განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ა------–------ის,ადვოკატ ც------------------ს,ბრალდებულ ი---------–------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------–----------–------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 2----------, თბილისში, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–-----–--–------------------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ი---------–------ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივიე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რასაც შესაძლებელია გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი---------–------ი და თ----------------–--ე შეუღლდნენ 2007 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ი---------–------ი სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და თ----------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც თ----------------–--ე მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის და ზეწოლის ქვეშ, თავს გრძნობდა დამცირებულად, დათრგუნულად და განიცდიდა მორალურ ტანჯვას.
2016 წლის 9-----------, დილის საათებში, თ----------------–--ე თავის მცირეწლოვან შვილს აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ი---------–------ს თ----------------–--ემ ჩვილ ბავშვთან მიახლოების საშუალება არ მისცა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა ი---------–------მა თ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი და მორალური ტანჯვა. შემდეგ ი---------–------მა, არასრულწლოვნის - 2001 წელს დაბადებულ ნ----------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის - დედის მიმართ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა, კერძოდ, თ----------------–--ეს ხელი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა თავში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი---------–------მა ასევე სცადა თ----------------–--ისთვის თითით თვალის ამოთხრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ხელი მოხვდა ყვრიმალის არეში და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამ დროს არასრულწლოვანი ნ----------ე ტიროდა და ცდილობდა მათ გაშველებას.
2016 წლის 9-----------, ი---------–------ი, თავის საცხოვრებელ სახლში - ქ-------–--–---–--–-------------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს თ----------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი---------–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრითა და დასახიჩრებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ----------------–--ეს, რომელსც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი---------–------ი, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით, ქონების განადგურებით, კერძოდ, თ----------------–--ის კუთვნილი, ,,ნ------------“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით T--------), სხვა ნივთებისა და სახლის დაწვით დაემუქრა თ----------------–--ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ი---------–------მა სცადა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დაეზიანებინა თავისი მეუღლის, თ----------------–--ის კუთვნილი, ,,ნ------------“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით T--------), რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 7800 (შვიდი ათას რვაასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი---------–------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების გ---------------ას, ლ-–-------–--–ის, თ----------------–-–---–ის, ს------------–---–ის, ზ----------–---–---–ის, ჭ--------–---------–---ის, რ------------–---ის, ი------------–---–ის, ზ----------–-----ას, ე-–----------–--ის, ა------–-–---–ის და გ---------------–---- ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ი---------–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:
დაზარალებულმა თ----------------–--ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
მოწმე გ------------ სასამართლოს მოახსენა, რომ თ----------------–--ე არის მისი გარდაცვლილი ძმის მეუღლე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდა ი---------–------ზე. მოწმემ ი---------–------ი გაიცნო თ----------------–--ისგან. 2018 წლის 4 აპრილს იგი იმყოფებოდა წ--–-------ს ქუჩაზე თ----------------–--ესთან და ი---------–------თან. წინა ღამით, - 3 აპრილს მან და ი---------–------მა ერთად დალიეს ალკოჰოლური სასმელი. 4 აპრილს, ი---------–------ი თ----------------–--ეს აგინებდა, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. იგი სატელეფონო საუბრისას თ----------------–--ეს დაემუქრა, რომ თუ სახლში არ დაბრუნდებოდა, ყელს გამოჭრიდა და დაუწვავდა მანქანას, რის შემდეგაც თ----------------–--ის ავტომანქანას გადაასხა ბენზინი და შეშის ნაჭრით ცდილობდა მის დაზიანებას, თუმცა შეშის ნაჭერი მოწმემ გამოართვა. იგი მოწმეს ეუბნებოდა, - ,,როდესაც დაბრუნდება თ----------------–--ე, ნახე რა ვუქნაო“. მოწმე მას სულ დაჰყვებოდა და თვალს არ აცილებდა, რათა არაფერი დაეზიანებინა. როდესაც ი---------–------მა თ----------------–--ის კუთვნილ, ,,ნ------------“ მარკის ავტომობილს ბენზინი გადაასხა, მან სიგარეტი აანთო და ისროლა ხსენებული ავტომანქანის მიმართულებით, ხოლო მოწმემ მოახერხა ნასროლი სიგარეტისთვის მიმართულების შეცვლა, რომ მანქანას არ დაცემულიყო. იგი ცდილობდა ი---------–------ის დაწყნარებას, რომელიც ეზოდან გავიდა და ცოტა ხანში დაბრუნების შემდეგ, ეზოში პოლიცია დახვდა მისული. მოწმის განმარტებით, იგი ხშირად მიდიოდა თ----------------–--ესთან სახლში, სადაც არაერთხელ შესწრებია, რომ ი---------–------ი თ----------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ძალადობის ფაქტი ასევე მომხდარა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
მოწმე ა-–--------------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი---------–------ის მეგობარი და ნორმალური ურთიერთობა აქვს თ----------------–--ესთან. 2018 წლის იანვრის თვეში ი---------–------მა მას უთხრა, რომ თ----------------–--ისთვის უნდოდა ავტომანქანის ყიდვა და სთხოვა რუსთავში გაყოლა გაფორმებისთვის. რუსთავის ავტობაზრობაზე ერთად წავიდნენ მოწმე, ი---------–------ი და თ----------------–--ე. ავტომანქანის ფული გადაიხადა თ----------------–--ემ, რომელმაც საკუთარი ჩანთიდან ამოიღო თანხა. ხსენებული ავტომანქანა გაფორმდა ა-–--------------–---ის სახელზე, რომელიც მინდობით გადასცა თ----------------–--ეს. თ----------------–--ე აღნიშნულ ავტომანქანაზე სწავლობდა მართვას. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი შესწრებია ისეთ ფაქტს, როდესაც ი---------–------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----------------–--ეს.
მოწმე გ----------–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის აპრილის მდგომარეობით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი-------------------- სამმართველოში პატრულ-ინსპექტორად. 2018 წლის 4 აპრილს იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თავის მეწყვილე - გ---------------ასთან ერთად, რა დროსაც რადიოსადგურის ,,ცენტრის“ მეშვეობით მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების ავტორი - თ----------------–--ე აცხადებდა, რომ მოძალადე იყო მისი მეუღლე - ი---------–------ი, რომელიც ასევე ცდილობდა მისი ავტომანქანის დაწვას და განადგურებას. მოწმე და მისი თანამეწყვილე გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე - ქ-------–-----–--–-------------------ში, სადაც დახვდათ ი---------–------ი და გ----------ე. ი---------–------ს აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდომარეობაში. იგი პოლიციის დანახვაზე გახდა აგრესიული და იძახდა, ,,საიდან მოხვდა პოლიცია ჩემს მისამართზეო?!“ პოლიციელები შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას და ი---------–------ის დაწყნარებას. ისინი გაესაუბრნენ გ----------ეს, რომელიც იყო თ----------------–--ის გარდაცვლილი პირველი მეუღლის ძმა, მან განმარტა, რომ ი---------–------ს მეუღლესთან - თ----------------–--ესთან ჰქონდა უთანხმოება, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კონფლიქტის დროს ი---------–------მა ბენზინი გადაასხა თ----------------–--ის ავტომანქანას და ცდილობდა სიგარეტის ნამწვის სროლით დაეწვა იგი, თუმცა გ------------ შეუშალა ხელი და დააგდებინა ნამწვი. აღნიშნული ინფორმაციის რეალურობა დასტურდებოდა ავტომანქანაზე ბენზინის კვალით და იქვე დადებული ბოთლით, რომელშიც ესხა ბენზინი. ადგილზე მალევე მივიდა თ----------------–--ე, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული, გასაუბრებისას, მან აღნიშნა, რომ ი---------–------ის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი მას მუდმივად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა პოლიციის მიმართ ნდობა აღარ ჰქონდა, რადგან მისი მეუღლის მიმართ უამრავჯერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი. მოწმემ გადაამოწმა ელექტრონული ბაზა და აღმოაჩინა, რომ ი---------–------ის მიმართ მართლაც ბევრჯერ იყო შედგენილი შემაკავებელი ორდერი. დაზარალებული სწორედ ამის გამო არ იმყოფებოდა იმ დროს სახლში, მან ბავშვები განარიდა თავის დასთან და თვითონაც იქ იმყოფებოდა. თ----------------–--ემ მოწმეს უთხრა, რომ ი---------–------ი მას უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მოწმის თანდასწრებით ი---------–------მა თ----------------–--ეს უთხრა, - ,,რა აზრი აქვს თუ დამიჭერენ, როცა ციხიდან გამოვალ, მაინც არ გაპატიებ და მოგკლავო“. თ----------------–--ის თქმით, მსგავსი შინაარსის ფრაზა ი---------–------ს მანამდეც უთქვამს მის მიმართ სატელეფონო საუბრისას. თ----------------–--ე მუქარის მოსმენის შედეგად იყო ძალიან აღელვებული, განიცდიდა შიშს და ამბობდა, რომ გათავისუფლების შემდეგ ი---------–------ი მას მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ გ----------–----ემ და მისმა თანამეწყვილემ სისხლისსამართლებრივი წესით დააკავეს ი---------–------ი და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური. ამასთანავე ადგილზე შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი და დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ი---------–------ი პოლიციელების მიმართ გამოხატავდა დიდ აგრესიას და არ სიამოვნებდა მათი იქ ყოფნა. ბრალდებულს ალკოტესტზე დაუდგინდა საკმაოდ მძიმე ალკოჰოლური თრობა. თ----------------–--ის განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანა მის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც დადასტურდა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი პირველი არ იყო და მის ნაყიდ ნივთებს ი---------–------ი როგორც წესი ანადგურებდა. პოლიციელებმა ი---------–------თანაც სცადეს გასაუბრებდა, მაგრამ იმთენად აგრესიული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს, იგი ამ დროს აგრესიითა და შეურაცხყოფით იყო დაკავებული.
მოწმე დ------–-------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეითი ოცეულის პატრულ-ინსპექტორი. 2015 წლის 2------------, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თ----------------–--ის შეტყობინების საფუძველზე მოწმე გამოძახებული იქნა ქ-------–--–---–--–-------------------ში. პოლიციელების დანახვაზე ი---------–------ი გაღიზიანდა და მეუღლის მიმართ გახდა აგრესიული, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აგრეთვე იგი პოლიციელების მიმართ გამოხატავდა აგრესიასა და ზიზღს, რაც გამოიხატებოდა ხმამაღალ საუბარსა და ყვირილში. პოლიციელებმა მას მოუწოდეს დაწყნარებისკენ, მაგრამ ვინაიდან არ გაჩერდა, იგი დააკავეს ადმინისტრაციულ წესით და შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. ი---------–------ი ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თ----------------–--ემ პოლიციელებს განუმარტა, რომ მის მეუღლეს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და როდესაც სვამდა მის მიმართ იყო აგრესიული, რაც ხშირად მეორდებოდა. მოწმის განმარტებით, ი---------–------ი ხშირად იყო ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც პოლიციაში ბევრჯერ იყო გამოძახებული შემოსული ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მას თ----------------–--ე თავშესაფარშიც ჰყავს მიყვანილი შვილებთან ერთად.
2018 წლის 4 აპრილის შეტყობინების #------ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 აპრილს ქ-------–--–---–--–-------------------ში დაკავებული იქნა იქვე მცხოვრები ი---------–------ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მეუღლეს, იმავე მისამართზე მცხოვრებ თ----------------–--ეს (ს.ფ. 2).
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 აპრილს, 18:10 საათზე, ქ-------–--–---–--–-------------------ში დაკავებული იქნა ი---------–------ი, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს.ფ. 4-11).
ალკოტესტით შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 აპრილს, ალკოჰოლური ნივთიერებით თრობის ფაქტზე ალკოტესტით შემოწმებული იქნა ი---------–------ი, რომელსაც დაუდგინდა სიმთვრალე (ს.ფ. 13).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 აპრილს, 20:40 საათიდან 22:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ. თბილისში, წ--–-------ს ქუჩა #7-- რომელიც არის კერძო საცხოვრებელი სახლი ეზოთი. ეზოში შესასვლელთან დგას შავი ფერის ,,ნ------“ ფირმის ,,ტ-----“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით #T--------, ავტომანქანის ზედაპირზე ძრავის ხუფზე, ე.წ. ,,კაპოტზე“, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს აღენიშნება სითხის კვალი, ასევე სითხის კვალი აღინიშნება ავტომანქანის წინა საქარე, გვერდითა საქარე მინებზე, ხოლო საბურავზე და უკანა საქარე მინებზე სითხის კვალი წვეთების სახით. ავტომანქანას აქვს სპეციფიკური ნავთობპროდუქტის სუნი. ეზოში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს მიწის ზედაპირზე ერთ ადგილას დაგროვებულია შუშის ნაჭრები, შესასვლელთან, მანქანიდან მარჯვენა მხარეს მიწის ზედაპირზე წაქცეულ მდგომარეობაში აგდია გამჭვირვალე პოლიეთილენის მოზრდილი ბოთლი, შიგნით მოთავსებული სითხით. დათვალიერების შემდგომ მიწის გრუნტიდან ამოღებული ბოთლი მასში მოთავსებული სითხით შეიფუთა სპეც. პაკეტში და დაილუქა, ხოლო ანაწმენდები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად მოთავსდა 6 კონვერტში და დაილქუა ერთ სპეც. პაკეტში (ს.ფ. 21-35).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი რ---------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დაეთანხმა მას.
2018 წლის 6 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,ნ------“ მარკის ა/მანქანის, სახ. ნომრით T--------, მარჯვენა მხარეს გრუნტის ზედაპირიდან ამოღებული ერთ ცალ პოლიმერული მასალის ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტს კერძოდ ბენზინს. ავტომანქანის ძრავის ხუფიდან აღებულ ანაწმენდზე, ავტომანქანის წინა საქარე მინის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე და ავტომანქანის სახურავის გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე აღენიშნება სახეშეცვლილი ნავთობპროდუქტის კვალი (ს.ფ. 56-60).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ა-–--------------------ძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2016 წლის 2------------ სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ თ----------------–--ეს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით 09.08.2016 წ. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის მიერ აღმოეჩინა დახმარება და დაესვა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები. დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. თავის ზედაპირული ტრამვა. კისრის ზედაპირული ტრამვა. ამრიგად, სამედიცინო ჩანაწერებში თ----------------–--ის სხეულზე განვითარებული დაზიანების შესახებ მითითებული არ არის. ავადმყოფის განმარტებით, დილის 6 საათზე, მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უნდოდა თითით თვალი გამოეთხარა, მაგრამ ავადმყოფს მოხვდა ყვრიმალის არეში. ქმარმა ასევე მოუტრიალა თავი, თითქოს უნდოდა კისრის მოტეხვა. ობიექტს აღენიშნება ტკივილი მარჯვენა ყვრიმალის არეში, რბილი ქსოვილების მცირე შეშუპება, ასევე აღენიშნება კისრის კუნთების ტკივილი და ხელების კანკალი (ს.ფ. 97-98).
2018 წლის 25 მაისის სასაქონლო ექსპერტიზის #------ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის ,,N----------- 2.3----”, სახ. #T-------- საბაზრო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 6500 (ექსვი ათას ხუთას) ლარს.
2016 წლის 11 ივნისის რეაგირების ოქმით, 2014 წლის 19 ოქტომბრის რეაგირების ოქმით, 2015 წლის 23 თებერვლის რეაგირების ოქმით, 2014 წლის 21 დეკემბრის რეაგირების ოქმით, 2014 წლის 1 დეკემბრის შეტყობინების ოქმით, 2014 წლის 2 დეკემბრის შეტყობინებით და 2014 წლის 13 ნოემბრის შეტყობინებით დასტურდება, რომ ი---------–------ს კონფლიქტი ჰქონდა მის მეუღლესთან თ----------------–--ესთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა დახმარებისთვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემაზე უარი განაცხადა (ს.ფ. 106-113).
2014 წლის 6----–---- ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ 2014 წლის 5 ივლისს, ქ-------–--–---–--–-------------------ში, ადმინისტრაციული წესით დაკავდა ი---------–------ი. იგი პოლიციის არაერთ კანონიერ მოთხოვნაზე დაეცვა წესრიგი, ბოროტად არ ემორჩილებოდა და ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს დოკუმენტაციის შედგენაში, რის გამოც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო ჯარიმა 250 ლარის ოდენობით (ს.ფ. 153-155).
2014 წლის 2------------- ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ ი---------–------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოვალეობანი და არ დაიცვა აღნიშნული ორდერის მოთხოვნები, რის გამოც იგი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით (ს.ფ. 147-151).
2014 წლის 2-----–---- #------ შემაკავებელი ორდერით, შეტყობინებითა და ახსნა-განმარტებით და 2014 წლის 27 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით და განჩინებით დასტურდება, რომ ი---------–------მა მეუღლე თ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც ემუქრებოდა და ცდილობდა მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ი---------–------ი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორთა არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, განაგრძობდა მას, გაუწია პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში (ს.ფ. 156-159; ს.ფ. 164-168).
2014 წლის 7------------ #------ შემაკავებელი ორდერით და დაზარალებულის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ი---------–------მა მეუღლე თ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოახდინა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 169-171).
2014 წლის 7------------ სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ 2014 წლის 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ი---------–------ი, რომელმაც უშვერი სიტყვებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ასევე ოჯახის წევრებს (ს.ფ. 179-181).
2015 წლის 1---------ს #------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი---------–------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----------------–--ეს თავისა და მარცხენა ხელის არეში, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც თ----------------–--ეს აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება (ს.ფ. 182-183).
2015 წლის 1---------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დადგენილებით დასტურდება, რომ 2015 წლის 15 მარტს, ქ-------–--–---–--–-------------------ში. ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ი---------–------ი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს შემაკავებელი ორდერის შედგენისას წინააღმდეგობა გაუწია (ს.ფ. 193-195).
2015 წლის 2------------ #------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი---------–------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----------------–--ეს, რომელსაც ემუქრებოდა თვალების ამოთხრით და ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას (ს.ფ. 202-203).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2------------ დადგენილებით დასტურდება, რომ 2015 წლის 2------------, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ი---------–------ი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები (ს.ფ. 209-211).
2016 წლის 9----------- შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით, #------ შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულის ახსნა-განმარტებითა და შეტყობინებით დასტურდება, რომ ი---------–------ის მხრიდან მეუღლის - თ----------------–--ის მიმართ ადგილი აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას (ს.ფ. 221-229).
2016 წლის 8---------------------- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ თ----------------–--ის განმარტებით, მისი მეუღლე ი---------–------ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც სისტემურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამყოფებდა ფსიქოლოგიურ წნეხში (ს.ფ. 240-243).
2017 წლის 2----------------- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი---------–------მა თ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც ი---------–------ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 254-200).
2018 წლის 4-------–---------- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი---------–------ი სისტემატურად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში და მსხვერპლს - თ----------------–--ეს აყენებს სიტყვიერ შეურაცყოფას, რაც გამოიხატება ხმამაღალ ლანძღვით და გინებით (ს.ფ. 330-331).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია წარდგენილ ბრალში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ი---------–------ი და თ----------------–--ე იყვნენ მეუღლეები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და მათთან ერთად ცხოვრობდა არასრულწლოვანი ნ----------ე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 2------------ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2016 წლის 9----------- თ----------------–--ეს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის მიერ აღმოეჩინა დახმარება და დაესვა დიაგნოზი სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები. დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. თავის ზედაპირული ტრამვა. კისრის ზედაპირული ტრამვა. ავადმყოფის განმარტებით, მას დილის 6 საათზე, მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უნდოდა თითით თვალი გამოეთხარა, მაგრამ ავადმყოფს მოხვდა ყვრიმალის არეში. ქმარმა ასევე მოუტრიალა თავი, თითქოს უნდოდა კისრის მოტეხვა. ობიექტს აღენიშნება ტკივილი მარჯვენა ყვრიმალის არეში, რბილი ქსოვილების მცირე შეშუპება, ასევე აღენიშნება კისრის კუნთების ტკივილი და ხელების კანკალი.
გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, ი---------–------ის მიერ განხორციელებული სისტემატური ძალადობისა და 2016 წლის 9----------- ჩადენილ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული შემაკავებელი ორდერებითა და რეაგირების ოქმებით, რომელიც გამოცემული იქნა ი---------–------ის მიმართ, 112-ზე განხორციელების შესახებ ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების დ------–-------ის, გ----------ის, გ----------–----ის და სხვა მოწმეთა ჩვენებებით. მოწმე გ------------ დაადასტურა, რომ იგი არაერთხელ შესწრებია ფაქტს, როდესაც ი---------–------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ----------------–--ეს არასრულწლოვანი შვილის - ნ----------ის თანდასწრებით. მოწმე დ------–-------ემ განმარტა, რომ იგი 2015 წლის 2------------, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თ----------------–--ის შეტყობინების საფუძველზე გამოძახებული იქნა ქ-------–--–---–--–-------------------ში, რა დროსაც პოლიციელების დანახვაზე ი---------–------ი გაღიზიანდა და მეუღლის მიმართ გახდა აგრესიული, მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აგრეთვე იგი პოლიციელების მიმართ გამოხატავდა აგრესიასა და ზიზღს, რაც გამოიხატებოდა ხმამაღალ საუბარსა და ყვირილში. პოლიციელებმა მას მოუწოდეს დაწყნარებისკენ, მაგრამ ვინაიდან არ გაჩერდა, იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. ი---------–------ი ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დ------–-------ის ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს ი---------–------ის მიერ თ----------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს.
სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწმეების და მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მართალია უშუალოდ არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მაგრამ დაადასტურეს მეუღლეთა შორის კონფლიქტის ფაქტი, რის შემდეგაც თ----------------–--ე დახმარებისთვის იძახებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რასაც მოჰყვებოდა ი---------–------ის ადმინისტრაციული დაკავება და სასამართლოს მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა; შემაკავებელი ორდერებითა და რეაგირების ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ მეუღლესთან კონფლიქტის შედეგად თ----------------–--ე იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და იგი განიცდიდა ტანჯვას.
თ----------------–--ეზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე (ტკივილი მარჯვენა ყვრიმალის არეში, რბილი ქსოვილების მცირე შეშუპება, ასევე კისრის კუნთების ტკივილი და ხელების კანკალი) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული თ----------------–--ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების ჩვენებებით და შემაკავებელი ორდერებით, რომელთა თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული თ----------------–--ე შემთხვევის შემდეგ იყო ძალიან აღელვებული. ამდენად, დაზიანებათა ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ----------------–--ისთვის მიყენებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი თ----------------–--ე უჩიოდა ტკივილს.
ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების (პატრულ-ინსპექტორების) - გ----------–----ის ჩვენებასა და გ---------------ას გამოკითხვის ოქმს (რომელიც არასადაოდ იქნა მიჩნეული), რომელთა მიხედვითაც, 2018 წლის 4 აპრილს, როდესაც თ----------------–--ის მიერ განხორციელებული გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდნენ ქ-------–--–---–--–-------------------ში, მათ დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი---------–------ი და გ----------ე. პოლიციის დანახვაზე ი---------–------ი გახდა აგრესიული. პოლიციელები შეეცადნენ ვითარებაში გარკვევას და მის დაწყნარებას. გ------------ პოლიციელებს განუმარტა, რომ ი---------–------ს მეუღლესთან - თ----------------–--ესთან ჰქონდა უთანხმოება, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კონფლიქტის დროს ი---------–------მა ბენზინი გადაასხა თ----------------–--ის ავტომანქანას და ცდილობდა სიგარეტის ნამწვის სროლით დაეწვა იგი, თუმცა გ------------ შეუშალა ხელი და დააგდებინა ნამწვი. აღნიშნული ინფორმაციის რეალურობა დასტურდებოდა ავტომანქანაზე არსებული ბენზინის კვალით და იქვე დადებული ბოთლით, რომელშიც ესხა ბენზინი. ადგილზე მალევე მივიდა თ----------------–--ე, რომელიც იყო ძლიერ აღელვებული, პოლიციასთან გასაუბრებისას, მან აღნიშნა, რომ ი---------–------ის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი მას მუდმივად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა პოლიციის მიმართ ნდობა აღარ ჰქონდა, რადგან მისი მეუღლის მიმართ უამრავჯერ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი. ი---------–------ი მას უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. მოწმის თანდასწრებით ი---------–------მა თ----------------–--ეს უთხრა, - ,,რა აზრი აქვს თუ დამიჭერენ, როცა ციხიდან გამოვალ, მაინც არ გაპატიებ და მოგკლავო“. თ----------------–--ის თქმით, მსგავსი შინაარსის ფრაზა ი---------–------ს მანამდეც უთქვამს მის მიმართ სატელეფონო საუბრისას. თ----------------–--ე მუქარის მოსმენის შედეგად იყო ძალიან აღელვებული, განიცდიდა შიშს და ამბობდა, რომ გათავისუფლების შემდეგ ი---------–------ი მას მოკლავდა. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ------------, რომელიც უშუალოდ შეესწრო სატელეფონო საუბრისას ი---------–------ის მიერ თ----------------–--ის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს.
სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის გარემოებებიდან, ნათლად დგინდება ხსენებულ მოწმეთა მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობა (ბრალდებული მათი თანდასწრებით დაემუქრა თ----------------–--ეს, ხოლო ეს უკანასკნელი იყო აღელვებული და განიცდიდა შიშს, ასევე ნახეს თ----------------–--ის კუთვნილი ბენზინგადასხმული ავტომანქანა და იქვე დადებული ბენზინიანი ბოთლი და მოისმინეს განმარტებები მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გ----------ის თანდასწრებით ი---------–------მა გადაასხა ბენზინი თ----------------–--ის ავტომანქანას და სცადა დაწვა, რასაც ხელი შეუშალა გ------------), პოლიციელებმა ასევე დეტალურად გადმოსცეს დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რის გამოც მათი ჩვენებები განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რასაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.
ი---------–------ის მიერ თ----------------–--ის ავტომანქანის დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რასაც შესაძლებელია გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დასტურდება - მოწმეების გ----------ის და გ----------–----ის ჩვენებებით, გ---------------ას გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------–--ის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, თ----------------–--ის შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან პოლიციელების მიმართ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ თ----------------–--ე იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის მხრიდან. მან გ----------–----ეს განუცხადა, რომ აღარ ჰქონდა ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რადგან მისი მეუღლის მიმართ არაერთი შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, ხოლო ამჯერად ციხიდან გამოსვლის შემდეგ ი---------–------ი მას მოკლავდა. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
2018 წლის 4 აპრილს ი---------–------ის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტი დაადასტურა მოწმე გ------------, რომელმაც უშუალოდ მოისმინა, რომ ი---------–------ი სატელეფონო საუბრისას თ----------------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ავტომანქანის დაწვით, რის შემდეგაც თ----------------–--ის ავტომანქანას გადაასხა ბენზინი და ჯერ შეშის ნაჭრით ცდილობდა მის დაზიანებას, თუმცა შეშის ნაჭერი მოწმემ გამოართვა, ხოლო შემდეგ ანთებული სიგარეტი ესროლა, რომელსაც გ------------ შეუცვალა მიმართულება და ხელი შეუშალა მანქანის დაწვაში. ავტომანქანაზე ბენზინის გადასხმის ფაქტი ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი---------–------ი და თ----------------–--ე შეუღლდნენ 2007 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ი---------–------ი სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და თ----------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც თ----------------–--ე მუდმივად იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის და ზეწოლის ქვეშ, თავს გრძნობდა დამცირებულად, დათრგუნულად და განიცდიდა მორალურ ტანჯვას.
2016 წლის 9-----------, დილის საათებში, თ----------------–--ე თავის მცირეწლოვან შვილს აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ი---------–------ს თ----------------–--ემ ჩვილ ბავშვთან მიახლოების საშუალება არ მისცა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა ი---------–------მა თ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა სულიერი და მორალური ტანჯვა. შემდეგ ი---------–------მა, არასრულწლოვნის - 2001 წელს დაბადებულ ნ----------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის - დედის მიმართ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა, კერძოდ, თ----------------–--ეს ხელი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა თავში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი---------–------მა ასევე სცადა თ----------------–--ისთვის თითით თვალის ამოთხრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს ხელი მოხვდა ყვრიმალის არეში და მიიღო მსუბუქი დაზიანება. ამ დროს არასრულწლოვანი ნ----------ე ტიროდა და ცდილობდა მათ გაშველებას.
2016 წლის 9-----------, ი---------–------ი, თავის საცხოვრებელ სახლში - ქ-------–--–---–--–-------------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს თ----------------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი---------–------ი მობილური ტელეფონის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრითა და დასახიჩრებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ----------------–--ეს, რომელსც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ი---------–------ი, ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით, ქონების განადგურებით, კერძოდ, თ----------------–--ის კუთვნილი, ,,ნ------------“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით T--------), სხვა ნივთებისა და სახლის დაწვით დაემუქრა თ----------------–--ეს, რომელმაც აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 4 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------–--–---–--–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ი---------–------მა სცადა განზრახ ცეცხლის წაკიდებით დაეზიანებინა თავისი მეუღლის, თ----------------–--ის კუთვნილი, ,,ნ------------“ მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით T--------), რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 7800 (შვიდი ათას რვაასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რადგან არც ერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმეების გ----------ის, გ----------–----ის, დ------–-------ის ჩვენებები და გ---------------ას გამოკითხვის ოქმი ვერ იქნება განხილული ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან გ----------ე დეტალურად აღწერს, რომ პირადად არაერთხელ შესწრებია ი---------–------ის მიერ თ----------------–--ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც ხდებოდა არასრულწლოვანი ნ----------ის თანდასწრებით. გ----------–----ე და დ------–-------ე თ----------------–--ის გამოძახების საფუზველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი---------–------ი, რომელიც იყო აგრესიული და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თ----------------–--ეს, ხოლო ეს უკანასკნელი იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული.
სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
რაც შეეხება საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში თ----------------–--ეს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ი---------–------ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, რომელმიც თავის მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს და სატელეფონო საუბრისას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ავტომანქანის დაზიანებით. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ი---------–------მა მართლაც გადაასხა ბენზინი თ----------------–--ის ავტომანქანას განადგურების მიზნით, რაც ვერ შეძლო გ----------ის აქტიური ქმედების გამო და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი---------–------ი და თ----------------–--ე იყვნენ ყოფილი მეუღლეები. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.
სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.
საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე, რომელიც არის ზოგადი პრობლემა და ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი---------–------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ი---------–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ცერებრული იშემიური შეტევა, არტ. ჰიპენტენზია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება), ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი---------–------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (2016 წლის 9----------- ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის I ნაწილით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 111.19. 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი---------–------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
ი---------–------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 აპრილიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი და ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი