გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
330210114617127
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/17739-14 29 ნოემბერი 2018 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

 

მოსარჩელე რ----------------ე

წარმომადგენელი ფი---------------

 

მოპასუხე ც---------------–--ე

წარმომადგენელი შო----------------

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

რ----------------ე ითხოვს დაეკისროს ც---------------–--ეს რ----------------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (საკადასტრო კოდი 0------------0--.0--------) უკანონო მფლობელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით 2014 წლის მარტის თვიდან ბინის მფლობელობის შეწყვეტამდე _ 2014 წლის ნოემბრის თვემდე, ცხრა თვის განმავლობაში, სულ 4500 ლარი. მოსარჩელის მითითებით, რ----------------ის საკუთრებაში არის ქ. თბილისში, შ-----------------------–-----------------–--------------------- (105.30 კვ.მ.), საკადასტრო კოდით #0------------0--.0--------, რომელშიც 2014 წლის თებერვლის თვეში უკანონოდ შეიჭრა ც---------------–--ე და მესაკუთრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებდა ბინას. მოპასუხემ 2014 წლის ნოემბრის თვეში შეწყვიტა ბინის მფლობელობა. აღნიშნული პერიოდის მანძილზე მესაკუთრეს რომ გაქირავებინა ბინა, მიიღებდა ყოველთვიურად 500 ლარს, სულ 4500 ლარს 9 თვის განმავლობაში, რაც ვერ განახორციელა მოპასუხის უკანონო მოქმედებით.

2. მოპასუხის პოზიცია ც---------------–--ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინის ყიდვის მიზნით თანხის ნაწილი გადაუხადა მ---------–------–---–ს, რომელმაც გადასცა ბინის გასაღები, ბინაში ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს, რაც კარგად იყო ცნობილი რ----------------ისათვის, როდესაც გაირკვა, რომ ბინა მას არ ეკუთვნოდა, მფლობელობა თავად შეწყვიტა და სარჩელი აღძრა გადახდილი თანხის დაბრუნების და სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი: 31/07/2014) დადგენილია, რომ ქ. თბილისში, შ-----------------------–-----------------–--------------------- (105.30 კვ.მ.), საკადასტრო კოდით #0------------0--.0--------, რეგისტრირებულია რ----------------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ამხანაგობა ,,ვ----------------“-ის დამფუძნებელთა კრების ოქმი #19 #1--------, დამოწმების თარიღი: 27/01/2014; ინდივიდუალურ მენაშენეთა ხელშეკრულება #1------------, დამოწმების თარიღი: 29/07/2013; ბრძანება #ბ--------------, დამოწმების თარიღი: 20/09/2013, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ს.ფ. 11). 3.1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის #2/14339-14 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც---------------–--ის სარჩელი მოპასუხეების _ რ----------------ის და მ---------–------–---–ის მიმართ, რ----------------ეს ც---------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა #0------------0--.0-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაში განხორციელებული რემონტის ღირებულების _ 3000 ლარის ანაზღაურება. მ---------–------–---–ს ც---------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს მ---------–------–---–ს და ც---------------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანხის განვადებით გადახდის შესახებ, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, შ-----------------------–-----------------–----------------------ის (საკადასტრო კოდით #0------------0--.0--------) გაყიდვის მიზნით მ---------–------–---–მა რ----------------ისგან მიიღო 5500 ა.შ.შ დოლარი ბეს სახით. უძრავი ქონება (105.30 კვ.მ. ფართი) გაყოფილი იყო ორ ნაწილად და რ----------------ე ფლობდა ფართის ნაწილს, რომლის სარემონტო სამუშაოებზე რ----------------ის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგენია 3144.07 ლარი (ს.ფ. 170-178).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 მოწმე ლ--–--------ის ჩვენების მიხედვით, 2014 წლის დახლოებით თებერვლის თვეში დაეუფლა ც---------------–--ე რ----------------ის ბინას მ---------–------–---–ის მეშვეობით, მანამდე რ----------------ე აკეთებდა რემონტს და სურდა ბინის გაქირავება. რ----------------ე თხოვდა ბინის გათავისუფლებას ც---------------–--ეს, რომელიც არ ტოვებდა ბინას, შემდეგ პოლიციამ გაიყვანა ბინიდან (სხდომის ოქმი: 29.11.2018). 3.2.2 მოწმე ფ------------–---–ის ჩვენების მიხედვით, ც---------------–--ე სადავო ბინას ფლობდა 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის ბოლომდე, საბოლოოდ პოლიციის ძალით იქნა გამოყვანილი. რ----------------ეს სურდა ბინის გაქირავება და გასაღები მ---------–------–---–ს ჰქონდა დატოვებული, იგი იყო შუამავალი (სხდომის ოქმი: 29.11.2018). მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ც---------------–--ეს რ----------------ის კუთვნილი ბინა მფლობელობაში გადასცა მ---------–------–---–მა, თავად მ---------–------–---–ს ბინის გასაღები გადაცემული ბინის მესაკუთრის მიერ. ც---------------–--ე ბინას ფლობდა 2014 წლის თებერვლის თვიდან 2014 წლის ნოემბრის თვემდე. 3.2.3 შ.პ.ს. ,,ი--------------“-ს 2014 წლის 03 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, 0------------0--.0-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირავნობის საბარო ფასი შეადგენს 500 ლარს (ს.ფ. 13). სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 163-ე, 979-ე, 982-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 106, 1991 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწლის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება საცხოვრებელი ბინის მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას. სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლში. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. მოსარჩელე რ----------------ე მიუთითებს, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხე ც---------------–--ის მხრიდან უკანონო ფლობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, რის გამოც ითხოვს მოპასუხისგან ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. 6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მიხედვით, (1) კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. (2) კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა. (3) კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 6.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც---------------–--ის სარჩელი მოპასუხეების რ----------------ის და მ---------–------–---–ის მიმართ. რ----------------ეს ც---------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა #0------------0--.0-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 3000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს მ---------–------–---–ს და ც---------------–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და სადავო ბინის გაყიდვის მიზნით მ---------–------–---–მა რ----------------ისგან მიიღო 5500 ა.შ.შ. დოლარი ბეს სახით, რ----------------ე მ---------–------–---–თან შეთანხმებით დაეუფლა უძრავი ქონების (105.30 კვ.მ. ფართი) ნაწილს, რომელშიც განახორციელა სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მ---------–------–---–ს რ----------------ისგან ჰქონდა გადაცემული ბინის გასაღები, რადგან სურდა ბინის გაქირავება და შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება სადავო ბინაში მოპასუხის უკანონოდ შეიჭრის შესახებ. ც---------------–--ე სადავო ფართს დაეუფლა კეთილსინდისიერად, დაიწყო სარემონტო სამუშაოები, ხოლო მესაკუთრის მხრიდან ფართის გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ, სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინის ნასყიდობის მიზნით გადახდილი თანხის დაბრუნების და რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით. სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ც---------------–--ე უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ბინის გათავისუფლებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ბინის უკანონოდ ფლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, აღნიშნული ბინის მფლობელობის პერიოდში განხორციელებული რემონტის ხარჯების ანაზღაურება აქვს დაკისრებული მოსარჩელე მხარეს მოპასუხის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით განსაზღვრულია მთლიანი საცხოვრებელი ბინის (105.30 კვ.მ. ფართი) ქირავნობის საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრებას ცხრა თვის განმავლობაში. ამავე მხარეებს შორის არსებულ დავაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ც---------------–--ე არ ფლობდა მთლიან ფართს და ფლობდა 105.30 კვ.მ. ფართის ნაწილს, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, რ----------------ის სარჩელი უძრავი ქონების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 6.7 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №2/17739-14 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ც---------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა, მოდელი - ფ-------------------------, სანომრე ნიშნით - M------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------L-----, გამოშვების წელი - 1998, ფერი წითელი 6/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 2--------- წელს) ყადაღის დადების შესახებ და უნდა მოეხსნას ყადაღა აღნიშნულ ქონებას.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №2/17739-14 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ც---------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე (მარკა, მოდელი - ფ-------------------------, სანომრე ნიშნით - M------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------L-----, გამოშვების წელი - 1998, ფერი წითელი 6/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 2--------- წელს) ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა აღნიშნულ ქონებას.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი