გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002757359
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35705-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს „მ-----------------------------–-----------------------–-“

წარმომადგენელი თე----------–---

მოპასუხე ნა--------------

წარმომადგენელი სო--------------–----

დავის საგანი დავალიანების დაფარვის მიზნით

იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 2014 წლის 22 მაისის N---- საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, N2/26195-15 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს "მ-----------------------------–-----------------------–--" სასარგებლოდ და-----------------ზე დაკისრებული და გადაუხდელი დავალიანების გადახდევინების მიზნით მოხდეს მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ა-–------------------------------ ბინა N2, ფართი 83.80 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---0--.0--0-- რეალიზაცია.

 

2014 წლის 22 მაისს სს "მ-----------------------------–-----------------------–--“ და მოპასუხე და-----------------ს შორის გაფორმდა N---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 25 000 (ოცდახუთითასი) აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით.

 

კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1) ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011; 2) ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ა-–------------------------------ ბინა N2, ფართი 83.80 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0--1--0--0---0--.0--0--.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და-----------------მ არ შეასრულა, რის გამოც სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ნა--------------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011 იძულებით რეალიზაციის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე და-----------------ს დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის _ 24 992,73 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის _ 4910.85 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 1090.33 აშშ დოლარის და საადვოკატო ხარჯის _ 717,53 ლარის გადახდა, აგრეთვე დადგინდა მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, მდებარე ქალაქი თბილისი, ო---------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74_ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისი სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 06 სექტემბრის N----------------- განკარგულებით განხორციელდა, მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია 14 400 ლარად. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ნაწილობრივ დაიფარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანება.

 

2017 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 23 801.58 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნა--------------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ.84-87). 2.1. მოთხოვნა, რომელსაც უზრუნველყოფს იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 22 მაისს სს "მ-----------------------------–-----------------------–--“ და მოპასუხე და-----------------ს შორის გაფორმდა N---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 25 000 (ოცდახუთითასი) აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, თვეში 3%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნა--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: 1) ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011; 2) ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ა-–------------------------------ ბინა N2, ფართი 83.80 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N0--1--0--0---0--.0--0--. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-31).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 48-49).

 

3.2.2. სს „,მ-----------------------------–-----------------------–--“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნა--------------ს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011 იძულებით რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე და-----------------ს დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხის _ 24 992,73 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის _ 4910.85 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს _ 1090.33 აშშ დოლარის და საადვოკატო ხარჯის _ 717,53 ლარის გადახდა, აგრეთვე დადგინდა მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, მდებარე ქალაქი თბილისი, ო---------- ზონა „ბ“, კოტეჯი 74_ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---011.

 

გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (37-38).

სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.39-40).

 

3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისი სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 06 სექტემბრის N----------------- განკარგულებით განხორციელდა, მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია 14 400 ლარად. უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ნაწილობრივ დაიფარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანება და 2017 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით - შეადგინა 23 801.58 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.4-5).

თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება (ს.ფ. 41-42).

ცნობა დავალიანების არსებობის შესახებ (ს.ფ. 45).

ამონაწერი სესხზე (ს.ფ. 46-47).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გადასახდელი დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა მოხდეს მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. კრედიტორის მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია ნა--------------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, რომლის რეალიზაციაც არ დადგენილა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ასევე დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანება იპოთეკის ერთი საგნის რეალიზაციის შედეგად არ დაფარულა.

 

აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი, ზემოთმითითებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი გადაუხდელი დავალიანების გადახდევინება, მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, რადგან განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს დავალიანების გადახდევინება. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3260 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს "მ-----------------------------–-----------------------–--" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. 2014 წლის 22 მაისის N---- საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის N2/26195-15 საქმეზე, 2016 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს "მ-----------------------------–-----------------------–--" სასარგებლოდ და-----------------ზე დაკისრებული და გადაუხდელი დავალიანების გადახდევინების მიზნით მოხდეს მოპასუხე ნა--------------ს საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ს------–-------------- ა-–------------------------------ ბინა N2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--1--0--0---0--.0--0-- რეალიზაცია.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ნა--------------ს მოსარჩელე სს "მ-----------------------------–-----------------------–--" სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს "მიკ---------------------------–-----------------------–-“, მის მიერ 17/10/2017 წელს გადახდილი N---------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3360 ლარიდან 3260 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია