გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/15878-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - სს „---------------------------------------–-------
წარმომადგენელი - ჯ--------–-–---–ი
მოპასუხე - ი---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი---------–---–ს დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6426 ლარის ოდენობით.
(მოსარჩელემ 2018 წლის 24 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად - 6430.99 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებისა მოითხოვა - 6426 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მტკიცებულება: 30.05.2018 წლის სარჩელი; 24.12.2018 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ი---------–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელი და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახნა-განმარტებით სადაო არ გახადა ზიანის მიყენების ფაქტი, მაგრამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სს „---------------------------------------–--------ს მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა და მისი გაანგარიშება არის გაზვიადებული და შეუსაბამოდ მაღალი.
(მტკიცებულება: 21.06.2018 წლის შესაგებელი; 24.12.2018 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 03 მარტს, ქ. თბილისში, თ--–---------- #56 ნომერთან, მოპასუხე ი---------–---–ი პ/ნ 0----------, მართავდა „სუბარო“-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით: S--------, რომლითაც ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა სს „---------------------------------------–-----–-- დაზღვეულ „ჰონდა“-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით: W------. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შედგენილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და შეჯახებაში დამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა ი---------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.03.2017 – 25.03.2018 წლის სს „---------------------------------------–--------ს
ავტოსატრანსპორტის დაზღვევის პოლისი (№M-----------);
- 04.03.2018 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;
- 03.03.2018 წლის ი---------–---–ის ახსნა-განმარტება;
- 03.03.2018 წლის დ------------–---–ის ახსნა-განმარტება;
- 03.03.2018 წლის სქემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმთან დანართი;
3.1.2. დაზიანებული ავტომანქანის შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა სხვადასხვა დაზიანებები, რომლის შესაცვლელად საჭირო დეტალების და შესაკეთებლად ჩასატარებელი სხვა სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 2629.51 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.03.2018 წლის შპს „---------------------ს ხარჯთაღრიცხვა;
- 19.03.2018 წლის შპს „---------------------ს აქტი.
- 16.03.2018 წლის სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი #0--------.
3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი - 6426 ლარი სს „ს--------------------------------------–-----მა“ სრულად აუნაზღაურა ავტოსატრანსპორტო საშუალების დამზღვევს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახნა-განმარტება;
- 07.03.2018 წლის შპს „---------------------ს ხარჯთაღრიცხვა;
- 19.03.2018 წლის შპს „---------------------ს აქტი;
- 16.03.2018 წლის სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი #0--------;
- ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი დამზღვევისთვის 2018 წლის 19 მარტს 6430.99 ლარის გადარიცხვის თაობაზე (საგადახდო დავალება # 464012929).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება
4.1. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ხარჯი შეადგენს - 6426 ლარს, რაც დასტურდება შპს „------------------ის“ ხართაღრიცხვითით და სს „---------------------------------------–--------ს მიერ გაცემული სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით. მართალია, მოპასუხემ სადავო გახადა დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ხარჯის ღირებულება, მაგრამ მას თავისი საპირისპირო მოსაზრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა არ წარმოუდგენია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ალტერნატიული შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.03.2018 წლის შპს „---------------------ს ხარჯთაღრიცხვა;
- 19.03.2018 წლის შპს „---------------------ს აქტი;
- 16.03.2018 წლის სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი #0--------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი---------–---–ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას სს „---------------------------------------–-----–-- დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სახელმწიფო ნომრით: W------. ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტებებით, საჯარიმო ქვითრით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–-----მა“ დამზღვევს აუნაზღაურა ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული ზიანი - 6426 ლარის ოდენობით, ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მზღვეველზე გადავიდა და ის უფლებამოსილია მოთხოვოს მოპასუხე ი---------–---–ს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს - 193 ლარს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ი---------–---–ს მოსარჩელე სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 193 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „---------------------------------------–--------ს სარჩელი მოპასუხე ი---------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე ი---------–---–ს სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ 6426 ლარის ანაზღაურება.
3. დაეკისროს მოპასუხე ი---------–---–ს სს „---------------------------------------–--------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 193 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე