განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/32-18
(გამოძიების № 0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
8 იანვარი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი-------–-----------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი #2----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუ----–ი, ფაქტობრივად მცხოვრები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუ----–ი, ვ. გო-------–-ს ქ. #22-ში.
ადვოკატი - ია---------------ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 25 ნოემბერს, საღამოს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუ----–ი მდებარე გი------–---–--ა და მა--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გი------–---–მა ხელების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - მა--------------ის მიმართ, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლი--------–---–ი.
1.2. 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მუ----–ი მდებარე გი------–---–--ა და მა--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, კომპიუტერის შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით მეუღლის შენიშვნის გამო განაწყენებულმა გი------–---–მა თმაზე მოქაჩვისა და მარჯვენა ხელის სახის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური შეურაცხყოფითა და გინებით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი ცოლის - მა--------------ის მიმართ, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილიდ და ტანჯვა. ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი აკ--------–---–ი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა მა--------------ის მიმართ გი------–---–-- მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს ფიზიკური ძალადობის, ასევე 2018 წლის 5 აგვისტოს ფიზიკური ძალადობისა და ბოლო ორი წლის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულით გამოწვეული ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით დაზარალებულისა და მოწმეების - მა--------------ის, ლ---- და აკ--------–---–ების, ალ----------–---–---–ის, თე-------------------–---–--ის, ასევე ნა--------–---–---–ისა და მი-------–----------ის გარდა ყველა სხვა მტკიცებულება ცნობილ იქნა უდავოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს (ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59). დაცვის მხარემ ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი ხსენებული მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ასევე არ დაკითხულან ექსპერტები ზუ-------------–---–ი, გი------------------ი და მა--------------–---–ი, თუმცა ამ ყველა მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გი------–---–-- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ (1.1. და 1.2.) პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელებას.
3.4. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა), ერთი მხრივ, გი------–---–ი და მა--------------ე არიან მეუღლეები, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი არიან ლ---- და აკ--------–---–ების მამა და დედა, ერთი ოჯახის წევრები. ლ---- და აკ--------–---–ები არიან არასრულწლოვნები. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.
3.5. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა გი------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დაზარალებულმა მა--------------ემ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო არასრულწლოვანი მოწმეების ლ---- და აკ--------–---–ების კანონიერმა წარმომადგენელმა თა--------–--ემ უარი განაცხადა მათ დაკითხვაზე.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დარჩენილი მტკიცებულებებიდან არცერთი მიემართება 2017 წლის 25 ნოემბერის ძალადობის ფაქტს, რის გამოც ამ ეპიზოდში შეუძლებელია რაიმე გარემოების დადგენა.
3.7. რაც შეეხება 2018 წლის 5 აგვისტოს ფიზიკური და ბოლო ორი წლის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, სასამართლო მიუთითებს შემდეგ მტკიცებულებებზე: მოწმე ალ----------–---–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ბიძასთან გი-----–---–--ან და არ სმენია ამ უკანასკნელის მხრიდან მა--------------ის გინების ან შეურაცხყოფის შესახებ, აგრეთვე 5 აგვისტოს, როდესაც იგი შევიდა გი------–---–-- ოთახში ბნელოდა და მხოლოდ ის დაინახა, რომ მან დაზარალებულს ხელი ჰკრა, თუმცა სიბნელის გამო ვერ აკონკრეტებს რა ადგილას. იგი უარყოფს რომ გი------–---–მა ხელი გაარტყა მა--------------ეს სახეში. პროკურორის მიერ მისი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ ულაპარაკია, არც დაუწერია. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა მოწმე ალ----------–---–---–ის ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ გი------–---–მა ხელი მოუქნია მა------ს და გაარტყა სახის არეში, აგრეთვე, იგი ხშირად შესწრებია ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაპირისპირებას, გ-- აგინებს და ლანძღავს, ხოლო მა------ ემუქრება გაყრით. გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას სასამართლო ვერ გაიზიარებს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. სასამართლოში მიცემული ჩვენებით მოწმემ გამორიცხა გი------–---–-- მიერ მა--------------ის მიმართ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რაც იმით ახსნა, რომ „შპარგალკები“ აქვთ და მას მსგავსი არაფერი დაუწერია. გარდა ამისა, მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა ხელის კვრის ფაქტზე, ყოველივე ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია კი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა, თუნდაც, რომ გავყვეთ ხელის კვრის ლოგიკას, სასამართლოსთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში განხორციელდა იგი და რა მოჰყვა მას შედეგად, რაც მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას უტყუარად არ დადგენილა; მოწმე თე----------–---–მა (მეზობელი) განაცხადა, რომ არის ბრალდებულის მეზობელი, გაუგ-- მეუღლეებს შორის კონფლიქტის შესახებ, თუმცა კონკრეტულად არც ფიზიკურ ძალადობას შესწრებია და არც გინებას; მოწმე კა-------–---–ის (მეზობელი) განმარტებით კი, იგი არაერთხელ შესწრებია, რომ კონფლიქტისას გი------–---–ი აგინებს მა--------------ეს, თუმცა ბოლო პერიოდში არ იცის რა ხდება მათ შორის. სასამართლოს შეფასებით, მოწმის ჩვენება ზოგადი ხასიათისაა, ამასთან იგი უთითებს, რომ მან არ იცის რა ხდება ბოლო პერიოდში, არც ის გარკვეულა კონკრეტულად, თუ რა პერიოდზეა საუბარი და რა ინტენსივობით და როდის ხდებოდა აღნიშნული, რის გამოც შეუძლებელია კა-------–---–ის ჩვენება შეფასდეს იმ ხარისხის მტკიცებულებად, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია კონკრეტული ფაქტის დადგენა და დასკვნის გაკეთება. გამომძიებელი ნა--------–---–---–ი კი თავად არ შესწრებია გი------–---–--ათვის ბრალად წარდგენილ ფაქტებს და შეუძლებელია მასზე უტყუარად რაიმე დასკვნის დამყარება. აღნიშნული კონფლიქტის თაობაზე მოწმე ალ----------–---–---–მა უთხრა გამოკითხვისას.
3.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის განცხადებას, რომ გი------–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ვინაიდან #1------ შეტყობინებაში ზოგადად არის მითითებული ძალადობაზე, ხოლო გი------–---–ი და მა--------------ე ნახსენებიც კი არ არიან. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა მა--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლ----დ ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ფაქტების ადგილზე შემოწმებას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების (ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება) ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა. აღნიშნულის საწინააღმდეგო განმარტება საერთოდ აზრს დაუკარგავდა მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის პროცედურას და მას არასაჭიროდ აქცევდა. ამგვარი ექსპერიმენტი, რომელიც მოწმის ინფორმაციას ეფუძნება და რომელთან დაკავშირებითაც ამ მოწმის დაკითხვა არსებითი განხილვისას შეუძლებელია, ძალიან ჰგავს „დეპონირებულ ჩვენებას“, რასაც, თავის მხრივ, გამოყენების მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის გამოყენების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ზემოაღნშნული გარანტიების უგულებელყოფითა და აშკარა დარღვევით გამოისახება.
3.9. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს: მა--------------ის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 6 აგვისტოს, მას მარჯვენა თვალის გარშემო და ყვრიმალზე აღენიშნება მოლურჯო ფერის ნაბეჟი ჭრილობა - სისხლჩაქცევა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, პირადი გასინჯვით (06.08.18 წ.), მა--------------ეს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლო ბუნებრივია არ უარყოფს, რომ მა--------------ეს ჰქონდა გარკვეული დაზიანება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი იყო თუ არა გი------–---–ი, ამის დადგენა ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია. მათში ასახულ ინფორმაციას გი------–---–-- მიერ ძალადობის ფაქტზე იმავე ლოგიკით გამორიცხავს სასამართლო გაზიარების თვალსაზრისით, როგორც ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის შემთხვევაში მოხდა. გარდა ამისა, ფაქტის დადგენის თვალსაზრისით უსარგებლოა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის #1----- დასკვნა და ნივთმტკიცებები.
3.10. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, აგრეთვე სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, ხოლო 2017 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებით ეჭვიც არ არსებობს, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, მით უმეტეს, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა გი------–---–-- მხრიდან მა--------------ეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის (ორი ეპიზოდი) ფაქტები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, შვილი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგ--ნი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელებას არასრულწლოვნის (18 წლამდე ასაკის პირი) თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გი------–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ გი------–---–მა განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მა--------------ეზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15).
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გი------–---–-- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გი------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდი, ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. გი------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - გი------–---–ს.
4. ნივთმტკიცებები: “ლენოვო-ს“ ფირმის ლეპტოპი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მა--------------ეს, ხოლო ჭიქის ნამტვრევები იმავე ვადაში განადგურდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გი------–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი