განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002648050
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/262-18 28 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031210918002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი
ხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი
ბრალდებული: ჯ--–--– გ--------ი
მამის სახელი: შახან
დაბადებული: 1989 წლის 26 აპრილი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი ყიზილაჯლო თაზა მაჰლას VII, ჩიხი N2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)
ბრალდებული: გ---–-------- გ--------ა
მამის სახელი: დურსუნ
დაბადებული: 1970 წლის 10 მარტი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი ყიზილაჯლო თაზა მაჰლას VII, ჩიხი N2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.
1. ჯ--–--– გ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. (ორი ეპიზოდი)
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, არასრულწლოვანი იუსიფ გ--------ი, რომლის მშობლები არიან განქორწინებულნი, სტუმრად იმყოფებოდა მამის- ჯ--–--– გ--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მარნეულის რაიონის, სოფელი ყიზილაჯლოში, თაზა მაჰლას ჩიხი 7, ბინა N2-ში. 2018 წლის 17 სექტემბერს, ზემოთ მითითებულ მისამართზე, ჯ--–--– გ--------მა პირადი წყენის მოტივით, კერძოდ, შვილის იუსიფ გ--------ის მხრიდან ბებიის გ---–-------- გ--------ას მიმართ ურჩი დამოკიდებულების გამო, ზედა და ქვედა კიდურების არეში საკერავი ნემსის არაერთჯერადად შერჭობის გზით ფიზიკურად იძალადა- თავისი არასრულწლოვანი შვილის 2011 წლის 31 დეკემბერს დაბადებული იუსიფ გ--------ის მიმართ, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 18 სექტემბერს, ჯ--–--– გ--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მარნეულის რაიონის, სოფელი ყიზილაჯლოში, თაზა მაჰლას ჩიხი 7, ბინა N2-ში, პირადი წყენის მოტივით, ზედა და ქვედა კიდურების არეში საკერავი ნემსის შერჭობის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის - იუსიფ გ--------ის მიმართ, რის შედეგად დაზარალებულმა იუსიფ გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 გ---–-------- გ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ, 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, არასრულწლოვანი იუსიფ გ--------ი, რომლის მშობლები არიან განქორწინებულნი, სტუმრად იმყოფებოდა მამის- ჯ--–--– გ--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მარნეულის რაიონის, სოფელი ყიზილაჯლოში, თაზა მაჰლას ჩიხი 7, ბინა N2-ში. აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ 2018 წლის 17 სექტემბერს, ზემოთ მითითებულ მისამართზე, გ---–-------- გ--------ამ პირადი წყენის მოტივით, ცომის საბრტყელებელი ჯოხის მარცხენა მუხლის არეში, ხოლო მწერების მოსაკლავი პლასტმასის საგნის წელის არეში ორჯერადად დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა შვილიშვილის - 2011 წლის 31 დეკემბერს დაბადებული იუსიფ გ--------ის მიმართ, რის შედეგად დაზარალებულმა იუსიფ გ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
იუსიფ გ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, იგი დაბადებულია 2011 წლის 31 დეკემბერს. გრაფაში ცნობები მამის შესახებ მითითებულია -ჯ--–--– გ--------ი. შესაბამისად, დადგენილია რომ ჯ--–--– გ--------ი არის არასრულწლოვანი იუსიფ გ--------ის მამა და ისინი არიან ოჯახის წევრები.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია რომ ბრალდებული გ---–-------- გ--------ა არის ჯ--–--– გ--------ის დედა და იუსუფ გ--------ის ბებია. შესაბამისად, გ---–-------- გ--------ა და იუსიფ გ--------ი არიან ოჯახის წევრები.
2018 წლის 23 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007417318 დასკვნის თანახმად იუსიფ გ--------ს 21.09.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობები ზედა და ქვედა კიდურებზე და სისხლნაჟღენთი მარცხენა ქვედა კიდურზე; ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი ზედაპირის მქონე საგნის, ხოლო სისხლნაჟღენთი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით დაახლოებით 5-6 დღისაა და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ იუსიფ გ--------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ელიმხან ორუჯოვის და აიტან ორუჯოვას გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 21 სექტემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 21 სექტემბრის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმით, შემაკავებელი ორდერის N000939 ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, დადგენილია რომ ჯ--–--– გ--------მა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის იუსიფ გ--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა (ორი ეპიზოდი), ხოლო გ---–-------- გ--------ამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილიშვილის იუსიფ გ--------ის მიმართ განახორციელა ძალადობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულებმა ჯ--–--– გ--------მა და გ---–-------- გ--------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნეს დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ჯ--–--– გ--------ის და გ---–-------- გ--------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების ჯ--–--– გ--------ის და გ---–-------- გ--------ას აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ იუსიფ გ--------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ელიმხან ორუჯოვის და აიტან ორუჯოვას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 21 სექტემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 21 სექტემბრის ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 22 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, შემაკავებელი ორდერის N000939 ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, სამედიცინო ექსპერტიზის N007417318 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ჯ--–--– გ--------ის და გ---–-------- გ--------ას სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯ--–--– გ--------ის და გ---–-------- გ--------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ჯ--–--– გ--------მა იუსიფ გ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და გ---–-------- გ--------ამ იუსიფ გ--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითავლისწინებს რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს.
5.3. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე. ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. განსაკუთრებით სახიფათოა და სახელმწიფო მაქსიმალურად სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთ დანაშაულებს, სადაც დაზარალებულად გვევლინებიან არასრულწლოვნები. მათზე განხორციელებული ძალადობა მავნე ზეგავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე და პოტენციურად ზრდის მასში მოძალადედ ჩამოყალიბების რისკს. საჭიროა ზოგადი პრევენციის მიზნით მათ დაინახონ ის ადექვატური სასჯელი, რაც მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობას მოყვება, აღნიშნული მათ ხელს შეუწყობთ თავი იგრძნონ დაცულად მოძალადისაგან.
ჯ--–--– გ--------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს, ძალადობის ფორმას, ბრალდებულის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი და მიიჩნევს, რომ ჯ--–--– გ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჯ--–--– გ--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (18 სექტემბრის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ, კი მას სასჯელი განესაზღვრება სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
გ---–-------- გ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, სასამართლომ გ---–-------- გ--------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა, რომ მას სახლემწიფო ბრალდება ედავება ძალადობის ერთ ეპიზოდში, ასევე გაითვალისწინა ძალადობის ფორმა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, გ---–-------- გ--------ას თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1. სსაქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ნემსები, მწერების საკლავი, ხის ჯოხი, იუსიფ გ--------ის ნერწყვის ნიმუში და ჯ--–--– გ--------ის სისხლის ნიმუში უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ--–--– გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯ--–--– გ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (18 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთ) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და შესაბამისად, საბოლოოდ ჯ--–--– გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ჯ--–--– გ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 სექტემბრიდან.
ჯ--–--– გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ---–-------- გ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ გ---–-------- გ--------ას ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ---–-------- გ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და 2018 წლის 17 ოქტომბერს გ---–-------- გ--------ას (პ/ნ2----------) მიერ გადახდილი გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს გ---–-------- გ--------ას.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
ამოღებული ნემსები, მწერების საკლავი, ხის ჯოხი, იუსიფ გ--------ის ნერწყვის ნიმუში და ჯ--–--– გ--------ის სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე