განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002501277
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის, თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ნ---- მ-----ს, ხ----- ყ------–---–ის,ბრალდებულ - ი---- ბ-----–---–ის

ადვოკატ - ს---–--- ხ---–--ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი---- ბ-----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის კ-----------------------–-------ში, ფაქტობრივად თ---–--–----–---------------------------ში მცხოვრების მიმართ, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

ი---- ბ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1507 საათზე, თბილისში ლ----ის ქ. N----ში მდებარე შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ი---- ბ-----–---–ი თავს დაესხა იმავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - კ---- მ------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1507 საათზე, თბილისში ლ----ის ქ. N----ში მდებარე შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ი---- ბ-----–---–ი და იმავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - კ---- მ------–---–სა და იქ მყოფ პირებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---- მ------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 16 მაისს იყო ოპერატიული მორიგე (სამსახურებრივ ფორმაში) ნ-----–---- ბ-–------თან ერთად. კ---- მ------–---–ი ესაუბრებოდა მოქალაქეს, როდესაც დაახლოებით 1500 საათზე დაინახა, რომ უცნობი მოქალაქე მიდიოდა მისი მიმართულებით იარაღის დამიზნებით და მოკვლის მუქარით, რა დროსაც გადატენა იარაღი. კ---- მ------–---–ი გაიწია მისკენ, მკლავზე მოკიდა ხელი და იარაღი დააწევინა ქვევით, იმავდროულად გვერდიდან ნ-----–---- ბ-–----ემ განაიარაღა მოქალაქე, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა, საბოლოოდ მოახდინეს ბრალდებული დააკავება. კ---- მ------–---–მა განმარტა, რომ მოქალაქე ი---- ბ-----–---–ი იქცეოდა არაადეკვატურად, ყველას აგინებდა და ემუქრებოდა, მისი მოქმედება იყო დამაჯერებლად, იარაღი გავდა ნამდვილს, შესაბამისად შეეშინდა. მოქალაქეს კი რომელსაც მოწმე ესაუბრებოდა შეეშინდა და გაიქცა მაგიდებისკენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---- ბ-–----ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი. 2018 წლის 16 მაისს განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დაახლოებით 1500 საათზე შესასვლელი კარიდან 2 მეტრში, სამორიგეო ნაწილში შევიდა მოქალაქე და ესაუბრებოდა ოპერატიულ მორიგე კ---- მ------–---–ს. სწორედ ამ დროს ნ-----–---- ბ-–----ემ გაიგო ხმაური და დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი განყოფილებაში შესასვლელ კიბეზე იდგა იარაღით ხელში, რომელმაც გადატენა იარაღი, მიმართა მორიგის მიმართულებით და დაიძახა, რომ ყველას დახოცავდა და აჩვენებდა რასაც უზამდა. მოქალაქე, რომელიც მორიგეს ესაუბრებოდა გაიქცა მაგიდებისკენ და მიეფარა თვალს. ნ-----–---- ბ-–----ემ სამსახურეობრივი იარაღი გადატენა თავდაცვის მიზნით, კ---- მ------–---–ი მიუახლოვდა უცნობს, გულმკერდზე შეეხო და ხელი დააწევინა, რადგან იარაღი მომართული არ ყოფილიყო, ნ-----–---- ბ-–----ემ კი ხელი სტაცა იარაღს, რის შემდეგაც დააკავეს ადგილზე, მოქალაქის იარაღი შეინახა კაბურაში, თავისი იარაღი კი შეინახა ქამარში. მოწმემ განმარტა, რომ მამაკაცი ილანძღებოდა, იგინებოდა და იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა. ნ-----–---- ბ-–----ემ დაწერა პატაკი მომხდარის შესახებ, რასაც დაურთო იარაღი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---–- ხ-------–---–მა განმარტა, რომ არის გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უმცროსი ინსპექტორი. 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, მის სამუშაო მაგიდასთან, რომელიც არის განყოფილების შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, ბოლოში. შუადღის პერიოდში განყოფილებაში მამაკაცი შევარდა ყვირილით და მორიგის მიმართულებით იარაღის დამიზნებით, ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა, მოკლავდა. მორიგესთან ახლოს იდგა გამომძიებელი ნ-----–---- ბ-–----ე და მოქალაქე, ეს უკანასკნელი გაიქცა და დაწვა ლ---–- ხ-------–---–ის მაგიდის ქვეშ. ლ---–- ხ-------–---–საც შეეშინდა იარაღიანი მამაკაცის, რომელიც იმუქრებოდა, მოლოდინი ქონდა, რომ იარაღიდან გაისვრიდა, შესაბამისად თავი ჩაწია. ი---- ბ-----–---–ს უკვე ხელბორკილები ეკეთა, როცა ლ---–- ხ-------–---–მა თავი ამოწია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს თ---–---------–-–-------------------ში გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ნ-----–---- ბ-–----ის პატაკის საფუძველზე, თ-----------ემ შეასრულა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. პატაკზე ნივთმტკიცებად დართული პისტოლეტი, საექსპერტო კვლევის შედეგად აღმოჩნდა პისტოლეტი-სანთებელა. დადგინდა, რომ ი---- ბ-----–---–ს გარკვეული შეხება ჰქონდა კონკრეტულ განყოფილებასთან, კერძოდ, რამდენიმე თვით ადრე მის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ განმარტა, რომ მას შეხება აქვს იარაღებთან, თუმცა იარაღის ექსპერტიზაზე გაშვებამდე თვლიდა, რომ იყო ნამდვილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------- ლ-–--ამ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს თ---–---------–-–-------------------ში გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2018 წლის 16 მაისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მის სამუშაო მაგიდასთან, რომელიც მდებარეობს მორიგესთან, უკიდურესად ხელმარჯვნივ, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია მოულოდნელმა ყვირილმა სამორიგეოს მხრიდან, დაინახა პიროვნება, რომელსაც იარაღის მსგავსი საგანი მიმართული ჰქონდა მორიგისკენ, უცნობი ყვიროდა: ,,მოგკლავთ და დაგხოცავთ ყველას“, თან იგინებოდა. მორიგეს წინ ედგა მოქალაქე, რომელიც შიშისგან მოპირდაპირე მხარეს, მაგიდებისკენ გაიქცა. იქვე მდგომი თანამშრომელი ნ-----–---- ბ-–----ე ყვირილზე მივარდა იარაღიან პირს და გაანეიტრალა. მოწმემ განმარტა, რომ მორიგეს პოლიციელის ფორმა ეცვა, ნ-----–---- ბ-–------ კი დეტექტივის მაისური, წარწერით შსს. საგანი, რომელიც ბრალდებულს ეჭირა ხელში აღიქმებოდა იარაღად, შესაბამისად მას გაუჩნდა შიშის გრძნობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ გ--–-–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის გამომძიებელი. 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1400-1500 საათების შუალედში სამსახურიდან გასული იყო მოქალაქესთან გასაუბრების მიზნით, დაახლოებით 1500 საათზე განყოფილებაში დაბრუნებისას დაინახა, რომ მისი ორი თანამშრომელი - ნ-----–---- ბ-–----ე და კ---- მ------–---–ი აკავებდნენ უცნობ მამაკაცს. შორიდან ჩანდა თითქოს მამაკაცი წინააღმდეგობას უწევდა თანამშრომლებს, შესაბამისად დაკავება ხორციელდებოდა პროპორციული ძალის გამოყენებით. უშუალოდ შენობაში შესვლისას დაინახა, რომ ძირს ეგდო იარაღი და თანამშრომლები ცდილობდნენ ბორკილები დაედოთ უცნობ მამაკაცისათვის, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა, არ აძლევდა ბორკილების დადების საშუალებას და ცდილობა გაქცეულიყო განყოფილებიდან. მამაკაცი იგინებოდა და იმუქრებოდა პოლიციის მიმართ, ამბობდა, რომ ყველას მოკლავდა, სამსახურში იყო სრული პანიკა, სამმართველოში მყოფი მოქალაქეების ნაწილი შიშისგან გაიქცა, ნაწილი მაგიდის ქვეშ შეძვრა, ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა. მოგვიანებით თანამშრომლებისგან გაარკვია, რომ აღნიშნული პიროვნება პისტოლეტით შევარდა განყოფილებაში, მივიდა პასუხისმგებელ მორიგესთან იარაღის მუქარით და უთხრა, რომ განყოფილებაში მყოფ ყველა პოლიციელს მოკლავდა. იარაღი, რომელიც ძირს ეგდო აღიქვა ნამდვილად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ს--------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს თ---–---------–-–-------------------ში გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. ი---- ბ-----–---–ს იცნობს სამსახურეობრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ 2018 წლის 13 მაისს განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია, ქ. თბილისში, ლ----ის ქ. №---ში მდებარე ე.წ. „ს------------------–----------–ში“ ი---- ბ-----–---–ს და მის დას შორის მომხდარ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც გ------- ს--------–---–მა იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე, ი---- ბ-----–---–თან გასაუბრება და შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოხდა გლდანი-ნაძალადევის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 16 მაისს პოლიციაზე თავდასხმას არ შესწრებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე უ----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა პო-–-–--------------–--აში ჯარიმის ქვითრის ასაღებად, კარებიდან ზურგით დგომისას დაინახა ერთ-ერთი თანამშრომელის ხელში იარაღი, შემოტრიალებისას ასევე დაინახა განყოფილებაში შესული მოქალაქე, იფიქრა, რომ შეტაკება მოხდებოდა და დაიმალა მაგიდის ქვეშ, გამოსვლისას კი ყველაფერი დასრულებული იყო. მოქალქე ვერ დაინახა კარგად, ამიტომ არ იცის რა ეკავა ხელში. დაკავებისას ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუნიშნავს.

 

ბრალდებულმა ი---- ბ-----–---–მა აღიარა ის ფაქტი, რომ პო-–-–--------------–--აში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი სანთებლით შევიდა, თუმცა არა შესაშინებლად ან ვინმეს მოსაკლავად, არამედ ხუმრობით, რადგან იყო ნასვამი, მას სხვა არანაირი განზრახვა არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ იცნობდა ერთ-ერთ თანამშრომელს - კ---- მ------–---–ს. მისი შესვლისას განყოფილებაში იმყოფებოდა 4-5 კაცი, მას უყვირეს, რომ არ ესროლა და განიარაღების შემდეგ დააკავეს, თუმცა დაკავების შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ფორმის სანთებელა იყო სიცილი დაიწყეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი მის მიმართ გაიცა დაახლოებით 2 კვირით ადრე და მას დაემორჩილა.

 

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა N1-ის თანახმად გამოძება დაიწყო 2018 წლის 16 მაისს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 16 მაისის ნ-----–---- ბ-–----ის პატაკის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1505 საათზე ოპერატიული მორიგე კ---- მ------–---–ი ესაუბრებოდა მოქალაქე უ----------–---–ს, რა დროსაც შენობაში შევიდა მამაკაცი, რომელმაც კ---- მ------–---–ს დაუმიზნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა: ,,ეხლა განახებ რასაც ვიზამ, დაგხოცავთ ყველას“. ნ-----–---- ბ-–----ემ და კ---- მ------–---–მა მყისიერად განაიარაღეს მამაკაცი და დააკავეს, რის შემდგომაც გაირკვა, რომ იგი იყო 1--- წელს დაბადებული ი---- ბ-----–---–ი.

 

2018 წლის 16 მაისის ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად ი---- ბ-----–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობის ფაქტი.

 

2018 წლის 16 მაისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად პაციენტი ი---- ბ-----–---–ი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებას მუცლის არეში, აფორიაქებას, უკავშირებს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას.

 

2018 წლის 17 მაისის საქართველოს შ--------------------------–---------------------------ის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და არ ექვემდებარება შემდგომ ბალისტიკურ კვლევას.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობის შიდა სამეთვალყურეო კამერის 2018 წლის 16 მაისის 1500-1600 საათების შუალედის ჩანაწერი.

 

2018 წლის 6 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი კ---- მ------–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად - არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

 

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სამართლებრივად არამართებულია და ი---- ბ-----–---–ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 16 მაისს დაახლოებით 1507 საათზე, თბილისში ლ----ის ქ. N----ში მდებარე შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული ი---- ბ-----–---–ი და იმავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - კ---- მ------–---–სა და იქ მყოფ პირებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, თავდასხმა კი არის აგრესიული აქტი, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, როგორც შესაძლო მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საჭიროა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ადრინდელ შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურ დაზარალებულ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი. ასევე შესაძლებელია პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოტივი უმეტესად შურისძიებაა, თუმცა არც სხვა მოტივის გამორიცხვა შეიძლება.

 

ამდენად, სასამართლოსთვის დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ ბრალდებული ი---- ბ-----–---–ი მართლაც შევიდა შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეიარაღებული და იმავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - კ---- მ------–---–სა და იქ მყოფ პირებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ უნდა შეაფასოს ი---- ბ-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოწვეული იყო თუ არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, პოლიციელზე თავდასხმის სავალდებულო ნიშანია, თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის დაუდგენლობაც გამორიცხავს პირისთვის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ი---- ბ-----–---–ს არანაირი კავშირი არ ჰქონდა შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ის პოლიციელებთან, მით უმეტეს კ---- მ------–---–თან, გარდა 2018 წლის 13 მაისს გ------- ს--------–---–ის (გ------- ს--------–---–ი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა განყოფილების შენობაში) მიერ ი---- ბ-----–---–ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერისა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 თვე, რომელიც არ გაუპროტესტებია თავად ბრალდებულს და არც მისი პირობები დაურღვევია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება თავის მხრივ საქმეში არ მოიპოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რაიმე კავშირს საქართველოს შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–--ასა და ბრალდებულს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი - გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ცალსახად ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებული უარყოფითად არის განწყობილი ზოგადად სამართალდამცავების მიმართ და მან აგრესია გამოხატა კ---- მ------–---–ის მიმართ, რომელიც პირდაპირ შეხვდა განყოფილებაში შესულს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის ეჭვს შემაკავებელი ორდერის გამო განაწყენების შესახებ, რადგან როგორც აღინიშნა საქმეში არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ი---- ბ-----–---–ის ამ ფაქტის გამო განაწყენების შესახებ, სხვა რაიმე ვერსია კი, არათუ მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. თავდასხმასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბრალდებულს ჰქონდა არა ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მისი ფორმის სანთებელა, რაც ცხადია მხოლოდ თავდასხმის იმიტაციას ქმნიდა შეშინების ფორმით და არა კონკრეტული ზიანის გამოწვევის განზრახვას.

 

შესაბამისად არ დადგინდა ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი---- ბ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციას.

 

რაც შეეხება მუქარას, დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლების ჩვენებით დადასტურდა ბრალდებულ ი---- ბ-----–---–ის მხრიდან მუქარის ფაქტი, კერძოდ: კ---- მ------–---–მა განმარტა, რომ დაინახა უცნობი მოქალაქე მიდიოდა მისი მიმართულებით იარაღის დამიზნებით, ყველას აგინებდა და ემუქრებოდა, იარაღი გავდა ნამდვილს, შესაბამისად შეეშინდა. ნ-----–---- ბ-–----ემ განმარტა, რომ დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი განყოფილებაში შესასვლელ კიბეზე იდგა იარაღით ხელში, რომელმაც გადატენა იარაღი, იგინებოდა და იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა. ლ---–- ხ-------–---–მა განმარტა, რომ განყოფილებაში მამაკაცი შევარდა ყვირილით და მორიგის მიმართულებით იარაღის დამიზნებით, ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა, მოკლავდა. დ------- ლ-–--ამ განმარტა, რომ დაინახა პიროვნება, რომელსაც იარაღის მსგავსი საგანი მიმართული ჰქონდა მორიგისკენ, უცნობი ყვიროდა: ,,მოგკლავთ და დაგხოცავთ ყველას“, თან იგინებოდა. საგანი, რომელიც ბრალდებულს ეჭირა ხელში აღიქმებოდა იარაღად, შესაბამისად მას გაუჩნდა შიშის გრძნობა. შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამომძიებელთა ჩვენებები, რომლის თანახმადაც ბრალდებული აგინებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით პოლიციელებს, თუმცა 2018 წლის 17 მაისის საქართველოს შ--------------------------–---------------------------ის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი არის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, და იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

 

ამასთან ვერც ერთმა გამომძიებელმა ვერ დაადასტურა კონკრეტულად რატომ აყენებდა ბრალდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა პოლიციელებს, შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ი---- ბ-----–---–ი პოლიციელებს ემუქრებოდა მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ბრალდებულ ი---- ბ-----–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც ფორმალურად აღიარა დანაშაულის ჩადენა და დაადასტურა განყოფილებაში იარაღის მსგავსი სანთებლით შესვლა, თუმცა განმარტა, რომ მოქმედებდა ხუმრობით და არა ვინმესათვის ზიანის მისაყენებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი---- ბ-----–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილით, რადგან მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ განყოფილებაში მყოფ პირებს ნამდვილად გაუჩნდათ ი---- ბ-----–---–ის მოქმედებების შედეგად სიცოცხლის მოსპობის შიში, მის ხელთ არსებული ნივთი თითოეულმა მათგანმა მიამსგავსა ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღს, მსგავს სტრესულ სიტუაციაში კი შეზღუდულია ადამიანის ემოციები.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად კი არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, 269-ე მუხლის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

შესაბამისად სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რომ ბრალდებულის თავდასხმა პოლიციის თანამშრომელზე გამომდინარეობდა ამ უკანასკნელის სამსახურებრივი საქმიანობიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზე არ არის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის სავალდებულო და აუცილებელი ნიშანი - თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ვითარებაში ბრალდებულს ჰქონდა არა ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მისი ფორმის სანთებელა, რომლითაც ცხადია თავდასხმისათვის არასათანადო საგანია და მიზნად ისახავდა მხოლოდ დაშინებას. გარდა ამისა თავდასხმამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე სახის დაძაბული ურთიერთობა არ არსებობდა.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ი---- ბ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და არა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და ი---- ბ-----–---–ის მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, ბრალდებულის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მუქარისას მის მიერ გამოყენებული იქნა არა რეალური ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მისი მსგავსი ფორმის სანთებელა, რაც ცხადია ნაკლები საფრთხის შემცველია, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის გამოსწორება საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე შესაძლებელია, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ საბოლოოდ პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავეების რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- ბ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ი---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 16 მაისიდან 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს 1 000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ ი---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

2. ი---- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; სანთებელა, რომელიც ინახება შსს ქ.თბილისის გ-–-----------–--------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი