განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002687706
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/279-18 24 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031181018003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: არჩილ ცაგურია
ბრალდებული: ე-------- მ--------ი
მამის სახელი: გეიდარალი
დაბადებული: 1----–-–-------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი კასუმლო მე-7 ქუჩა N16
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კასუმლოში, ე-------- მ--------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების მოტივით, ე-------- მ--------მა შუბლის არეში მუშტის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ძმის -რუსტამ მ--------ის მიმარ, რის შედეგადაც დაზარალებულმა რუსტამ მ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, ე-------- მ--------ი ძმას რუსტამ მ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ არ დატოვებდა მშობლების საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ე-------- მ--------ის მიერ რუსტამ მ--------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი-2004 წლის 10 მაისს დაბადებული ხეირანსა მ--------ა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ე-------- მ--------ი არის დაზარალებული რუსტამ მ--------ის ძმა და ისინი არიან ოჯახის წევრები.
ასევე, ხეირნასა მ--------ას დაბადების მოწმობის თანახმად, იგი დაბადებულია 2004 წლის 10 მაისს და გრაფაში მამა მითითებულია- რუსტამ მ--------ი. შესაბამისად, ხეირნასა მ--------ა არის რუსტამ მ--------ის არასრულწლოვანი შვილი.
სამედიცინო ექსპერტიზის N008041718 დასკვნის თანახმად, რუსტამ მ--------ს 19.10.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ე-------- მ--------ი, რომელმაც თავის სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე განმარტა, რომ შერიგებულია ძმასთან რუსტამ მ--------თან და ინანიებს მომხდარს.
ასევე, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული რუსტამ მ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ხეირნასა მ--------ას, არასტა სამედოვას და ხოშგადამ მ--------ას გამოკითხვის ოქმებით, 2018 ლის 19 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმით, 2018 წლის 19 ოქტომბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე-------- მ--------მა ძმის - რუსტამ მ--------ის მიმართ განახორციელა ძალადაობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
2.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმეზე უდავოდ ცნობილი დაზარალებულის რუსტამ მ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დგინდება რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მისმა ძმამ ე-------- მ--------მა ჩაარტყა მარჯვენა მუშტი შუბლში და ეუბნებოდა რომ ,,თუ სახლიდან არ წავიდოდა, მოკლავდა“. ასევე აგინებდა უცენზურო სიტყვებით. ამ დროს, იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. რუსტამ მ--------ის ჩვენებით მისი ძმა - ე-------- მ--------ი არის დაავადებული ეპილეფსიით, როდესაც სვავს არის აგრესიული და თავს ვერ აკონტროლებს. ასევე, მისი განმარტებით აღნიშნულიდან გამომდინარე, ძმის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო განიცადა რეალური შიში, რომ ე-------- მ--------ი მას მოკლავდა.
ბრალდებულმა ე-------- მ--------მა საქმის არსებითი განხილვისას თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ ე-------- მ--------მა რუსტამ მ--------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქრა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ე-------- მ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ე-------- მ--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული რუსტამ მ--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ხეირნასა მ--------ას, არასტა სამედოვას და ხოშგადამ მ--------ას გამოკითხვის ოქმები, 2018 ლის 19 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, 2018 წლის 19 ოქტომბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N008041718 დასკვნა. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ე-------- მ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ე-------- მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-------- მ--------მა რუსტამ მ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან. იგი არის რეგისტრირებული სახელმწიფო გასაცემლის ბაზაში და არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ე-------- მ--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ასევე უნდა ჩაეთვალოს პირობითად. საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ე-------- მ--------ს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე-------- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთ) წელი.
ე-------- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე-------- მ--------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ე-------- მ--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ე-------- მ--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ე-------- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე