქე ი-–----------–-–---–- იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ზედდებაში იყო ლ--------------- საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (მდებარე ა-------–------- რაიონი სოფელი ა-----).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ი---------------------–----------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8--------------გადაწყვეტილება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.1 კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი
2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტი, ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრის უფლების მქონე პირად ანუ დაინტერესებულ მხარედ, ადმინისტრაციულ პროცესში ითვლება პირი, რომლის კანონიერ ინტერესებზეც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამასთან, უფლება ან ინტერესი, რომლის დარღვევასაც სადავოდ ხდის მოსარჩელე, უნდა იყოს კანონიერი, რაც გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტებით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს; ასევე, სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი უშუალო, ინდივიდუალური უფლებები დაირღვა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ,,????????? ???????’’ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-7 წლის 09 ოქტომბერს ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- განცხადებით მიმართა საჯარო რ---------------------–------------------------------------–-----------------------------------–-------------–--------------------------------------------------–--------, 8----------- სისტემური საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მდებარე ა------–-------------------------–- ა-----) ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით. განცხადების პასუხად, საჯარო რ--------------------–------------- 20-7 წლის 07 დეკემბრის N8----------- –12 გადაწყვეტილებით, შეჩერებულ იქნა საქმის წარმოება, განმცხადებლის მიერ წარდგენილ სისტემურ საკადასტრო კოდზე 8----------- დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული სისტემური კოდის უარყოფის საფუძვლით და დადგენილ ვადაში, საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება.
ამასთან, ლ-------------- წარმომადგენელმა დ------------------- საჯარო რ--------------------–------------- 20-7 წლის 07 დეკემბრის N8----------- –12 გადაწყვეტილებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლის საპასუხოდ, 2--- წლის 04 მაისის განცხადებით განმარტა, რომ მის მიერ უარყოფილი კოდების ჩამონათვალში არ ჰქონდა დაფიქსირებული 8----------- სისტემური საკადასტრო კოდი და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ცვლილებების რეგისტრაცია. აღნიშნულზე სა-------------------------------–-------------- მიუთითა, რომ უფლებისდამდგენი დოკუმენტით (მიღება – ჩაბარების აქტი N2---- ფართი 8458) გათვალისწინებული ფართი ამოწურულია ( გადაწყვეტილება N 8----------- – 04 (11.05.2---). დ-------------------მ, ს-------------------------------–-----------–- 2--- წლის 23 მაისს წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისდამდგენ დოკუმენტს არ წარმოადგენდა მიღება – ჩაბარების აქტი. ს-------------------------------–-------------- 8---------------- (29.05.2---) გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უფლებისდამდგენი დოკუმენტით (მიღება – ჩაბარების აქტი N2---) გათვალისწინებული ფართი ამოწურულია.
დადგენილია, რომ 2--- წლის 31 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა დ------------------- სა-------------------------------–------------ მიმართა განცხადება – საჩივრით, სადაც დეტალურად აღწერდა, რომ ე---------------- (ლ-------------- მეუღლე) სახელზე შედგენილი მიღება – ჩაბარების აქტი N2---- გაცემულია 1997 წლის 07 სექტემბერს, საერთო ფართით 0.85 ჰა, ასევე, 200- წელს მათ კომლზე გაცემულ იქნა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობები, (რომლის შესაბამისი სააღრიცხვო ბარათები ინახება ს-------------------------------–-----------–-) საერთო ფართით 1.2-ჰა, სადაც მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სასოფლო – სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (რიგითN2--), რომელიც მოიცავს, როგორც მიღება – ჩაბარების აქტში ასახულ 0.85 ჰა –ს, აგრეთვე, იმ 0.4 ჰა –ს, რომელიც არ არის ასახული მიღება – ჩაბარების აქტში, თუმცა, 1992 წელს დაწყებული, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში, იყო გაცემული მის კომლზე და ასახული სასოფლო – სამეურნეო მიწის გადსახადის გადამხდელთა სიაში (სულ 1.2- ჰა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით განსაზრვრული ზღვრული ნორმა). მიუხედავად განცხადება – საჩივარში მითითებული ახსნა – განმარტებისა, საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილებით, ლ-------------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ს-------------------------------–--------------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, დასაბუთებაში მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ვერ იქნა წარდგენილი საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა უძრავი ნივთის მონაცემებში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციაზე და მიუთითა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში (2--- მიღება – ჩაბარების აქტში) მითითებული ფართი ამოწურული იყო და საჭირო იყო სხვა უფლებისდამდგენი დოკუმენტის, ან განცხადების წარდგენა. მოსარჩელე ლ------------- ითხოვდა 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მხოლოდ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციას, რაც წარმოადგენს უდავო ფაქტობრივ გარემოებას და მითითებულია საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილებაშიც. შესაბამისად, ლ------------- განცხადებით ითხოვდა არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას, არამედ, მიწის ნაკვეთზე 200- წლის 23 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას, კერძოდ, ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით, მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტებას.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს, ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ასევე მოიხმობს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში, ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ, საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის(მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ,- სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის
თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის, საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის ინტერესი სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ, მოსარჩელე კანონის თანახმად, ცდილობდა თავისი სახელზე დარეგისტრირებული ქონების მონაცემების დაზუსტებას, ამასთან გამოვლინდა, რომ მისი ქონების ნაწილი რეგისტრირებულია მესამე პირზე.
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეხება მოსარჩელის ინტერესებს, მოსარჩელეს ამ საკითხთან დაკავშირებით, გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი და მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, არ არის გაშვებული გასაჩივრების ვადა.
6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-3 მუხლით, რეგისტრაციის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, ასევე, დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2010 წლის 15 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N4 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია. (შემდგომ ტექსტში ”ინსტრუქცია”).
მართალია, ”ინსტრუქციის” 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
თუმცა საჯარო რეესტრის შესახებ, საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება; ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის, ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად: 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 3. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე, უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
ამავე კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად: 1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კერძოდ:1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. 2. მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღნიშნულია, საჯარო რ--------------------–------------- იმერეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ი-–----------–-–---–-ს მიერ, კუთვნილი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ფარავდა მოსარჩელე ლ-------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციას და ზედდებაში მოდიოდა ლ-------------- საკუთრებასთან. შესაბამისად, ზედდებასთან დაკავშირებული გარემოება ექვემდებარებოდა გამოკვლევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად - რეესტრის მონაცემების მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოსარჩელე ლ-------------ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი------------------------–--- სამსახურისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, ასევე, ამავე სამსახურში ინახებოდა მოსარჩელის საკუთრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ი-–----------–-–---–-სათვის, ისევე როგორც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ი-–---- ბ----–-–---–-- მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციის ნახაზი ზედდებაში გახლდათ სწორედ მოსარჩელის საკუთრებასთან, რომელიც მას გაცილებით ადრე, 2001 წელს ჰქონდა რეგისტრირებული. ასევე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ი-–----------–-–---–-ს სახელზე რეგისტრაციის დასრულებამდე, 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილებების რეგისტრაციაზე მოსარჩელე ლ-------------მ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს. თუმცა, მიუხედავად ამ გარემოებისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ი---------------------–----------- მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე, სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობის დადგენის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოდ განახორციელა მოსარჩელის რეგისტრირებული ფართის მესამე პირის საკუთრებაში აღრიცხვა, რითაც დაირღვა მოსარჩელე ლ-------------- კანონიერი ინტერესი.
აღნიშნულის გამო, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 95-97-ე მუხლების მოთხოვნები და შელახულია მოსარჩელის ინტერესი, ვინაიდან დადგინდა, რომ ი-–-----------–-–---–-- მიერ, საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ფარავს მოსარჩელეს საკუთრებას.
აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმ--------------------–---------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8-------------- და სსიპ ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- 2--- წლის 29 მაისის N8---------------- გადაწყვეტილებების გამოტანა განხორციელდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლის თანახმად, 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
როგორც ზემოთ აღნიშნულია, არსებითად დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-97-ე მუხლების მოთხოვნები. ამავდროულად, მიღებული გადაწყვეტილება ეწინაღმდეგება კანონს.
6.5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია პირის საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით დაცულია პირის მიერ თავისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის უფლება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა, ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების, ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად მოსარჩელის საკუთრების ნაწილი რეგისტრირებულია მესამე პირზე, რა დროსაც, აღნიშნულ ფართს ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე და არა ი-–----------–-–---–-, რაც ვერ უარყო მოწინააღმდეგე მხარემ და პირიქით, დაადასტურა კიდეც, რომ მოსარჩელე დღემდე ფლობს აღნიშნულ ნაკვეთს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ფაქტობრივად, მოსარჩელე რეალურად ფლობს მიწის ნაკვეთს, რეგისტრირებული აქვს საკუთრება საჯარო რეესტრში, მაგრამ ვერ ახორციელებს მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე თავისი საკუთრების უფლებში ცვლილებების რეგისტრაციას.
მას თავისუფლად სარგებლობის უფლება აკრძალული აქვს. კერძოდ: საჯარო რეესტრში სრულყოფილი რეგისტრაცია, რის შედეგად ეზღუდება თავისი ნივთის გასხვისების შესაძლებლობა, თავის ქონების გირავნობის და იპოთეკის უფლებით დატვირთვა და ა.შ.
მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, სსიპ საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის N2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ-------------- წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის იმ--------------------–---------- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, 2018 წლის 29 მაისის N8----------- –06 გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 8-------------- გადაწყვეტილება ი-–----------–-–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის №2----- გადაწყვეტილებაც, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს-------------------------------–------------, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე, მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება, ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ლ-------------- წარმომადგენლის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რ--------------------–------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის ი----------------------–---------- 2--- წლის 29 მაისის N8-----------–06, სსიპ საჯარო რ--------------------–------------- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის სამსახურის ი----------------------–---------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8-------------- და სსიპ საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის №2----- გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ლ-------------- მიერ, 2--- წლის 04 მაისის N8----------- განცხადებით მოთხოვნილი 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელება.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2- ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს-------------------------------–------------ აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ამ------–------- სოფელი ა-----, ს/კოდი 8-----------), რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ქმედების / ტრანზაქციის განხორციელება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე, მოპასუხე სა-------------------------------–------------ ლ-------------- სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 2-3-2-4-ე, 248-2-9-ე, 2---ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ლ-------------- წარმომადგენლის ა---------–------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- 2--- წლის 29 მაისის N8---------------- გადაწყვეტილება.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------–---------- 20-7 წლის 20 ნოემბრის N8--------------- გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რ--------------------–------------- 2--- წლის 2- ივნისის № 2----- გადაწყვეტილება.
1.4. დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ლ-------------- მიერ 2--- წლის 04 მაისის N8----------- განცხადებით მოთხოვნილი 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება.
1.5 ძალაში დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ა-------–------- რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2- ივლისის განჩინება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ამ------–------- სოფელი ა-----, ს/კოდი 8-----------), რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ქმედების /ტრანზაქციის განხორციელება.
2.მოპასუხე ს-------------------------------–------------ მოსარჩელე ლ-------------- სასარგებლოდ, დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ა-------–------- რაიონული სასამართლოს (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქ. №13) მეშვეობით.
მოსამართლე: გურამ გოცირიძე