განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N 030100119002793566
N1/01-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
04 იანვარი 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი ნ---- გ--------
დაცვის მხარე ლ---- მ-------–---–ი
ბრალდებული თ----------ი ჭ-----–--ე
მამის სახელი: ზ-------
დაბადებული: 1-.0--1--- წელი
დაბადების ადგილი საქართველო, შ-------
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პირადი ნომერი 5----------
მცხოვრები: საქართველო, ხ----, შ------–-
კვალიფიკაცია:
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ეს სისხლის სამართლის №064191118001 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
თ----------ი ჭ-----–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე, თ----------ი ჭ-----–--ე, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის, სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: C------ ავტომობილით მოძრაობდა ხობის მუნიციპალიტეტის შ------–-- ადმინისტრაციული ერთეულიდან ქ. ფოთის მიმართულებით, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნები, სწორად ვერ შეარჩია მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, მოძრაობის პროცესში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა- მოძრაობის პროცესში მოუცურდა ავტომობილი, რასაც შედეგად მოჰყვა თ------ მ---------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----------ი ჭ-----–--ეს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 04 იანვარს, ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2019 წლის 04 იანვარს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულმა თ----------ი ჭ-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- მ-------–---–მა.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–------იას თანხმობით, ადვოკატ ლ---- მ-------–---–ის მონაწილეობითა და ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 04 იანვარს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ეს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თ----------ი ჭ-----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 04 იანვარს ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ესთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
თ----------ი ჭ-----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: C------, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ბ------ ჭ-----–--ეს.
თ. ჭ-----–--ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - თ----------ი ჭ-----–--ეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული შალითები, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ეს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და იგი ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: თ---------- ჭ-----–--ის, თ------ მ---------ის, შ------- დ-------ის, ნ------- მ---------ის, მ----- ჭ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით (ავტომანქანა), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - თ------ მ---------ის მიმართ, N856/ა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ეს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დაადგინა:
ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ თ----------ი ჭ-----–--ეს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–------იას თანხმობით, 201- წლის 04 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ----------ი ჭ-----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო-სარეგისტრაციო სანომრე ნიშნით: C------, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ბ------ ჭ-----–--ეს.
თ. ჭ-----–--ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - თ----------ი ჭ-----–--ეს.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული შალითები, რომელიც ინახება შსს ხ----ს რ--------– ს-----------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე