განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 20-8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ---------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ზ----------------–--ლი, ლ----------–-–--ლი
ბრალდებული - ლ---------–--, დაბადებული 199- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ა-------------- დ-----–---, ს-------- საცხოვრებელი, ოთახი #--ში
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 1-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
20-- წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 0---- საათზე, თბილისში, ა-------------- დ-----–---, კორპუსი #----- მიმდებარედ, ლ---------–-- ყაჩაღურად თავს დაესხა მის მომსახურე ტაქსის მძღოლ ვ--–----------------ეს, რომელსაც, დანის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა, 35 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
სასამართლომ დადგენილად ცნო:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ---------–--ს მიერ 20-- წლის 6 სექტემბერს ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში
ძალადობის გამოყენების მუქარით
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ვ--–----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ე-–------- აღმართზე გააჩერა სამმა ახალგაზრდამ, შეუთანხმდნენ 1- ლარად ლ--–--- დ-----–---ში წაყვანაზე. გზიდან უკან მოაბრუნეს, წავიდნენ ა-------------- დ-----–---ში, გააჩერეს ისეთ ადგილას, სადაც კამერა არ იყო, უნდოდათ გაქცევა, მაგრამ არ მისცა ამის საშუალება. ერთ-ერთი ჩაუჯდა მანქანაში და უთხრა, რომ ის გადაუხდიდა ფულს. ეს იყო ლ---------–--. წავიდნენ სხვა მისამართზე. ადგილზე მისვლის შემდეგ ლ---------–--ს მოსთხოვა მომსახურების საფასურის გადახდა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ფული, პირიქით, თვითონ უნდა მიეცა, თან რაღაც გასაღების აცმა გადაიტანა ერთი ხელიდან მეორეში, თუმცა კარგად ვერ დაინახა, გასაღები იყო თუ დანა, დიდი დანა რომ ყოფილიყო, დაინახავდა, გვერდიდან მიაჭირა და მოსთხოვა ფული. შიშის გამო მისცა 35 ლარი. შემდეგ სწრაფად ჩახტა მანქანიდან. არ მიუქცევია ყურადღება, რა ფერის თვალები და თმა ჰქონდა, ან როგორი ცხვირი ჰქონდა. არ მიუქცევია ყურადღება, სად შევიდა. იქვე შეხვდა კაცი, რომელმაც უთხრა, რომ ხშირია ტაქსებთან დაკავშირებით ასეთი ამბები. შემდეგ მანქანა გააჩერა მოშორებით, პოლიციაში დაარეკინა გამვლელმა. პოლიციისთვის მას არ უთქვამს, რომ სამმა პიროვნებამ წაართვა ფული დანის მუქარით. წარუდგინეს ფოტოსურათები და ამოიცნო ბრალდებული. ასევე, წარუდგინეს პიროვნებები და ამოიცნო ლ---------–--, ვინც ეს გააკეთა.
20-- წლის 6 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ--–----------------ემ ამოიცნო #3 ფოტოსურათზე გამოსახული ლ---------–-- ასაკით, თმის ფერით, სწორი ცხვირით, მოგრძო პირისახით და მთლიანი სახის აღწერილობით.
მოწმე ი-------------–--ლმა სასამართლოს ჩვენება მისცა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობასთან მიმართებით. მოწმის განმარტებით, მის მიერ იქნა ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ლ---------–-- და თქვა, რომ ის არის ერთ-ერთი პირი იმ სამიდან, ვინც ფული გამოართვა.
მოწმე გ--------------–---–ის ჩვენების მიხედვით, 20-- წლის 6 სექტემბერს, შეტყობინების მიღებისთანავე, რომელიც მიიღო ზ------------–--ლმა, განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. გავიდა დაზარალებულის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც, როგორც მან განაცხადა, მანქანაში ჩაისვა ლ---------–-- და მისი თანმხლები ორი პირი. გ-----------–--ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისმა თანამშრომლებმა დააკავეს ლ---------–-- და ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულთან ჩატარდა ამოცნობა. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, დაზარალებულმა ამის შესახებ დარეკა 112-ში, რომელმაც ინფორმაცია გადასცა საპატრულო პოლიციას, საპატრულომ, როგორც წესი, გაგზავნა შეტყობინება ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით.
მოწმე ზ------------–--ლმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 20-- წლის 6 სექტემბერს იყო მორიგე, რა დროსაც შევიდა შეტყობინება ლ---------–--ს მიერ საღამოს საათებში ტ--------- კუთვნილი ტაქსის დაყაჩაღების ფაქტზე.
მოწმე გ-----------–--ემ სასამართლოში დაადასტურა მის მიერ ზეპირსიტყვიერი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის გადაცემის ფაქტი, თუ სად იმყოფებოდა ლ---------–--.
გამომძიებელ გ--------------–---–ის მიერ შედგენილი, 20-- წლის 7 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ--–----------------ემ ამოიცნო ლ---------–-- სიმაღლით, სწორი ცხვირით, ყავისფერი თვალებით, მუქი თმით, თხელი წვერით, სახის ნაკვთებით და ს-------- იერით.
20-- წლის 6 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, გამომძიებელ ვ----–---------–---–ის მიერ, დაზარალებულ ვ--–----------------ისა და ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში, ა-------------- დ-----–---ში, #-- საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტომანქანების სავალ გზაზე გაჩერებული, ,,მ-----------‘‘ მარკის, მუქი რუხი ფერის ავტომანქანა, სახ.#E------- დათვალიერების დროს ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის კვალის სამი ნიმუში და ხელის 1- კვალი დაქტილოფირებზე.
მოწმე ვ----–---------–---–ის ჩვენების თანახმად, ექსპერტებთან ერთად, დაათვალიერა დაცული შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა სუნის კვლები, დაინიშნა ექსპერტიზები, ასევე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაზარალებულის მონაწილეობით, რომელმაც მიუთითა ის ადგილები, სადაც მიიყვანა მგზავრები, მიუთითა კორპუსი, რომლის მიმდებარედ ერთ-ერთმა პიროვნებამ, დანის მუქარით, წაართვა 35 ლარი.
ვ--–----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული, 20-- წლის 6 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ ვ--–----------------ემ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა თბილისში, ა-------------- დ-----–---ში, #-- კორპუსის წინ, სადაც მას სამმა პირმა, რომლებიც წამოიყვანა ე-–------- აღმართიდან, გააჩერებინა ავტომანქანა, ამ ადგილას ორნი გადავიდნენ მანქანიდან, ერთი კი ჩაუჯდა და უთხრა, სახლამდე მიეყვანა. ამის შემდეგ გაემართნენ ქვემოთ არსებული კორპუსებისკენ და გაჩერდნენ #--- კორპუსთან, მარცხენა სადარბაზოს წინ, სადაც მესამე პიროვნებამ, დანის მუქარით, წაართვა ფულადი თანხა, 35 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც გადავიდა მანქანიდან და შევიდა მარცხენა სადარბაზოში.
20-- წლის 6 სექტემბრის ლომბარდ ,,გ---–--------------‘‘ ვიდეოჩანაწერის ოქმის მიხედვით, 05:25 საათზე კადრში ჩნდება სამი ახალგაზრდა პირი, რომლებიც ხელგადახვეული ჩადიან ჯ-----–---–-- ქუჩაზე და ერთ-ერთ მათგანს ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი.
მოწმე ვ------------–--ის ჩვენების მიხედვით, მუშაობს ე-–------- ქუჩაზე მდებარე ოქროს ლომბარდში. 20-- წლის სექტემბრის დასაწყისში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუცხადეს, რომ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით სურდათ ჩანაწერების ამოღება, რასაც ლომბარდის ვიდეოკამერები აფიქსირებდა. ნების დართვის შემდეგ დაათვალიერეს ჩანაწერები, რის შემდეგ, მისივე თანდასწრებით, ამოიღეს. შეადგინეს შესაბამისი ოქმი, რასაც ხელი მოაწერა.
20-- წლის 6 სექტემბრის სასტუმრო ,,მა---------–--ის‘‘ ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 06:10 საათზე კადრში ჩანს ვ--–----------------ე, რომელიც ,,მ-----------‘‘ მარკის ავტომანქანით ჩერდება ჯ-----–---–-- ქუჩის ბოლოს. მის მანქანასთან მოძრაობს რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. 06:11:1- საათზე ეს პიროვნებები სხდებიან ვ--–----------------ის ავტომანქანაში და მიდიან.
მოწმე ზ---–----–--ას ჩვენების თანახმად, 20-- წლის სექტემბერში მუშაობდა სასტუმრო ,,მა---------–--ში‘‘ მენეჯერად, როდესაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს კონკრეტული ვიდეოფირების ნახვა, საქმის კურსში ჩააყენა უფროსი და დართო ნება, ენახათ და ამოეღოთ კამერის ჩანაწერები.
20-- წლის 6 სექტემბრის დათვალიერების ოქმების თანახმად, რომელიც ჩატარდა დეტექტივ-გამომძიებელ ზ------------–--ლის მონაწილეობით, დათვალიერდა სასტუმრო ,,მა---------–--ისა‘‘ და ლომბარდ ,,გ---–--------------‘‘ ვიდეოკამარების ჩანაწერები, რომლებშიც მასზე ასახული სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი ამოიცნო ზ------------–--ლმა და განაცხადა, რომ არის ლ---------–--.
ბრალდებულმა ლ---------–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს განუმარტა, რომ 20-- წლის 6 სექტემბერს, ძმასთან და მეგობარ დ-----------–-----ესთან ერთად, იყო გასართობად, იყვნენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, სამ-ოთხ ღამის კლუბში და ყველა კლუბში შეფერხების გარეშე გაიარა შემოწმება სკანერდეტექტორზე, არ ჰქონია გასაღებიც კი. სახლში წასასვლელად გააჩერეს ტაქსი. ფული აღარ ჰქონდათ და მძღოლი წინასწარ გააფრთხილა, რომ როცა სახლში მივიდოდნენ, ავიდოდა და ჩამოუტანდა თანხას, რაზეც მძღოლი დათანხმდა. წინ თვითონ დაჯდა, უკან ზ----- და დ----- დასხდნენ. აეროპორტამდე საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ და ბევრი ილაპარაკეს. ამ საუბარში გაიგო, რომ მძღოლს ვ--–---- ერქვა და იყო ს-----------, თვითონაც უთხრა, რომ ა-------------- იყო. ა-------------- დ-----–---ში დატოვეს ძმა და მეგობარი. როდესაც მის საცხოვრებელ კორპუსთან მივიდნენ, გადავიდა მანქანიდან, მძღოლს უთხრა, რომ დალოდებოდა და მალე მივიდოდა. კიბეზე შეხვდა მეზობელი მ-----, რომელსაც მიესალმა. დერეფანში სხვა მეზობელიც შეხვდა, რომელიც გაზის ღუმელთან რაღაცას აკეთებდა, მიესალმა მას. იცოდა, მეუღლეს ფული არ ჰქონდა და იქვე მცხოვრებ ნ-------------ავას, სესხის სახით, სთხოვა ტაქსისთვის მისაცემი ფული. გამოართვა თანხა და გავიდა ტაქსის მძღოლისთვის ფულის გადასახდელად, მაგრამ ის ადგილზე არ დახვდა. ვინაიდან ნ-------------ავას ჰქონდა გადაადგილების პრობლება, კარის გაღებას და თანხის გადაცემას დასჭირდა გარკვეული დრო, ამის გამო, ვინაიდან გასვლა შეაგვიანდა, ალბათ, ტაქსის მძღოლი აღარ დაელოდა. შებრუნდა სახლში და დაიძინა. მეორე დღეს, დედას მიჰყვებოდა სამუშაოდ, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციელები, უთხრეს, რომ რამდენიმე სიტყვის თქმა უნდოდათ, გაიყვანეს, ჩაავლეს ხელი, ეკითხებოდნენ, დანა სად ჰქონდა. რომ გაიკვირვა, მიანიშნეს - ის დანა, რომლითაც ტაქსი დააყაჩაღეო. აუხსნა, რომ არავინ დაუყაჩაღებია, სახლში ავიდა ფულის ჩამოსატანად და როცა გამოვიდა, ტაქსი აღარ დახვდა, მაგრამ მაინც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ამ შემთხვევის გამო თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას და დღემდე ვერ იწყებს მუშაობას, საწყობში მუშაობს მუშად. არასდროს არავითარი იარაღი არ ჰქონია, ასევე, არასდროს უტარებია დანა. იმ დღესაც ტაქსში ჩაჯდომამდე სამ კლუბში იყო და არსად არაფერი ჰქონია, გასაღებიც კი არ ჰქონდა თან, კარი მეუღლეს უნდა გაეღო.
დაცვის მოწმის - ზ-----------–-ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20-- წლის 6 სექტემბერს, ძმასთან და მეგობართან ერთად, გვიანობამდე იყო კლუბებში. შემდეგ გააჩერეს ტაქსი, მუქი ფერის ,,მ----------‘‘, რომლის მძღოლს წინასწარ შეუთანხმდნენ, რომ ფული არ ჰქონდათ და მგზავრობის საფასურს - 1- ლარს ადგილზე გადაუხდიდნენ. გზად საუბრობდნენ, უამბეს, რომ ს----------- იყვნენ დევნილები, მისგანაც გაიგეს, რომ ს----------- იყო წარმოშობით, ასევე, უთხრა სახელი და გვარი. მძღოლი იყო ვ--–---- ტ--------. თვითონ, დ-----------–-----ესთან ერთად, ე.წ. გარადოკში ჩამოვიდა, მეგობართან დარჩნენ, ლ------ კი გზა განაგრძო, მიდიოდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც ცხოვრობდა ახალმოყვანილ მეუღლესთან ერთად.
მოწმე დ-----------–-----ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 20-- წლის 6 სექტემბრის, ღამით, მეგობრებთან ერთად, ერთობოდა კლუბებში, საიდანაც წამოვიდა ლ---- და ზ----------–-ებთან ერთად. ტაქსი გააჩერეს ელბაქიძეზე, შეთანხმდნენ 1- ლარზე, ამასთან, რადგან ფული არ ჰქონდათ, წინასწარ შეუთანხმდნენ, რომ მისვლის შემდეგ გადაუხდიდნენ. კერძოდ, ლ----ს უნდა გამოერთმია თანხა გ------------------ და ისე გადაეხადა. გზად ისაუბრეს მძღოლთან. რომ გაიგო ტ-------- იყო, ს-------- მეგობრები დაუსახელა, თვითონაც უთხრეს, საიდან იყვნენ. ა-------------- დ-----–---ში ის და ზ----- ჩამოვიდნენ ტაქსიდან და დარჩნენ მათ ს-------- მეგობარ თ-----------------, ლ------ კი განაგრძო გზა.
მოწმე მ----- ბ------ს ჩვენების მიხედვით, 20-- წლის 6 სექტემბერს, დილით ადრე, კიბეზე შეხვდა ლ----ი, რომელიც მიესალმა. მანამდე გაიგო, რომ ლ------ ვიღაცას დაუძახა, ფულს მოგიტანო. როგორც ახსოვს, მუქი ფერის უცხოური მარკის მანქანა იდგა, თავად ტაქსის მძღოლი არ დაუნახავს. დაამახსოვრდა, რადგან იმ დროს იქ სხვა მანქანა არ მდგარა.
მოწმე ნ-------------ავას ჩვენებით დადგენილია, რომ ჯელიების ოჯახი მისი ახლობელი ოჯახია და, რადგან თავისუფალი ბინა ჰქონდა, მათსავე კორპუსში, ზედა სართულზე მდებარე ბინა ცოლის შერთვის შემდეგ ათხოვა ლ----ს. 20-- წლის 6 სექტემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათის შემდეგ, გაიგო კარზე კაკუნი. ლ----ი იყო, რომელმაც სთხოვა 1- ლარი, ტაქსის მძღოლისთვის გადასახდელად. კარის გაღება დააგვიანდა, რადგან ნაოპერაციევი იყო და სანამ ადგა და ჩაიცვა, დრო გავიდა. მისცა ფული ლ----ს, რომელიც 5-6 წუთში მიბრუნდა და დაუბრუნა მის მიერ მიცემული თანხა, უთხრა: ,,აღარ დამჭირდა, წასულა ტაქსიო‘‘. აღნიშნული დაინახა მეზობელმა ნ-----–--------–---–-ამაც, რომელსაც რემონტი ჰქონდა და იმ დროს დერეფანში აკეთებდა რაღაცას. ლ----ს შესთავაზა დარჩენა, მაგრამ, მაღლა ავალო, უთხრა და წავიდა. შუადღის საათებში გაიგეს, რომ ლ----ი დააკავეს. ლ----ს სხვა დროსაც უთხოვია ფული და დაუბრუნებია.
მოწმე ნ-----–--------–---–-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ რემონტი ჰქონდა, გაზის ღუმელი გარეთ ედგა და დილას ადრიანად, დაახლოებით 06:00-0---- საათზე, დერეფანში აკეთებდა საჭმელს. დაინახა, რომ ლ----ი მეზობლად მცხოვრებ ნ-------------ავასთან მივიდა და დააკაკუნა. ნ---- ახალი ნაოპერაციევი იყო და ცოტა ხანს ვერ გააღო კარი. ამასობაში ლ----ი იქ ტრიალებდა. როდესაც ნ----მ კარი გააღო, ლ------ 1- ლარი სთხოვა, ტაქსის ფული მაქვს მისაცემიო. რამდენიმე ხანში ლ----ი უკან შებრუნდა და ნ-------------ავას ფული დაუბრუნა, აღარ დამჭირდაო.
მოწმე ფ------------–--ავას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 20-- წლის 6 სექტემბერს, დილით ადრე, ჩასული იყო სავარჯიშოდ, მიუახლოვდა თუ არა 4--ე კორპუსს, დაინახა, ,,მ-----------‘‘ მარკის ტაქსი იდგა, რომლის მძღოლი სადარბაზოსკენ იყურებოდა. მიმართა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, რაზეც ტაქსის მძღოლმა აუხსნა, კაცი მოვიყვანე, ზევით ავიდა, ფული უნდა ჩამომიტანოსო. უთხრა, რომ სადარბაზოს უკანა მხარეს ჰქონდა გასასვლელი და ხშირი იყო შემთხვევები, როცა ტაქსს არ უხდიდნენ და იმ გასასვლელით გარბოდნენ. ამაზე მძღოლმა თავი ჩაღუნა, თქვა, რომ დააყაჩაღეს, ფული რომ არ მისცეს, და წავიდა. ტაქსის მძღოლს დანა არ უხსენებია.
მოწმე თ-----------------ას ჩვენების მიხედვით, დილით დგება 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე პერიოდში, ეწევა სიგარეტს, სვამს ყავას და გადის ბაღში. ასეთი სიტუაცია იყო იმ დღესაც. ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდა, როდესაც მუქი ფერის ,,მერესედსის‘‘ მარკის მანქანა გაჩერდა მისგან დაახლოებით 8 მეტრში, გაჩერებისთანავე იქიდან გადმოვიდა მეზობლად მცხოვრები ლ----ი, მძღოლს უთხრა, ბიძაჩემო, ფულს მოვიტან და მოვბრუნდებიო, და კიბეზე ავიდა. ამ დროს მეზობელი მ----- გამოვიდა სადარბაზოდან. სხვა არაფერი დაუნახავს, რადგან სიგარეტი გადააგდო და შებრუნდა თავის საქმეზე.
მოწმე თ---------------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24--ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, 20-- წლის 6 სექტემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, მისი შვილი სანადიროდ წავიდა კახეთში და აღარ დაეძინა. 6 საათის შემდეგ ცუდად იგრძნო თავი, წნევა ჰქონდა მაღალი, სამზარეულოში გავიდა და წყალი დადგა გაზქურაზე. გაზქურა ფანჯარასათან უდგას და დაინახა, მისი ფანჯრების წინ, დაახლოებით 10 მეტრში, გაჩერდა ტაქსი, საიდანაც ლ---------–-- გადმოვიდა. ლ------ ტაქსისტს უთხრა, ახლავე გამოგიტან ფულსო. რადგან მანქანა მის ფანჯრებთან იდგა, კარგად ესმოდა ყველაფერი. გაიგო, როგორ შევიდა ლ----ი სადარბაზოში. შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა და აღარაფერი გაუგია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე, დაცვის მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ლ---------–--ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.
დაზარალებულმა ვ--–----------------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ მგზავრობის საფასურის მოთხოვნის შემდეგ ლ---------–--მ უთხრა, რომ ფული, პირიქით, თვითონ უნდა მიეცა მისთვის. დაზარალებულის განმარტებით, მან თანხა, 35 ლარის ოდენობით, ლ---------–--ს მისცა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა რაღაც ნივთი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და გვერდში მიაჭირა, ამავდროულად, ვერ განმარტა, რა ნივთი იყო ეს, დანა იყო, გასაღები, ბრელოკი თუ სხვა, თუმცა აღნიშნა, რომ შეშინდა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ---------–--მ დანის მუქარით გასტაცა ვ--–----------------ეს ფულადი თანხა, 35 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ლ---------–--მ დაზარალებულ ვ--–----------------ეს ფულადი თანხა გასტაცა სწორედ დანის მუქარით, სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურა ვერც თავად დაზარალებულმა.
ყურადსაღებია დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის შესაძლებლობა, რაც ლ---------–--სთვის ბრალად შერაცხული ქმედების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს და მის ჩვენებასთან დაცვის მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, ხდება არასარწმუნო.
ვ--–----------------ემ თვითონ განაცხადა, რომ ლ---------–--ს მხრიდან სიტყვიერ მუქარას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. დაცვის მოწმის - ფ------------–--ავას ჩვენების მიხედვით, ის იმ დროს შეხვდა ვ--–----------------ეს, როცა იდგა და სადარბაზოსკენ იყურებოდა. მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ მან აღნიშნულ პირს მიმართა, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, რაზეც ტაქსის მძღოლმა უთხრა, რომ კაცი მოიყვანა, რომელიც ზევით ავიდა ფულის ჩამოსატანად. მოწმის ეს ჩვენება შესაბამისობაშია ბრალდებულისა და მისი ძმისა და მეგობრის ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც, ლ---------–--ს ადგილზე მისვლის შემდეგ უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური მძღოლისთვის, რადგან ფული აღარ ჰქონდათ.
ბრალდებულ ლ---------–--ს, მოწმეების - დ-----------–-----ისა და ზ-----------–-ას ჩვენებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია, ასევე, მოწმე თ-----------------ას ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც, 20-- წლის 6 სექტემბრის, დილით ადრე, მისგან დაახლოებით 8 მეტრში გაჩერდა მანქანა, საიდანაც ლ---------–-- გადმოვიდა და მძღოლს უთხრა, რომ მიბრუნდებოდა და ფულს მიუტანდა, ლ---------–-- ავიდა კიბეზე, რა დროსაც სადარბაზოდან გამოვიდა მეზობელი მ-----. ამ უკანასკნელის სადარბაზოს კიბეებთან ლ---------–--სთან შეხვედრა დასტურდება თავად მ----- ბ------ს ჩვენებით, რომ ლ----ი კიბეზე შეხვდა და მიესალმა. მოწმემ, ასევე, გაიგო, როგორ მიაძახა ლ------, ფულს მოგიტანო. ამ შეხვედრის თაობაზე აღნიშნა ბრალდებულმაც, რომ მიესალმა მ----- ბ------ს.
იმ ფაქტს, რომ ლ---------–--ს ფული უნდა გაეტანა ტაქსის მძღოლისთვის, ადასტურებს მოწმე თ---------------ას ჩვენებაც, რომლის დაკითხვის ოქმიც, მისი გარდაცვალების გამო, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე და გამოკვლეული მხარეთა მონაწილეობით. მოწმის ჩვენების თანახმად, მან დაინახა ფანჯრიდან 10 მეტრში ტაქსიდან გადმოსული ლ---------–--, რომელმაც ტაქსის მძღოლს უთხრა, ახლავე გამოგიტან ფულსო.
ბრალდებულის ჩვენების დამაჯერებლობას ადასტურებს მოწმე ნ-------------ავას ჩვენებაც, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა მოცემულ დეტალთან მიმართებით, რადგან ლ---------–--მ სწორედ მას გამოართვა 1- ლარი ტაქსის მძღოლისთვის გადასახდელად. მოწმე ნ---------------ვას ჩვენება ემთხვევა და შესაბამისობაშია არა მხოლოდ ლ---------–--ს, არამედ - დ-----------–-----ის ჩვენებასთანაც, რომლის მიხედვითაც, ლ----ი ტაქსით მგზავრობის თანხის გადახდას სწორედ ნ-------------ავასგან სესხების შედეგად აპირებდა.
ლ---------–--ს მიერ ნ-------------ავასთვის ფულის გამორთმევის ფაქტი სასამართლოში დაადასტურა მოწმე ნ-----–--------–---–-ამაც, რომელმაც განაცხადა, რომ, რემონტის გამო, დერეფანში ამზადებდა საჭმელს, რა დროსაც დაინახა, როგორ დააკაკუნა ლ---------–--მ ნ---------------ვას კარზე, ნ----მ დაახლოებით 5-6 წუთში გააღო კარი, იქამდე ლ----ი იდგა და ელოდებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ----მ მისცა ლ----ს 1- ლარი ტაქსისთვის, რის შემდეგაც ლ----ი დაბრუნდა და ისევ ნ----სთან მივიდა. აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია ბრალდებულ ლ---------–--ს ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც, ნ----სთან მისვლამდე მან დერეფანში ნახა მეზობელი, რომელიც გაზქურასთან რაღაცას აკეთებდა.
აღსანიშნავია ლ---------–--ს ტაქსიდან გადმოსვლასა და ფულის გატანას შორის რამდენიმეწუთიანი ინტერვალის არსებობა, რაც, მართალია, პირდაპირ არა, თუმცა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ქმნის სურათს შექმნილი ვითარების შესახებ. მოწმე ნ-------------ავამ განაცხადა, რომ ლ----ისთვის კარის გაღება შეაგვიანდა, რადგან ნაოპერაციევი იყო და იცვამდა, იგივეზე მიუთითა მოწმე ნ-----–--------–---–-ამაც, რომ ლ----ი რამდენიმე წუთი ნ----ს კართან იდგა. როგორც მოწმე ფ------------–--ავამ განაცხადა, ტაქსის მძღოლი წავიდა მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ ხშირად კლიენტები სადარბაზოს უკანა გასავლელიდან გადიოდნენ და ასე არიდებდნენ თავს ფულის გადახდას. სიტუაციურად ეს სწორედ იმ წუთებშია მომხდარი, ვიდრე ლ---------–-- თანხას გამოიტანდა ნ-------------ავასგან.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ვ--–----------------ემ, მას შემდეგ, რაც მოისმინა ფ------------–--ავას სიტყვები, თქვა: ,,ყაჩაღობაა, აბა, რა არისო‘‘, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. აღნიშნულით ჩნდება ერთადერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ ყაჩაღობას ვ--–----------------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია და მან თანხის ლოდინი დაუკავშირა ფ------------–--ავას მონათხრობს, რის გამოც დატოვა ადგილი და, თვლიდა რა თავს დაზარალებულად, მიმართა პოლიციას. ამასთან, მოწმე ფ------------–--ავას ჩვენების თანახმად, მასთან ვ--–----------------ეს ს--------დ არ უხსენებია დანა, რისი მუქარითაც, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გასტაცა მას ფული ლ---------–--მ.
მოცემული მტკიცებულებების ფონზე სრულიად შეუსაბამო და ალოგიკურია იმის ფიქრი, რომ დანით (ან რაიმე საგნით) შეშინებული მძღოლი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა, მდგარიყო ეზოში და დალოდებოდა თავდამსხმელს, როდის გაუტანდა და გადაუხდიდა მგზავრობის საფასურს. ამ ფაქტის თვითმხილველები კი, რომ ვ--–----------------ე მანქანით ნამდვილად იდგა სადარბაზოსთან და მას ლ---------–--მ მიაძახა, რომ ფულს გაუტანდა, არიან როგორც ფ------------–--ავა, ისე - თ-----------------ა, მ----- ბ------ და თ---------------ა. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია ნ-------------ავასა და ნ-----–--------–---–-ას ჩვენებებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლ----ი ტაქსის მძღოლისთვის გადასახდელი ფულის გამოსართმევად მივიდა ნ-------------ავასთან, ამასთან, იმის გამო, რომ ტაქსის მძღოლი ადგილზე აღარ დახვდა, ლ---------–--მ უკან დაუბრუნა ნ-------------ავას მისთვის გამორთმეული 1- ლარი. ყოველივე ზემოთქმულის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მგზავრობის საფასურის გადახდის მოლოდინის დამაჯერებლობა დაზარალებულის მხრიდან, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ წაართვეს 35 ლარი, რის ვარაუდის საფუძველსაც იძლევა თავად დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მას იქვე შეხვდა კაცი, რომელმაც უთხრა, რომ ხშირია ტაქსებთან დაკავშირებით ასეთი ამბები.
დაცვის მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საბოლოოდ იქმნება ერთი მთლიანი ლოგიკური ჯაჭვი ფაქტების ერთმანთთან დასაკავშირებლად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მტკიცებულებებზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დაფუძნებულია დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ფაქტებზე და საჭიროებს სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით გამყარებას.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ, გარდა დაზარალებულ ვ--–----------------ის არათანმიმდევრული ჩვენებისა, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ლ---------–--მ ყაჩაღობა ჩაიდინა, არ არსებობს. გარდა იმისა, რომ არ არსებობს აღნიშნულის თვითმხილველი არცერთი მოწმე, თვითონ დაზარალებულის ჩვენება არ წარმოჩენილა იმ კუთხით, რაც დაადასტურებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ არსებობს მის მიმართ ყაჩაღობის შემადგენელი ელემენტების ერთობლიობა.
ბრალდების მხარის მოწმეებმა, გარდა დაზარალებულისა, ჩვენებები მისცეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობასთან დაკავშირებით, ასევე, მათმა ნაწილმა აღწერა დაზარალებულის მიერ გადაცემული ინფორმაცია. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები დაზარალებულის ჩვენებასა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შინაარსს შორის. კერძოდ, დაზარალებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ არ მიუქცევია ყურადღება, რა ფერის თვალები ჰქონდა თავდამსხმელს, არ იცის, რა ფერის ჰქონდა თმა, ცხვირი კეხიანი ჰქონდა თუ სწორი, რა სიმაღლის იყო, ეს იმ დროს, როდესაც მას ამოცნობილი ჰყავს ლ---------–--, როგორც ფოტოსურათით, ისე - პირადად, სწორედ პირის გარეგნული აღწერილობის საფუძველზე. დაზარალებულმა ვ--–----------------ემ, ასევე, განაცხადა, რომ არ მიუქცევია ყურადღება, სად შევიდა ლ---------–--, არადა - მას მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის თანახმადაც, მან გამომძიებლები მიიყვანა ზუსტად იმ ადგილას, #--- კორპუსთან, სადაც დროებით ცხოვრობდა ლ---------–--. ამავე ოქმში მას მითითებული აქვს, თუ კონკრეტულად სად შევიდა ის მანქანიდან გადასვლის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულით სასამართლო, რა თქმა უნდა, არ მიანიშნებს, რომ ვ--–----------------ე ვერ იცნობდა ლ---------–--ს, რადგან მათი მანქანაში კომუნიკაციისა და ერთად მგზავრობის ფაქტი არ გამხდარა დავის საგანი, თუმცა მნიშვნელოვანია მის მიერ გაცხადებული ფაქტების სანდოობასთან მიმართებით, რა დროსაც სასამართლო არ გამორიცხავს მისი მხრიდან ფაქტების აღქმა/დამახსოვრების შესაძლებლობა/შეუძლებლობის ფაქტორსაც.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ასევე, საქმეში მოთავსებული შეტყობინების შინაარსზე დანაშაულის ფაქტის შესახებ, რომლის თანახმადაც, თბილისში, ა-------------- დ-----–----, #-- კორპუსის მიმდებარედ, მოქ. ვ--–----------------ე, ტაქსის მძღოლი, აცხადებს, რომ 22-23 წლის ახალგაზრდებმა - სამმა პიროვნებამ, დანის მუქარით, წაართვა 35 ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული შეტყობინების შინაარსი სრულ შეუსაბამობაში და წინააღმდეგობაშია დაზარალებულის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან, რის გამოც დაზარალებულ ვ--–----------------ის ჩვენებას, რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა ლ---------–--ს მიმართ წარდგენილ ბრალთან მიმართებით, სასამართლო ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში #1/1---- - ,,საქართველოს მოქალაქე ზ-----ბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე, მის ჯანმრთელობას, ან ქმნის მისი დაზიანების შესახებ გამოხატულ შიშის ფაქტორს. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. ამასთან, ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს, ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ლ---------–--ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა მის მიერ 20-- წლის 6 სექტემბერს ვ--–----------------ის მიმართ თავდასხმასა და, დანის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 35 ლარის ოდენობით ფულადი თანხის გატაცებაში.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი და განხილული/გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი ლ---------–--ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. როგორც აღინიშნა, ვ--–----------------ის გარდა, ლ---------–--ს მიერ უმართლობის ჩადენის ფაქტს არავინ შესწრებია, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ვერ დარწმუნდა დაზარალებულის ჩვენების ნამდვილობაში.
ბრალდების მოწმეებმა ჩვენებები მისცეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტურობასთან მიმართებით, ასევე, მათმა ნაწილმა აღწერა დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდა იმ სიზუსტისა და კატეგორიულობის, რომ მასზე დაყრდნობით მიღებული ირიბი მტკიცებულებები გახდეს გამამტყუნებელი განაჩენით პირის მსჯავრდების საფუძველი.
რაც შეეხება წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, არცერთი მათგანი პირდაპირ არ მიუთითებს ლ---------–--ს მიერ ბრალად შერაცხული ყაჩაღობის ჩადენაზე. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ადასტურებს მხოლოდ ფაქტს, რომ ლ---------–-- ჩაჯდა ,,მ-----------‘‘ მარკის ავტომანქანაში, რომელსაც ვ--–----------------ე მართავდა, რაც არც დაცვის მხარეს უარყვია.
მნიშვნელოვანია დაცვის მხარის მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლ---------–-- აპირებდა ვ--–----------------ისთვის ფულის გადახდას, რაც ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რაც აბსოლუტურად ალოგიკურს ხდის ბრალდებულის მიერ ტაქსის მძღოლისთვის ფულადი თანხის წართმევის ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთშედარებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო მიდის ერთადერთ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, რომლის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს პირისთვის წაყენებული ბრალის მტკიცება, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი იმ სახისა და კატეგორიული ძალის (წონის) მტკიცებულებები, რაც გადაწონის დაცვის მხარის მტკიცებულებებს და რაც არ დატოვებს ეჭვს ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომ ლ---------–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა, რომლის ფაქტობრივად არცერთი შემადგენელი ელემენტი, ისევე, როგორც თავდასხმა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარა, არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთაგან ლ---------–--სთვის წარდგენილ ბრალთან მიმართებით ვერცერთი გახდა უფრო მეტი მტკიცებითი ძალის მქონე, ვიდრე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომ ლ---------–--მ დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო მუქარით, ჩაიდინა თავდასხმა ტაქსის მძღოლ ვ--–----------------ეზე, რა დროსაც გასტაცა ფულადი თანხა.
ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------–--ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი და უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, აშკარა, დამაჯერებელ და ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
ყადაღისა და ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დაქტილოფირები და სუნის კვლის ნიმუშები უნდა განადგურდეს, ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო DVD და CD დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ყადაღა უნდა მოესხნას ლ---------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილ უძრავ ქონებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 2-0-2-2-ე, 2-5-2-7-ე, 2-9-ე, 292-29--ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ---------–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ლ---------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 20 ნოემბრის განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ლ--–-------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ, თბილისში, კ------- გ-------–--–-, კორპუსი #---ში მდებარე #-- (ნაკვეთი 6-----) ბინის (ს/კ 0----------------------) ეკვივალენტურ ნაწილს.
გამართლებულ ლ---------–--ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები - ლ---------–--სგან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; სუნის კვლის ნიმუშები და დაქტილოფირები განადგურდეს, ხოლო DVD და CD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შორენა გუნცაძე