გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.12.2018
საქმის ნომერი
330310018002366267
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1827-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - დ----------–------ა

წარმომადგენელები: მ-------–---------–---ი, ლ-------------–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი - შ---------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანება დ----------–------ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანება, რომლითაც დ----------–------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ----------–------ა აღდგენილ იქნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–--------–--–------------ის) პოზიციაზე, წოდებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი;

 

1.4. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელის მიერ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზრაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, არის პროფესიონალი მესაზღვრე. 2009 წლიდან დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სა----------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–--------–--–------------ის) თანამდებობაზე. 2017 წლის 21 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის N------- ბრძანებით, მთლიანი სამსახურის რეორგანიზაციის მოტივით აყვანილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში. კადრების განკარგულებაში ყოფნა იყო ერთდღიანი და იმავე საღამოს, 2017 წლის 21 სექტემბერს მოხდა თანამშრომლების დანიშვნა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. რეორგანიზაციის დროს მოხელის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი საფუძველი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ცვლის უფროსის თანამდებობა არ გაუქმებულა, პირიქით, მოხდა შტატების რიცხოვნობის გაზრდა ერთი ერთეულით და დაემატა ერთი ცვლის უფროსის თანამდებობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 22 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის N------ ბრძანების თანახმად დაითხოვეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს-----------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–------–--–------------ის თანამდებობიდან.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებები გამოიცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად, ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეებს შეუწყდათ მივლინება და დაევალათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროში (მთავარი სამმართველო) გამოცხადება 2017 წლის 21 სექტემბრიდან. ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (----------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–------------ი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი დ-----------–----------–-----ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში (საფუძველი: რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 17-18).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2018 წლის 16 იანვრის M---------------- წერილით, დ----------–------ას მისი 2017 წლის 28 ნოემბრის N------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანების თანახმად, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში. ამასთან, დ----------–------ას ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მოკლებული იყო მისი დასაქმების შესაძლებლობას, შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის უქონლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2018 წლის 16 იანვრის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 119).

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის N786 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის N----- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბ--------------------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი დ-----------–----------–-----ია დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

 

2018 წლის 5 თებერვალს, დ----------–------ამ საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანების ბათილად ცნობა და მისი სამსახურში აღდგენა, ვინაიდან რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 8 თებერვლის M---------------- მიმართვის თანახმად, დ----------–------ას მისი 2018 წლის 5 თებერვლის N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომელიც საიდუმლოა და მისი გადაცემა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 თებერვლის M---------------- მიმართვით, დ----------–------ას მისი N------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადასაწყვეტად და მისი უფლებების დასაცავად შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანება (იხ.ს.ფ. 19);

- დ----------–------ას 2018 წლის 5 თებერვლის საჩივარი (იხ.ს.ფ. 32-33);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 8 თებერვლის M---------------- მიმართვა (იხ.ს.ფ. 21);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 21 თებერვლის M---------------- მიმართვა (იხ.ს.ფ. 117).

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 20 ნოემბრის M---------------- მომართვით დგინდება, რომ დ----------–------ასათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ბოლო დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დარიცხული და გასაცემი შრომის ანაზღაურება შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო (დარიცხული) – 1--- ლარი, ხელზე გასაცემი 8-- ლარი; წოდებრივი სარგო (დარიცხული)-----–არი, ხელზე გასაცემი 4- ლარი; წელთა ნამსახურების დანამატი (დარიცხული) 2----- ლარი, ხელზე გასაცემი 2-- ლარი; სულ დარიცხული 1------ ლარი, ხელზე გასაცემი 1--- ლარი. ამასთან, 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, დ----------–------ას დაერიცხა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები. დ----------–------ას შრომითი გასამრჯელო ანაზღაურებული აქვს 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურებადი კადრების განკარგულების ვადის ამოწურვის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 20 ნოემბრის M---------------- მომართვა (იხ.ს.ფ. 148).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა დ----------–------ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- და 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანებები, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე დ----------–------ას მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა

 

მითითებული მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია და მასში მუშაობენ საჯარო მოსამსახურეები.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

დადგენილია, რომ დ----------–------ა, წოდებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბ--------------------------------–-----------------------------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–--------–--–-------------- თანმდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონი ამომწურავად განსაზღვრავს პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე წესის 36-ე მუხლით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელის დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (----------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–------------ი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი დ-----------–----------–-----ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში, რეორგანიზაციის მოტივით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბ--------------------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–------–----------------------–---–-------–--–--------------, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი დ-----------–----------–-----ია დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, საშტატო განრიგი წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის საშტატო ერთეულთა ნუსხას. საშტატო ერთეული წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურეებისა) შესაბამის საშტატო თანამდებობას, ხოლო სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულებაზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მითითებული დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი; გ) სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახური; დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ე) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ვ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ზ) სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური; თ) სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო; ი) კინოლოგიის სამმართველო; კ) ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო (მთავარი სამმართველო); ლ) საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო; მ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო; ნ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო; ო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; პ) საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო); ჟ) მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-15 მუხლის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს საინფორმაციო-ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას, ერთიან პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს; გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ტექნიკურ მომსახურებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებას; ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროგრამების დანერგვას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

საქმის განხილვის პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან სასამართლოსათვის მოწოდებული საიდუმლო მასალის შესაბამისად (სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომი საშტატო განრიგების წარმოდგენა), სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგში განხორციელდა ცვლილებები, თუმცა აღნიშნულს არ მოჰყოლია სადავო სტრუქტურულ ერთეულში კადრების შემცირება, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-15 მუხლის დებულების შესაბამისად, საინფორმაციო - ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს ფუნქციები არ შეცვლილა. შესაბამისად, არ არსებობდა რეორგანიზაციის საფუძვლით, მოსარჩელე დ----------–------ას სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, ხოლო შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- და 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ----------–------ა აღდგენილ იქნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მ---------------------–------------------–-----------------–----------------------–------------------–---–--------–--–--------------- პოზიციაზე, წოდებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ: სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. ანალოგიურად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების მე-91 მუხლით დადგენილია, რომ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი; სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან; სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია.

 

საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 20 ნოემბრის M---------------- მომართვით დგინდება, რომ დ----------–------ასათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში ბოლო დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დარიცხული და გასაცემი შრომის ანაზღაურება შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო (დარიცხული) – 1--- ლარი, ხელზე გასაცემი 8-- ლარი; წოდებრივი სარგო (დარიცხული)-----–არი, ხელზე გასაცემი 4- ლარი; წელთა ნამსახურების დანამატი (დარიცხული) 2----- ლარი, ხელზე გასაცემი 2-- ლარი; სულ დარიცხული 1------ ლარი, ხელზე გასაცემი 1--- ლარი. ამასთან, 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, დ----------–------ას დაერიცხა მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები. დ----------–------ას შრომითი გასამრჯელო ანაზღაურებული აქვს 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ანაზღაურებადი კადრების განკარგულების ვადის ამოწურვის შესაბამისად.

 

ამრიგად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე დ----------–------ას სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელის მიერ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად.

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მიერ განსახილველ სარჩელზე წარდგენილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----------–------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის N------- ბრძანება დ----------–------ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის N------ ბრძანება, რომლითაც დ----------–------ა დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან;

 

3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დ----------–------ა აღდგენილ იქნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მ---------------------–------------------–-----------------–----------------------–------------------–---–--------–--–--------------- პოზიციაზე, წოდებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აღდგენილ იქნეს ტოლფას თანამდებობაზე;

 

4. დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელის მიერ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად;

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. მოსარჩელე დ----------–------ას დაუბრუნდეს 2018 წლის 23 მარტს სს ,,თ--------ნკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე