განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
330100118002770377
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/5----18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ------- ჭ---------–--

ადვოკატი: ზ------ ბ----–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ზ----- თ---------–ი

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 1---------წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--------–--–----------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

დაკავების დრო: 13.11.2018წ. 02:42 საათი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ზ----- თ---------–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ზ----- თ---------–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, ც-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ზ----- თ---------–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისრტირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს რ------ კ---------ს. ასევე მარჯვენა იდაყვის არეში მაგრად მოუჭირა ხელი და ორჯერ მიანარცხა კედელს, რა დროსაც რ------ კ---------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ----- თ---------–ის ქმედებით რ------ კ---------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

2018 წლის 13 ნოემბერს დაახლოებით 02:30 საათზე, ზ----- თ---------–ი, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარით უკანონოდ შევიდა რ------ კ---------ის ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ც-----------------------ში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.

2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. თბილისში, ც---------------------- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ზ----- თ---------–ი, ქ---- ლ-----ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ----- თ---------–ის ქმედებით ქ---- ლ-----ეს მიადგა მორალური ზიანი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებებით დანაშაულის შესახებ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ბრალდებულის დაკავების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----- თ---------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებულ უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა ბინაში მფლობელობის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებულ უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებულ უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზ----- თ---------–ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ----- თ---------–ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის 111,160-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ზ----- თ---------–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ----- თ---------–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ, 2018 წლის 13 ნოემბრის 02 საათი და 42 წუთიდან.

ზ----- თ---------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია, დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ლაქების ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე