გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5053-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ს---------–--ე
წარმომადგენელი - რ----------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება ს---------–--ის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს - დოკუმენტების გამოთხოვისა და საქმის სამართლიანი განხილვის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს---------–--ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 18 ივნისს ს---------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს---------–--ის 2018 წლის 18 ივნისის განცხადება - ს/ფ 42-46
3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N1---------/17 გადაწყვეტილებით ს---------–--ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და დაევალა - ს---------–--ის რ-------სადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე, რ------------------–-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა. ასევე განცხადებაში მითითებული და თანდართული დოკუმენტებში არსებული პირადი მონაცემების ერთმანეთთან და კანონიერ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 18 ივლისამდე. გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული და სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, კერძოდ მოქალაქეს გაკეთებული აქვს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, ამასთან სააგენტოში მოიპოვებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს---------–--ე ფლობს რ-------ს მოქალაქის პასპორტს. ს---------–--ის მიმართ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და არა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, განიხილოს განმცხადებლის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და არა მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი. ასევე მოქალაქის სახელზე რეგისტრირებულ დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად მისი კანონიერი მონაცემებია - ს----------------------–--ე (დაბადებული 2--------- წელს), ხოლო განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილია ს---------------------–--ის (დაბადებული 2--------- წელს) სახელზე. ამასთან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს პირი ფლობს ს---------------------–--ის (დაბადებული 2--------- წელს) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N1---------/17 გადაწყვეტილება - ს/ფ 62-63.
3.1.3. 2018 წლის 04 ივლისს ს---------–--ის წარმომადგენელმა რ----------------–-–---–მა N1----- და N1----- განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ს---------–--ე იმყოფება რ------------------–-აში, სადაც, იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩამორთმეული აქვს დოკუმენტაცია, შესაბამისად იგი ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, მას ასევე არ შეუძლია წარმოადგინოს რ-------სადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რის გამოც ითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავად გამოეთხოვა რ------------------–-იდან გადაწყვეტილებით მოთხოვნილი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს---------–--ის წარმომადგენლის 2018 წლის 04 ივლისის N1----- განცხადება - ს/ფ 65
- ს---------–--ის წარმომადგენლის 2018 წლის 04 ივლისის N1----- განცხადება - ს/ფ 64
3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით, ს---------–--ის განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის N312/ს ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 66-67
3.1.5. 2018 წლის 25 აპრილის შპს ,,უ--–--–-------’’-ის ცნობით დგინდება, რომ ს-----------------------–--ე, დ----------–-------–-–----------------–ს, 2010 წლის 27 ნოემბრიდან ნამდვილად რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, კ------------–-------------------------------------------------------------------------–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 25 აპრილის ცნობა - ს/ფ 85-87
3.1.6. 2012 წლის 16 აგვისტოს გაცემული უძრავ ქონებაზე უფლებების და მასთან გარიგებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიერ გაცემული, უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ მოწმობის მიხედვით, ს-----------------------–--ე დ----------–-------–-–----------------–ს, დაბადების ადგილი: ა------------------–------------------------ი, მოქალაქეობა: რ------------------–-ა, სქესი: მამრობითი, რ------------------–-ის მოქალაქის პასპორტი 3------------- გაცემული პ------------------------–---------------–---------------------------------–-–----------------------------------–-------------------, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: რ----------------------–--------------------------------------------------------------------------------. უფლების სახეობა: საკუთრება; უფლების ობიექტი: მიწის ნაკვეთი, მიწის კატეგორია: სამრეწველო, ენერგეტიკის, ტრასპორტის, კავშირგაბმულობის, რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის, ინფორმატიკის მიწები, კოსმოსური საქმიანობის უზრუნველყოფის მიწები, ნებადართული გამოყენება: სახერხი საამქროს ექსპლუატაცია და ტყის პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირების ადგილი, საერთო ფართი 4 397 კვ.მ. ობიექტის მისამართი: კ------------–---------------------------------------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავ ქონებაზე უფლებების და მასთან გარიგებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის 2012 წლის 16 აგვისტოს მოწმობა, უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ - ს/ფ 88-89
3.1.7. რ------------------–-ის ტერიტორიაზე საგადასახადო ორგანოში ფიზიკური პირის აღრიცხვაზე დაყენების შესახებ, ფედერაციული საგადასახადო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის მიხედვით, წინამდებარე მოწმობა ადასტურებს რომ ს-----------------------–--ე, დ----------–-------–-–----------------–ს, აჭარის ასსრ, ხ---–---------------------–----------, აყვანილია აღრიცხვაზე რ------------------–-ის საგადასახადო კოდექსის დებულების შესაბამისად 2008 წლის 7 აპრილს მიენიჭა ინნ 4-----------. საგადასახადო ორგანო 4316. კ------------–--------------–------------------------------------------------–--------------–-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფედერაციული საგადასახადო სამსახურის მოწმობა, რ------------------–-ის ტერიტორიაზე საგადასახადო ორგანოში ფიზიკური პირის აღრიცხვაზე დაყენების შესახებ - ს/ფ 90-91
3.1.8. კ------------–-------------------------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილების თანახმად, (საქმეზე N5-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ) ს---------–--ე ამჟამად ცდილობს მიიღოს რ------------------–-ის მოქალაქეობა, საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოში განაცხადა მოთხოვნა მისი არა საქართველოს მოქალაქედ აღიარების შესახებ, რომლის შემდეგ აპირებს მიმართოს სამიგრაციო ორგანოს მოქალაქეობის მისაღებად. ამავე დადგენილების მიხედვით, ს---------–--ისათვის რ------------------–-ის მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილება დადგენილი წესით მიღებული არ არის. 2017 წლის 11 ივლისის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, რ------------------–-ის პასპორტი სერია 3----------- 29.11.2010 წელს ს---------–--ეს მიეცა დადგენილი წესის დარღვევით და ექვემდებარება ამოღებას. 2016 წლის 04 მარტის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მიხედვით, ს---------–--ე რ------------------–-ის მოქალაქე არ არის, ვინაიდან მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კ------------–-------------------------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილება საქმეზე N5-------- - ს/ფ 92-99
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს---------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებას ს---------–--ის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით. თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ: ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება; ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას; ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ”საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხლვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების” 21-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს ს---------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. მე-3 ნაწილის მიხედვით, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს ს---------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მისი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N1---------/17 გადაწყვეტილებით ს---------–--ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და დაევალა - ს---------–--ის რ-------სადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე, რ------------------–-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა. ასევე განცხადებაში მითითებული და თანდართული დოკუმენტებში არსებული პირადი მონაცემების ერთმანეთთან და კანონიერ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 18 ივლისამდე. გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული და სააგენტოს ბაზაში არსებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, კერძოდ მოქალაქეს გაკეთებული აქვს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, ამასთან სააგენტოში მოიპოვებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს---------–--ე ფლობს რ-------ს მოქალაქის პასპორტს. ს---------–--ის მიმართ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და არა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია არსებული ვითარების გათვალისწინებით, განიხილოს განმცხადებლის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და არა მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი. ასევე მოქალაქის სახელზე რეგისტრირებულ დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად მისი კანონიერი მონაცემებია - ს----------------------–--ე (დაბადებული 2--------- წელს), ხოლო განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარდგენილია ს---------------------–--ის (დაბადებული 2--------- წელს) სახელზე. ამასთან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს პირი ფლობს ს---------------------–--ის (დაბადებული 2--------- წელს) სახელზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივლისს ს---------–--ის წარმომადგენელმა რ----------------–-–---–მა N1----- და N1----- განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და აცნობა, რომ ს---------–--ე იმყოფება რ------------------–-აში, სადაც, იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩამორთმეული აქვს დოკუმენტაცია, შესაბამისად იგი ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, მას ასევე არ შეუძლია წარმოადგინოს რ-------სადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რის გამოც ითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავად გამოეთხოვა რ------------------–-იდან გადაწყვეტილებით მოთხოვნილი მტკიცებულებები. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილებით, ს---------–--ის განცხადება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის N312/ს ბრძანების პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ს-----------------------–--ე, დ----------–-------–-–----------------–ს, 2010 წლის 27 ნოემბრიდან ნამდვილად რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, კ------------–-------------------------------------------------------------------------–--------------. ასევე დადგენილია, რომ კ------------–-------------------------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილების თანახმად, (საქმეზე N5-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ) ს---------–--ე ამჟამად ცდილობს მიიღოს რ------------------–-ის მოქალაქეობა, საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოში განაცხადა მოთხოვნა მისი არა საქართველოს მოქალაქედ აღიარების შესახებ, რომლის შემდეგ აპირებს მიმართოს სამიგრაციო ორგანოს მოქალაქეობის მისაღებად. ამავე დადგენილების მიხედვით, ს---------–--ისათვის რ------------------–-ის მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილება დადგენილი წესით მიღებული არ არის. 2017 წლის 11 ივლისის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, რ------------------–-ის პასპორტი სერია 3----------- 29.11.2010 წელს ს---------–--ეს მიეცა დადგენილი წესის დარღვევით და ექვემდებარება ამოღებას. 2016 წლის 04 მარტის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მიხედვით, ს---------–--ე რ------------------–-ის მოქალაქე არ არის, ვინაიდან მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ კ------------–-------------------------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის დადგენილების თანახმად, (საქმეზე N5-------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ) ს---------–--ისათვის რ------------------–-ის მოქალაქეობის მინიჭებაზე გადაწყვეტილება დადგენილი წესით მიღებული არ არის. 2017 წლის 11 ივლისის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის თანახმად, რ------------------–-ის პასპორტი სერია 3----------- 29.11.2010 წელს ს---------–--ეს მიეცა დადგენილი წესის დარღვევით და ექვემდებარება ამოღებას. 2016 წლის 04 მარტის სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მიხედვით, ს---------–--ე რ------------------–-ის მოქალაქე არ არის, ვინაიდან მოქალაქეობა დადგენილი წესით არ მიუღია, შესაფასებელია რამდენად შეუძლია მოსარჩელეს, რაიმე მტკიცებულების წარდგენა, რომელიც მისთვის რ------------------–-ის მოქალაქეობის მინიჭებას დაადასტურებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გამოითხოვა ინფორმაცია ს---------–--ის მოქალაქეობის თაობაზე რ------------------–-ის კომპეტენტური ორგანოდან და გამოსაკვლევია მიღებული პასუხი. ამდენად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის N1--------- გადაწყვეტილება ს---------–--ის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს---------–--ესთან მიმართებაში.
6.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს - დოკუმენტების გამოთხოვისა და საქმის სამართლიანი განხილვის საფუძველზე ს---------–--ის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისმხობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება ს---------–--ის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს---------–--ესთან მიმართებაში.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი