განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
130100118002442993
დავის ტიპი
177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/81-2018

№ 027070218001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.11. 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- მ--–----ის ძე მ-----–---–ი, დაბადებული 1992 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და საცხოვრებელი ადგილის მისამართი ქ.ქ-----–ი ი---------------------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“. მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

ბრალდებული - გ------- ა-------ის ძე შ---------ი, დაბადებული 1987 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და საცხოვრებელი ადგილის მისამართი ქ.ქ-----–ი ვ------–-–---–ის ქ.N22

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“. მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 თებერვალს ქ.ქ-----–ში, თ------------ ქ.N25-ში მდებარე გ--–---–-–----ის საწყობში უკანონო შეღწევის გზით გ------- მ-----–---–ი და გ------- შ---------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რის შემდეგ ნაქურდალი ნივთები გადამალეს ქ.ქ-----–ში, თ------------ ქ.N60 მე-4 სადარბაზო, ბინა 44-ში მდებარე გ--–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში. ქურდობის შედეგად გ--–---–-–----ეს მიადგა 432 ლარის და 20 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

ე.ი. გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

 

გ------- შ---------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 თებერვალს ქ.ქ-----–ში, თ------------ ქ.N25-ში მდებარე გ--–---–-–----ის საწყობში უკანონო შეღწევის გზით გ------- შ---------ი და გ------- მ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რის შემდეგ ნაქურდალი ნივთები გადამალეს ქ.ქ-----–ში, თ------------ ქ.N60 მე-4 სადარბაზო, ბინა 44-ში მდებარე გ--–-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში. ქურდობის შედეგად გ--–---–-–----ეს მიადგა 432 ლარის და 20 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

ე.ი. გ------- შ---------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“. მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა გ------- მ-----–---–ის და გ------- შ---------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ზურაბ ელბაქიძის, გ--–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულ გ--–---–-–----ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, გ--–-----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია გ------- მ-----–---–ის და გ------- შ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ------- მ-----–---–ს.

 

გ------- შ---------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ გ------- შ---------ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას იგი ცნობილი დამნაშავედ.

3.4. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- შ---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

4.2. გ------- შ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულთა პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობენ და განიცდიან ჩანადენს. რომ ნაქურდალი ნივთები ამოღებულია და ფაქტობრივად ზარალი არ დამდგარა.

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------- მ-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საპატიმრო სასჯელი.

 

5.4. სასამართლო გ------- შ---------ისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------- მ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს გ------- მ-----–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (2 წლით თ/აღკვეთა). სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ გ------- მ-----–---–ს შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- მ-----–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 07 თებერვლიდან.

3. გაუქმდეს გ------- მზმიშვილის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4. გ------- შ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ , „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მე-5 ნაწილის გამოყენებით 2(ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 1(ერთი) წელი და 4(ოთხი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 4(ოთხი) თვე.

5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- შ---------ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 07 თებერვლიდან.

6. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ------- შ---------ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. გაუქმდეს გ------- შ---------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

8. ნივთიერი მტკიცებულება,- ერთი ცალი მუყაოს ყუთით მწვანე ფერის ერთჯერადი ყავა „ჯაკობსი“, 11 ცალი 330 გრამიანი შპს „კულას“ წარმოების თაფლის მინის ქილა, ერთი ცალი ორ კილოგრამიანი ყუთი ე.წ. „მარილიანი ჩხირები“, უკრაინული წარმოების ვაფლი „შედრიკი“ 4,5 კილოგრამიანი მუყაოს ყუთით, 100 ცალი ჩინური წარმოების 60 ვატიანი ნათურა, 1 ცალი 10 ცალად შეფუთული ერთჯერადი ხელსახოცი „სელპაკი“, 39 ცალი საბავშვო სველი სალფეტკი “BABY ROZE”, 72 ცალი ხელის დასაბანი საპონი „შოკი“, 21 ცალი 450 გრამიანი შეფუთვით მწვანე ფერის მუყაოს შეფუთვით სარეცხი საშუალება „არიელი“, 8 ცალი 1,350 კილოგრამიანი წითელის ფერის პოლიეთილენის შეფუთვით სარეცხი საშუალება „ტაიდი“, რომლებიც ინახება შსს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ გ--–---–-–----ეს.

9.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

10.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი