გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2019
საქმის ნომერი
330310117002018259
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5045-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - დ------ ტ-------ე

წარმომადგენელი - გ------- ტ-------ე

მოპასუხე - სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრი

წარმომადგენელი - ა-- მ-----–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ა--ზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დ----- ტ-------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი (დაზუსტებული მოთხოვნა, 03.07.2018 წლის სხდომის ოქმი);

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი (დაზუსტებული მოთხოვნა, 03.07.2018 წლის სხდომის ოქმი);

 

1.3. დაეკისროს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ა--ზღაურება 23 680 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 27 470,18 ლარი (დაზუსტებული მოთხოვნა, 03.07.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა №----- ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების და--რთი №--ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა გა--ცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული გა--ცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

 

მითითებული ბრძანების და--რთის №--ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა გა--გრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; გა--თლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

ამავე და--რთის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული გა--ცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ გა--ცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

და--რთით ასევე დადგინდა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. გა--ცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №----- ბრძანება და მისი და--რთი N- (ტ.1, ს.ფ. 183-192);

 

3.2. სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ 2017 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა №----- ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც განისაზღვრა 10 კომისიის წევრით. აღნიშნული ბრძანებით ასევე დადგინდა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 193-196);

 

3.3. სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმით დგინდება, რომ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ცენტრში გადაგზავნილი იქნა 208 კონკურსანტის გა--ცხადი, რომელთა შორის იყო დ----- ტ-------ე.

 

მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების ფორმები ამ ოქმის №- და--რთის შესაბამისად.

 

და--რთი №- მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმი და მისი და--რთები №- და №- (ტ.1, ს.ფ. 197-232);

 

3.4. სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შესახებაც შედგა ოქმი N--

 

მითითებული ოქმის თა--ხმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეული იქნას ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდა შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: გა--თლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

 

სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №- ოქმის და--რთით დგინდება, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე დ----- ტ-------ის შეფასება შეადგენდა 32.4 ქულას და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო, რის გამოც მან ვერ გადალახა მეორე ეტაპი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №- ოქმი, და--რთითა და შეფასების ამსახველი დოკუმენტით (ტ.1, ს.ფ. 233-305);

 

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის N3/5045-17 დროებითი განჩინების საფუძველზე დ----- ტ-------ე დაშვებული იქნა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მესამე ეტაპზე. 2017 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ დ----- ტ-------ესთან ჩაატარა გასაუბრება, რის შესახებაც შედგა ოქმი N--. აღნიშნული ოქმის თა--ხმად, კონკურსის მესამე - გასაუბრების ეტაპზე დ----- ტ-------ის შედეგი განისაზღვრა 27.9 ქულით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის N3/5045-17 დროებითი განჩინება (ტ.1, ს.ფ. 106-110);

-სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 7 აგვისტოს №-- ოქმი (ტ.1, ს.ფ. 328-329).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- ტ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №-80/ნ დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გა--თლების საერთაშორისო ცენტრის დებულება“, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №-01 დადგენილება „სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თა--ხმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ,,სსიპ - გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის №- და 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე დ----- ტ-------ესთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №-83 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თა--ხმად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გა--თლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრი ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გა--თლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გა--თლების საერთაშორისო ცენტრის დებულება დამტკიცებულია საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №-80/ნ დადგენილებით. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის თა--ხმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გა--თლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თა--მშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. დებულების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თა--ხმად, ცენტრის ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმა--თლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმა--თლებლო პროგრამებზე გა--თლების მიღების ხელშეწყობა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - დირექტორი).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №-01 დადგენილებაზე („სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის N557 დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო გა--თლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თა--მშრომლობის განვითარების, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ქვეყნის საერთაშორისო საგანმა--თლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდა სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.

 

„სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, („სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №-01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის N557 დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი გა--თლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე გა--თლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თა--მშრომლობას, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ცენტრისა და შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის მეშვეობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №----- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, ამ ბრძანების და--რთი №--ის შესაბამისად და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა მიერ გა--ცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - https://app.iec.gov.ge, ელექტრონული გა--ცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების და--რთი №--ის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო სამართალი, ხოლო დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით.

 

დადგენილია, რომ დ----- ტ-------ემ მონაწილეობა მიიღო სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, წარადგინა ელექტრონული გა--ცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით, ატვირთა დოკუმენტაცია.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №----- ბრძანებით დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამაზე - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, რომლითაც განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. გა--ცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველის, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა. ამასთან, სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 28 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში კონკურსის მესამე ეტაპზე კომისიასთან გასაუბრების მიზნით მოწვეულიყო ყველა კონკურსანტი, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე შეფასდნენ შინაარსობრივად პრიორიტეტულად განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებზე/სპეციალობებზე: გა--თლება, ინჟინერია, არქიტექტურა, აგრარული მიმართულებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, საჯარო მმართველობა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდებოდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ----- ტ-------ემ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე მისმა შეფასებამ შეადგინა 32,4 ქულა და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე აღმოჩნდა. ამდენად, ვინაიდან სამართლის მიმართულებით 37 კონკურსანტიდან საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი შეირჩა გასაუბრების ეტაპისთვის, დადგენილი კვოტების გათვალისწინებით მოსარჩელე არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმს იმ ნაწილში, რომლითაც დ----- ტ-------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკურსის მეორე ეტაპზე მისი შეფასება განხორციელდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 16 ივნისის N- ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის დარღვევით.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმზე, რომლის თა--ხმად, კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №- და--რთის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.

 

ზემოაღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგენილია, რომ მათგან ოთხი კრიტერიუმის (მოტივაცია, მიმართულების/დარგის ცოდნა, გამოცდილება, საზოგადოებრივი ხედვა) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-5 ქულამდე, ხოლო მეხუთე კრიტერიუმის (აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) შეფასება ხდებოდა 0-10 ქულამდე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის არსებით საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ კომისიის ერთმა წევრმა მას ,,აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების“ შეფასების კრიტერიუმში დაუწერა 0 ქულა. დ----- ტ-------ე მიუთითებს, რომ 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის თა--ხმად, კომისიის წევრს 0 ქულის დაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ დასმულ კითხვაზე არ არსებობდა კონკურსანტის პოზიცია, მას კი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული ჰქონდა წარდგენილ დოკუმენტებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმით დამტკიცებული შეფასების ფორმის თა--ხმად, მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის შეფასების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა ,,აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები“. ამასთან, განმარტებულია, რომ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში კომისიის წევრებს უნდა შეეფასებინათ კონკურსანტის მზაობა აკადემიურ სფეროში მოღვაწეობისთვის, ხოლო მითითებული კომპონენტი 0 ქულით ფასდებოდა იმ შემთხვევაში, როცა კონკურსანტის პასუხი არ ირკვეოდა, რაც განმარტებულია, როგორც შემთხვევა, როდესაც დასმულ შეკითხვაზე არ არსებობს კონკურსანტის პოზიცია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თა--მდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თა--ხმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება გა--ხორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გა--ხორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თა--ხმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკურსანტის შეფასება საკონკურსო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ შეაფასებს დ----- ტ-------ის, როგორც სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე აპლიკანტის მიმართ კომისიის წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს/მისთვის დაწერილ ქულებს. სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის გარემოება, განხორციელდა თუ არა კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურული წესების დაცვით, ხოლო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №----- ბრძანებით დამტკიცებულ სასტიპენდიო პროგრამაზე - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, რომლითაც განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია. ამდენად, კანონმდებელმა გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კი, სასამართლოს მოსაზრებით საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის წევრების მიერ კონკურსანტის შეფასება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი ვერ შეფასდება კანონთან მიმართებაში. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სწორედ საკუთარი პროფესიული შეფასების, შინაგანი რწმენისა და პირადი აღქმის საფუძველზე მიიჩნია, რომ არ ირკვეოდა/არ არსებობდა დ----- ტ-------ის პოზიცია აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ, რის გამოც აღნიშნულ კომპონენტში კონკურსანტი შეფასებული იქნა 0 ქულით. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება კომისიის წევრის მიერ არ წარმოადგენს შეფასების პროცედურული წესის დარღვევას, მან კონკურსანტი შეფასების ფორმით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და ჩათვალა, რომ დ----- ტ-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების კომპონენტში, კომისიის მიერ დადგენილი შეფასების ქულათა სისტემის მიხედვით კონკურსანტს ეკუთვნოდა 0 ქულა, მაშინ როცა კომისიის სხვა წევრებმა ის 2, 5, 8 და 10 ქულებით შეაფასეს. სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლებელია ერთი კონკურსანტი, ერთ კონკრეტულ კომპონენტში ათივე წევრმა განსხვავებული ქულით შეაფასოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის რომელიმე წევრის შეფასება უკანონოა და არღვევს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრმა სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა კონკურსის ფარგლებში მიეღო სხვადასხვა გადაწყვეტილებები. ამასთან, კომისიის შემადგენლობა ათი, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების მქონე პირებით განისაზღვრა. შესაბამისად, თუნდაც ერთი კომისიის წევრის მიერ გაკეთებული განსხვავებული შეფასება არ წარმოადგენს შეფასების ფორმის დარღვევას და სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული პროცედურული ხასიათის დარღვევად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კომისიისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ კომისიას აქვს თვითნებობის უფლება და მისი საქმიანობა უკონტროლოა. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ჰქონდა თუ არა ადგილი შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება აქვს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევას კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივნისის სხდომა (კონკურსის მეორე ეტაპი) წარიმართა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომისიის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე დ----- ტ-------ის შეფასება განხორციელდა ამ ეტაპზე შეფასების ფორმით დადგენილი ყველა კრიტერიუმის შესაბამისად, პროცედურული ნორმების დაცვით და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს მისთვის კონკრეტულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლოა დ----- ტ-------ეს ჰქონოდა წარდგენილი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობისა და მისი მიზნების შესახებ ინფორმაცია, თუმცა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი პროფესიული შეფასებისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიჩნია, რომ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენდა აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების შესახებ კონკურსანტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, შესაბამისად, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ამ კონკრეტულ კრიტერიუმში მოსარჩელის უფრო მაღალი ქულით შეფასება.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №- ოქმზე, რომლის თა--ხმად, კონკურსის მე-3 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №- და--რთის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო: 1. მოტივაცია; 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი; 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა; 4. თვითშეფასება; 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა; 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა; 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები. აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდებოდა ქულობრივი სპექტრით 0-5, ხოლო მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მეორე სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმი.

 

აღნიშნული ოქმი შედგენილი იქნა კონკურსის მესამე ეტაპზე დ----- ტ-------ესთან გასაუბრების შედეგად, სადაც კონკურსანტის შეფასებამ შეადგინა 27,9 ქულა.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლად დ----- ტ-------ე მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ გასაუბრების დროს მის მიმართ არ ყოფილა დასმული შეფასების კრიტერიუმებით დადგენილი ყველა კითხვა. ამასთან, აღნიშნავს, რომ კითხვები არ იქნა ასახული გასაუბრების შედეგად შედგენილ ოქმში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი. აღნიშნული ბრძანების 3.4 პუნქტის თა--ხმად, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო კომისიამ დ----- ტ-------ესთან ჩაატარა გასაუბრება. ასევე დადგენილია, რომ გასაუბრების შესახებ ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად შედგენილი იქნა ოქმი N--, რომელშიც მიეთითა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (დ----- ტ-------ე კონკურსის მესამე ეტაპზე შეფასდა 27.9 ქულით). ამასთან, ოქმი ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის მიერ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანების მე-4 პუნქტზე, რომელიც არ ითვალისწინებს კომისიის სხდომაზე კონკურსანტისათვის დასმული კითხვებისა და პასუხების ოქმში ასახვას. ზემოაღნიშნულ პუნქტში მხოლოდ მითითებულია, რომ კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, რაც მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წესების დაცვით განხორციელდა. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს N-- ოქმში მისთვის დასმული კითხვებისა და პასუხების არასახვა ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია. ამასთან, სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №----- ბრძანების 3.4 პუნქტის თა--ხმად, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს. გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას იღებს კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. დადგენილია, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე საკონკურსო კომისიის შვიდმა წევრმა დ----- ტ-------ე შეფასების ფორმით დადგენილ ცხრა კომპონენტში შეაფასა და ქულები ასახული იქნა ელექტრონულ სისტემაში, რაც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მას გასაუბრებისას კომისიის წევრებმა შეფასების ფორმით დადგენილი ცხრა კითხვიდან მხოლოდ ოთხი დაუსვეს, ხოლო ქულები ცხრავე კომპონენტში დაუწერეს, რაც 2017 წლის 7 აგვისტოს N-- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლო განმარტავს, რომ გასაუბრების პროცედურა არ გულისხმობს კონკურსანტისათვის შეფასების ფორმით გაწერილი კითხვების სიტყვასიტყვით, ზუსტად დადგენილი ფორმულირებით დასმას. შეფასების ფორმაში არსად არ არის მითითებული, რომ კომისიის წევრები ვალდებულნი არიან კონკურსანტს ზუსტად ის კითხვები დაუსვან, ზუსტად იმ თანმიმდევრობით ან ფორმულირებით, როგორც ეს ფორმაშია მითითებული. აღნიშნული ფორმა მხოლოდ განსაზღვრავს იმ სავალდებულო ცხრა კრიტერიუმს, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრები ვალდებულნი არიან შეაფასონ კონკურსანტის მიერ მიცემული განმარტებები. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების მიზნით, კომისიის წევრები არ არიან შეზღუდულნი დასვან ფორმაში მითითებული კითხვებისგან განსხვავებული ან დამაზუსტებელი კითხვები, რაც გასაუბრების ფორმატისთვის დამახასიათებელია და რაც კომისიის წევრების პირადი აღქმით საჭიროა რომელიმე კონკრეტული კომპონენტის ირგვლივ კონკურსანტის პოზიციის დასაფიქსირებლად, შემდგომში მისი შეფასების მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ შესაძლოა კომისიის წევრებმა კონკურსანტს არ დაუსვან შეფასების ფორმაში მითითებული კონკრეტული კითხვა ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორც ეს ფორმაშია აღწერილი, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კონკურსანტის მიერ მიცემული განმარტებების ან თუნდაც სხვა კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრებს არ შეიძლება წარმოდგენა შეექმნათ სხვა კომპონენტის ირგვლივ კონკურსანტის პოზიციის შესახებ და ვერ შეძლონ მისი ამ კონკრეტული კრიტერიუმით შეფასება, მათთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ვერ გახდება გასაჩივრებული 2017 წლის 7 აგვისტოს N-- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კომისიის მხრიდან ადგილი არ აქვს კანონით დადგენილი გასაუბრების პროცედურის დარღვევას.

 

6.6. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თა--ხმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ა--ზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თა--ხმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ა--ზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თა--მდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დ----- ტ-------ე მესამე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს დაეკისროს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ა--ზღაურება 23 680 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 27 470,18 ლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით აღნიშნული ზიანი წარმოადგენს მატერიალური ხასიათის ზიანს და მოიცავს მგზავრობის ხარჯებს, სწავლის გადასახადს, საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს (ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები და სხვა) და ბანკიდან აღებული სესხის საკომისიოს, სესხის პროცენტით, რომელიც მან აიღო საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის გაგრძელების მიზნით. დ----- ტ-------ე მიუთითებს, რომ აღნიშნული ზიანი მას გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მიადგა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დაცვით აქტების გამოცემის შემთხვევაში, მას ეს ზიანი აღარ მიადგებოდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის №- და 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ამ ოქმების მოქმედებით მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ა--ზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 28 ივნისის N- სხდომის ოქმის ნაწილობრივ (იმ ნაწილში, რომლითაც დ----- ტ-------ემ ვერ გადალახა კონკურსის მე-2 ეტაპი) ბათილად ცნობის, სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ა--ზღაურების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თა--ხმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (გა--ცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ----- ტ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე