განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002661600
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/269-18 21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031250918003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ესტატე ციცაგი
ბრალდებული: ს------ ა-–---ი
მამის სახელი: ოქტაი
დაბადებული: 1991 წლის 6 ივლისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი კუშჩუ
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის , ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ს------ ა-–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არაასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მარნეულის რაიონის სოფელ კუშჩუში, ს------ ა-–---ი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილების- ემილ ა-–---ის და ფარიდ ა-–---ის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის საფა აბდუალევას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2018 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის სოფელ კუშჩუში, ს------ ა-–---ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწენებულმა ს------ ა-–---მა სახის არეში ხელის გარტყმის გზით ფიზიკურად იძალდა არასრულწლოვანი შვილის - ემილ ა-–---ის მიმართ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა საფა აბდულაევმა უსაყვედურა მეუღლეს შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, რის საპასუხოდ ს------ ა-–---მა გამოხატა აგრესია, ხოლო შემდეგ თავის არეში ხელის არაეთჯერადად დარტყმის გზით ასევე იძალადა მეუღლის-საფა აბდულაევას მიმართ. ს------ ა-–---ის მხრიდან განხორციელელბული ძალადობის შედეგად ემილ ა-–---მა და საფა აბდულაევამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ს------ ა-–---ის მიერ მეუღლის საფა აბდუალევას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძლადობის ფაქტს შეესწნენ მათი არასრულწლოვანი შვილები- ემილ ა-–---ი და ფარიდ ა-–---ი.
1.2 ს------ ა-–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მარნეულის რაიონის სოფელ კუშჩუში, ს------ ა-–---ი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილების- ემილ ა-–---ის და ფარიდ ა-–---ის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის საფა აბდუალევას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ კუშჩუში, ს------ ა-–---ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ფულის მიცემაზე უარით განაწყენებულმა ს------ ა-–---მა ქვედა კიდურების არეში ფეხის ჩარტყმით, თავის არეში ხელის არაერთჯერადად დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის-საფა აბდუალევას მიმართ, რის შედეგად საფა აბდუალევამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ს------ ა-–---ის მიერ მეუღლის საფა აბდულაევას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი- ფარიდ ა-–---ი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არაასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
2.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
ემილ ა-–---ის დაბადების მოწმობის თანახმად, დაბადებულია 2011 წლის 22 დეკემბერს. გრაფაში მამა მითითებულია - ს------ ა-–---ი და გრაფაში დედა მითითებულია - საფა აბდულაევა. ასევე, დადგენილია რომ ფარიდ ა-–---ი არის ს------ ა-–---ის და საფა აბდულაევას შვილი, რომელიც არის სამი წლის.
შესაბამისად, დადგენილია რომ ს------ ა-–---ი არის დაზარალებული საფა აბდუალევას მეუღლე, ხოლო ემილ ა-–---ი და ფარიდ ა-–---ი არიან მათი არასრულწლოვანი შვილები და ისინი არიან ოჯახის წევრები.
2018 წლის 15 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007201318 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (26.09.2018წ.) საფა აბდუალევას აღენიშნება სისხლჩაქცევები თხემზე ცენტრალურად და კეფაზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (25.09.2018წ.)
2018 წლის 15 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N007202118 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (26.09.2018წ.) ემილ ა-–---ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების საფა აბდულაევას და ემილ ა-–---ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 26 სექტემბრის ოქმით ალკოტესტის შემოწმების შესახებ, 2018 წლის 26 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმით დადგენილია, რომ ს------ ა-–---მა მეუღლის საფა აბდულაევას მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე განახორციელა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის - ემილ ა-–---ის მიმართ ძალადობა და იგი აღნიშნულ ქმედებებს ახორცილებდა არასრულწლოვანი შვილების ემილ ა-–---ის და ფარიდ ა-–---ის თანდასწრებით. მან, ასევე არასრულწლოვანი შვილის ფარიდ ა-–---ის თანდასწრებით განახორციელა მეუღლის -საფა აბდულაევას მიმართ ძალადობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ს------ ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ს------ ა-–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს------ ა-–---ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების საფა აბდულაევას და ემილ ა-–---ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 26 სექტემბრის ოქმი ალკოტესტის შემოწმების შესახებ, 2018 წლის 26 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N007201318 და N007202118 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ს------ ა-–---ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს------ ა-–---ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს------ ა-–---მა საფა აბდულაევას და ემილ ა-–---ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ს------ ა-–---მა საფა აბდულაევას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ს------ ა-–---ი შერიგებულია დაზარალებულებთან და ამჟამდ ცხოვრობს მათთან ერთად. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ს------ ა-–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით(2018 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი)თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ს------ ა-–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპით და განესაზღვერბა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ს------ ა-–---ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს------ ა-–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ს------ ა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით(2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს------ ა-–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ს------ ა-–---ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ს------ ა-–---ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს------ ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე