გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210015001025069
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1---3-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

 

3-----------ი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბლაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - ი-–------–---–ო

წარმომადგენელი- პ------------ე

 

მოპასუხეები - შპს „თ---–-------------------------------–--------ი“

შპს "თ---–------------------------------–---------------------–--------------–--------------–----------------–--–ი"

წარმომადგენლები - პ----------–----------------------------------

 

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - შპს “A----------”

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შპს „თ---–-------------------------------–--------ი“-ს ი-–------–---–ოს სასარგებლოდ დაეკისროს 47 500 აშშ დოლარის გადახდა;

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ი-–------–---–ო წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც თავისი ინდივიდუალური საწარმოს მეშვეობით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს წარმოადგენდა ჩინეთში მოქმედი კომპანიის შპს „თ---–-------------------------------–--------“-ის მიერ გამოგზავნილი პროდუქციის გადაზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გადაზიდვის განმახორციელებელ სუბიექტს მოსარჩელე წარმოადგენდა, ხოლო პროდუქციის მიმღებს - მოპასუხე. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, ხოლო მისი წარმოშობისა და საქონლის გადაზიდვის ფაქტი დასტურდება საერთაშორისო სასაქონლო - სატრანსპორტო ზედნადებებით.

 

მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელემ პროდუქციის გადაზიდვის მომსახურება განახორციელა მარშრუტით - ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, საქართველო. გადაზიდვა შესრულდა 5 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. გადაზიდვის პერიოდი: 16.01.201- – 15.02.201-.

 

მოსარჩელის განმარტებით, გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრა 47 500 აშშ დოლარით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია საქონლის გადაზიდვის ფაქტი, მოსარჩელის მხრიდან შესრულებულია მოპასუხის მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულება, მოპასუხე კი, არ ასრულებს იმ სანაცვლო ფულად ვალდებულებას, რომელიც მას მოსარჩელის მიმართ ეკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ არავითარი მოლაპარაკება მოსარჩელესთან არ ჰქონია. კომპანიას გადაზიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა შპს „A----------“ -თან, რომელსაც სრულად გადაუხადა ტრანსპორტირების საფასური.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ინდ. საწარმო ი-–------–---–ომ, 16.01.201- – 15.02.201- წლის პერიოდში განახორციელა ჩინეთში მოქმედი კომპანიის შპს „თ---–-----------------------------“-ს პროდუქციის გადაზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, მარშრუტით - ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, საქართველო. გადაზიდვა შესრულდა 5 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საბაჟო დოკუმენტაცია (ს.ფ. 136-206)

 

3.2.2. ტვირთის მიმღებს წარმოადგენდა შპს "თ---–------------------------------–---------------------–--------------–--------------–----------------–--–ი"

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- საბაჟო დოკუმენტაცია (ს.ფ. 136-206)

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი-–------–---–ო და შპს „თ---–-------------------------------–--------ი“ არ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში;

 

დადგენილია, რომ ინდ. საწარმო ი-–------–---–ომ შპს „თ---–-------------------------------–--------ის“ მისამართით 201- წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განახორციელა ტვირთის გადაზიდვა.

 

გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემებად მითითებულია შემდეგი: V-------------------–------–--–----------------–--------------–-–------------------------------------------------------–-–---------------------------------–-----------------–-–-------------------------------------------------------–-–------------------------------–------–--–----------------–--------------–-–-----------------------------------------------------------–-–-------------------------------–------–--–----------------–--------------–-–----------------------------------------------------------–-–------------------------------–------–--–----------------–---------------–-–------------------------ ამასთან, შე-------–----------------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან დგინდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სწორედ 201- წლის 1- იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდში. ამავე დოკუმენტაციას ერთვის ინვოისები, სადაც მონაწილე მხარეებად ასევე მითითებულია შპს „A----------” და შპს „თ---–-------------------------------–--------ი“.

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დასტურდება შპს „თ---–-------------------------------–--------ის“ მიერ შპს „A----------“-ისათვის თანხის გადახდები შემდეგი პერიოდულობით და ოდენობით: 201- წლის 17 იანვარს 32 127 ლარი, დანიშნულება - ტრანსპორტირების საფასური; 201- წლის 19 თებერვალს 19 000 ლარი, დანიშნულება - ტრანსპორტირების საფასური; 201- წლის 28 თებერვალს 8 500 ლარი, დანიშნულება - ტრანსპორტირების საფასური; 201- წლის 17 მარტს 29 500 ლარი, დანიშნულება- ტრანსპორტირების საფასური; 201- წლის 28 მარტს 1- 040 ლარი, დანიშნულება - ტრანსპორტირების საფასური; 201- წლის 16 აპრილს 31 997 ლარი, დანიშნულება - ტრანსპორტირების საფასური.

 

მოსარჩელე მოითხოვს 47 000 აშშ დოლარის დაკისრებას, თუმცა სარჩელში მითითებული არ არის თანხის გაანგარიშების წესი, გადაზიდვის ღირებულება თითოეული სატრანსპორტო ერთეულზე, ასევე წარმოდგენილი არ არის შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, მას ი-–------–---–ოსთან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია და გადაზიდვის მომსახურების თაობაზე შეთანხმება ჰქონდა შპს A----------” -თან. ( რომელიც მესამე პირად იქნა მოწვეული ამ საქმეში, თუმცა მისი პროცესში მონაწილეობა ვერ მოხერხდა, რადგანაც რეგისტრაციის მისამართზე ვერ მოიძებნა). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის განმარტება გაზიარებული უნდა იქნას, ვინაიდან წარმოდგენილი საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „A----------” წარმოადგენს გადაზიდვის ურთიერთობაში მონაწილე პირს, სადავო პერიოდისათვის გადაზიდვის მომსახურების საფასური გადახდილია მის ანგარიშზე (ს.ფ. 81-92, 265-273) და მოსარჩელესთან მოპასუხეს სადავო გადაზიდვასთან დაკავშირებით ვალდებულება შესრულებული აქვს, ხოლო ი-–------–---–ოსთან ის სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 668-ე, 672-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველი დავა გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარეობს და შესაბამისად დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნას გადაზიდვის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანხმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურებინა მასსა და მოპასუხეს შორის ი-------––-------–------------------------------------------–-–---------–-------------------------------–---------------–-------–-------–-----–-------–----------------------------–---------------

 

დადგენილი იქნა, რომ ი-–------–---–ო და შპს „თ---–-------------------------------–--------ი“ არ იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში (გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1 პუნქტი). შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მოპასუხის ვალდებულება არ არსებობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, რომელიც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ი-–------–---–ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე