გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
281210018002591355
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002591355-2/077-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი 2018 წელი დ. ასპინძა

 

შესავალი ნაწილი

 

ასპინძის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

მოსარჩელე - თა-–---- მა-----ძე

წარმომადგენელი - ლა----- შე-–---ძე

 

მოპასუხე - დუ------ მა------ვი

წარმომადგენელი - ვა---– მე------ძე

მოპასუხე - მი----– ქვ--–--–---–ი (მოვალე) (მონაწილეობის გარეშე)

მოპასუხე - სს ,,ფ----------------------–ო"

წარმომადგენელი - ლე-–- ღო----ძე

მესამე პირი - ს-------------–---------------–--------------–--------------------------–-----------ო

წარმომადგენელი - მა-–---- ცუ--–---–ი

 

დავის საგანი - ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული შემდეგი ნივთები: 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის; 2. ტელევიზორის მაგიდა; 3. ნაჭრის სამეული; 4. მაცივარი; 5. სამზარეულოს კედელი სამ განყოფილებიანი;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2012 წლის 28 ივნისიდან ქორწინებაში იმყოფება მი----– ქვ--–--–---–თან, ხოლო 2013 წლის ოქტომბრიდან კი რეგისტრირებულ ქორწინებაში. დაქორწინებიდან დღემდე ერთად ცხოვრობენ და-- ას-----–ი, მეფე ერ---–- I- ქუჩა #5--ში და ერთადცხოვრების პერიოდში 2013 წელს შეეძინათ შვილი სა-- ქვ--–--–---–ი. მისმა მშობლებმა და ძმამ ბავშვის და--დებასთან დაკავშირებით მიუტანეს ე.წ მზითვები, კერძოდ ტელევიზორი ,,LG", ტელევიზორის მაგიდა, ნაჭრის სამეული, მაცივარი და სამზარეულოს სამგანყოფილებიანი კედელი.

 

2017 წლის 24 მაისს სამცხე-ჯავახეთს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ალ---------- თა-----–---–ის მიერ მოხდა ნოტარიუსისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, საიდანაც ირკვეოდა, რომ მის მეუღლეს, მი----– ქვ--–--–---–ს დუ------ მა------ვისა და სს ,,ფ----------------------–ო"_ს მიმართ გადასახდელი დავალიანება მართებდა 7120 აშშ დოლარი, 126,72 ლარი და 55-2,57 ლარი, რის საფუძველზეც აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მისი მზითვები.

 

მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ნივთების დაყადაღება მოხდა კანონდარღვევით, ვინაიდან დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს მისი მეუღლის მი----– ქვ--–--–---–ის საკუთრებას და ისინი მისი მზითვია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე დუ------ მა------ვის წარმომადგენელმა ვა---– მე------ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნივთების დაყადაღება მოხდა კანონის შესა--მისად, რადგან მი----– ქვ--–--–---–ს ნამდვილად მართებს მისი მარწმუნებლის დუ------ მა------ვის ვალი და იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის ეს თანხა, რომელიც არ აუნაზღაურა და შემდგომ მოხდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ამ ნივთების დაყადაღება.

 

2.2. მოპასუხე სს ,,ფ----------------------–ო"-ს წარმომადგენელმა ლე-–- ღო----ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ნივთები ეკუთვნის მი----– ქვ--–--–---–ს, ხოლო მოწმეების ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან ისინი მოსარჩელის ახლობლები არიან.

 

2.3 მესამე პირმა ს-------------–---------------–--------------–--------------------------–-----------ოს წარმომადგენელმა მა-–---- ცუ--–--მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების შესახებ 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყვე-–- ნივთი, რაც გულისხმობს, რომ ნივთს, რომელსაც პოულობენ მოვალესთან ეკუთვნის მას, შესა--მისად მან განმარტა, რომ ნივთების დაყადაღება აღმასრულებლის მიერ მოხდა კანონის სრული დაცვით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე თა-–---- მა-----ძე და მოპასუხე მი----– ქვ--–--–---–ი 2012 წლიდან ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა მათ შორის უთანხმოება მოხდა და დღეის მდგომარეობით ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

3.1.2. მოპასუხე მი----– ქვ--–--–---–ს მართებს დუ------ მა------ვის და სს ,,ფ----------------------–ო"-ს მიმართ დავალიანება 7120 აშს დოლარის, 126,72 ლარის და 55-2,57 ლარის ოდენობით.

 

3.1.3. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება მი----– ქვ--–--–---–ის მიმართ დუ------ მა------ვის და სს ,,ფ---------------------–--"-ს დავალიანების გადახდევინების მიზნით.

 

3.1.4. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- თა-----–---–ის მიერ 2017 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, დ. ას-----–ი, ერ---–- მეორეს ქ. №5--ში დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის; 2. ტელევიზორის მაგიდა; 3. ნაჭრის სამეული; 4. მაცივარი; 5. კუხნის კედელი სამ განყოფილებიანი;

3.1.5. დ. ას-----–ი, ერ---–- მეორეს ქ. №5--ში მდებარე მოძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს თა-–---- მა-----ძე. აღნიშნული მოძრავი ნივთები მის ფაქტობრივ მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რაც მოპასუხე მი----– ქვ--–--–---–ს სადაოდ არ გაუხდია.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- განვადების ფურცელი #776/V;

- 2017 წლის 24 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სამცხე-ჯაცახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- თა-----–---–ის მიერ 2017 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, დ. ას-----–ი, ერ---–- მეორეს ქ. №5--ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის; 2. ტელევიზორის მაგიდა; 3. ნაჭრის სამეული; 4. მაცივარი; 5. კუხნის კედელი სამ განყოფილებიანი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სამცხე-ჯაცახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- თა-----–---–ის მიერ 2017 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დავის საგანს განსაზღვრავენ მხარეები და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანა--რი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომლის შესა--მისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 24 მაისს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, რომელთა ამორიცხვასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს მი----– ქვ--–--–---–ის საკუთრებას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნივთები წაროადგენს მოსარჩელის მზითებს. შესა--მისად ამ ნივთების შეძენაში მას წვლილი არ მიუძღვის, რაც იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ დ. ას-----–ი, ერ---–- მეორეს ქ. №5--ში მდებარე სახლში არსებული მოძრავი ნივთები, რომლებიც დაყადაღებული იქნა ეკუთვნის მოსარჩელე თა-–---- მა-----ძეს, როგორც მზითვის ნივთები. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნეს მი----– ქვ--–--–---–ის ფულადი ვალდებულება. მოპასუხის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა დაყადაღებული ქონების მი----– ქვ--–--–---–ის კუთვნილების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელის არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 151-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

 

მართალია მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები იმყოფება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, მის ფაქტობრივ მფლობელობაში და მოსარჩელე სადავოდ ხდის მათ კუთვნილებას, მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცებულების ტვირთი ეკისრება კრედიტორს (მოპასუხეს).

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე. დადგენილია, რომ სადავო ნივთები, რომლებიც აღწერილი და დაყადაღებული იქნა, ფაქტობრივად ფლობს .

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს თა-–---- მა-----ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესა--მება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ თა-–---- მა-----ძე და მი----– ქვ--–--–---–ის 2018 წლის დასაწყისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. ასევე დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 24 მაისს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთები არ ეკუთვნის მოვალეს - მი----– ქვ--–--–---–ს. შესა--მისად, მითითებული აქტით ყადაღა დაედო მოძრავ ქონებას, რომელიც არ ეკუთვნოდა მოვალეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ახსნა განმარტებით დადგენილია თა-–---- მა-----ძის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ნივთებზე. მესამე პირს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომლმაც შესაძლებელია პასუხი აგოს მი----– ქვ--–--–---–ის ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთების რეალიზაციით კრედიტორის - მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე მი----– ქვ--–--–---–ის ვალდებულების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.

 

6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამცხე-ჯაცახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ალ---------- თა-----–---–ის მიერ 2017 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, დ. ას-----–ი, ერ---–- მეორეს ქ. №5--ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის; 2. ტელევიზორის მაგიდა; 3. ნაჭრის სამეული; 4. მაცივარი; 5. სამზარეულოს კედელი სამ განყოფილებიანი არ წარმოადგენს იმი----– ქვ--–--–---–ის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე მი----– ქვ--–--–---–ს, დუ------ მა------ვს და სს ,,ფ----------------------–ო"_ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანე-–- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. თა-–---- მა-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი ,,LG“-ის ფირმის; 2. ტელევიზორის მაგიდა; 3. ნაჭრის სამეული; 4. მაცივარი; 5. სამზარეულოს კედელი სამ განყოფილებიანი;

 

3. მოპასუხე მი----– ქვ--–--–---–ს, დუ------ მა------ვს და სს ,,ფ----------------------–ო"-ს მოსარჩელე თა-–---- მა-----ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩა--რებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე