გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002734975 საქმე
№2/2262-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
მოსარჩელე - მ---ი ბ-----–---–ი
მოპასუხე - ი--ა ბ-–----–---–ი, ნ-----ი ბ-–----–---–ი
დავის საგანი: მამობის დადგენა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2018 წლის 09 ოქტომბერს დაბადებულ ვ------გი ბ-----–---–ის მამად 2018 წლის 17 მარტს გარდაცვლილი ვ------გ ბ-–----–---–ის (პირადი №2---------7) აღიარება და და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის დეკემბრიდან იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ------გ ბ-–----–---–თან. ქორწინების შემდგომ ცხოვრობდნენ მშობლების სახლში. ვ------გ ბ-–----–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 17 მარტს, 2018 წლის 09 ოქტომბერს კი შეეძინა შვილი - ვ------გ ბ-----–---–ი. ვიანიდან, მეუღლესთან იყო არარეგისტრირებულ ქორწინებაში ბავშვის დაბადების შემდეგ მისი სამშობიაროდან გამოყვანა მოხდა დედის გვარით. ვ------გ ბ-–----–---–ის მშობლები ი--ა და ნ-----ი ბ-–----–---–ები თანახმანი არიან, რომ მოხდეს ვ------გ ბ-----–---–ისათვის მამობის ფაქტის დადგენა. ვინაიდან ვ------გ ბ-–----–---–ი არის გარდაცვლილი, ვერ მოხდა მისი თანხმობის გაცემა ვ------გ ბ-----–---–ისათვის მამობის დადგენის თაობაზე, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2018 წლის 07 დეკემბერს გორის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა მოპასუხე ი--ა და ნ-----ი ბ-–----–---–ების შესაგებელი, რომლებმაც სრულად ცნეს სარჩელი და დაეთანხმნენ ვ------გ ბ-----–---–ისათვის მამობის ფაქტის დადგენას და ასევე თანხმობა განაცხადეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ (იხ. განცხადება 17095შ/ფ).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ---ი ბ-----–---–ი და ვ------გ ბ-–----–---–ი 2017 წლის დეკემბრიდან გარდაცვალებამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
3.1.2. ვ------გ ბ-–----–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 17 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ------გ ბ-–----–---–ის გარადცვალების მოწმობა №3---------9
3.1.3. ვ------გი ბ-----–---–ი დაიბადა 2018 წლის 09 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვ------გი ბ-----–---–ის დაბადების მოწმობა №0---------3
3.1.4 ვ------გ ბ-–----–---–ის მშობლები არიან ნ-----ი ბ-–----–---–ი და ი--ა ბ-–----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ვ------გ ბ-–----–---–ის დაბადების მოწმობა №ა1019132.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოახდინა რა მათი ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მ---ი ბ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ,1187-ე, 1190-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.4. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ---ი ბ-----–---–ს 2018 წლის 09 ოქტომბერს შეეძინა შვილი ვ------გი ბ-----–---–ი; არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის მითითებული მამის ვინაობა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ი--ა ბ-–----–---–მა და ნ-----ი ბ-–----–---–მა შესაგებლით სრულად ცნეს სარჩელი და დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ვ------გ ბ-----–---–ისათვის მამობის ფაქტის დადგენის თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---ი ბ-----–---–ის სამოქალაქო სარჩელი ი--ა და ნ-----ი ბ-–----–---–ების მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხეებმა სრულად ცნეს სარჩელი, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---ი ბ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1 2018 წლის 09 ოქტომბერს დაბადებული ვ------გი ბ-----–---–ის (პირადი N01350180198) მამად აღიარებულ იქნას 2018 წლის 17 მარტს გარდაცვლილი ვ------გ ბ-–----–---–ი (პირადი N2---------7), რის შესახებაც შევიდეს ცვლილება ვ------გი ბ-----–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N0---------3, სადაც მამის გრაფაში მიეთითოს ვ------გ ბ-–----–---–ი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნინო შარაძე