განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
120100118002738517
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151 , 126 1
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2738517-1/440-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

03.01.2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ------------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - თ------------------------- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 03.01.1982 წელს, პ/ნ 030-------7 მცხ: ადიგენის რაიონი სოფ.ა----------ი.

ადვოკატი-შ--–----------–-ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის,,ა" ქ/პ-ით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ" ქ/პ-ით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 15 ოქტომბერს, ადიგენის რაიონის სოფელ ა----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, თ--------ზ ტ----------მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ-–ა ბ-------–---–ს, კერძოდ ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რის შედეგადაც მ-–ა ბ-------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზინება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 15 ოქტომბერს, ადიგენის რაიონის სოფელ ა----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, თ------------------------ ე. წ. „ფიწალის“ გამოყენებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან მ-–ა ბ-------–---–ს, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც მ-–ა ბ-------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2017 წლის 22 დეკემბერს, თ------------------------ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გასამართლებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით, ამასთან 2018 წლის 15 ოქტომბერს, ადიგენის რაიონის სოფელ ა----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, თ--------ზ ტ----------მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი მ-–ა ბ-------–---–ის თანდასწრებით მის პაპას, ს-----ს ტ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ს-----ს ტ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ასევე თ--------ზ ტ----------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალდობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

ასევე თ--------ზ ტ----------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

ასევე თ--------ზ ტ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალდობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა თ--------ზ ტ----------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არასრულწლოვან მ-–ა ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ს-----ს ტ----------ის გამოკითხვის ოქმი, ე----- ტ----------ის გამოკითხვის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

მოწმე მ-–ა ბ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბიძამისი თ--------ზ ტ----------ს უყვარს ალკოჰოლური სასმელების მიღება და როცა სვამს ხდება აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ, 2018 წლის 15 ოქტომბერს თავად და მისი ბაბუა ს-----ს თოროსიანი სახლის ეზოში ვაშლს კრეფდნენ, ამ დროს დაინახა რომ სახლში ბრუნდებოდა ემჩნეოდა, რომ იყო მთვრალი რადგანაც კარგად ვერ დადიოდა. ბაბუამი თ--------ზ ტ----------ს კითხა თუ სად სად წაიღო ხბოს დასაბმელი თოკი,რომელიც სჭირდებოდათ ვაშლისთვის, ტ----------მა აგრესიულად უპასუხა და შეაგინა შეურაცმყოფელი სიტყვებით, უცბათ შემოვარდა თ--------ზი იქ სადაც მოწმე და მისი ბაბუა იმყოფებოდნენ, წავიდა ბაბუას მისამართით უცბათვე იქვე ღობიდან მოგლიჯა ღობის ერთი ცალი ფიცარი და მიბრუნდა ბაბუასაკენ დასარტყამად. ბაბუამ მოახერხა და თ--------ზის მიერ მოქნეული ფიცარი დაიჭირა ხელში გამოართვა და იქვე დააგდო, ამაზე უფრო მეტად გაბრაზდა თ--------ზი და ისევ მოგლიჯა ღობის მეორე ფიცარი და გაისროლა ბაბუას მისამართით, ბაბუა გაიწია და არ მოხვედრია არცერთი ფიცარი. მოწმე ამასობაში ვაშლის ხეზე იყო ასული და რომ დაინახა, თ--------ზი აღარ ჩერდებოდა და ხდებოდა მეტად აგრესიული, მოწმე ჩემოვიდა ხიდან და ცდილობდა ბაბუას და ბიძამისის გაშველებას. ბიძამისი თ--------ზი ბაბუას აგინებდა და მიიწევდა მისკენ დასარტყამად , მოწმეს როგორც შემეძლო აშველებდა, მაგრამ ბიძამისმა მაინც შეძლო და ბაბუა ს-----სს სახეში ერთხელ დაარტყა ხელი. ბაბუა ცდილობდა გარიდებოდა თ--------ზს მაგრამ ის კვლაავ მიიწევდა ბაბუასაკენ აგინებდა უცენზურო სიტყვებით. მოწმე არ აძლევდა ბაბუასთან მოახლოების საშუალებას, რაც მას უფრო აგრესიულს ხდიდა, ვინაიდან მოწმემ არ მისცა ბიძამისს საშუალება რომ ბაბუასთან კიდევ მისულიყო, თ--------ზმა აგრესია მოწმეზე გადმოიტანა. უცაბედად ბაღიდან გავარდა სახლის მიმართულებით აიღო მიყუდებული სამთითა ე.წ. „ფიწალი ·” და შორიდანვე წამოვიდა მოწმისაკენ მუქარით და გინებით. ემუქრებოდა მოკვლით და მისკენ მოდიოდა, რაც მოწმემ აღიქვა რეალურად და შეეშინდა, თ--------ზი მიუახლოვდა ფიწალით ხელში მომარჯვებული, ფიწალის პირი იყო მისკენ რა დროსაც მოწმემ ფეხი ჰკრა მისკენ მომართულ ფიწალს მთელი ძლით მოშორების მიზნით. რის შედეგადაც იქვე წავიქცა ინერციით, ხოლო ბიძამისს უცბათ ბაბუამ გამოართვა ფიწალი ხელიდან და იქვე დააგდო. რის შემდეგაც მეტად გაბრაზდა თ--------ზი მიუახლოვდა მოწმეს, თან აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას და ერთხელ ზურგზე წაქცეულზევე ამოარტყა ძლიერად ფეხი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ბაბუა ცდილობდა მისგან იქით გაეყვანა ტ----------ი, ამ დროს ისევ მიუტრიალდა ბაბუას დასარტყამად , რა დროსაც მოწმემ არ მისცა საშუალება ბაბუასათვის დაერტყა. ამასობაში, ყვირილის და გინების ხმაზე გარეთ გამოვიდნენ ბებია და ბიცოლამისი ნესტან ტუფურია, რომლებმაც გააშველეს,ამის შემდეგ ბიძამისი გინებით და ჩვენი შეურაცხმყოფელი შეძახილებით გავიდა ეზოდან.

 

მოწმე ს-----ს ტ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლე ეთერ ტ----------თან, შვილთან თ--------ზ ტ----------თან. მის ცოლ-შვილთან და არასრულწლოვან შვილიშვილ მ-–ა ბაღდომვილთან ერთად. თ--------ზი კონფლიქტური და აგრესიულია ოჯახის წევრების მიმართ, მაშინ, როდესაც იმყოფება ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშ. 2018 წლის 15 ოქტომბერს. დაახლოებით 16:00 საათზე ის და მისი შვილიშვილი მ-–ო ბაღდომვილი იმყოფებოდნენ სახლის ეზოში და ღობესთან კრეფდნენ ვაშლს. რა დროსაც სახლის ღობის მიღმა შენიშნა მისი შვილი. რომელიც სახლისკენ მოდიოდა და კითხა თუ სად წაიღო ხბოს დასაბმელი თოკი. ის აშკარად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და აგრესიულად უპასუხა და შეაგინა, მოვარდა მოგლიჯა ღობე და მოწმეზე დარტყმა დააპირა. ამ დროს მოახერხა მის მიერ მოქნეული ღობის ფიცრის დაჭერა. რაც ხელიდან გამოსტაცა და იქვე დააგდო. შემდეგ მან ისევ მოგლიჯა ღობის მეორე ფიცარი, გამოისროლა მოწმის მისამართით და მოასწრო აცილება. ამ დროს მ-–ო ვაშლის ხეზე იყო ასული და როდესაც შეესწრო მისი და მისი შვილის კონფლიქტს, ჩამოვიდა ხიდან. მათ შორის ჩადგა და შეეცადა გაშველებას, მაგრამ თ------მა მაინც მოახერხა და სახეში ერთხელ დაარტყა ხელი. რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმე ცდილობდა მისგან გარიდებას და შვილიშვილიც არ აძლევდა თ------ს მასთან მოახლოების საშუალებას, რაც მას უფრო აგრესიულს ხდიდა. აგრესია მ-–ოზე გადაიტანა, გაიქცა სახლისკენ, ხელში ფინალი მოიმარჯვა, გაიწია მ-–ოკენ გინებით და მოკვლის მუქარით. ბავშვი იყო შეშინებული. უკან იხევდა და დაინახა თუ როგორ წაიქცა. თ------ი მაინც მისი მიმართულებით მიდიოდა ფიწლით ხელში მომარჯვებული, რა დროსაც მე მივარდა შვილთან ხელიდან გამოვტაცე ფიწალი. იქვე ეზოში დააგდო და თ------ს აღარ მისცა ფიწალთან მიახლოების საშუალება. ამის შემდეგ მან მიირბინა მ-–ოსთან და წაქცეულ ბავშვს ფეხი ამოარტყა, რასაც თან ახლდა ბავშვის მისამართით ლანძღვა-გინება და მისი შეურაცხყოფა. შემდეგ ისევ მისკენ გამოიწია დასარტყმელად და კვლავ შვილიშვილმა გააკავა. ამასობაში, ყვირილის და გინების ხმაზე გარეთ გამოვიდნენ მეუღლე და თ------ის ცოლი ნ------------------ა, რომლებიც ასევე ჩაუდგნენ შუაში და თ------ის აღარ მისცეს ძალადობის განხორციელების საშუალება. მეუღლემ დარეკა 112–ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ.

 

მოწმე ნ------------------ას გამოკითხვით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლესთან თ--------ზ ტ----------თან, მის მშობლებთან და მულიშვილთან ერთად მისი მშობლების სახლში, თ--------ზი ხშირად ბრაზდება და აგინებს ხოლმე მშობლებს, 2018 წლის 15 ოქტომბერს როდესაც იმყოფებოდა სახლის აივანზე ეზოში დაინახა თ------------------------, ს-----ს ტ----------ი და მ-–ო ბ-------–---–ი, თ--------ზი იყო მთვრალი და აგრესიულად იქცეოდა,აგინებდა მამამისს და დასარტყმელად იწევდა, მ-–ოს ჰყავდა ჩაჭიდული და მამისკენ არ უშვებდა, რომ არ წყნარდებოდა ჩავიდა ეზოში და წამოიყვანა მეუღლე.

 

მოწმე ეთერი ტ----------ის გამოკითხვით დადგენილია რომ შვილს მასთან და მის მეუღლესთან ცუდი დამოკიდებულება აქვს, 2018 წლის 15 ოქტომბერს ს-----ს ტ----------ი და მისი შვილიშვილი მ-–ო ბაღდომვილი იმყოფებოდნენ სახლის ეზოში და ღობესთან კრეფდნენ ვაშლს. ამ დროს მოვიდა თ--------ზ ის აშკარად იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო აგრესიული და შეაგინა მამას, სახეში მუშტი დაარტყა,მ-–ო აშველებდა მათ თ--------ზმა აგრესია მ-–ოზე გადაიტანა, გაიქცა სახლისკენ, ხელში ფიწალი მოიმარჯვა, გაიწია მ-–ოკენ დასარტყმელად. ს-----ს ტ----------მა დააგდებინა ეს ფიწალი თ--------ზს და არ მისცა საშუალება დაერტყა. შემდეგ მ-–იკომ ხელი გაუშვა, ამასობაში თ--------ზ ტ----------მა იხელთა და მუშტი დაარტყა მის მეუღლეს სახეში და გაიქცა, სახლის კედლთან იყო მიყუდებული ფიწალი, აიღო და ისევ გაიქცა მ-–იკოს მიმართულებით. მისი შვილი თ------------------------ აგინებდა მის მეუღლეს და შვილიშვილს, თან ემუქრებოდა უნდა დაგხოცოთ, მოგკლათ ორივევო.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმე ს-----ს ტ----------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, საცხოვრებელი სახლის ხეხილის ბაღისაკენ, კონკრეტულად მიუთითა საცხოვრებელი სახლის ეზოს მომიჯნავედ ხეხილის ბაღის შემოკავებული ხის ღობის აღმოსავლეთ კუთხეზე, რომელსაც აკლდა 2 ცალი ხის ფიცარი, რომელმაც აღნიშნა რომ აღნიშნული ფიცრები მოაძრო თ--------ზ ტ----------მა და მოუქნია დასატყმელად, რომელიც აიცილა და არ მოხვედრია, ასევე აღნიშნა რომ ისევ იმ ადგილას დაარტყა ერთხელ სახეში ტ----------მა ხელი. რომელიც ეტკიმა, მოწმემ ასევე მიუთითა ღობისაკენ ბაღის მიმართულებით 4-5 მეტრში და განმარტა რომ მისმა შვილმა ამ ადგილად გაიწია ფიწალით შვილიშვილზე დასარტყმელად და სადაც ფეხი დაარტყა მ-–ოს წელზე. თავისი ჩვენება მოწმემ დაადასტურა ადგილზე საგამოძიებო მოქმედების დროს.

 

2018 წლის 18 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმე მ-–ა ბ-------–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, საცხოვრებელი სახლის ხეხილის ბაღისაკენ, კონკრეტულად მიუთითა საცხოვრებელი სახლის ეზოს მომიჯნავედ ხეხილის ბაღის შემოკავებული ხის ღობის აღმოსავლეთ კუთხეზე, რომელსაც აკლდა 2 ცალი ხის ფიცარი,რომელმაც აღნიშნა რომ აღნიშნული ფიცრები მოაძრო თ--------ზ ტ----------მა და მოუქნია ბაბუას დასატყმელად რომელიც აიცილა და არ მოხვედრია,ასევე აღნიშნა რომ ისევ იმ ადგილას დაარტყა ერთხელ სახეში ტ----------მა ხელი ს-----ს ტ----------ს, მოწმემ ასევე მიუთითა ღობისაკენ ბაღის მიმართულებით 4-5 მეტრში და განმარტა რომ ბიძამისმა ამ ადგილად გაიწია ფიწალით მასზე დასარტყმელად და ემუქრებოდა, ასევე მიუთითა იმ ადგილისაკანე სადაც ფეხი დაარტყა მას წელზე.თავისი ჩვენება მოწმემ დაადასტურა ადგილზე საგამოძიებო მოქმედების დროს.

 

2018 წლის 15 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფელ ა----------ში მდებარე ეთერი ტ----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელსაც შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის მხარეს, სადაც რკინის პატარა ჭიშკრით საცხოვრებელი სახლის ეზოდან მარჯვენა მხარეს არის ხეხილის ბაღი, რომელიც შემოღობილია ხის საშუალო სიმაღლის ღობით, სწორედ აღნიშნულ ბაღში მოხდა კონფლიქტი თ--------ზ ტ----------ს, ს-----ს ტ----------ს და მ-–ო ბ-------–---–ს შორის, ბაღის აღმოსავლეთ მხარეს ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული ხის ღობეზე 2 ცალი ფიცარი არის მომძვრალი, ამათგან ერთი ცალი ფიცარი გდია იქვე ღობესთან, რომელიც არის 20 სმ სიგრძისა და 1,45 სმ სიგანის, ფიცრის ნაჭრის შუა ნაწილში არის დაფუტუროებული სიძველისაგან და ჩამოტეხილია, ხოლო მეორე ფიცარი ღობიდან დაახლოებით 4 მეტრში არის დაგდებული რომელიც არის 20 სმ სიგრძისა და 1,48 სმ სიგანის, მეორე ფიცრიდან 3 მეტრში დაახლოებით ბაღის ტერიტორიაზე გდია სამთითა ე.წ,,ფიწალი" რომელიც არის 1,48 მ, პირი აქვს რკინის მეტალისაგან შემდგარი და აქვს სამი ცალი 30 სმ სიგრძის თითი.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულინ ბიურის N821/05/9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ-–ა ბ-------–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხაულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულინ ბიურის N822/05/9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს-----ს ტ----------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2018 წლის 18 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ს-----ს ტ----------ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პ-თ.

 

2018 წლის 18 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ-–ა ბ-------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქ/პ-თ და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის,,გ" ქ/პ-ით.

 

სასამართლოს დასკვნა თ------------------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის,,ა" ქ/პ-ით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ" ქ/პ-ით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

თ------------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლეობის ფაქტი მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------ზ ტ----------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.

 

ნივთიერი მტკიცებულება

საქმეზე ამოღებული ფიწალი და 2 ცალი ფიცარი რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, რომლის შესრულება დაევალოს სს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თ------------------------( პ/ნ 030-------7) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ,,ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

-თ------------------------ (პ/ნ 030-------7) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

- თ------------------------ (პ/ნ 030-------7)ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით,- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, თ--------ზ ტ----------ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 წელმა შთანთქოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემებრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ თ--------ზ ტ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. თ--------ზ ტ----------ს დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 2 წლის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 ოქტომბრიდან.

თ------------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება

საქმეზე ამოღებული ფიწალი და 2 ცალი ფიცარი, რომელიც ინახება შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, რომლის შესრულება დაევალოს შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია